ხმაური ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე – ”ნაციონალური მოძრაობის” წევრს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

ხმაური და დაპირისპირება ოზურგეთის საკრებულოში – “ქართული ოცნების” დეპუტატი ნინო ნადირაშვილი, ”ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატს თათია ნიკოლაიშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდა.

ხმაური სხდომაზე მას შემდგე დაიწყო, რაც „ნაციონალურმა მოძრაობის“ დეპუტატებმა სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის ფოტოები მიიტანეს და განაცხადეს, რომ სააკაშვილის გარშემო არსებული ვითარების გამო მათ სურვილი არ აქვთ ბიუჯეტის დამტკიცებაში მონაწილეობა მიიღონ. ამ ფაქტს ”ქართული ოცნების” დეპუტატების გაღიზიანება მოჰყვა.

საბოლოდ ოპოზიციამ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

მსგავსი თემები