საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება მმართველი პარტიის კიდევ ერთი გატეხილი პირობაა – აშშ-ის საელჩოს კრიტიკა

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, მმართველი გუნდის დღევანდელ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს. როგორც საელჩოს განცხადებაში ვკითხულობთ,  პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდება, რომელიც მიზნად ისახავდა მთავარი პროკურორის დანიშვნისთვის ფართო, მრავალპარტიულ მხარდაჭერას, კიდევ ერთი გაშვებული შესაძლებლობაა, საქართველოს ჰქონდეს დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების სისტემა. როგორც საელჩოში აცხადებენ, აღნიშნულ რეფორმა მნიშვნელოვანი იყო ევროინტეგრაციისთვის.   „პარლამენტის მიერ მოთხოვნილი ანგარიშით დანიშვნის პროცესში შემოთავაზებულ ცვლილებას რეკომენდაციას უწევდა ვენეციის კომისია – სამართლის ექსპერტთა საერთაშორისო ორგანო, ისევე როგორც სხვა საერთაშორისო ექსპერტები. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ყველა პარტიამ, რომელმაც ხელი მოაწერა 19 აპრილის შეთანხმებას, მათ შორის „ქართულმა ოცნებამ“, ვალდებულება აიღო, განეხორციელებინა ეს ცვლილება,…

მეტი...

ევროკავშირი მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს  უკმაყოფილოა

ევროკავშირი კრიტიკას გამოხატავს მმართველი პარტიის დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. საუბარია სასამართლო რეფორმაზე, რომელიც ევროკავშირის შეფასებით, მმართველი გუნდის ვალდებულება იყო. „საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით კენჭი უყარა რიგ მნიშვნელოვან საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებიც ევროკავშირის მედიაციით 19 აპრილის შეთანხმების მიღწევის შემდეგ იყო წარდგენილი. სამწუხაროდ, უარი ითქვა ძირითად ცვლილებაზე გენერალური პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით. ცვლილება შეეხებოდა საქართველოს გენერალური პროკურორის დანიშვნის წესს, რომელიც მიზნად ისახავდა მარტივი უმრავლესობის კვალიფიციურ უმრავლესობამდე გაზრდას დანიშვნებისთვის ყველა პოლიტიკური პარტიის ფართომასშტაბიანი მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად და მომავალში მხოლოდ ერთი პარტიის მიერ გენერალური პროკურორის დანიშვნის შესაძლებლობის რისკის შესამცირებლად. ეს იყო კიდევ ერთი საშუალება, რომელიც მიზნად ისახავდა…

მეტი...

პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო

79 მომხრე, 15 წინააღმდეგი – პარლამენტმა 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მომზადებული „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო. კანონპროექტი, 19 აპრილის შარლ მიშელის შეთანხმებიდან გამომდინარე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადდა. კანონპროექტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა, სასჯელისაგან და პირობითი მსჯავრისგან თავისუფლდება ყველა ის პირი, რომელთაც დანაშაული 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით  ჩაიდინა და ამნისტიის გავრცელებაზე უარი არ განუცხადებიათ. პირი, ვის მიმართაც ამნისტია გავრცელდება, ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლება.

მეტი...

126 ხმით, პარლამენტმა, პირველი მოსმენით, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა საკონსტიტუციო კანონპროექტის განხილვას დაეთმო. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ კოლეგებს საპარლამენტო ოპოზიციასთან შეთანხმებული კანონპროექტის მე-11 და მე-12 პუნქტები გააცნო, რომლებიც გარდამავალ დებულებაში აისახება და რომლის მიხედვითაც, მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის დაწესებული ბარიერი 2%-მდე მცირდება და მანდატების განაწილების პროპორციული წესი დგინდება. ცვლილებების თანახმად, საპარლამენტო ფრაქციების შექმნისთვის დაწესებულ პარლამენტის წევრთა რაოდენობას, შვიდიდან ოთხამდე მცირდება. ირაკლი კობახიძის განცხადებით, 19 აპრილის შეთანხმებაში, რომელიც ამჟამად ანულირებულია, ასევე გათვალისწინებული იყო გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილება. მისივე განმარტებით, რადგან წარმოდგენილი ცვლილება ინსტიტუტის დამოუკიდებლობის ხარისხს ამცირებს და ვერც ოპოზიციამ წარმოადგინა მისი მიღების არგუმენტები,…

მეტი...

