“ოპერატორი ტოვებდა ტერიტორიას, რა დროსაც კიბის ბაქანზე დაბალ მოაჯირს წამოედო და გადავარდა” – მამუკა მდინარაძე

„მთავარი არხის“ ოპერატორის დაშავებასთან დაკავშირებით მამუკა მდინარაძე განცხადებას აკეთებს. მმართველი გუნდის განცხადებით, „მთავარი არხის“ ოპერატორი მეორე სართულიდან არავის გადაუგდია და ის მოაჯირს წამოედო და თავად გადავარდა.   “ბექა ყორშია და მისი ოპერატორი მივიდნენ ქარელის შტაბში. ბექა ყორშია არავის გაგიკვირდებათ ალბათ, ცდილობდა პროვოკაციის მოწყობას მათი მოგონილი სიუჟეტების მიხედვით და კითხულობდა „ჩლიქოსანს“, შეურაცხყოფას აყენებდა იქ შტაბის წარმომადგენელს. საუბარია, რომ ასე ჩვენი მერობის კანდიდატს მოიხსენიებდა. მას შემდეგ, რაც გამოაძევეს შტაბიდან და მართლაც იყო იქ გარკვეული სიტყვიერი კამათი და დაპირისპირება ჩვენი შტაბის წარმომადგენლებსა და ჟურნალისტს შორის, უკანა სვლით “მთავარი არხის” ოპერატორი ტოვებდა ტერიტორიას, რა დროსაც არის…

მეტი...

„ქართული ოცნების“ შტაბის მეორე სართულიდან ჩვენი ოპერატორი გადმოაგდეს“ – ნიკა გვარამია

ქარელში, მმართველო გუნდის საარჩევნო შტაბში ინციდენტი მოხდა. როგორც ნიკა გვარამია აცხადებს, მისი ოპერატორი შტაბის მიერ სართულიდან გადმოაგდეს. „მივდივარ ქარელში. ჩემი ჯგუფი გადაღებაზე იყო (ბექა ყორშია და ლევან აბლოთია). ქართული ოცნების შტაბის მეორე სართულიდან, ოცნების წევრებმა გადმოაგდეს ჩვენი ოპერატორი, რომელიც ახლა გადაყავს ქარელის საავადმყოფოში სასწრაფოს. ირაკლი კობახიძევ, ლექსო ლაშქარავა კვადრატში გვჭირდება ოპოზიციასო თუ რა შხამს აფრქვევდი შე ნაძირალა?!! შენი პარტიის ქარელის ოფისიდან, შენივე პარტიის წევრებმა რომ გადმოაგდეს ადამიანი, ეს ოპოზიცია იყო? თუ ბექა ყორშიას დააბრალებ თავისივე ოპერატორის გადმოგდებას? თუ თვითონ გადმოხტა? ან იქნებ კაიფში იყო და გადმოვარდა?ბავშვს რამე არ დაემართოს, მაგაზე ილოცეთ…

მეტი...

„საჭიროა მსხვერპლი“, „გვჭირდება ლექსო ლაშქარავა კვადრატში“ – ირაკლი კობახიძის განცხადება

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ახალგაზრდული ფრთის, მათ შორის, „სირცხვილიას“ წევრების საუბრებიდან და „ჩატებიდან“ გამოჟონილ ინფორმაციაზე ისაუბრა.     „განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს საუბრები მძიმე პროვოკაციაზე, რომელიც რადიკალურ ოპოზიციაში უკანასკნელ პერიოდში სულ უფრო აქტიურად წარიმართება. „საჭიროა მსხვერპლი“, „გვჭირდება ლექსო ლაშქარავა კვადრატში“ – ეს არის ფრაზები ნაციონალური მოძრაობისა და მისი ახალგაზრდული ფრთის, მათ შორის „სირცხვილიას“ წევრების საუბრებიდან და ჩატებიდან, რის შესახებაც ინფორმაცია ყოველდღიურად ჟონავს ნაციონალური მოძრაობის ოფისებიდან. გვაქვს ინფორმაცია, რომ შედგა საუბარი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს შორის იმის შესახებ, რომ პარტიისა და პარტიული ტელევიზიების შენახვა ყოველწლიურად ათეულობით…

მეტი...

