“გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია, ამ ქმედებას მოჰყვება შესაბამისი მკაცრი რეაგირება” – კახა კალაძე

  •  

გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია, შესაბამის სამსახურებმა განცხადებები გაავრცელეს, დაველოდოთ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„გამოძიება დაწყებულია ამასთან დაკავშირებით შესაბამისმა სამსახურებმა განცხადებები გაავრცელეს, ასე რომ დაველოდოთ. ვინ ავრცელებს, ვინ ინახავს, როგორ მოხდა ამ ყველაფრის გაკეთება, ბევრი ტყუილი, ბევრი მართალი შეიძლება იყოს, დაველოდოთ გამოძიებას“, – განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეიძლება გახარიას პარტიასთან მივიდეს კვალი, მათ შორის საუბარია ხოჯევანიშვილზე, კახა კალაძემ აღნიშნა:„არ ვიცი ვინ არის, შეიძლება იყოს ხოჯევანიშვილი, შეიძლება იყოს სხვა ვინმე, ვინც არ უნდა იყოს, ამ ქმედებას მოჰყვება შესაბამისი მკაცრი რეაგირება“.

ინტერნეტში სასულიერო პირებსა და საპატრიარქოს თანამშრომლებზე სავარაუდო წერილობითი და აუდიომასალა გავრცელდა. ის ცალკეულმა ტელეკომპანიებმა ეთერითაც გადასცეს. გავრცელებული ფაილები ცალკეული სასულიერო პირების პირად ცხოვრებას ეხება. ფაილები შეიცავს არასრულწლოვანთა შესახებ ინფორმაციასაც. საქართველოს პირველი არხი არ გთავაზობთ თავად ამ მასალას, რადგან იგი შეიცავს პირად ინფორმაციას. ამასთან, მათი ავთენტურობა დადასტურებული არ არის.

მსგავსი თემები