გიორგი გახარია თანაგუნდელს ეძებს, რომელიც თელავში გააჩერეს და გაუჩინარდა

„დღეს, აქ, ლაგოდეხიდან ბიჭი მოდიოდა, გზაში,  თელავში გააჩერეს და 2 საათია ვერ გვიპოვია“ – აცხადებს გიორგი გახარია გურჯაანში კანდიდატზე განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით.   მისი თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ამ დრომდე არ ჩანს.   ,,ახლა ჩვენ აქ ვსაუბრობთ, მომავლის გეგმებს ვსახავთ და სამწუხაროდ, პარალელურად აქ ლაგოდეხიდან ბიჭი მოდიოდა, თელავში გზაზე გააჩერეს და 2 საათია ტელეფონით ვერ გვიპოვია.  ჩვეულებრივი პირდაპირი ზეწოლაა, ზუსტად ისეთი, როგორიც 2011-2012 წლებში იყო. ხაშურში მერობის კანდიდატზე, ძალიან მაგარ კაცზე, ბიზნესმენზე, ადგილობრივზე. პირდაპირი მუქარით მის საქმეს და ბიზნესს უკვე გასცდნენ და ოჯახის წევრებზე ემუქრებიან  – იმას დავიჭერთ, ამას, შემოგიგზავნით ფინანსურ პოლიციას. წარმოუდგენელ რაღაცეებს აკეთებენ. ფოთში ჩვენს…

მეტი...

ხვალ საქართველოში ნიკოლ ფაშინიანი ჩამოდის

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს,  სომეხ კოლეგას პრემიერ მინისტრი უმასპინძლებს. „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. სომეხ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უმასპინძლებს. გაიმართება ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც, ირაკლი ღარიბაშვილი და ნიკოლ ფაშინიანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან. ნიკოლ ფაშინიანი, დელეგაციის წევრებთან ერთად, გმირთა მემორიალზე გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს“ – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

მეტი...

პირველკლასელები სწავლას საკლასო ოთახებში დაიწყებენ

პირველკლასელები სწავლას 4 ოქტომბერს საკლასო ოთახებში დაიწყებენ. აღნიშნულ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, მაღალი ალბათობით, ქვეყნის მასშტაბით, სკოლების დიდ ნაწილში 4 ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდება. „ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, პირველკლასელებმა სწავლა არა 15 სექტემბერს დისტანციურ ფორმატში, არამედ 4 ოქტომბერს, დასწრებით ფორმატში, საკლასო ოთახებში დაიწყონ. ეს გადაწყვეტილება შეეხება მხოლოდ და მხოლოდ იმ ქალაქებსა და სოფლებს, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი სწავლის დაწყების მომენტისთვის 4%-ზე დაბალი იქნება“ – ვკითხულობთ ინფორმაციაში.

მეტი...

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებული გიორგი მენაბდის საქმეზე დღეს 3 მოწმე გამოიკითხა

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებული გიორგი მენაბდის საქმეზე არსებითი განხილვა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე სამი მოწმე გამოიკითხა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტზე გიორგი მენაბდე 15 აპრილს დააკავა. მანამდე 2017 წლიდან ამ საქმეში ის მხოლოდ მოწმის სტატუსით იყო. უწყების ინფორმაციით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დაკავებულმა გიორგი მენაბდემ გიორგი ჯანაშიასთან და მიხეილ კალანდიასთან ერთად, ჯგუფურად, თან ნაქონი ბასრი საგნით, მოკვლის განზრახვით, არასრულწლოვან დავით სარალიძეს დაზიანებები მიაყენა. გიორგი მენაბდე მის მიმართ წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. გიორგი მენაბდის ადვოკატი, დავით დადიანი აცხადებს, რომ სხდომაზე მისი დაცვის ქვეშ…

მეტი...