„თუ ქვეყანა 30 ვერცხლად, ასე იაფად გავყიდე, სამაგალითოდ უნდა დამსაჯონ“ – მეუფე მაკომპრომატირებელ მასალებზე  

„გისმენთ ყველას, ვაგროვებთ ცნობებს თქვენზე, ვაგროვებთ კომპრომატებს, ვიყენებთ თქვენს სისუსტეებს, გიგონებთ ჭორებს, გიტეხავთ სახელს, ჩვენ გმართავთ ბოროტების საშუალებით….“ – აღნიშნული წერილის დართვით გავრცელებულ 60 000 ფაილზე, რომელიც რამდენიმე დღეა მთავარი განხილვის თემაა, ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) საუბრობს და აცხადებს, რომ ფაილებში ავთეტურტან ერთად ბევრი სიყალბეა. შეგახსენებთ, რომ 60 000 ფაილში, რომელიც დიპლომატებს, ჟურნალისტებს, სასულიერო პირებს, პოლიტიკოსებს, ბიზნესმენებს და თითქმის ყველა მიმართულებას ეხება მარალი იერარქიის სასულიერო პირებს დიდი ნაწილი ეთმობა, მათ შორის პატრიარქსაც. როგორც მეუფე განმარტავს, სრული სიყალბეა ის ნაწილი, სადაც მას ლუგარის ლაბორატორიიდან ფულის სანაცვლოდ მასალების გადაცემაში…

მეტი...

„ვაგროვებთ კომპრომატებს, გიგონებთ ჭორებს, გიტეხავთ სახელს“ – წერილი ჯოჯოხეთიდან  

მეუფე ნიკოლოზი ადასტურებს, რომ გავრცელებული ფარული, მაკომპრომატირებელი ჩანაწერების ნაწილი ავთენტურია, თუმცა, ამას იმით ხსნის, რომ ვინც საკუთარ, უწყინარ ავთენტურ ჩანაწერს ამოიცნობს ფაილში, ის იფიქრებს და დაიჯერებს რომ ყველაფერი ავთენტურია ამ ჩანაწერში. მისი შეფასებით, სწორედ ამიტომ აღმოჩნდა მსგავსი ავთენტური და უწყინარი ჩანაწერები ამ ფაილებში, რომ მავანს და მავანს იმ სიბინძურეების ერწმუნა, რაც ფარული მიყურადების 60 000 ფაილშია ასახული. „მაგალითად, მირეკავს პროდიუსერი და მითანხმებს რომ მივიდე ამა და ამ გადაცემაში, მითანხმებს თემას და ასე შემდეგ. ბუნებრივია, ეს არის ავთენტური. ჩვეულებრივი, არაფრის მომცემი საუბარი. როცა ასეთი ჩანაწერები არის ფაილში, ბევრი ირწმუნებს, რომ რადგან…

მეტი...

“ეს არის ქვეყანაზე ძალიან სერიოზული თავდასხმა” – მიტროპოლიტი ნიკოლოზი ფარულ ჩანაწერებზე

ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) საუბრობს. სასულიერო პირი მომხდარი ფაქტს “მთელს ქვეყანაზე მომხდარ თავდასხმას“ უწოდებს. “მე შემიძლია მხოლოდ სულიერი თვალით შევხედო ამ ყველაფერს და სულიერი ახსნა მოგცეთ. რა ხდება რეალურად. ეს არის ქვეყანაზე ძალიან სერიოზული თავდასხმა და ვინც ამ თავდასხმას ახორციელებს, ზოგადად გასაგებია ვინც აკეთებს ამას. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ შესაბამისი რეაგირება უნდა გვქონდეს ყველას ერთად,”- განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.

მეტი...

“საქართველოში 3 540 609 პოტენციური ამომრჩეველია”- ცესკო

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა ბაზა გადასცა. ცესკო-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, სააგენტოს მიერ ცესკო-სთვის გადაცემულ სიაში 3 540 609 პოტენციური ამომრჩეველია. სიების გადმოცემასთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს ცესკო-სა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელ პირებს შორის შეხვედრა გაიმართა. „განახლებული მონაცემების საფუძველზე, საზოგადოებისა და შესაბამისი ჩართული მხარეების აქტიურობით გვექნება კიდევ უფრო გაუმჯობესებული, კიდევ უფრო დახვეწილი ამომრჩეველთა ერთიანი სიები, რომლებიც მოხსნის ყველა იმ კითხვის ნიშანს და გამორიცხავს იმ მანიპულაციას, რომლებიც ამომრჩეველთა სიასთან მიმართებაში შეიძლება, არსებობდეს“, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა. პოტენციურ ამომრჩეველთა…

მეტი...

