ამერიკის საელჩო საარჩევნო დაპირისპირებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებულ თავდასხმებთან და საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც საელჩოში აცხადებენ, ოპოზიციის კანდიდატების მიმართ ზეწოლისა და დაშინების შესახებ მრავალი ცნობა არსებობს. „ამერიკის შეერთებული შტატები გმობს ძალადობრივ, როგორც ჩანს, პოლიტიკურად მოტივირებულ თავდასხმებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა გუშინ დმანისსა და რუსთავში. ეს და ქვეყნის მასშტაბით ოპოზიციის კანდიდატების მიმართ ზეწოლისა და დაშინების შესახებ მრავალი ცნობა წარმოშობს სერიოზულ ეჭვებს მთავრობის ერთგულებაზე უსაფრთხო წინასაარჩევნო კამპანიისა და დემოკრატიული არჩევნების მიმართ. ძალადობა მიუღებელია ნებისმიერ საარჩევნო კამპანიაში. მთავრობას აქვს ძირითადი პასუხისმგებლობა, შექმნას ისეთი გარემო, რომელიც დაიცავს ადამიანის უფლებებს და უზრუნველყოფს თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტულ…

მეტი...

ბაბუშერას ტრაგედიიდან 28 წელი გავიდა

დღეს ბაბუშერას ტრაგედიის დროს დაღუპულებს იხსენებენ. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, უწყების წარმომადგენლებთან და დაღუპულთა ოჯახის წევრებთან ერთად, დიღმის ძმათა სასაფლაოზე, 28 წლის წინ, ბაბუშერას აეროპორტში დატრიალებული ტრაგედიის მსხვერპლთა მემორიალი და მათი საფლავები გვირგვინითა და ყვავილებით შეამკო. „დღევანდელ დღეს არის ბაბუშერას აეროპორტში აფეთქებული თვითმფრინავის შედეგად გარდაცვლილი ჩვენი გმირების და მეომრების ხსოვნის დღე.მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის რეგულარული ჯარები უტევდნენ, მთელი საჰაერო სივრცე გადაკეტილი იყო, ამ კაცებმა და გოგონებმა მაინც მიიღეს გადაწყვეტილება, დახმარებოდნენ თავიანთ თანამებრძოლებს და სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლაში ჩართულიყვნენ. მოხდა ის, რაც მოხდა, ჩვენი ქვეყანა სანთლებად დაინთებს მათ…

მეტი...

„მოსახლეობა საკუთარ თავს უწყობს აპოკალიფსს, კატასტროფა ქვეყნისთვის“ – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, აცრის ტემპი სერიოზულად შემცირდა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფულია. როგორც თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ვაქცინაციის მიმართა ამგვარი მიდგომა საკუთარი თავისთვის განაჩენის გამოტანაა. „სამწუხაროდ, ყველანი შეშთოფებულები ვართ. ვაქცინაციის ტემპის  მატების შემდეგ, როდესაც შესაძლებელი გახდა, რომ დავძლევდით პანდემიას და მეხუთე ტალღა აღარ იქნებოდა, ან იქნებოდა ძალიან რბილი, მოხდა პირიქით – ბოლო დღეებში შემცირდა ვაქცინირებულთა რიცხვი“ – აცხადებს ინფექციონისტი. როგორც თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, ამგვარი მიდგომა საკუთარი თავის მიმართ აპოკალიფსს ნიშნავს. „კატასტროფულად დაიკლო პირველადი აცრების რაოდენობამ, ეს არის კატასტროფა ქვეყნისთვის. რაც ჩვენთან ვაქცინაციასთან დაკავშირებით ხდება, მოსახლეობა თავის თავს უწყობს…

მეტი...

უცხოელ ტურისტებს გოგონების დახმარებით იტყუებდნენ, სასმელით თიშავდნენ და 15 000-მდე ლარს ახდევინებდნენ   

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯგუფური თაღლითობის საქმე გახსნა, რომელიც უცხოელ ტურისტებს უკავშირდება. საუბარია დანაშაულზე, რომლის მიხედვითაც, ბარებსა და რესტორნებში უცხოელ ტურისტებს გოგონების დახმარებით იტყუებდნენ, შემდეგ თიშავდნენ და 15 000-მდე ლარს ახდევინებდნენ.    აღნიშნულთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში საგანგებო ბრიფინგი დაინიშნა. როგორც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა,  ტურისტების მიმართ განხორციელებული დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ქურდობის ფაქტზე, 1989 წელს დაბადებული ლ. მ. დააკავეს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულს – თბილისში მდებარე კაფე-ბარ „სკარპას“ მფლობელ ლ.მ.-ს და ამავე კვების ობიექტის თანამშრომლებს, მეტი ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით,…

მეტი...