პარლამენტმა 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი დაამტკიცა

პარლამენტმა 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი დაამტკიცა. კანონპროექტს რამდენიმე წუთის წინ უყარეს კენჭი. ცვლილებებს მხარი დაუჭირა 79-მა დეპუტატმა, 15 წინააღმდეგ წავიდა. კენჭისყრის პროცედურის წინ უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პროექტი შარლ მიშელის შეთანხმებიდან გამომდინარეობს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი შეთანხმებას ანულირების შემდეგ მოაწერა ხელი და კენჭისყრის შედეგად გამოჩნდება, ასრულებს თუ არა ანულირებულ დოკუმენტს. „ამნისტიის შესახებ“ პროექტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან, ასევე პირობითი მსჯავრისგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დანაშაული ჩაიდინა და მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე უარს არ აცხადებს. ამნისტია გავრცელდება აგრეთვე პირზე, რომელმაც…

მეტი...

20 ივნისს დაზარალებულებმა ამნისტიის ამნისტიის პროექტის განხილვა გააპროტესტეს

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ხმაური და დაპირისპირება იყო. ადგილზე “დროას”, სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიას” წევრები და 20 ივნისს დაზარალებულები იმყოფებიან. როგორც “დროას” წარმომადგენელი აღნიშნავს, ისინი პლენარულ სხდომაზე, 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მომზადებული ამნისტიის პროექტის განხილვას აპროტესტებდნენ. სამოქალაქო აქტივისტები ადგილზე წარწერის გაკეთებას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც სამართალდამცავებმა არ მისცეს, რამაც დაპირისპირება გამოიწვია.

მეტი...

აცრილები ლატარეაში მინიმუმ 100 ლარს მოიგებენ

ვაქცინაციის წამახალისებელი აქცია იწყება. სლოგანი – „აიცერი და მოიგე“ ეხება როგორც ერთჯერადად, ისე ორჯერადად აცრილ ადამიანებს. ლატარიაში გამარჯვებულის მინიმალური მოგება 100 ლარი იქნება, მაქსიმალური კი – 100 000 ლარი. როგორც საქართველოს ეროვნული ლატარიის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქეთევან ხუციშვილი განმარტავს, შემაჯამებელი ლატარეა 31 დეკემბერს გაიმართება. „ლატარია გაიმართება ყოველდღიურად, ყოველკვირეულად და ასევე იქნება შემაჯამებელი გათამაშება. მინიმალური მოგება იქნება 100 ლარი, ხოლო მაქსიმალური 100 000 ლარი. ყოველდღიურად გათამაშდება დაახლოებით 160 პრიზი. ასევე ყოველკვირეული გათამაშების მოგებული პირები გვეყოლებიან და შემაჯამებელი გათამაშება გაიმართება.  დოლურაში მოთავსდება ყველა ლატარიის ბილეთი და იქიდან გამოვლინდება ერთი გამარჯვებული პირი. ლატარიაში…

მეტი...

მმართველი გუნდის განცხადებით, არჩევნებზე 1%-იც რომ მიიღონ, რიგგარეშე არჩევნები არ ჩატარდება  

მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ გაიმართება. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ერთი პროცენტიც რომ ავიღოთ ამ არჩევნებში, არავითარი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები არ იქნება. მისივე შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში ჩამოსვლა ვერაფერს შეცვლის გარდა იმისა, რომ ის შესაბამის დაწესებულებაში მოხვდება. „19 აპრილის შეთანხმების დოკუმენტი ანულირებულია, თუმცა ერთი რამ მინდა, გითხრათ. ამ ოქმმა დაკარგა პოლიტიკური აქტუალობა. დღეს ყველა კარგად ხედავს, რომ გვაქვს ყველანაირი რესურსი, საშუალება, რომ საერთოდ საბაბიც კი არ დავუტოვოთ არავის რიგგარეშე არჩევნებზე საუბრის. საუბარი არ მაქვს მხოლოდ არჩევნების შედეგზე. ჩვენ 1 პროცენტიც რომ ავიღოთ…

მეტი...