თბილისის პროკურატურაში ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოკითხვები მიმდინარეობს

თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს იმ მედიასაშუალებების წარმომადგენლები, რომლებსაც ფარული აუდიოჩანაწერების ფაილები დაეგზავნათ. ცოტა ხნის გამოკითხვაზე მივიდა „ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე. „მყისიერად ვაცნობე პროკურატურას, რომ მოვიდოდი და მივცემდი ჩვენებას, რადგან ვფიქრობ, რომ დღეს ყველასთვის მნიშვნელოვანია, რომ სასწრაფოდ მისცეს ხელისუფლებამ პასუხისგებაში ყველა ის ადამიანი, ყველა ის მაღალჩინოსანი, ვინც ჩვენ, ჟურნალისტებს გვისმენდა, უსმენდა მღვდლებს, მონაზვნებს, ეპისკოპოსებს, პატრიარქის გარემოცვას, საპატრიარქოში დასაქმებულ ადამიანებს“, – განაცხადა ნოდარ მელაძემ.

მეტი...

დააკავებენ თუ არა ალექსანდრე ხოჯევანიშვილს? – რა ვერსიები აქვთ გახარიას პარტიაში

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, ბექა ლილუაშვილი არ გამორიცხავს, რომ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი დააკავონ. ამის შესახებ მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა. “როგორც ჩანს, მმართველი პარტიისთვის დღეს მთავარი პრიორიტეტია ძალაუფლების შენარჩუნება, შესაბამისად, არ გამოვრიცხავთ არაფერს, მათ შორის ბუტა რობაქიძის საქმეზე, საერთაშორისო სასამართლოს მიერ დაზარალებულად მიჩნეული ჩვენი მხარდამჭერი ბართაია ციხეშია, არაფერია გამორიცხული“, – აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა. შეგახსენებთ, ინტერნეტსივრცეში გავრცელდა მასალები, რომელიც სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენას და თვალთვალს უკავშირდება. პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფარულ ჩანაწერებზე საუბრისას არ გამორიცხა, რომ მასალები სუს-დან გიორგი გახარიას და ალექსანდრე ხოჯევანიშვილს გაეტანა, რომელიც…

მეტი...

“რუსულმა კომპანია „ბილაინმა“ თავის ქართული ფილიალიდან აბონენტების მთელი სია მისცა გახარიას პარტიას” – მიხეილ სააკაშვილი

რუსულმა კომპანიამ, „ბილაინმა“, თავის ქართული ფილიალიდან აბონენტების მთელი სია მისცა გახარიას პარტიას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ეს კომპანია, მთლიანად კონტროლდება რუსული ეფესბეს მიერ დღესდღეობით. „რუსულმა კომპანიამ, „ბილაინმა“, თავის ქართული ფილიალიდან აბონენტების მთელი სია მისცა გახარიას პარტიას. ეს კომპანია, მთლიანად კონტროლდება რუსული ფეეზბეს მიერ დღესდღეობით. ადრე იქ იყო ქართული წილიც, მაგრამ ფეეზბეს მითითებით, ივანიშვილის დროს, ეს ქართული წილი მთლიანად გამოისყიდეს რუსების მიერ კონტროლირებადმა ბიზნესმენებმა მოსკოვიდან. ხომ საინტერესოა, ასეთი პირდაპირი მონაწილეობა ქართულ საარჩევნო კამპანიაში?“, – წერს სააკაშვილი.

მეტი...

მეუფეების თქმით, გავრცელებული მასალების ავთენტურობა დასადგენია

მეუფეების თქმით, გავრცელებული მასალების ავთენტურობა დასადგენია, რადგან მათი თქმით, მედიაში გავრცელებული ჩანაწერი სიმართლეს არ შეესაბამება. “ეს არის მოვლენა, როცა ჩვენს ქვეყანას შემოასხეს ჭუჭყიანი წყალი. ვინ შემოასხა, რატომ შემოასხა მე არ ვიცი. სასულიერო პირი ვარ, ჩემს საქმეს ვაკეთბ და ბიბლიის და წმინდა წერილის მიხედვით ვაკეთებ კომენტარს რა ხდება – რა ხდება და ჩვენ ქვეყანას, თქვენც, მეც ტელევიზიების მესვეურებსაც მოგვასხეს ჭუჭყიანი წყალი და მაინცდამაინც ამ ჭუჭყიან წყალში  ნუ ვიბანავებთ,” – აცხადებს ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი). “ჩემი პოზიციაა, რომ დაცული უნდა იყოს პირადი ცხოვრება. ჩემი ცხოვრების შესახებ ყველაფერი ვიცი, სხვისი…

მეტი...

