ნიკოლოზ ბასილაშვილს ამჯერად ბიზნესმენი უჩივის

მსოფლიოში ცნობილ ჩოგანს ნიკოლოზ ბასილაშვილს, ყოფილი მეუღლის შემდეგ, კიდევ ერთი მომჩივანი გამოუჩნდა. ამჯერად, მას ქართველი წარმომავლობის ბიზნესმენი გარკვეული ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს და ჩივის.    

საუბარია  ბიზნესმენ ირაკლი კაჭარავაზე, რომელიც აცხადებს, რომ ბასილაშვილში ფული ჩადო, თუმცა, უკან არაფერი მიუღია.  

ირაკლი კაჭარავა საქართველოს და რუსეთის ორმაგი მოქალაქეა. ის კომპანია  “შპს ზენას” 100-პროცენტიანი წილის მფლობელია. გარდა აღნიშნული კომპანიისა, საზღვარგარეთ სხვა, არაერთი  ბიზნესის მფლობელია. მისი ინტერესების დამცველის, მარიკა არევაძის განცხადებით, დავის დეტალებზე საუბარი შეუძლებელია, რადგანაც ის კონფიდენციალურ ინფორმაციას შეიცავს.

თუმცა, საუბარია, რომ  ბიზნესმენმა ნიკოლოზ ბასილაშვილის კარიერულ წინსვლისთვის გარკვეული თანხა დახარჯა, თუმცა, ამ ყველაფერს უკუკავშირი არ ჰქონია. როგორც ირკვევა, მიღებული პრიზებიდან, ბასილაშვილს კაჭარავასათვის გარკვეული თანხა უნდა გადაეხადა.

მსგავსი თემები