„ავტოკრატიული რეჟიმის მარიონეტი“ – კობახიძე ბოკუჩავას

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი პირველი მოსმენით იხილება, საკითხის მომხსენებელმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციონერი დეპუტატის, თინათინ ბოკუჩავას ბრალდებებს უპასუხა. „ავტოკრატიული რეჟიმის მარიონეტი“ ეს იყო საუკეთესო ეპითეტი, რომელიც მოვისმინეთ ქალბატონი თინა ბოკუჩავასგან, რომელიც 9 წელი ემსახურებოდა ავტოკრატიულ რეჟიმს და იყო მისი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. რაც შეეხება შეთანხმების ანულირებას და ამაზე ქალბატონი თინას ბრალდებას – ანულირებასთან დაკავშირებით ბრალს გვიყენებს იმ პარტიის წარმომადგენელი, რომელიც ამ შეთანხმებას 4 თვე ხელს არ აწერდა. ამაზე მეტი აბსურდი რა შეიძლება იყოს პოლიტიკაში და ცხოვრებაშიც. 4 თვე ხელს არ აწერდით ამ დოკუმენტს და ახლა…

მეტი...

“ბევრი ევროკავშირის წევრი ქვეყანა განიხილავს, რომ უნდა შეწყდეს თანამშრომლობა ჩვენს ხელისუფლებასთან“ – სალომე სამადაშვილი 

საქართველოს პარლამენტის წევრი სალომე სამადაშვილი ხელისუფლებას საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის მაქსიმალურად გაფუჭებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობა ბევრს არ უნდა. „დღეს, ბევრი ევროკავშირის წევრი ქვეყანა უკვე განიხილავ იმას, რომ უნდა შეწყდეს რეალურად თანამშრომლობა ჩვენს ხელისუფლებასთან იმიტომ, რომ ამას არსაით არ მიყავს ეს ქვეყანა“, – განაცხადა ფრაქცია „ლელო“ – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. მისი თქმით, აუცილებელია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა პარლამენტში დეპუტატების შეკითხვებს უპასუხოს. „საგარეო საქმეთ მინისტრმა პარლამენტში პასუხი უნდა გასცეს შეკითხვებს, რომელიც უკავშირდება იმას, რომ დღეს საქართველომ მიაღწია ყველაზე დაბალ ნიშნულს  ჩვენს ურთიერთობებში დასავლეთთან, მაშინ როდესაც თქვენ ურცხვად…

მეტი...

“ყველა ძირითადი ინდიკატორი მიუთითებს, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია ნელი ტემპით, მაგრამ უმჯობესდება” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო სამი კვირის განმავლობაში ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების ტენდენცია გრძელდება. გამყრელიძის თქმით, ეპიდვითარება ნელი ტემპით, თუმცა უმჯობესდება. ამასთან, გამყრელიძემ განმარტა, რომ კორონავირუსის დღევანდელი, 1 965 შემთხვევა არ არის რეალური ციფრი, ვინაიდან გუშინ მთელი დღის განმავლობაში იყო სერიოზული შეფერხებები სერვერებზე, რომელთანაც კავშირი აქვს მათ შორის კოვიდის დიაგნოსტიკის პორტალს, რის გამოც გუშინდელი ყველა შედეგი არ არის ატვირთული. „დღევანდელი – 1 965 ახალი შემთხვევა არ არის რეალური ციფრი. დღეს ჩვენი პროგნოზით ველოდებოდით, რომ უნდა ყოფილიყო კლება. წინა სამშაბათთან შედარებით, დაახლოებით კვირის განმავლობაში 700, 800, 900…

მეტი...

“ოქტომბრის დასაწყისიდან 332 მაღალმთიან და სოფლის სკოლაში სასწავლო პროცესი აღდგება” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ოქტომბრის დასაწყისიდან 332 მაღალმთიან და სოფლის სკოლაში სასწავლო პროცესი აღდგება.  “აქტიურად ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან, რომ ოქტომბრის დასაწყისიდან აღდგება სწავლა დაახლოებით 332 მაღალმთიან და სოფლის სკოლაში. ამ სკოლებში ჩვენ უკვე ვსწავლობთ ეპიდსიტუაციას და წინასწარი მონაცემებით, ამ სკოლებში საკმაოდ დაბალია ინფიცირების მაჩვენებელი,”- აცხადებს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე. 