“სჯობს, სააკაშვილი ციხეში იყოს” – ვახტანგ მეგრელიშვილი

“ყოველთვის მომხრე ვიყავი, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსულიყო. ზოგადად, მასთან დაკავშირებული საკითხი თუნდაც პოლიტიკურად ან სამართლებრივად გარკვეულიყო”, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, გაუგებარ მდგომარეობას, სჯობს, სააკაშვილი ციხეში იყოს. „ჩემი აზრით, ეს იქნება უფრო უკეთესი, ვიდრე გაუგებარ მდგომარეობაში ყოფნა“, – აღნიშნა მეგრელიშვილმა.

მეტი...

პრემიერი “დელტა ტექსტილის” მიერ სამხედრო მოსამსახურეებისთვის ქართული პროდუქციის წარმოების პროცესს გაეცნო

“დელტა ტექსტილი“ წარმატებული პროექტია, რომელიც 1 წლის წინ დავიწყეთ და დღეს სახეზეა გამართული ტექსტილის ფაბრიკა, რომელიც ჩვენს საამაყო ჯარს ემსახურება – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “დელტა ტექსტილის” სამკერვალო ფაბრიკაში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, სადაც პირადად გაეცნო სამხედრო მოსამსახურეებისთვის მაღალი ხარისხის ქართული პროდუქციის წარმოების პროცესს. მთავრობის მეთაურის თქმით, “დელტა ტექსტილის” შექმნამდე, წლების განმავლობაში იყო ხარისხის და მოწოდების პრობლემა და ეს პრობლემა მთლიანად აღმოფხვრილია. პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს და “დელტა ტექსტილის” ხელმძღვანელობას მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა. “დელტა ტექსტილი” არის ძალიან წარმატებული პროექტი. მოგეხსენებათ, რომ ეს პროექტი დავიწყეთ 1 წლის წინ…

მეტი...

საშუალო ხელფასი გაიზარდა და 1 328 ლარს გაუტოლდა – საქსტატი

მეორე კვარტალში საშუალო ნომინალური ხელფასი 177,9 ლარით, ანუ 15,5%-ით გაიზარდა და 1 328 ლარს გაუტოლდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქსტატი ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის მეორე კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 077 ლარი, ხოლო კაცების – 1 560 ლარი იყო. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153,6 ლარი შეადგინა, ხოლო კაცებში – 207,6 ლარი. საქსტატის ინფორმაციით, საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

მეტი...

სამტრედიაში ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა

ავტოსაგზაო შემთხვევა სამტრედიაში მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, დაღუპულია სამი ადამიანი. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. სავარაუდოდ, მსუბუქი ავტომანქანა ტაქსს შეეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება  დაიწყო.

მეტი...

“აღნიშნულ მოვლენებს ნუ აიგივებთ იმასთან, რაც ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს, როცა აუპატიურებდნენ ადამიანებს” – თავდაცვის მინისტრი ჟურნალისტებს

აღნიშნულ მოვლენებს ნუ აიგივებთ იმ მოვლენებთან, რაც ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს, როდესაც აუპატიურებდნენ ადამიანებს, იწერდნენ, შემდგე მათ აშანტაჟებდნენ და არ არის გამორიცხული, რომ იგივე ხალხი ჰყავდეთ დღესაც დაშანტაჟებული, – ასე გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე მედიაში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს ჟურნალისტებთან საუბრისას. ჟურნალისტის კითხვაზე, ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ სავარაუდოდ, იგეგმებოდა კარტოგრაფ ივერი მელაშვილის ლიკვიდაცია და ზოგადად მნიშვნელოვანია თუ არა ამ ჩანაწერების გამოძიება, მინისტრი პასუხობს, რომ აღნიშნულ საქმეს კვალიფიკაცია წინასწარ არ უნდა მიეცეს. “რა თქმა უნდა, სამართლებრივ ჭრილში ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს, მაგრამ ნუ აძლევთ თქვენ კვალიფიკაცის დანაშაულს წინასაწარ. ჩვენი საზოგადოებრივი ვალია, რომ ყველა მხარეს ადამიანის…

მეტი...

