,,იმედი მაქვს, რომ ახლა გაცილებით დიდი ზეწოლა იქნება საქართველოს ხელისუფლებაზე”- ედუარდ სააკაშვილი

,,ყველაზე მტკივნეული ჩმეთვის ის არის, რომ საკუთარი თვალით ვხედავდი როგორ უარესდებოდა მისი მდგომარეობა,”- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის შვილმა, ედუარდ სააკაშვილმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

ედუარდ სააკაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა საზოგადოებამ იხილა, გაცილებით დიდი ზეწოლა იქნება საქართველოს ხელისუფლებაზე.

“მე მქონდა შესაძლებლობა რომ ის რამდენჯერმე მენახა ციხეში, როდესაც საჯაროდ არ ჩნდებოდა და ყველაზე მტკივნეული ჩმეთვის ის არის, რომ საკუთარი თვალით ვხედავდი როგორ უარესდებოდა მისი მდგომარეობა, განსაკუთრებით ეს ბოლო თვის განმავლობაში დაჩქარდა.

ახლა, როდესაც ეს კადრები გამოქვეყნდა, უკვე ეჭვი აღარ არის, რომ ის ძალიან ცუდადაა. მიუხედავად ხელისუფლების პროპაგანდისა, რომ ის სიმულირებს და ა.შ. მე იმედი მაქვს, რომ ახლა გაცილებით დიდი ზეწოლა იქნება საქართველოს ხელისუფლებაზე”, – აღნიშნავს ედუარდ სააკაშვილი.

მსგავსი თემები