„ნაციონალური მოძრაობის” დეგრადაციის პროცესს მხოლოდ მივესალმებით”- რატი იონათამიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში პოლარიზაცია შემცირებულია, რაც განპირობებულია იმით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ბევრად დასუსტებულია. იონათამიშვილი გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატის გიორგი მუმლაძის განცხადებას და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რაც მეტს ილაპარაკებს საპროტესტო აქციებზე, მით უკეთესი იქნება საერთო ფონისთვის. „ამ პარტიის დეგრადაციის პროცესს მხოლოდ მივესალმებით, რადგან საზოგადოება ხედავს, რომ ბოლო პერიოდში პოლარიზაცია შემცირებულია, რაც განპირობებულია იმით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ბევრად დასუსტებულია“, – განაცხადა იონათამიშვილმა. ცნობისთვის, გიორგი მუმლაძემ განაცხადა, რომ დღეიდან პრეზიდენტის სასახლესთან პერმანენტული აქციები დაიწყება, რადგან სალომე ზურაბიშვილს აქვს შესაძლებლობა, თავისი ხელმოწერით რამდენიმე წუთში გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი.

მეტი...

,,ხელშეკრულება 2028 წლამდე უნდა გახანგრძლივდეს და ხელფასი გაორმაგდეს”- ”ნაპოლი” კვარაცხელიას გაშვებას არ აპირებს

გამოცემა Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, „ნაპოლი“  ხვიჩა კვარაცხელია შენარჩუნების მიზნით, ქართველ თავდამსხმელს ხელფასს გაუორმაგებს. გამოცემის ცნობით, აღნიშნული ნაბიჯი ემსახურება იმას, რომ „ნაპოლი“ პრემიერლიგის გუნდების საფრთხეს შეეწინააღმდეგოს. „ნაპოლის“ ხელმძღვანელობას ორმაგი მიზეზი აქვს გაიღიმოს, მიუხედავად „ლილთან“ ამხანაგურ შეხვედრაში წაგებისა. ქართველი სრულად გამოჯანმრთელდა. კვარაცხელია ახლოს არის ხელფასის გაზრდასთან და კონტრაქტის განახლებასთან. კვარა ითამაშებს „ინტერის“ წინააღმდეგ 4 იანვარს მატჩში, რომელიც სკუდეტოსთვის რბოლაში ბევრს გადაწყვეტს. იანვარი „ნაპოლისთვის“ გადამწყვეტი თვე იქნება საჩემპიონო ბრძოლაში, რადგან „ინტერის“ გარდა, „იუვენტუსთან“ და „რომასთან“ მატჩები ელის. ასევე მნიშვნელოვანია ქართველთან კონტრაქტის განახლება. ჯუნტოლი კვარას აგენტ მამუკა ჯუღელთან შესანიშნავ ურთიერთობაშია. ხელშეკრულება 2028 წლამდე…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის შერჩევის მიზნით, კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის 2022 წლის 22 დეკემბრის N289-ე ბრძანებით, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატის შესარჩევად გამოცხადდა კონკურსი და საკონკურსო კომისია შეიქმნა. პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატის შესარჩევი კომისიის შემადგენლობაში არიან საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, უზენაესი სასამართლოს, გენერალური პროკურატურისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლები. ბრძანების მიხედვით, კანდიდატების შესარჩევი კონკურსის გამოცხადებიდან, ერთი კვირის ვადაში საქართველოს პრემიერ-მინისტრს საკონკურსო კომისიის წევრობის კანდიდატები უნდა წარედგინოს. კონკურსში მონაწილეობის პირობების, კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო განცხადების წარდგენის ვადისა და წესის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე საკონკურსო კომისიის პირველი სხდომის გამართვიდან ერთი კვირის ვადაში გამოქვეყნდება.

მეტი...

მამაკაცი, რომელმაც გიული ალასანიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დაკავებულია

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის დედას, გიული ალასანიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ინციდენტი კლინიკა „ვივამედთან“ იმ დროს მოხდა,  როდესაც გიული ალასანია ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევდა. მამაკაცის შეჩერება გიული ალასანიას დაცვამ, შემდეგ კი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სცადეს.

მეტი...