“ქართული ოცნების” პოლიტიკური ოჯახის შიგნით არის მომხდარი ღალატი” – თეა წულუკიანი

“ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ ფარული მიყურადებისა და თვალთვალის ფაილების გავრცელება არის ოპოზიციის წინასაარჩევნო სტრატეგია, რომლითაც ისინი ქვეყანაში სიტუაციის ესკალაციას ცდილობენ.  კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ამ ჩანაწერებთან დაკავშირებით კრიტიკული განცხადებების გაკეთება იმ ოპოზიციონერების მხრიდან, რომლებიც ამ ჩანაწერების გაკეთების დროს ხელისუფლებაში, საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე იმყოფებოდნენ, არარელევანტურია.  “ქართული ოცნების” პოლიტიკური ოჯახის შიგნით არის მომხდარი ღალატი, ეს არის ფაქტი, ამიტომაც ის პოლიტიკური ავანტიურა, რომელიც არის წამოწყებული… მინდა დავიცვა ადამიანები, ვისაც სჯერა ამ ავანტიურის – იყავით ფრთხილად, ვინაიდან ჩვენ საქმე გვაქვს გაუაზრებელ პროცესთან და არ გამოვრიცხავ, რომ ის ადამიანები, ყოფილი საჯარო მოხელეები, სხვადასხვა პროფესიონალიზმითა და…

მეტი...

“ზუმერის დაყენება მინდა – „მომსახურების გაუმჯობესებისთვის საუბარი იწერება“ – მამა იოანე

მამა იოანე მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. „ამ ზუმერის დაყენება მინდა ტელეფონზე და როგორ კეთდება? „გმადლობთ, რომ დაგვიკავშირდით. გაცნობებთ, რომ მომსახურების გაუმჯობესების მიზნით ჩვენი საუბარი იწერება“, – წერს  არქიმანდრიტი საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე. შეგახსენებთ, რომ 13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელდა დოკუმენტები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მათთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ინფორმაციას შეიცავს.

მეტი...

“პროკურატურამ განაცხადა, რომ ფარულ ჩანაწერებზე დაწყებულია გამოძიება და დაამუშავებენ ყველა ვერსიას” – ირაკლი ღარიბაშვილი

გავრცელებულ ფარულ ჩანაწერები არის პირდაპირ შეთქმულება სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ სააკაშვილის, ჩვენი დესტრუქციული ოპოზიციის მიერ და სამწუხაროდ ამ შეთქმულებაში იკვეთება სხვა მოღალატეების კვალი, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, რომელიც გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს ეხებოდა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო კანონის სახელის გასცემს პასუხს და ყველას და ყველაფერს დაარქმევს თავის სახელს. „მინდა, ჩემს მოსახლეობას ვუთხრა, ეს არის პირდაპირი მტრობა ეკლესიის წინააღმდეგ, მღვდელმთავრების წინააღმდეგ, მცდელობა მათი დისკრედიტაციის, ეს არის შეთქმულება ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაც არის ყოვლად დაუშვებელი და სახელმწიფო კანონის სახელის გასცემს პასუხს და ყველას და ყველაფერს დაარქმევს თავის…

მეტი...

“ეს არის პირდაპირი მტრობა ეკლესიის წინააღმდეგ, ეს არის შეთქმულება ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ” – ირაკლი ღარიბაშვილი ჩანაწერების შესახებ

ინტერნეტში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილი ფაქტს სახელმწიფოსა და ეკლესიის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებას უწოდებს და ამბობს, რომ მასში ოპოზიციის კვალი იკვეთება.  როგორც ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, გამოძიება დაადგეს, არის თუ არა ჩანაწერი ფალსიფიკაცია ან იკვეთება თუ არა კიდევ უფრო მძიმე დანაშაული.  “მე პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა, ეს არის პირდაპირ შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ და ეკლესიის წინააღმდეგ. ჩვენი დესტრუქციული ოპოზიციის მიერ, სააკაშვილის და სამწუხაროდ, იკვეთება სხვა მოღალატეების კვალიც მთელს ამ შეთქმულებაში. მე მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, ჩვენს მოსახლეობას მინდა რომ ვუთხრათ – ეს…

მეტი...

“გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია, ამ ქმედებას მოჰყვება შესაბამისი მკაცრი რეაგირება” – კახა კალაძე

გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია, შესაბამის სამსახურებმა განცხადებები გაავრცელეს, დაველოდოთ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. „გამოძიება დაწყებულია ამასთან დაკავშირებით შესაბამისმა სამსახურებმა განცხადებები გაავრცელეს, ასე რომ დაველოდოთ. ვინ ავრცელებს, ვინ ინახავს, როგორ მოხდა ამ ყველაფრის გაკეთება, ბევრი ტყუილი, ბევრი მართალი შეიძლება იყოს, დაველოდოთ გამოძიებას“, – განაცხადა კალაძემ. კითხვაზე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეიძლება გახარიას პარტიასთან მივიდეს კვალი, მათ შორის საუბარია ხოჯევანიშვილზე, კახა კალაძემ აღნიშნა:„არ ვიცი ვინ არის, შეიძლება იყოს ხოჯევანიშვილი, შეიძლება იყოს სხვა ვინმე, ვინც არ უნდა იყოს, ამ ქმედებას მოჰყვება შესაბამისი მკაცრი რეაგირება“. ინტერნეტში სასულიერო პირებსა…

მეტი...

აწსუ-ს ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში დავით ნარმანია მოხსენებით წარდგება

16-17 სექტემბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის (აწსუ) ორგანიზებით მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება, სადაც სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია პლენარულ სხდომაზე ძირითადი მოხსენებით წარდგება. საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობენ სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლები. ასევე, სემეკის მხრიდან კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ და სამეცნიერო ნაშრომებს წარადგენენ ბაზრების მონიტორინგის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგების, ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები. ენერგეტიკის შესახებ სექციას უხელმძღვანელებს სემეკის წევრი, მაია მელიქიძე. სამეცნიერო კონფერენციის პარტნიორია სემეკი. კონფერენცია ჩატარდება ქ. ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მისამართი: თამარ მეფის ქუჩა N59. კონფერენცია დაიწყება 16 სექტემბერს, 11:00 საათზე.

მეტი...

„არაფერი მაქვს დასამალი „იმ ოპერიდანაა“ ისეთი სექსი უნდა გქონდეს, გასაჯაროების არ შეგრცხვესო” – რუსუდან გოცირიძე

ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის მღვდელმსახური, რუსუდან გოცირიძე მედიასაშუალებაში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს ეხმაურება. „მე არაფერი მაქვს დასამალი „იმ ოპერიდანაა“ ისეთი სექსი უნდა გქონდეს, გასაჯაროების არ შეგრცხვესო“… არავის საქმე არაა მე ვის რას ველაპარაკები, ან რატომ უნდა იქექებოდეს ვიღაც ჩინოვნიკი ჩემი შვილების პირად ცხოვრებაში? რატომ გვგონია, რომ პრობლემამხოლოდ ვიღაცის „ცოდვებია“ რომლის გამოაშკარავებაც სამარცხვინოა? თუ რუსეთის აგენტებს ეძებთ, მიიღეთ ლუსტრაციის კანონი, თუ არა და ეს კაგებეშნიკური მარაზმი ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის თავზე საბჭოთა დროშა ფრიალებს !“,- წერს რუსუდან გოცირიძე.

მეტი...

“ფეხი ჩამოსწიეთ და ისე ილაპარაკეთ” – ვაშაძე და ფერაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

პარლამენტის კულტურის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატი გრიგოლ ვაშაძე და სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. აღნიშნულ სხდომაზე შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმთან დაკავშირებით, მოქალაქეების პეტიციაზე მსჯელობდნენ. როგორც გრიგოლ ვაშაძემ სხდომაზე თქვა, მუზეუმის შენობა ინგრევა, ექსპონანტები გადასარჩენია. “სარდაფში თუ ჩაბრძანებულხართ, ნახავთ, რადღეშია ფუნდამენტი”, – განაცხადა ვაშაძემ. ვაშაძის ამ განცხადების შემდეგ, ფერაძემ მას მოუწოდა, ჯერ გაეცნოს სიტუაციას და “მერე ილაპარაკოს სისულელეები” “რა ბრძანეთ? ეს ვინ არის, ტო? ქალბატონი რომ არ იყოთ, სხვანაირად დაგელაპარაკებოდით. ზრდილობა ისწავლეთ, უპირველეს ყოვლისა. მშვენივრად ვიცი, რასაც ვლაპარაკობ, თქვენგან განსხვავებით. ზრდილობა და ქცევა ისწავლეთ, ფეხი ჩამოწიეთ და ისე ილაპარაკეთ,…

მეტი...