მეტი...

“გახარია რომ ყოფილიყო პრემიერი, შეიძლება სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლა გაებედა, მაგრამ ასე არ არის” – ირაკლი კობახიძე

 ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის ირაკლი კობახიის განცხადებით, გახარია რომ ყოფილიყო პრემიერი, შეიძლება მას საქართველოში ჩამოსვლა გაებედა, მაგრამ მისივე თქმით, ამ მოცემულობაში მას საქართველოში მხოლოდ ციხე ემუქრება.  “ეს არის მორიგი წინასაარჩევნო საჩუქარი მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. ჩვენ ეს გვამობილიზებს და მადლობა მას ამ მორიგი საჩუქრისთვის. რომ ყოფილიყო ახლა პრემიერი გიორგი გახარია, შეიძლებოდა ეს გაებედა სააკაშვილს, მაგრამ ასე არ არის და აქედან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილს იქ მიეჩინება ადგილი, სადაც საჭიროა – ეს არის შესაბამისი დაწესებულება,”- აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. მამუკა მდიანარაძე კი, მიხეილ სააკაშვილის მორიგ განცხადებას საქართველოში ჩამოსვლის შესახებ, არასერიოზულს უწოდებს.  “როგორ…

მეტი...

ფონიჭალის დასახლებაში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ერთ-ერთი პირის ახლობელი “ტვ პირველის“ ოპერატორს მანქანით დაეჯახა

ფონიჭალის დასახლებაში, სადაც დღეს სპეოპერაცია ჩატარდა და ნარკორეალიზატორები დააკავეს, ინციდენტი მოხდა.  ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ერთ-ერთი პირის ახლობელი “ტვ პირველის“ ოპერატორს მანქანით დაეჯახა. ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარება გამოიძახეს, რომელმაც ოპერატორი საავადმყოფოში გადაიყვანა. დაშავებულ ოპერატორს გამოკვლევები უტარდება.

მეტი...

“ერთი კავკასიონის ქედზე მიჯაჭვული ამირანი აიწყვეტს და კავკასიის მოსახლეობას ცეცხლს დაუბრუნებს და მეორე სააკაშვილი ჩამოვა” – ალეკო ელისაშვილი

ერთი კავკასიონის ქედზე მიჯაჭვული ამირანი აიწყვეტს და კავკასიის მოსახლეობასა და სრულიად სამყაროს ცეცხლს დაუბრუნებს და მეორე სააკაშვილი ჩამოვა,- ასე ეხმიანება “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი ჟურნალისტებთან, საქართველოში დაბრუნების თაობაზე მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას. მისი თქმით, მსგავსი განცხადებებით სააკაშვილი “ქართულ ოცნებას” გამარჯვებაში ეხმარება. “რაც დრო გადის, სულ უფრო მიღრმავდება ის აზრი, რომ სააკაშვილი არის “ქართულ ოცნებასთან” შეკრული. ყოველი არჩევნების წინ, სააკაშვილი ასეთი განცხადების დაბრეხვებით ეხმარება “ქართულ ოცნებას” გამარჯვებაში და ხელისუფლების შენარჩუნებაში. საერთო ჯამში, ალბათ ეს არის დიდი გარიგება “ქართულ ოცნებას” და სააკაშვილს შორის. სააკაშვილი ასეთი განცხადებით ყოველ ჯერზე ეხმარება “ქართულ ოცნებას” გამარჯვებაში,”- განაცხადა ელისაშვილმა.

მეტი...