„ცუდი სიგნალი შემდგომი ინვესტიციებისთვის“ – ირაკლი კობახიძე „ნამახვანჰესის“ ხელშეკრულების შეწყვეტაზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, კომპანია „ენკას“ მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება შემდგომი ინვესტიციების კუთხით საკმაოდ ცუდი სიგნალია. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ხელისუფლება ენერგეტიკის მიმართულებით ინვესტიციებზე აქტიურად იმუშავებს. „ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფა ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია არამარტო ეკონომიკური თვალსაზრისით, არამედ პოლიტიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისითაც. აქედან გამომდინარე, ეს არის ცუდი სიგნალი შემდგომი ინვესტიციებისთვის.  საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ კონკრეტულად ენერგეტიკის მიმართულებით ინვესტიციები გაგრძელდეს. ეს, არის რა თქმა უნდა, სამწუხარო გადაწყვეტილება“ – აღნიშნა კობახიძემ ჟურნალისტებთან. შეგახსენებთ, რომ კომპანია „ენკამ“ ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, საქართველოსთან ხელშეკრულება შეწყვიტა. საუბარია ნამახვანჰესის პროექტზე.

მეტი...

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გიორგი გახარიასთვის ნარკოდამოკიდებულება არავის დაუბრალებია

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყოფილი თანაგუნდელისთვის და პრემიერ გიორგი გახარიასთვის ნარკომანობა არავის დაუბრალებია.    „ჩვენ დეტალებში გვაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა პრობლემები აქვს კონკრეტულად გიორგი გახარიას ნარკოდამოკიდებულების კუთხით. ჩამოყალიბება სჭირდება მას ნარკოდამოკიდებულებასთან დაკავშირებით, გააგრძელებს თუ არ გააგრძელებს, ეს არის მისი კონსტიტუციური უფლება და შეუძლია, მიიღოს გადაწყვეტილება. არავის დაუბრალებია გიორგი გახარიასთვის  ნარკომანობა. რა თქმა უნდა, ჩვენ არავის არაფერს არ ვაბრალებთ. დაბრალება ნიშნავს იმას, რომ რაღაც არ არსებობს ბუნებაში. სინამდვილეში, რაც არსებობს იმას ვამბობთ, ეს ფაქტის კონსტანტაციაა და არა დაბრალება“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის უკან, ირაკლი…

მეტი...

ირაკლი კობახიძე ევროკავშირის ელჩს დიპლომატიურ სტანდარტებს უწუნებს

მიყურადებასა და ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, ევროკავშირის ელჩის – კარლ ჰარცელის განცხადება მმართველი გუნდისთვის მიუღებელია. როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, ელჩის შეფასება დიპლომატიურ სტანდარტებს აცდენილი იყო. „შეიძლება, ვიღაც ვიღაცას უსმენდეს უკანონოდ, უნდა დაინტერესებულიყვნენ და დაინტერესდნენ კიდეც. უნდა მოეფინოს ნათელი, ვინ რა ინფორმაცია გაიტანა, რა იყო ავთენტური, რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სიმართლეს. რაც შეეხება კონკრეტულად ელჩის განცხადებას, არ ვარ დიპლომატი. შეიძლება, ვერ ვერკვევი ამ საკითხებში, მაგრამ, მგონი, დიპლომატიურ სტანდარტებს ოდნავ აცდენილი იყო, მით უმეტეს ამ წინასაარჩევნო პერიოდში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ელჩმა, გავრცელებული ფარული მიყურადების ფაილებთან დაკავშირებით…

მეტი...

“საქართველოს ელჩმა ევროკავშირის წარმომადგენლებს ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე სრული ინფორმაცია მიაწოდა” – საგარეო უწყება

საქართველო ერთგულია ყველა იმ საერთაშორისო ვალდებულების, რაც ითვალისწინებს ქვეყანაში დიპლომატიური კორპუსის სრულფასოვან, შეუფერხებელ ფუნქციონირებას და იცავს ვენის კონვენციის პრინციპების, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი აცხადებს. მათივე ინფორმაციით, გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ევროკავშირში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელს უკვე ჰქონდა საუბარი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან და მათ გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე სრული ინფორმაცია მიაწოდა. „მოგეხსენებათ, რომ საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით. როგორც საგამოძიებო უწყების განცხადებაშია აღნიშნული, სამართლებრივი დახმარების ფარგლებში საქართველოს პროკურატურამ ასევე მიმართა ამერიკის შეერთებულ შტატებს და სხვა ქვეყნებს. საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის…

მეტი...

კახა კალაძემ 47 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები კიდევ 47 ოჯახს გადასცა. ამჯერად, საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად ვაკის, საბურთალოს, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონში მცხოვრებ ოჯახებს დაუკანონდათ. კახა კალაძემ აღნიშნულ ოჯახებს ფართების დაკანონება მიულოცა და განაცხადა, რომ ანალოგიური პრობლემის მქონე მოქალაქეებს თბილისის მერია მომავალშიც დაეხმარება. „ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა. დღეის მდგომარეობით, უკვე 2 000-ზე მეტ ოჯახს დავუკანონეთ საცხოვრებელი ფართები. ეს არის ბინები, სადაც ადამიანები ათეული წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ და გარკვეული პრობლემების გამო ვერ ახერხებდნენ დაკანონებას. ალბათ, ამის ნებაც არ იყო. ძალიან მიხარია, რომ ჩვენ ვართ ის ადამიანები და ის გუნდი, რომელმაც მოახერხა…

მეტი...