“მინდა, სიხარულით და სიამაყით გაუწყოთ, რომ „ცენტრ პოინტის“ პრობლემა მოგვარებულია” – კახა კალაძე

მინდა, სიხარულით და სიამაყით გაუწყოთ, რომ სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ პრობლემა მოგვარებულია. ყველა დაზარალებული ოჯახი და ადამიანი მიიღებს საკუთარ ფართს“,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც “ცენტრ პოინტის” პრობლემის მოგვარების მიზნით, მემორანდუმები გაფორმდება. როგორ დედაქალაქის მერი აღნიშნავს, 6 000-მდე ოჯახისთვის დასრულდა 20-წლიანი უიმედობის პერიოდი. „ვფიქრობდი, როგორ დამეწყო საუბარი თემაზე, რომელიც ჩემი ოთხწლიანი მერობის განმავლობაში, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ემოციურია. არა მხოლოდ იმიტომ, რომ 6 000-მდე ოჯახისთვის დასრულდა 20-წლიანი უიმედობის, წვალების პერიოდი, ემოციურია ძალიან ბევრი რამის გამო. დღეს საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომლის ახლობელს, მეგობარს, ნათესავს პირდაპირ თუ ირიბად…

მეტი...

„აქედან მე მივდივარ გენერალურ პროკურატურაში კონკრეტული საჩივრით“ – დიმიტრი ლორთქიფანიძე „მედიცანტრ მთავარში“

„გენერალურ პროკურატურას აქვს უფლება, ყველა იმ პირის მიმართ, ვინც ეს ინფორმაცია გაავრცელა დაიწყოს გამოძიება,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში,“ – პარლამენტის ყოფილმა წევრმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა. იგი თავს დაზარალებულად თვლის და მოითხოვს ცრუ დასმენის ფაქტზე, სისხლის სამართლის საქმის აღძვრას: „მე მყავს სახლში 12 ბავშვი, რომლებსაც მამა, ბაბუა გამოუცხადეს მკვლელობის ორგანიზატორად, მე აქედან მივდივარ გენერალურ პროკურატურაში, სახეზეა მძიმე კატეგორიის დანაშაული, მე მოვითხოვ გენერალური პროკურატურისგან, მეტი სწორი არგუმენტაციისთვის, იმ ბრალდებაში, რომელშიც მე მადანაშაულებენ, როგორც მკვლელობის ორგანიზატორს დაიწყოს გამოძიება და თუ არ დადასტურდება ეს ფაქტი, პასუხისგებაში მიეცეს ყველა, თუ ეს სამართალი არ აღდგება მე…

მეტი...

„ავრცელებენ ინფორმაციას, თითქმის მე ვიყავი ორგანიზატორი ივერი მელაშვილის მკვლელობისა“ – დიმიტრი ლორთქიფანიძე „მედიცენტრ მთავარში“

„ამას აკეთებენ უაპელაციოდ, რვა შვილი მყავს და ოჯახი მაქვს და ვინმემ შეიძლება იფიქროს რამხელა ზიანი მადგება? ასე იმპერატიულ ტონში საზოგადოებას ამცნობენ, რომ დიმიტრი ლორთქიფანიძე არის მკვლელი“ – ამის შესახებ „მედიცანტრ მთავარში“ პარლამენტის ყოფილმა წევრმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა. ლორთქიფანიძე ამბობს, რომ მის მიმართ მიზანმიმართული დისკრედიტაცია ხორციელდება, ლორთქიფანიძე თვის, რომ ის სამიზნე „დავით გარეჯის“ საქმის გამო გახდა: „მე – „დავით გარეჯის“ საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე საათი ვიკითხებოდი, როდესაც ჩემზე მიდის პირდაპირი დარტყმა, რატომ მე ვიყავი ორგანიზატორი ივერი მელაშვილის მკვლელობის დაგეგმვაში, ეს უკვე ცილისწამება აღარაა. არსებობს 373- ე მუხლი, დანაშაულში ცრუ ბრალდება, თქვენ ხართ…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 2 515 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 829 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 2 515 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 829 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 60 პაციენტი. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: ბოლო 14 დღის – 7.61%, ბოლო შვიდი დღის – 7.32%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 587 551 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 551 780 გამოჯანმრთელდა, 8347 კი გარდაიცვალა. 14 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 3 221 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 990 პაციენტი, 54 კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 60 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 60 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 8 3 47-ს შეადგენს. დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 2 515 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 829 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 14 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 3 221 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 990 პაციენტი, გარდაიცვალა 54 ადამიანი.

მეტი...