“წელს, ინფიცირებული ორსულების რაოდენობამ მიაღწია 5 000-ს თითქმის, ერთდროულად 40-50-მდე ორსული არის ინფიცირებული” – თამარ გაბუნია

როგორც თამარ გაბუნია ამბობს, გასულ წელთან შედარებით, ორსულთა ინფიცირების მაჩვენებელი საკმაოდ გაზრდილია. მათ შორის, გასულ წელს, ორსულებში კორონავირუსით გარდაცვალების მხოლოდ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.  ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ორსულთა მხრიდან ვაქცინციის პროცესში ჩართვის მეტი აქტივობაა სასურველი.  “ორსულებში დელტა შტამის გავრცელება იყო განსაკუთრებით სწრაფი. გასულ წელს, 2020 წელს, ჩვენ გვქონდა 1300-მდე ინფექცია ორსულებში და აქედან მხოლოდ ერთი იყო გარდაცვალების შემთხვევა. წელს, ინფიცირებული ორსულების რაოდენობამ მიაღწია 5 000-ს თითქმის. ერთდროულად, მიმდინარე პერიოდში 40-50-მდე ორსული არის ინფიცირებული. რა თქმა უნდა, მდგომარეობა არის სხვადასხვა სიმძიმის, მაგრამ გარდაცვალების მაჩვენებელი იყო 0.3%, რაც საერთო სიკვდილობასთან შედარებით, ბუნებრივია დაბალია,…

მეტი...

თამარ გაბუნია არ გამორიცხავს, რომ 4 ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდეს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია არ გამორიცხავს, რომ 4 ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდეს. რაც შეეხება უნივერსიტეტებს, გაბუნიას თქმით, მაღალი არ არის სტუდენტების ვაქცინაციის პროცესი, რის გამოც მათ აცრის დროულად ჩატარებისკენ მოუწოდებს. “ვფიქრობთ, რომ კეთილსაიმედოა ტენდენცია – კლების ტემპი, ასევე ვაქცინაციის პროცესი. პედაგოგებში არის კარგი მაჩვენებლები, ზოგიერთ სკოლაში ორჯერ ვაქცინირებულთა რაოდენობა, თითქმის 60%-ს აღწევს. ეს პროცესი აქტიურად გრძელდება და ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი შექმნის კარგ პირობას იმისათვის, რომ 4 ოქტომბრიდან სწავლა სასკოლო გარემოში დაიწყოს. კიდევ უფრო მეტად საყურადღებოა საუნივერსიტეტო გარემოში სწავლის დაწყების პროცესი. სტუდენტების ვაქცინაციის ტემპი არ არის მაღალი. ამდენად,…

მეტი...

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა 13 სექტემბრიდან აღდგება

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა 13 სექტემბრიდან აღდგება – გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. როგორც საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნის გარდა, ყველა სხვა შეზღუდვა ძალაში რჩება. “უპირველეს ყოვლისა მინდა გითხრათ, რომ 13 სექტემბრიდან აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. ყველა სხვა შეზღუდვა ამ ეტაპზე ძალაში რჩება,” – განაცხადა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.

მეტი...

ორშაბათიდან ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარიის გათამაშება დაიწყება, რომლის საპრიზო ფონდი სამ მილიონ ლარამდეა

ორშაბათიდან დაიწყება ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ღიბრაძის თქმით, შეთხვევითი შერჩევის პრინციპით, ლატარიის კომპანია ყოველდღიურად გაათამაშებს ფულად ჯილდოებს ვაქცინირებული პირებისთვის. „ჯამური საპრიზო ფონდი შეადგენს 2 მლნ 800 ათას ლარს. ლატარია გათამაშდება ყოველდღიურ რეჟიმში, წლის ბოლომდე. ყოველდღიური გათამაშების გარდა, იქნება ყოველკვირეული შემაჯამებელი გათამაშება. ცხადია, იქნება სხვადასხვა საპრიზო ფონდები – დაწყებული 100 ლარიდან. 100 და 500 ლარი გათამაშდება ყოველდღიურად, ყოველკვირეულად გათამაშდება 1 000, 1 500, 5 000 და 10 000 ლარის ოდენობის ჯილდო. ხოლო…

მეტი...