„ნამახვანჰესი” აღარ აშენდება

ENKA Renewables-ი საქართველოს სახელმწიფოთან არსებულ ხელშეკრულებას წყვეტს – $800 მილიონიანი ჰიდროელექტროსადგური აღარ აშენდება. – ინფორმაციას bm.ge ავრცელებს. ამის შესახებ Enka Renewables-ის მშობელი კომპანიის – ENKA İNŞAAT-ის მიერ სტამბოლის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებული განცხადებიდან ხდება ცნობილი. განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზს მასში გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორს-მაჟორი წარმოადგენს. “ENKA Renewables-ი, რომელშიც ENKA İNŞAAT-ი 90%-იან წილს ფლობს, საქართველოს სახელმწიფოს აცნობს, რომ მოხდეს ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის კასკადის მშენებლობა-ფლობა-ოპერირების თაობაზე, 2019 წლის 25 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტა/გაუქმება, რის მიზეზსაც კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორს-მაჟორი წარმოადგენს”, – ნათქვამია განცხადებაში. BMG-იმ 15 სექტემბერს სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით…

მეტი...

“ე.წ. უკანონო მოსმენების სკანდალური საკითხი ბევრ ინსტიტუციას და ადამიანს შეეხო, ვერც ერთი მათგანი ვერ დარჩებოდა რეაგირების გარეშე” – დავით სერგეენკო

ე.წ. უკანონო მოსმენების სკანდალური საკითხი, რაც საინფორმაციო სივრცეში და საზოგადოებაში დომინირებს ბევრ ინსტიტუციას და ბევრ ადამიანს შეეხო და ვერც ერთი მათგანი ვერ დარჩებოდა რეაგირების გარეშე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა. მისი თქმით, ამ საკითხზე დაწყებულია გამოძიება. „რაც შეეხება ჰარცელის განცხადებას, რა თქმა უნდა ევროკავშირი ყურადღებით ადევნებს ამას თვალყურს და ის, რაც ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, დიპლომატიურ ენაზე გაკეთებული განცხადება იყო და ჯერჯერობით არ ნიშნავს იმას, რომ ეს არის ვენის კონვენციის დარღვევა, ვიდრე გამოძიება არ დამთავრდება და უტყუარი ფაქტები არ დაიდება“, – განაცხადა სერგეენკომ. საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი აცხადებს,  რომ…

მეტი...

ბრედ პიტი ანჯელინა ჯოლის სასამართლოში ვენახის გამო უჩივის

ბრედ პიტი ყოფილ მეუღლეს, ანჯელინა ჯოლის სასამართლოში უჩივის. მსახიობმა ლუქსემბურგის სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანა. საქმე ეხება მსახიობების საერთო ვენახებს საფრანგეთში. გავრცელებული ინფორმაციით, ჯოლის შატო მირავალის ვენახების გაყიდვა პიტთან შეუთანხმებლად სურდა. ვენახები, სახლთან ერთად, 160 მილიონ დოლარადაა შეფასებული.

მეტი...

“გახრწნილი ხორცი, მწერები და ბუზები” – რა ხდება ბათუმის ხორცის მაღაზიაში

გადაცემა „სახალხო კონტროლმა“ ბათუმში 2 ტონაზე მეტი გახრწნილი ხორცი აღმოაჩინა, რომელსაც მწერები ესეოდნენ. როგორც გადაცემის წამყვანი, მადონა კოიძე ამბობს, ეს ხორცი სარეალიზაციოდ გადიოდა. მისივე ინფორმაციით ხორცი ვადაგასულია, როგორც წამყვანი ამბობს მაღაზიაში გახრწნილი ხორცის სუნი იგრნობოდა და სარეალიზაციოდ გამზადებულ პროდუქტში მწერები იყო ჩაყინული. ხორცი ტონაზე მეტია.

მეტი...

„იმედის“ მომზადებულ სიუჟეტს, თითქოს ცაგერში პარტია „საქართველოსთვის“ მისმა წევრებმა დატოვეს, სიცრუეს უწოდებენ პარტიის ცაგერის წარმომადგენლები

ტელეკომპანია „იმედის“ მომზადებულ სიუჟეტს, თითქოს ცაგერში პარტია „საქართველოსთვის“ მისმა წევრებმა დატოვეს, სიცრუეს უწოდებენ პარტიის ცაგერის წარმომადგენლები „ეს ინფორმაცია სიცრუეა. პირები, რომლებიც ტელეკომპანია იმედმა აჩვენა, რომლებმაც თითქოს პარტია „საქართველოსთვის“ დატოვეს, არც არასოდეს ყოფილან პარტიის წევრები და შესაბამისად ვერც დატოვებენ პარტიას. ტელეკომპანია „იმედის“ მიერ ჩაწერილი პირები ქართული ოცნების მოქმედი აქტივისტები არიან.აქამდე ხელისუფლების მხრიდან ჩვენს მხარდამჭერებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით მუდმივად მიმდინარეობდა ზეწოლა და დაშინება რათა პარტიას გამიჯვნოდნენ და სამწუხაროდ,  ასეთი არაერთი ფაქტი დაფიქსირდა, თუმცა, ამჟამად როგორც ჩანს  ადამიანებზე ზეწოლითა და დაშინებით ზემოქმედების შესაძლებლობაც ამოწურეს და  როცა ასეთი მეთოდებიც აღარ ჭრის, უბრალოდ ტყუილს იგონებენ.…

მეტი...

