მკვლელობის მოტივი შესაძლოა, მკვლელის „ქურდად მონათვლა“ ყოფილიყო

თბილისში ჩაცხრილული 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობისთვის ბრალდებულებს სასამართლომ პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. გავრცელებული ინფორმაციით,  21 და 22 წლის ახალგაზრდებმა – აკო ჭელიძემ და გიორგი კავილაძეს საქართველო უკვე დატოვეს. სავარაუდოდ, ისინი თურქეთში იმყოფებიან. ასევე, არსებობს ვერსია, რომ მკვლელობაში ბრალდებულებმა დანაშაული „ქურდული სამყაროს“ წევრად მონათვლის პირობით ჩაიდინეს. რაც შეეხება მოკლულ ნიკოლოზ კვარაცხელიას, მას ხვალ კრძალავენ. შეგახსენებთ, რონ მკვლელობა თბილისში, ფიქრის გორაზე მოხდა.  გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებულებმა მოკლულის  სისხლით დასვრილი ტანსაცმელი გამოიცვალეს და მაშინვე ბათუმში წავიდნენ. ძიებისთვის კვალის ასარევად იყიდეს ბორნის ბილეთები, თუმცა, ბორანზე არ ასულან და ქვეყანა სხვა საშუალებით დატოვეს. ერთ-ერთი ვერსიით,…

მეტი...

„ნარკოდამოკიდებულება არ არის გახარიას მთავარი პრობლემა“ – ირაკლი კობახიძე გიორგი გახარიაზე

მმართველი გუნდი ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას ნარკოდამოკიდებულებაზე მინიშნებებსა და განცხადებებს ისევ აკეთებს. როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან აცხადებს, მათ ჰქონდათ კონკრეტული ინფორმაცია გახარიას ნარკოდამოკიდებულებასთან დაკავშირებით.   „მან საზოგადოებას მისცა აღიარებითი ჩვენება იმასთან დაკავშირებით, რომ მას სერიოზული პრობლემები აქვს. როდესაც არ მივიდა სამხარაულის ბიუროში, გაექცა ამ ყველაფერს, მერე გაუგებარ ავსტრიულ კლინიკაში ჩააბარა ტესტი. ერთადერთია მთელ ევროპაში ეს კლინიკა, რომელსაც ტესტირებასთან დაკავშირებით სკანდალი უკავშირდება, ასეთ დროს ყველაფერი დღესავით ნათელია“ – აცხადებს კობახიძე. მისივე განმარტებით, მმართველი გუნდი კონკრეტულ ინფორმაციას ფლობდა. „გვქონდა კონკრეტული ინფორმაცია, რომელიც მას შემდეგ გავიგეთ, რაც კალაძემ გააჟღერა თავისი…

მეტი...

ამირან გამყრელიძე „ალმას“ მიმართავს, ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერი დაუყოვნებლივ აღადგინოს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრში მეორედ აკეთებენ განცხადებას და აღნიშნავენ, რომ დაუშვებელია, ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერების სხვა ბანერებით ჩანაცვლება, რაც ქალაქში მოხდა. ამირან გამყრელიძე კომპანია „ალმას“ ოფიციალური წერილით მიმართავს, რომ დაუყოვენბლივ დააბრუნოს ის ბანერი, რომელიც ვაქცინაციის წამახალისებელი შინაარსის იყო.      „18 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ გარე ბილბორდებზე განთავსებულ ბანერებზე, რომელიც მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებდა, მოხდა სხვა შინაარსის ბანერების განთავსება. რასთან დაკავშირებითაც, ეროვნულმა ცენტრმა, იმავე დღეს სოციალური ქსელით გააკეთა სათანადო განცხადება. გვინდა შეგახსენოთ, რომ ეროვნული ცენტრი არის იმუნიზაციის მთავარი მხარდაჭერი ქვეყანაში, ამ მიზნით, იყენებს სხვადასხვა სახის საინფორმაციო და სოციალური მედიის საშუალებებს…

მეტი...

