3 გარდაცვლილი და 4 დაჭრილი – პარიზში კაცმა ქუჩაში ცეცხლი გახსნა

პარიზის ცენტრალურ უბანში შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა, დაღუპულია სულ მცირე სამი ადამიანი.

სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, რომელთა შორის ორი მძიმე მდგომარეობაშია.

მედიის ინფორმაციით, 69 წლის ეჭვმიტანილი მამაკაცი პოლიციამ მალევე დააკავა. თავდასხმის მოტივი ან სამიზნე ჯერჯერობით გაურკვეველია.

გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი საფრანგეთის მოქალაქეა. შემთხვევა ქურთების კულტურულ ცენტრთან ახლოს მოხდა.

 

მსგავსი თემები