“ძალადობას ადგილი არ აქვს დემოკრატიული არჩევნების კამპანიაში” – დმანისში მომხდარ ინციდენტს კარლ ჰარცელი გამოეხმაურა

დმანისში მომხდარ ინციდენტს ევროკავშირის ელჩი გამოეხმაურა. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კარლ ჰარცელმა ძალადობა დაგმო. ევროკავშირის ელჩი ამბობს, რომ ამ შემთხვევას სათანადო კანონიერი რეაგირება უნდა მოყვეს. “ძალადობას ადგილი არ აქვს დემოკრატიული არჩევნების კამპანიაში. ამიტომ აუცილებელია ეს ქმედება დავგმოთ, როგორც ეს სხვებმა უკვე გააკეთეს. ვფიქრობ ამ შემთხვევას სათანადო კანონიერი რეაგირება მოჰყვება. ჩვენ თვალს ვადევნებთ შედეგებს. ცხადია ძალადობა პოლარიზაციის ასპექტია, რომელიც კიდევ ერთხელ ვნახეთ საარჩევნო კამპანიის დროს. ეს ნანახი გვაქვს სხვა საარჩევნო კამპანიების დროსაც, რომელსაც მივყავართ საზოგადოებაში მკაცრ რიტორიკასთან, ასევე აზრთა სხვადასხვაობასთან. ამას მოჰყვება იმედგაცრუება. ამიტომ ვფიქრობ საარჩევნო კამპანიის დროს უნდა მოხდეს მსგავსი შემთხვევების თავიდან არიდება,…

მეტი...

“ვაქცინაციის ბანერის სიძულვილის ბანერით ჩანაცვლება ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი” – ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ვაქცინაციის ბანერის სიძულვილის ბანერით ჩანაცვლება მისთვის კატეგორიულად მიუღებელია. ტიკარაძის განცხადებით, კომპანია “ალმასგან” გონივრული იქნებოდა, დაინტერესებულიყო, თუ რამდენად სწორი ბანერით ხდებოდა ვაქცინაციის ბანერის ჩანაცვლება. “როდესაც ვაქცინაცია არის არამხოლოდ ქვეყნის, არამედ მსოფლიოს პრიორიტეტი, ვაქცინაციის ბანერის სიძულვილის ბანერით ჩანაცვლება ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი. სატელევიზიო კომენტარიც იყო კომპანია “ალმასგან”, რომ ეს არ არის “ქართული ოცნების” დაკვეთა და აქედან გამომდინარე, მე მეტი დეტალი ამასთან დაკავშირებით არ მაქვს, თუმცა, რა თქმა უნდა, “ალმასგან” გაცილებით უფრო გონივრული იქნებოდა, დაინტერესებულიყო იმით, თუ რამდენად სწორი ბანერებით ჩანაცვლება ხდება მათი კომპანიის მხრიდან და ეს არის, უბრალოდ,…

მეტი...

“დატოვება რბილად ნათქვამია – ნიკა მელია გაიქცა, როგორც მას სჩვევია, როგორც ყოველთვის გარბის” – კახა კალაძე

დატოვება რბილად ნათქვამია – გაიქცა, როგორც მას სჩვევია, როგორც ყოველთვის გარბის,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს “ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას მიერ დებატების დატოვების შესახებ განუცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, მელია არის სახე “ნაციონალური მოძრაობისა”, რომელიც “ყოველთვის მოტივირებულია, რომ გარკვეული არეულობა და დაძაბულობა შემოიტანოს”. “ეს არის ის “ნათელი სახე” იმ პოლიტიკური პარტიის, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა” ჰქვია და წარმოადგენს იმ დესტრუქციულ ძალას, რომელიც ყოველთვის მოტივირებულია იმისთვის, რომ გარკვეული არეულობა და დაძაბულობა შემოიტანოს, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, ამის საშუალება არ უნდა მივცეთ. არ გამიხარდება თუნდაც ის, რომ არჩევნებზე, როდესაც ის დამარცხდება, გაიქცეს. არავითარ…

მეტი...