გახარიას მტკიცებით, მას ნარკოტესტთან დაკავშირებით პროვოკაციას უმზადებდნენ და მისი „ნარკოდამოკიდებულება“ თანაგუნდელებს უნდა დაედასტურებინათ

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის და თბილისის მერობის კანდიდატის, გიორგი გახარიას განცხადებით, მას ნარკოტესტთან დაკავშირებით სერიოზულ პროვოკაციას უწყობდნენ, თუმცა, კეთილი ადამიანების დახმარებით, მან ამ საფრთხეს თავი აარიდა. „ვამბობ იმას, რაც დაზუსტებით ვიცი და რა ინფორმაციაც გვაქვს. ეს იყო თავიდან ბოლომდე დაგეგმილი სპეცოპერაცია, სპეცღონისძიება, რომლის ეტაპებსაც მოგიყვებით. თავიდან, ეს იყო მოულოდნელი ჯანსაღ ცხოვრებაზე ზრუნვა, ტესტის ჩაბარება, შემდგომ, რა თქმა უნდა – ლოგიკურად იყო გათვლილი, რომ მე ადამიანი, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში არანაირი შეხება ნარკოტიკებთან არ მქონია, თავისუფლად ავდგებოდი, მივიდოდი და ჩავაბარებდი ტესტს. სწორედ ამიტომ, ღირსეულმა კეთილსინდისიერმა თანამშრომლებმა გაგვაფრთხილეს და გვითხრეს, რომ პროვოკაცია მზადდება…

მეტი...

ახალშობილი ტყუპები კორონავირუსმა იმსხვერპლა

ტყუპები, რომელთა დედაც ვირუსით იყო ინფიცირებული და მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა, ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში რჩებოდნენ. ისინი 28 კვირის ვადაზე დაიბადნენ და მას შემდეგ  კლინიკის ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობდნენ, თუმცა, დედის მსგავსად, მათი გადარჩენაც ვერ მოხერხდა.   „ტყუპები დაბადებისთანავე აპარატზე გადავიდნენ. რესპირატორული დისტრეს სინდრომით დაიბადნენ და დინამიკაში დამძიმდნენ. ორივე ტყუპი კოვიდდადებითი დაიბადა. კოვიდური პნევმონია ჰქონდათ. მთელი განყოფილება 24-საათიან რეჟიმში ვიბრძოდით მათი სიცოცხლისათვის. პატარებისთვის მკურნალობა და ყურადღება არ დაგვიკლია, თუმცა ამის მიუხედავად, სამწუხარო შედეგი დადგა”, – განაცხადა კლინიკის ახალშობილთა ინტენსიური განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ბარათაშვილმა. შეგახსენებთ, რომ 47 წლის ქალმა აგვისტოში იმშობიარა და ის…

მეტი...

„აუცილებლად უნდა მოუსმინონ ვინც სჭირდებათ და მოსასმენია“ –  კახა კალაძე ფარული მიყურადების ფაილებზე

თბილისის მერის – კახა კალაძის განცხადებით, უსაფრთხოების სამსახური უნდა იყოს ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე და აუცილებლად უნდა მოუსმინონ იმას, ვინც მოსასმენია და ვისი მოსმენაც საჭიროა. „ობიექტური გამოძიება დაწყებულია. დაველოდოთ თუ ვინ, როგორ, რა გააკეთა. გამოძიება მიმდინარეობს და ყველაფერი გახდება ცხადი, ვის მიერ იქნა ეს გავრცელებული, რა არის აქედან სიმართლე, რა არის ტყუილი და ა.შ. უშიშროების სამსახური არის იმისთვის, რომ ქვეყანაში დაიცვას უსაფრთხოება, მოუსმინოს იმას, ვინც მოსასმენია კანონის ფარგლებში. ეს ყველა ქვეყანაში ასე ხდება, შესაბამისად, ჩვენი უსაფრთხოების სამსახურიც უნდა იყოს ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე, აუცილებლად უნდა მოუსმინონ ვინც სჭირდებათ და მოსასმენია, რა თქმა უნდა, კანონის…

მეტი...

„4 ოქტომბერი ის თარიღია, როდესაც ვფიქრობთ სწავლის საკლასო გარემოში გაგრძელებას“ – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დიდი ალბათობით, 4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი სკოლებში გაგრძელდება. გაბუნიას შეფასებით, აღნიშნულთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი და განათლების სამინისტრო დამატებით წინადადებებს ამზადებენ. „გახსნილ მდგომარეობაში სკოლების შენარჩუნება არის ძალიან მნიშვნელოვანი. მიმდინარე პერიოდში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი და განათლების სამინისტრო დამატებით ამზადებენ წინადადებებს სკოლების უსაფრთხოდ გახსნასთან დაკავშირებით. 4 ოქტომბერი ის თარიღია, როდესაც ვფიქრობთ, რომ საკლასო გარემოში გაგრძელდება სწავლა“ – განმარტა გაბუნიამ.