 ,,არანაირი ზარი, პირდაპირი ან ირიბი მითითება ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან ექსპერტიზასთან დაკავშირებით არ ყოფილა”- ალექსანდრე გეჯაძე ”მედიაცენტრ მთავარში”

,,2012 წლიდან არანაირი ზარი, პირდაპირი ან ირიბი, გაკვრითი მითითება ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან ექსპერტიზასთან დაკავშირებით არ ყოფილა,” – ამის შესახებ სამედიცინო ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა. ექსპერტი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებას გამოექმაურა, რომლის თქმითაც, ალექსანდრე გეჯაძემ „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე ის დასკვნა დადო, რომელიც შსს-ს აწყობდა. ,,2012 წლამდე იყო 1-2 ეპიზოდი, თუმცა ამას თავი დავანებოთ, მაგრამ 2012 წლიდან არანაირი ზარი, მითითება, არანაირი პირდაპირი ან ირიბი რაღაც გაკვრითი მითითება ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან ექსპერტიზასთან დაკავშირებით არ ყოფილა. შალვას მთავარი მიზანი სტრატეგიულად იყო ის, რომ ექსპერტიზა აღარ დანიშნულიყო –…

მეტი...

თბილისში ავტომობილი ბავშვს დაეჯახა

ავარია თბილისში – კლიდიაშვილისა და ჩუბინაშვილის კვეთაზე მსუბუქი ავტომობილი ბავშვს დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია სკოლის მოსწავლე. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.

მეტი...

ჯანმრთელობის გაუარესების გამო დავით კირკიტაძემ შიმშილობა შეწყვიტა

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, დავით კირკიტაძემ შიმშილობა შეწყვიტა. გუშინ ნაციონალური მოძრაობის წევრი დავით კირკიტაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის 9 დღის განმავლობაში პარლამენტში შიმშილობდა. ცნობისთვის, ამ დროისთვის, მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით, პარლამენტში ”ნაციონალური მოძრაობის” ორი დეპუტატი – ანი წითლიძე და თემურ ჯანაშია შიმშილობენ.

მეტი...

რუსი დეპუტატი ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს

რუსი დეპუტატი ნიკიტა იუფერევი გენერალურ პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით მიმართავს, ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ  სისხლის სამართლის საქმე  აღიძრას. დეპუტატი პუტინის მიერ, სიტყვა „ომის“ ხსენების გამო მის წინააღმდეგ, საქმის აღძვრას ითხოვს, რომელიც რუსეთის არმიის შესახებ „ყალბი ამბების“ გავრცელებას ეხება. „ომის შესახებ ასეთი სიტყვებისთვის უკვე რამდენიმე ათასი ადამიანია გასამართლებული“, – განაცხადა იუფერევმა. ცნობისთვის, პუტინმა განაცხადა: „ჩვენი მიზანი არ არის სამხედრო კონფლიქტის ამ ბორბლის დატრიალება, არამედ, პირიქით, ამ ომის დასრულება, ჩვენ ამისკენ ვისწრაფვით და გავაგრძელებთ”.  

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში – დაშავდა ერთი მამაკაცი

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ლომოურის ქუჩაზე, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 62 წლის მამაკაცი დაშავდა, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს. მისი  მდგომარეობა სტაბილურია. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

მეტი...

დააკავეს კაცი, რომელმაც კასპში ძმის ცოლი მოკლა

პოლიციამ კასპის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცმა ძმის ცოლს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სანადირო თოფიდან გასროლით, თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. უწყების ცნობით, დანაშაული 10-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1940 წელს დაბადებული გ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კასპის მუნიციპალიტეტში, ძმის ცოლს, 1949 წელს დაბადებულ ლ.ნ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სანადირო თოფიდან გასროლით თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. პოლიციამ გ.გ. ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი…

მეტი...