„რა დამსახურებით უნდა შემოხაზო 41 ან 25 (გახარია), სინამდვილეში გახარია, მართლაც „ბოლია“ – ზურაბ ნადირაძე

„გამარჯვებული საქართველოს“ წევრი, ზურაბ ნადირაძე პოსტს აქვეყნებს და გახარიას და ხელისუფლების მომხრე ადამიანებს მოტივების ახსნას სთხოვს, თუ რატომ უნდა მისცენ ხმა არჩევნებზე მმართველ გუნდს ან ყოფილი პრემიერის პარტიას: „მმართველი პარტიის (ქოცების) საკუთარი ამომრჩევლისადმი დამოკიდებულება ზედაპირულად რომ განვიხილოთ, რამდენად ყრუ, ბრმა, უპრინციპო და უთავმოყვარეო უნდა იყო ადამიანი, ვერ ხვდებოდე რამხელა ბოროტებასთან გაქვს საქმე და რაოდენ შეურაცხმყოფელია, როცა იცი, რომ ამ ბოროტების ნაწილი ხარ, თუნდაც საკუთარი ნების წინააღმდეგ, მაგრამ საკუთარ თავს უტყდები, კაპიკებზე ხარ დამოკიდებული, ან სამსახურიდან გაგაგდებენ, ანუ “დაგაჩმორა” სისტემამ, იცის “ლუკმის” ფასად საკუთარი შვილების მომავლის წინააღმდეგ რომ ხარ წამსვლელი (აქ…

მეტი...

“სავალდებულო ვაქცინაციაზე მსჯელობა ჯერ არ გვაქვს” – ტიკარაძე

მოლოდინი, რომ ვაქცინაციის ტემპი შედარებით დაიკლებდა, გვქონდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს გაზრდილი კომუნიკაცია პირველადი ჯანდაცვის ექიმებთან, ვინაიდან ეს არის ის ხალხი, ვინც უნდა აწარმოონ კომუნიკაციები და არა მარტო კომუნიკაციები, არამედ ახსნა-განმარტებები და საინფორმაციო კამპანიები მოსახლეობასთან, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ვაქცინაციის ტემპს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისი თქმით, რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. „ჩვენ გვქონდა არაერთი შეხვედრა რეგიონებში პირველადი ჯანდაცვის ექიმებთან. მათ გაცემული აქვთ როგორც დავალებები, ასევე მიცემული აქვთ მითითებები, როგორი უნდა იყოს მათი კომუნიკაცია მოსახლეობასთან. ასევე, ჩვენ ვიმუშავეთ და გვაქვს ზუსტი ხედვა, თუ რომელ რეგიონში და რომელ უბანზე…

მეტი...

“სავარაუდო ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საქართველოს ელჩი ევროკავშირში ბრიუსელში დაიბარეს” – კარლ ჰარცელი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის ინფორმაციით, სუსიდან გამოჟონილ სავარაუდო ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საქართველოს ელჩი ევროკავშირის ოფისში დაიბარეს. ჰარცელის თქმით, შეხვედრა ბრიუსელში გუშინ, ევროკავშირის სათავო ოფისში შედგა. ელჩი გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ დიპლომატებსაც უსმენენ. “თქვენ ნახეთ ბრიუსელის პირველი რეაქცია ამ საკითხზე. ჩვენ სერიოზულად ვუყურებთ ამას, რადგან ვენის კონვენცია არეგულირებს დიპლომატიურ ურთიერთობას. ჩვენთვის არაბუნებრივია, რომ საქართველოსნაირი ახლო მეგობარი და პარტნიორი ქვეყანა ჩართული იყოს ასეთი ტიპის აქტივობებში ჩვენს წინააღმდეგ. გუშინ საქართველოს ელჩი ევროკავშირში, ბრიუსელში სათაო ოფისში დაიბარეს, სადაც ევროკავშირმა საკუთარი პოზიცია მკაფიოდ დააფიქსირა. ევროკავშირმა მოითხოვა, რომ საკითხთან დაკავშირებით სათანადოდ იყოს საქმის კურსში. როცა საქმე ამ საკითხს ეხება, ზოგადად, ჩვენ…

მეტი...

“თბილისის ბიუჯეტი უნდა 2 მილიარდამდე უნდა გაიზარდოს” – კახა კალაძე

თბილისის მერმა დედაქალაქის მართვისა და ეკონომიკის პროგრამის პრეზენტაცია გამართა. თბილისის ბიუჯეტის გაზრდა, ბიზნესის ხელშეწყობა, ახალი პროექტები – ეს ის ძირითადი საკითხებია, რომელზეც კახა კალაძემ ისაუბრა. მისი თქმით, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულების პროგრამებს კიდევ 5 დაემატება. დედაქალაქის მერმა თბილისში რეკრეაციული სივრცეების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ დედაქალაქში 15 ახალი საქალაქო დონის პარკის მშენებლობა იგეგმება. კალაძის განცხადებით, მომდევნო წლების განმავლობაში თბილისის ბიუჯეტი უნდა 2 მილიარდამდე უნდა გაიზარდოს 

მეტი...

“ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობ ვიყო თავშეკავებული, როდესაც კითხვა ისმევა გიორგი გახარიასთან დაკავშირებით, არ მინდა ამაზე ვისაუბრო” – კახა კალაძე

საქართველოს პირველ არხზე თბილისის მერობის ყველა კანდიდატს შორის დებატები გაიმართა. დებატებში მერობის მსურველი 16 პირი მონაწილეობდა. დებატების ფორმატიდან გამომდინარე მერობის კანდიდატებს თანაბარი პირობები ჰქონდათ იმისთვის, რომ ამომრჩევლებისთვის საკუთარი ხედვა და პროგრამა გაეცნოთ. ნიკა მელიამ გადაცემა პროტესტის ნიშნად მისთვის განკუთვნილ პირველივე წუთზე დატოვა. “ერთ სივრცეში მოძალადე, კორუმპირებულ, ძირგამომპალ ადამიანთან, რომელიც მართავს კრიმინალებს მე არ ვაპირებ ყოფნას. კარგად ბრძანდებოდეთ, დიდი მადლობა,” – განაცხადა ნიკა მელიამ. კანდიდატებმა ერთმანეთს შეკითხვებიც დაუსვეს. მათ შორის იყო გიორგი გახარია, რომელმაც კითხვით კახა კალაძეს მიმართა. “დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ და შენი და ჩემი თანაგუნდელების ბრალდებები: ნარკომანობა, მოღალატეობა და…

მეტი...

“სამწუხაროდ, დმანისში პროვოკაცია ვერ ავიცილეთ თავიდან… მოთმენა რთულია” – შალვა პაპუაშვილი

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, შალვა პაპუაშვილის დმანისის რაიონის სოფელ განთიადში გუშინ მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, “ნაციონალური მოძრაობა” არეულობის გამოწვევას ცდილობს და ამ მიზნით, მიზანმიმართულად მიმდინარეობს მმართველი გუნდის მხარდამჭერების პროვოცირება. შალვა პაპუაშვილმა “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს მოთმინებისკენ მოუწოდა. “მინდა, გამოვეხმაურო გუშინ დმანისის რაიონის სოფელ განთიადში მომხდარ ინციდენტს. ძალადობას არანაირი გამართლება არ აქვს. ყველა დამნაშავე კანონის შესაბამისად დაისჯება. ამასთან, ჩვენ საზოგადოებას ვაფრთხილებდით, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ნაცვლად საარჩევნო კამპანიის წარმოებისა, ისევე როგორც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, ცდილობს არეულობის გამოწვევას. ამ მიზნით, ბოლო დღეებია, მიზანმიმართულად მიმდინარეობს ჩვენი მხარდამჭერების პროვოცირება.…

მეტი...

“საქართველოში ეკონომიკის აღდგენა ვაქცინაციის ძლიერი ტემპის შემთხვევაში შენარჩუნდება” – საერთაშორისო სავალუტო ფონდი

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველოში ეკონომიკური აღდგენა შენარჩუნდება მხოლოდ მაშინ, თუ ვაქცინაციის ძლიერი ტემპი იქნება მიღწეული. ამის შესახებ საუბარია IMF-ის მიერ გამოქვეყნებულ ახალ მიმოხილვაში, რომელიც საქართველოზე მოქმედ რისკ-ფაქტორებს აფასებს. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქართველომ მეზობელ ქვეყნებთან შედარებით უფრო დაგვიანებული და ნელი ვაქცინაციის კამპანია დაიწყო, თუმცა აგვისტოს განმავლობაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების მატებასთან ერთად, ის დაჩქარდა. სავალუტო ფონდის მისიის შეფასებით, ეკონომიკური ზრდის არსებული ტემპის შენარჩუნებისთვის ვაქცინაციის წახალისება კრიტიკულად აუცილებელია. ფონდის შეფასებითვე, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა – 7.7%-ით, 2022-ში კი 5.8%-ით გაიზრდება – ორივე პროგნოზი ეფუძნება დაშვებას, რომ წელს ქვეყანაში ზრდასრული მოსახლეობის სამიზნე 60% აიცრება.…

მეტი...

“ვაქცინაციის კამპანია ზუსტად იმ რანგში უნდა იყოს აყვანილი, როგორც საარჩევნო კამპანიაა” – ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეკოვი ვაქცინაციის აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ საუბრობს. მისი თქმით, აუცილებელია იმუნიზაციის პროცესი მეტად გააქტიურდეს, რათა ქვეყანამ კორონავირუსის შემდგომი ტალღები თავიდან აიცილოს. “ვაქცინაციის კამპანია ზუსტად იმ რანგში უნდა იყოს აყვანილი, როგორც არის საარჩევნო კამპანია აყვანილი. რეალურად, მსოფლიოში ვაქცინაციის წარმატება მხოლოდ არის 60-70% მთლიანად და არაა მოზრდილი მოსახლეობის მაჩვენებელი. ამიტომ, ძალიან ცოტა პროცენტი იქნება, თუ ჩვენ მოზრდილი მოსახლეობის 40% აუცრელი დაგვრჩა, პრაქტიკულად, ჩვენ ვერ შევაჩერებთ ამ ტალღას. ჩვენი მიზანი უნდა იყოს ვაქცინაციის პროცესში პროაქტიური ჩართულობა – სახელმწიფოს, ექიმების და ყველასი ერთად, საზოგადოების ყველა იმ წევრის, რომლის სიტყვასაც და აზრსაც რაიმე გავლენა აქვს საზოგადოებაზე. ყველას რესურსი…

მეტი...