მეტი...

„ვაქცინაციის ტემპი შემცირდა… საგანგაშო მაჩვენებელია“ – მინისტრის მოადგილე

„ვაქცინაციის ტემპი შემცირდა. გუშინ, 24 საათის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ კვირა დღე იყო და შესაძლოა, მეტ მოქალაქეს ჰქონოდა იმის დრო, რომ ვაქცინაციისთვის კლინიკაში წასულიყო, ასე არ მოხდა. 7 ათასზე ოდნავ მეტი აცრა ჩატარდა, რაც ძალიან საგანგაშოა და მიუთითებს იმას, რომ სერიოზულად არის საჭირო ვაქცინაციის პროგრამის კიდევ უფრ მეტად სტიმულირება“ – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია. მისი შეფასებით, აცრის კუთხით თბილისი ლიდერია. „ზოგიერთ რეგიონში საკმაოდ კარგია ვაქცინაციის მაჩვენებელი. თბილისი ლიდერობს, მოზრდილი მოსახლეობის 60%-ზე მეტია უკვე მოცვა, თუმცა იგივეს ვერ ვიტყვით სხვა რეგიონებზეც. განსაკუთრებით საყურადღებოა მაღალ ასაკობრივ ჯგუფებში მოცვის მაჩვენებელი. რაც…

მეტი...

ბოლო კვირის განმავლობაში ვაქცინაციის რაოდენობამ იკლო

34 გარდაცვლილი, 662 ახალი შემთხვევა და 3534 გამოჯანმრთელებული. ბოლო ორი კვირის მონაცემებით, ქვეყანაში ეპიდვითარება სტაბილურია – თუმცა, მედიკოსების შეფასებით, თუ აცრის მაღალი ტემპი ქვეყანაში არ იქნა შენარჩუნებული ეპიდსიტუაცია შესაძლოა კვლავ გაუარესდეს. ვაქცინაციის ტემპები არის შემცირებული – ამაზე საუბრობს ყველაზე დიდი იმუნიზაციის ცენტრის ხელმძღვანელი. რესპუბლიკურ საავადმყოფოს ექვემდებარება 4 დიდი სპეციალური ზონა და მათ შორის 12 ავტობუსი, რომელიც დედაქალაქის სხვადასხვა რაიონშია გადანაწილებული. დღიურად შესაძლებელი იყო 1500-ზე მეტი ადამიანის ჩართვა იმუნიზაციის პროცესში, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ეს ციფრები განახევრებულია. მათ შორის, დღიურად ჩატარებული ვაქცინირებულთა მესამედი არის იმ პირების რიცხვი, რომლებმაც ერთჯერადი ინექცია გაიკეთეს…

მეტი...

“მეგის ქარდავა მის მიმართ გამოტანილ ყველა განაჩენს გაასაჩივრებს – ის არც ერთ ბრალს არ აღიარებს” – ადვოკატი

სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა მის მიმართ გამოტანილ ყველა განაჩენს გაასაჩივრებს. აღნიშნულის შესახებ ქარდავას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა ჟურნალისტებს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან განუცხადა. ველიჯანაშვილი ქარდავას დღეს პირველად ხვდება, ისინი დაცვის სტრატეგიაზე ისაუბრებენ. „ყველა განაჩენის გასაჩივრება იგეგმება, პირველ რიგში მოხდება გეგმის შემუშავება და სტრატეგიის დაგეგმვა. ალბათ, ყველა განაჩენს გავასაჩივრებთ და გადაწყდება ყველა მიმდინარე პროცესზე მიიღებს თუ არა აქტიურად მონაწილეობას. გადაწყვეტილებების გასაჩივრებას ვადა დაკავებიდან – ექსტრადირებიდან ერთ თვეში აქვს. სასჯელი დამდგარია 6 საქმეზე, პროკურატურა არეულია, საექსტრადიციო მასალებიც საინტერესო იქნება, რომელ საქმეზე მოხდა გადმოცემა, ეს მნიშვნელოვანია. პროკურატურის მხრიდან არ გასაჯაროებულა იმ საქმეების…

მეტი...