რუსეთმა დონეცკი დაბომბა – დაიღუპა 4 მშვიდობიანი მოქალაქე

22 დეკემბერს დონეცკის რეგიონში რუსული დაბომბვის შედეგად 4 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 7 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პაველ კირილენკომ ავრცელებს. ,,22 დეკემბერს რუსებმა დონეცკის ოლქში 4 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს: 2 ჩასოვოი იარში და 2 ბახმუტში. რეგიონში კიდევ 7 ადამიანი დაშავდა”, – წერს კირილენკო ”ტელეგრამზე”. უკრაინის მხარის ინფორმაციით,  23 დეკემბრის მდგომარეობით, დონეცკის რეგიონში რუსებმა მინიმუმ 1 279 ადამიანი მოკლეს, ხოლო სულ მცირე 2 780 მშვიდობიანი მოქალაქე დაჭრეს.  

მეტი...

კუსტარულად მოწყობილ სასაკლაოზე დაკლული ცხენის და ვირის ხორცის რეალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მომხმარებლის მოტყუების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, ცხოველთა სასაკლაო კუსტარულად ჰქონდათ მოწყობილი, სადაც შესაბამისი ნებართვის გარეშე, კანონმდებლობით გათვალისწინებული ვეტერინარულ-სანიტარული სავალდებულო პროცედურების უგულებელყოფით, ცხენისა და ვირის ხორცის დამუშავებას ახორციელებდნენ, რომლის რეალიზაციასაც თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბაზარში არსებული სავაჭრო ობიექტიდან საქონლის ხორცის სახით ახდენდნენ.

მეტი...

მკვლელობა დიდ დიღომში – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული დ.ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 დეკემბერს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ნაცნობს – 1991 წელს დაბადებულ გ.წ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, გ.წ. ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული დ.ა. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული. ​გამოძიება სისხლის…

მეტი...

,,არ უნდა დავუშვათ მიხეილ სააკაშვილის წამებით სიკვდილი”- ყოფილი თანამდებობის პირების განცხადება

130-ზე მეტი ყოფილი თანამდებობის პირი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. განცხადების ავტორები მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვენ. “როგორც საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის, ისე ამერიკელი სამედიცინო ექსპერტების დამოუკიდებელი ჯგუფის შეფასებები უტყუარად ადასტურებს, რომ საქართველოში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის შენარჩუნება ვერ მოხდება და პროცესი წამებით სიკვდილით დასრულდება. ჩვენ არ განვიხილავთ პრეზიდენტ სააკაშვილის ბრალეულობის საკითხს. ჩვენ ვამბობთ: კონსტიტუციით სიკვდილით დასჯა აკრძალულია, ისევე როგორც წამება, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა. ეს ასევე გამომდინარეობს საქართველოს მიერ აღიარებული საერთაშორისო ნორმებიდან. პრეზიდენტ სააკაშვილის, ისევე როგორც ნებისმიერი…

მეტი...

თურქეთში ინფლაციის გამო 2023 წელს ხელფასები 55%-ით გაიზრდება

თურქეთში ინფლაციის გამო 2023 წელს ხელფასები 55%-ით გაიზრდება. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. თურქეთის მოქალაქეთა მინიმალური ანაზღაურება ივლისში დადგენილ რაოდენობასთან შედარებით – 55%-ით, ხოლო იანვართან შედარებით 100%-ით მოიმატებს. ამჟამად თურქეთში მინიმალური ხელფასი 8 506 ლირაა, რაც 455 დოლარს შეადგენს.  

მეტი...

ესპანეთში, სქესის შეცვლას 16 წელს გადაცილებული ნებისმიერი მოქალაქე შეძლებს

ესპანეთში, ტრანსგენდერების შესახებ ახალი კანონპროექტი მიიღეს. დოკუმენტის თანახმად,  16 წლიდან ნებისმერი პირი პირადობის მოწმობაში სქესის შეცვლას შეძლებს. კანონპროექტს მხარი 188-მ დაუჭირა, წინააღმდეგი წავიდა  150. ცვლილებას სოციალისტური პარტიის წევრები აპროტესტებდნენ, რადგან მიიჩნევენ, რომ შესაძლოა, ეს კანონი ქალთა უფლებებს შეეხოს.  

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა რიკოთზე – არის მსხვერპლი

ავტოსაგზაო შემთხვევას  რიკოთის უღელტეხილზე ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილი გზის დამცავ ჯებირს, შემდეგ კი შუა ხნის მამაკაცს დაეჯახა. შეჯახების შედეგად, 50 წლამდე ასაკის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.  

მეტი...