“2 ოქტომბერს საზოგადოება მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, როგორიც ამ ქალაქს ეკადრება” – კახა კალაძე

მგონი, გუშიდენდლ დებატებში ყველამ ძალიან კარგად დაინახა, თუ ვის როგორ წარმოუდგენია ქალაქის განვითარება, ვის აქვს ხედვა ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით, როგორ წარმოუდგენია ოთხი წლის შემდეგ დედაქალაქი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, 2 ოქტომბერს თბილისის მოსახლეობა იმ არჩევანს გააკეთებს, რომელიც მას ეკადრება. „ადამიანები ყველაფერზე საუბრობდნენ გარდა თბილისისა და საზოგადოება რა თქმა უნდა მიიღებს 2 ოქტომბერს სწორ გადაწყვეტილებას, ისეთ გადაწყვეტილებას, როგორიც ეკადრება ამ ქალაქს, ისეთ გადაწყვეტილებას, რომ გაიმარჯვოს ამ ქალაქმა და გაგრძელდეს აღმშენებლობა და განვითარება“, – განაცხადა კალაძემ.

მეტი...

3 ნაფიცი მსაჯული, რომელიც ყოფილი პოლიციელის საქმეზე ვერდიქტის გამოსატანად კახეთში მიემგზავრებოდა, ავარიაში მოჰყვა

3 ნაფიცი მსაჯული, რომლებიც თბილისიდან თელავში ყოფილი პოლიციელის საქმეზე ვერდიქტის   გამოსატანად მიემგზავრებოდა, ავარიაში მოჰყვა. შემთხვევა გომბორის გზაზე მოხდა.  ამ დროის ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა სასწრაფო დახმარების ჯგუფს ისინი უახლოეს საავადმყოფოში გადაჰყავს.  ჯერჯერობით, უცნობია, ამ მიზეზის გათვალისწინებით გადაიდება თუ არა პროცესი.  საქმე ეხება გასულ წელს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში მომხდარ მკვლელობას, რა დროსაც თელავის პოლიციის უფროსის ყოფილმა მოადგილემ საავადმყოფოს დირექტორი, 38 წლის ზურა საჩიშვილი სამსახურებრივი იარაღით მოკლა. საქმეს 12 ნაფიცი მსაჯული განიხილავს.

მეტი...

„სიზმარში მილანში ვიყავი და კორნელიანის პიჯაკს ვყიდულობდი“ – ირაკლი ოქრუაშვილი დებატებზე

„უემოციო და ინტელექტისგან ცარიელი ხალხის თავყრილობა იყო გუშინდელი “დებატები”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი წერს. ოქრუაშვილი მერობის კანდიდატების დებატებს ეხმაურება: „მოკლედ, იმდენი კაляძე შემხვდა აქ წუხელის, რომ სიზმარში მილანში ვიყავი და კორნელიანის პიჯაკს ვყიდულობდი, ერთსაც ვიტყვი მაგ თემაზე და “ვსიო”. უემოციო და ინტელექტისგან ცარიელი ხალხის თავყრილობა იყო გუშინდელი “დებატები”. მიშა ქუმსიშვილის ნაბიჯს თუ არ ჩავთვლით. ეგრეა, როდესაც დაყენებულ კამერასთან უკნიდან რომ იმიჯმეიკერი გავარჯიშებს და სინამდვილეში თავში არაფერი გიყრია,“ – წერს ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.

მეტი...

“ანჯეი დუდას სახელით გამართულ სადილზე ასოცირებულ ტრიოსა და ევროკავშირს შორის ინტეგრაციასა და გაზრდილი ჩართულობის შესახებ ჩვენი ხედვის გაზიარების შესაძლებლობა მომეცა” – პრემიერი

ანჯეი დუდას სახელით გამართულ სადილზე ასოცირებულ ტრიოსა და ევროკავშირს შორის ინტეგრაციასა და გაზრდილი ჩართულობის შესახებ ჩვენი ხედვის გაზიარების შესაძლებლობა მომეცა-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს. “პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას სახელით შესანიშნავი სადილი შედგა, სადაც ასოცირებულ ტრიოსა და ევროკავშირს შორის ინტეგრაციასა და გაზრდილი ჩართულობის შესახებ ჩვენი ხედვის გაზიარების შესაძლებლობა მომეცა. ჩვენი პოლონელი მეგობრების მადლობელი ვარ ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის”,-წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

მეტი...

ლენტეხის მუნიციპალიტეტსა და თბილისში იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა დროს, ქვემო სვანეთსა და თბილისში, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს და სამი პირი დააკავეს. 1974 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ ც.ზ.-ს, 1963 წელს დაბადებულ ხ.ხ.-სა და 1990 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ დ.ტ.-ს ბრალი ედებათ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვაში. „იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ტვიბში, დაკავებული ც.ზ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, „ბერეტას“ ტიპის პისტოლეტი, მჭიდი და ექვსი საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ მუწდში, დაკავებული…

მეტი...