ხვალ რომ თვითმმართველობის არჩევნები იყოს, 49.2% ხმას “ოცნებას” მისცემდა, 29.8% კი ენმ-ს – “ქართული ოცნების” კვლევა ბათუმში

“ქართულმა ოცნებამ” სოციოლოგიური ჯგუფის მიერ ბათუმში ჩატარებული კვლევის შედეგები წარმოადგინა. პარტიის ერთ-ერთი წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საველე სამუშაოები 13-17 სექტემბერს ჩატარდა, კვლევის ფარგლებში კი 2 690 რესპონდენტი გამოიკითხა, საიდანაც ფავორიტი პარტია 87.9%-მა დაასახელა. ცდომილების ზღვარი არის 3%. კითხვაზე, ხვალ რომ ბათუმის საკრებულოს არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას, ხმები ასე გადანაწილდა: “ქართული ოცნება” – 49.2%. “ნაციონალური მოძრაობა” – 29.8%. პარტია “საქართველოსთვის” – 4.1%. “გირჩი-მეტი თავისუფლება” – 2.8%. “ლელო” – 2.1% “პატრიოტთა ალიანსი” – 1.9%. “მესამე ძალა” – 1.2% “მოქალაქეები” -1.2% “ლეიბორისტული პარტია” – 1.1%. “ევროპული საქართველო” – 1.1% “გირჩი”- 0.6 %. სხვა…

მეტი...

„მწვანე ზონები” არ არის ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ქმედება“ – შოთა ბურჯანაძე “მედიცანტრ მთავარში”

„სასურველია, სტუმრები იყვნენ აცრილები ან ჰქონდეთ ჩატარებული სწრაფი ტესტი,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ – „რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ განაცხადა. მისივე თქმით, სასურველია, რესტორნები, რომლებიც „მწვანე ზონის“ პროექტში ჩაერთვებიან, დროში ლიმიტისგან გათავისუფლდნენ: „თუ “მწვანე ზონის” სიტემა განხორციელდა, შეიძლება, პროექტში ჩართულები გათავისუფლდეს არსებული რეგულაციებისგან. რეალურად, ბევრი ადამიანი არ არის აცრილი და რესტორნები ფიქრობენ, რომ მოაკლდებათ მომხმარებელი. ამიტომ, ამის დაბალანსება საშემოსავლოს შემცირებით შესაძლოა მოხდეს. საზოგადოებისთვის ნებისმიერი ახალი ინიციატივა ხშირად არის პრობლემა, თუმცა, “მწვანე ზონა” არ ნიშნავს, რომ ვინმე არ დაიშვება. უბრალოდ, აქ არის ორი კომპონენტი: ერთი – თანამშრომელბის, რომლებიც პირობებს აკმაყოფილებენ, ავტომატურად დარეგისტრირდებიან…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 252, აჭარაში – 102, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 78

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 252, აჭარაში – 102, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 78, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 12 503 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 912 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 591 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 662 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 595 926-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.29%, ბოლო 14 დღის მანძილზე…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 34 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 34 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა. დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 662 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 534 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 19 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 1 501 შემთხვევა გამოვლინდა, 1 954 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 43 კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 662 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 534 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 662 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 534 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 34 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 12 503 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 6 912, „პისიარ“ ტესტით – 5 591. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,29%, ბოლო 14 დღის – 7,14%, ბოლო 7 დღის – 6,91%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 595 926 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 563 530 გამოჯანმრთელდა, 8 575 კი, გარდაიცვალა. სულ ჩატარდა  1 655 040 აცრა, დღიურად აცრილია 7 720. კარანტინის რეჟიმშია 39, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 445 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 036 პირი.…

მეტი...

რუსეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია “ერთიანი რუსეთი” ლიდერობს

რუსეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია “ერთიანი რუსეთი” ლიდერობს. რუსული მედიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ხმების 70%-ია დათვლილი, საიდანაც “ერთიან რუსეთს” 48% აქვს მიღებული. მეორე ადგილზეა კომუნისტური პარტია 20%-ით, რასაც მოსდევს რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტია 7%-ით. არჩევნები რუსეთში 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სადამკვირვებლო ორგანიზაციის ინფორმაციით, საარჩევნო დარღვევების შესახებ 700-მდე საჩივარი დაიწერა.

მეტი...