,,პოლონეთი და იტალია ევროკავშირის ბიუროკრატიით დაიღალნენ”- მატეუშ მორავეცკი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პოლონეთი და იტალია ევროკავშირის ბიუროკრატიით დაიღალნენ. მისი თქმით, პოლონელებსა და იტალიელებს „რეალური დემოკრატია სურთ“ და არა „ევროპული სუპერსახელმწიფო“. „სამშობლოთა ევროპა და არა ევროპული სუპერსახელმწიფო. ჩვენ, ორივე, ვეთანხმებით ამას. პოლონელები და იტალიელები დაიღალნენ ევროპული ბიუროკრატიის დიქტატით და რეალური დემოკრატია სურთ. ჩვენ გვინდა, განვაახლოთ ევროკავშირი მის სადამფუძნებლო პრინციპებთან დაბრუნებით“, – განაცხადა მორავეცკიმ. მისივე თქმით, ვლადიმერ პუტინის ნეოიმპერიალისტული პოლიტიკა არის საფრთხე არა მხოლოდ კიევისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის. როგორც მორავეცკი აღნიშნავს, ვარშავასა და რომს „ევროკავშირის განახლება უნდათ“.  

მეტი...

,,ჩვენი ამოცანა არ არის კონფლიქტის გაღვივება, პირიქით, ვისწრაფვით, დავასრულოთ”- პუტინი

,,ჩვენი ამოცანა არ არის კონფლიქტის გაღვივება, არამედ, პირიქით, დავასრულოთ ეს ომი. ჩვენ ვისწრაფვით, დავასრულოთ ეს და რაც მალე, მით უკეთესი“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. პუტინის თქმით, ყველა შეიარაღებული კონფლიქტი მოლაპარაკებებით სრულდება. „ყველა შეიარაღებული კონფლიქტი სრულდება ასე თუ ისე რაღაც სახის მოლაპარაკებებით დიპლომატიურ ველზე“, – განაცხადა პუტინმა. მისივე თქმით, მოლაპარაკებებზე უარს კიევი ამბობს. „რაც მალე გააცნობიერებენ ამას ისინი, ვინც გვეწინააღმდეგებიან, მით უკეთესი. ჩვენ ამაზე უარი არასდროს გვითქვამს“, – განაცხადა პუტინმა.

მეტი...

მარიუპოლში 10 000-ზე მეტი ახალი საფლავი აღმოაჩინეს

სააგენტო „ასოშიეთიდ პრესის“ ინფორმაციით, მარიუპოლში, სტაროკრიმსკის სასაფლაოზე რუსეთის იერიშების შედეგად დაღუპულთა 10 000-ზე მეტი ახალი საფლავი აღმოაჩინეს. სააგენტოს ცნობით, ეს ზუსტი მონაცემები არ არის. „ასოშიეთიდ პრესის“ განმარტებით, საფლავებს უპილოტო საფრენი აპარატებით ითვლიდნენ. მათივე თქმით, რუსეთის აგრესიის შედეგად მარიუპოლში დაღუპულთა საერთო რაოდენობა შესაძლოა, 25 000-ზე მეტი იყოს. უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, მარიუპოლის ალყის დროს 25 000 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

მეტი...

აშშ-ის 2023 წლის ბიუჯეტი უკრაინისა და საქართველოს ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებს

აშშ-ის სენატმა 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, სადაც უკრაინისთვის თითქმის 45 მილიარდი დოლარის ოდენობით დახმარებაა გათვალისწინებული. უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის  23,5 მილიარდი დოლარია გათვალისწინებული. ამასთან ერთად, აშშ-ის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი საქართველოსთვის, დახმარების სახით, არანაკლებ 132 მილიონ 25 000 დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. ბიუჯეტი  1,7 ტრილიონ დოლარს შეადგენს. ახლა ის დასამტკიცებლად წარმომადგენელთა პალატას უნდა გადაეგზავნოს. შემდეგ კი მას ხელს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოაწერს ხელს. ამასთან, სენატმა დაამტკიცა შესწორება, რომელიც რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეული ფინანსური აქტივების გასხვისებით მიღებული შემოსავალის უკრაინისთვის გადაცემას გულისხმობს.

მეტი...