მკვლელობა ჯავის ქუჩაზე – მოკლულია 45 წლამდე ასაკის მამაკაცი. არსებული ინფორმაციით, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან, ველოსიპედით გადაადგილების დროს, ქუჩაში ესროლეს.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, მკვლელი მოკლულის მეზობელია.
მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებული.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის საკრებულოში, მამუკა გუგეშაშვილის ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ, ჯავის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. ამის შესახებ განცხადება მან თბილისის საკრებულოს სხდომაზე გააკეთა.