“ქართველი მეზღვაურები არაბთა გაერთიანებული საამიროების ფლოტში დასაქმებას შეძლებენ” – ნათია თურნავა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ და არაბთა გაერთიანებული საამიროების ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა სუჰაილ მოჰამედ ალ მაზრუიმ მეზღვაურთა სერტიფიცირების სისტემის აღიარების თაობაზე ურთიერთაღიარების მემორანდუმს მოაწერს ხელი. ნათია თურნავას განცხადებით, საზღვაო განათლებისა და მეზღვაურთა სერტიფიცირების სისტემის ჩამოყალიბებისა და განვითარების მიმართულებით ბოლო ათწლეულის განმავლობაში გატარებულმა რეფორმებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა საქართველოს და ქართველი მეზღვაურების რეპუტაცია საერთაშორისო საზღვაო სივრცეში. „არაბთა გაერთიანებული საამიროების ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ხელი მოვაწერეთ საკმაოდ მნიშვნელოვან დოკუმენტს, რომელიც ქართველი მეზღვაურების ტრენინგის სერტიფიკატის აღიარებას გულისხმობს და ჩვენი მეზღვაურების დასაქმების არეალის გაფართოების შესაძლებლობას იძლევა. მოგეხსენებათ, დღესდღეობით ჩვენი მეზღვაურები, რომლებიც კარგი მომზადებით, სიმამაცითა და პროფესიონალიზმით გამოირჩევიან, სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული დროშის ქვეშ მცურავ გემებზე არიან დასაქმებული…

მეტი...

“იმ ქვეყნად ურიგოდ გამატარებენ” – ირაკლი ოქრუაშვილი

“გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი, “სუსის” ფაილების თემას ეხმაურება: “სუს-ის ფაილებიდან მღვდლების ჩანაწერებს რომ ვკითხულობ ის მამშვიდებს, რომ იმ ქვეყნად ურიგოდ გამატარებენ,” – წერს ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.

მეტი...

“საქართველოს პრემიერმა გადმომცა ნიკოლ ფაშინიანის თხოვნა, რომ მას ჩემთან შეხვედრა სურს” – რეჯეფ თაიფ ერდოღანი

“საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გადმომცა ნიკოლ ფაშინიანის თხოვნა, რომ მას ჩემთან შეხვედრა სურს” – ეს განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა გაეროს 76-ე გენერალურ ასამბლეაზე გამგზავრებამდე ჟურნალისტებთან გააკეთა. რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმითვე, ის სომხეთთან მოლაპარაკებების წინააღმდეგი არ არის, თუმცა ამისთვის ფაშინიანისგან ჯერ კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდება. “ყარაბაღის უსაფრთხოების დერეფნის გახსნა-არ გახსნა პოლიტიკური საკითხია. თუ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გსურს საუბარი, გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგა. ჩვენ არ ვართ მოლაპარაკებების წინააღმდეგნი. ამისათვის საჭიროა მათი მხრიდან დავინახოთ პოზიტიური მიდგომა, რომლის საფუძველზეც გადადგამენ შესაბამის ნაბიჯებს. თუ ფაშინიანის დიალოგთან დაკავშირებული თხოვნა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის საშუალებით მომაწოდა, ნამდვილად გულწრფელია, მაშინ მეც მზად ვარ,…

მეტი...

თბილისში, დადიანის ქუჩაზე ავარიის შედეგად ექვსი ავტომობილი დაზიანდა

თბილისში, დადიანის ქუჩაზე ავარია მოხდა. შედეგად ექვსი ავტომობილი დაზიანდა. თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და სამართალდამცველები. როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, სამართალდამრღვევი მძღოლი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდა.

მეტი...

ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი კორონავირუსით გარდაიცვალა

ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. საპატრიარქოს ინფორმაციით, მეუფე სერგის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა კორონავირუსით გამოწვეულმა ინფექციამ. იგი ბოლო დღეების განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდა. “გამოვთქვამთ დიდ გულისტკივილსა და მწუხარებას მიტროპოლიტ სერგის გარდაცვალების გამო.აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან აცხონოს და სავანესა მართალთასა დააწესოს იგი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა

ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში – საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიუ-იორკის მიმართულებით უკვე გაფრინდა. გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე დაგეგმილია მისი სიტყვით გამოსვლა. ოფიციალური ინფორმაციით, პრემიერი აქცენტს საქართველოსა და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე მდგარ გამოწვევებზე გააკეთებს. წლევანდელი დებატების ძირითადი თემა კორონავირუსის ფონზე ქვეყნების გამძლეობის გაზრდაა. დისკუსია ოფიციალურად ხვალ იხსნება. სესიის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრემიერის მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრებიც. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო და განათლების მინისტრები.

მეტი...