9 წლიანი სასჯელი სეპარატისტების დროშის დაწვისთვის და ერთი წელი აფხაზეთის ციხეში

ირაკლი ბებუას პატიმრობიდან ერთი წელი გადის, მისი ოჯახის წევრების ინფორმაციით ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ირაკლი ბებუას ახლობლები ხელისუფლებისგან რეაგირებას მოითხოვენ. ხელისუფლებას უკანონო პატიმრების არსებობას ახსენებს „ანტისაოკუპაციო მოძრაობაც.“ საქართველოს მოქალაქეს, ირაკლი ბებუას, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გალის საქალაქო სასამართლომ ცხრა წლიანი პატიმრობა და ფულადი ჯარიმა მიუსაჯა. მას ბრალი წაუყენეს სამი მუხლით: სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფისთვის, სხვისი ქონების განზრახ განადგურებისთვის ან დაზიანებისთვის, რასაც გაუფრთხილებლობის გამო შეიძლება მოჰყვეს ადამიანის სიკვდილი ან “მძიმე შედეგები” და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვისთვის. ირაკლი ბებუამ სეპარატისტების დროშა, შარშან 30 სექტემბერს, ე.წ მათი დამოუკიდებლობის დღეს დაწვა.

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 43 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 43 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა. დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 2 016ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 024 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 21 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 2 470 შემთხვევა გამოვლინდა, 2 243 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 2 016 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 024 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 2 016 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 024 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 43 პაციენტი. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: ბოლო 14 დღის – 6.92%, ბოლო შვიდი დღის – 6.48%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 600 412 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 567 797 გამოჯანმრთელდა, 8 664 კი გარდაიცვალა. ამასთან, 21 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 2 470 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 243 პაციენტი.

მეტი...

„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების დაჭრის ფაქტზე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის შვილი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დმანისის მუნიციპალიტეტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების დაჭრის ფაქტზე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის მიხეილ დაუთაშვილის შვილი დავით დაუთაშვილი დააკავა. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებულმა წინასაარჩევნო შეხვედრაზე მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებისას, დანის გამოყენებით სახის არეში დაზიანებები მიაყენა პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დმანისში 1 პირი – 1993 წელს დაბადებული დ.დ. დააკავეს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დ.დ.-მ მიმდინარე წლის 21 სექტემბერს, დმანისის მუნიციპალიტეტის…

მეტი...

“ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი აქცენტები გვექნება საქართველოს პრემიერ მინისტრის გამოსვლაში” – დავით ზალკალიანი

საქართველოს ვიცე-პრემიერი ნიუ-იორკში ირაკლი ღარიბაშვილის გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისა და მისი გზავნილების შესახებ საუბრობს. საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს მნიშვნელოვანი გზავნილები ექნება იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რა გამოწვევებიც არის რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების კუთხით. “პრემიერ-მინისტრს ექნება მნიშვნელოვანი გზავნილები იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რა გამოწვევებიც არის რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების კუთხით, ასევე, პანდემიასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, ჩვენ მადლიერი ვართ იმ სოლიდარობის, რომელიც ჩვენმა საერთაშორისო გამოიჩინეს ჩვენი ქვეყნის მიმართ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერთობლივად დავძლიოთ ის უსაფრთხოების გამოწვევები, რომელიც მომდინარეობს. იგივე ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე და სწორედ ამ თვალსაზრისით, ჩვენს მედიაციის…

მეტი...

“არანაირი გამართლება არ აქვს ძალადობას და აუცილებლად, ყველა დამნაშავემ უნდა აგოს პასუხი” – კახა კალაძე დმანისში მომხდარზე

დმანისში მომხდარი დაპირისპირებას თბილისის მერობის კანდიდატი ”ქართული ოცნებიდან” კახა კალაძე აფასებს. თბილისის მოქმედი მერი ძალადობის ფაქტებს გმობს და დარწმუნებულია, რომ ყველა დამნაშავე სათანადოდ დაისჯება. “შეიძლება, გვაქვს რაღაც საკითხებზე განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებები, ხედვები, მაგრამ ერთმანეთის მიმართ პატივისცემა აუცილებლად უნდა არსებობდეს, რამდენად განსხვავებული არ უნდა იყოს ჩვენი მოსაზრებები. თვითონ კამპანიას რაც შეეხება, მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში, თუ არ ჩავთვლით იმ გარკვეულ გამონაკლისს, რომელიც, მაგალითად, დმანისში მოხდა რაც ძალიან ცუდია და არანაირი გამართლება არ აქვს ძალადობას და აუცილებლად, ყველა დამნაშავემ უნდა აგოს პასუხი კანონის სრული სიმკაცრით,“ – აცხადებს კახა კალაძე. დმანისში, სოფელ განთიადში დაჭრილი ორი…

მეტი...