დღეს ახალი სასწავლო წელი ონლაინ რეჟიმში იწყება

ახალი სასწავლო წელი დღეიდან იწყება, თუმცა, პროცესი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თითქმის 3 კვირა ონლაინ რეჟიმში იქნება. ეპიდვითარების გაუმჯობესების ტენდენციიდან გამომდინარე, მაღალი ალბათობით, ბავშვები, ისევე როგორც სტუდენტები, საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებს 4 ოქტომბრიდან დაუბრუნდებიან. თუმცა, მსურველებისთვის კვლავაც ძალაში იქნება დისტანციური სწავლის ფორმა. რაც შეეხება პირველკლასელებს, განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, პატარების ინტერესებიდან გამომდინარე, ისინი სწავლას 4 ოქტომბერს, პირდაპირ საკლასო ოთახებში დაიწყებენ.

მეტი...

“წელს, პანდემიის გამო, სასწავლო წელი დისტანციურ ფორმატში იწყება, მაგრამ ეს დროებითია” – მიხეილ ჩხენკელი

წელს, პანდემიის გამო, სასწავლო წელი დისტანციურ ფორმატში იწყება, მაგრამ ეს დროებითია, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა. მან ასევე მოსწავლეებს, პედაგოგებს, ლექტორებსა და სრულიად აკადემიურ სივრცეს სწავლის დაწყება მიულოცა. მინისტრმა აღნიშნა, რომ იმისათვის, რათა თითოეული მოსწავლე დაუბრუნდეს ბუნებრივ სასკოლო გარემოს, საჭიროა მასწავლებლების, მოსწავლეთა მშობლების და მთლიანად საზოგადოების კონსოლიდირება ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვაში. „მოსწავლეებს, მასწავლებლებს, ლექტორებს, სრულიად აკადემიურ სივრცეს ვულოცავ სასწავლო წლის დაწყებას. წელს, პანდემიის გამო, სასწავლო წელი დისტანციურ ფორმატში იწყება, მაგრამ ეს დროებითია. დღეს ფუნქციონირებას იწყებს „ტელესკოლის“ უაღრესად მნიშვნელოვანი, საერთაშორისოდ აღიარებული პროექტი, რომელსაც დისტანციური სწავლების მეთოდებს…

მეტი...

“თავს ვალდებულად ვთვლი უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ვებრძოლო უკანონობას” – ნიკა მელია

ოპოზიციის ნაწილი ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. გარდა ამისა, გავრცელებული ფაილების გამო რამდნიმე პარტია სუსის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე საუბრობს და მის გადადგომას ითხოვს. “თავს ვალდებულად ვთვლი, განსაკუთრებით, ამ ყველაფრის შემდეგ, რომ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე, პირდაპირი გაგებით, ვებრძოლო უკანონობას, სახელმწიფოს მიერ ჩადენილ დანაშაულებს, ჩვენი სამშობლოს განადგურებას და ადამიანებისთვის იმედის, ბედნიერების, რწმენის წართმევას,”- აცხადებს ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია. 

მეტი...

თბილისის ზღვასთან ქერით დატვირთული სატვირთო მანქანა გადატრიალდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისის ზღვის შემოვლით გზაზე. სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შედეგადაც სატვირთო გადატრიალდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. სატვირთო ავტომობილი ქერით იყო დატვირთული, რომელიც შემთხვევის შედეგად საავტომობილო გზაზე გადმოიყარა.

მეტი...

“შეხვედრაზე სააკაშვილს მოვუწოდე, თავი აარიდოს პროვოკაციებს” – მარინა კალიურანდი ​

მარინა კალიურანდი მიხეილ სააკაშვილს პროვოკაციებისთვის თავის არიდებისა და საკუთარი პოლიტიკური კაპიტალის საქართველოში წინაასაარჩევნო ვითარების დეპოლარიზაციისთვის გამოიყენებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ევროპარლამენტარი “ტვიტერზე” წერს. კალიურანდი ერთ-ერთია იმ ევროდეპუტატებს შორის, რომელიც სტრასბურგში მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. მისივე თქმით, შეხვედრის დროს მან საქართველოს მესამე პრეზიდენტს მოუწოდა პატივი სცეს ეუთო/ოდირის გადაწყვეტილებას 2 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ. “ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილს მოვუწოდე, თავი აარიდოს პროვოკაციებს და საკუთარი პოლიტიკური კაპიტალი საქართველოში წინაასაარჩევნო ვითარების დეპოლარიზაციის ხელშეწყობისთვის გამოიყენოს, პატივი სცეს ეუთო ოდირის გადაწყვეტილებას 2 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ,”- წერს კალიურანდი.

მეტი...