“საუნივერსიტეტო გარემოში სწავლის დასაწყებად მნიშვნელოვანია, გააქტიურდნენ სტუდენტები და დროულად ჩაიტარონ აცრა” – თამარ გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, პედაგოგებში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. მისივე თქმით, ზოგიერთ სკოლაში ორჯერადად ვაქცინირებულთა რაოდენობა თითქმის 60 პროცენტს აღწევს. როგორც თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მსგავსი ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში იქნება მისი წინაპირობა, რომ 4 ოქტომბრიდან სასკოლო გარემოში დაიწყოს სწავლა. „ახალი შემთხვევების კლების ტენდენცია არის კეთილსაიმედო. ასევე პედაგოგებში ვაქცინაციის კარგი მაჩვენებელია. ზოგიერთ სკოლაში ორჯერ ვაქცინირებულთა რაოდენობა თითქმის 60 პროცენტს აღწევს. პროცესი აქტიურად გრძელდება და ვფიქრობთ, ეს ყველაფერი შექმნის კარგ პირობას, რომ 4 ოქტომბრიდან სასკოლო გარემოში დაიწყოს სწავლა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ. საგანმანათლებლო დაწესებულებებზე საუბრისას ჯანდაცვის…

მეტი...

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სპორტული ღონისძიებების ყველა მონაწილე უნდა იყოს აცრილი ან ჩატარებული ჰქონდეს ტესტი

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სპორტული ღონისძიებების მონაწილეები უნდა იყვნენ აცრილი ან ჩატარებული ჰქონდეთ ტესტი. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სხვადასხვა სპორტული ღონისძიების ჩატარების შესახებ. შეჯიბრებები ჩატარდება მაყურებლის გარეშე, მაგრამ ყველა მონაწილე უნდა იყოს აცრილი, ან ჰქონდეს ჩატარებული 72-საათიანი „პისიარ“ ტესტი, ან 24 საათის განმავლობაში მოქმედი ანტიგენის ტესტი“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

მეტი...

„ნაციონალური მოძრაობა“ ნონსენსსა და პარადოქსშია შესული, ანულირებულ შეთანხმებასაც კი არ ასრულებს” – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ თუ „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს ხელს არ მოაწერს, ნონსენსი იქნება. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ანულირებულ შეთანხმებასაც კი არ ასრულებს. „თუ „ნაციონალური მოძრაობა“ „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს, წარმოიდგინეთ, რასთან გვაქვს საქმე. რამდენიმე დღის წინ მათ ხელი მოაწერეს ანულირებულ შეთანხმებას, სრული აბსურდი გააკეთეს, ახლა იმ ანულირებულ შეთანხმებასაც კი არ ასრულებენ. ასეთ ნონსენსსა და პარადოქსში არიან შესულები. ეს არის სრული აბსურდი. ამაზე კომენტარის გაკეთება არ შეიძლება“, – განაცხადა კობახიძემ.

მეტი...

“ნაკლებად მგონია, რომ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდეს, თუმცა ამისთვის არის სამართლებრივი გზები” – გიორგი ვოლსკი

მმართველ გუნდში მესამე პრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ კიდევ ერთი დაანონსების არ სჯერათ. “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მესამე პრეზიდენტი საქართველოში დაბრუნდება, სამართალდამცავები სასამართლოს გადაწყვეტილებას საზღვარზევე აღასრულებენ. “სააკაშვილი ამ განცხადებებით ცდილობს, რომ საზოგადოებაში მუხტი შეინარჩუნოს. რაც შეეხება მის ჩამოსვლას, ეს მე ნაკლებად მგონია, თუმცა აქ უკვე პოლიტიკური გადაწყვეტილებები არ მიიღება, არის სამართლებრივი გზები ამისთვის. ნებისმიერი დესტაბილიზაცია საარჩევნო პროცესს ხელს შეუშლის. ძალიან ნაკლები შანსი მგონია, რომ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდეს,”- აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.  მიხეილ სააკაშვილმა გუშინ დააანონსა, რომ არჩევნების წინ ის საქართველოში ჩამოვა.

მეტი...

პარტია “საქართველოსთვის” გიორგი გახარიას გუნდის მორიგმა წევრმა დატოვა

პარტია “საქართველოსთვის” გიორგი გახარიას გუნდის მორიგმა წევრმა, მამუკა კუნჭულიამ დატოვა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში ინფორმაციას თავად ავრცელებს.  “მეგობრებო, გარკვეულ მიზეზთა გამო, ვტოვებ პარტია “საქართველოსთვის” რიგებს და ვუერთდები ქართული ოცნების გუნდს, რომელსაც ქ. ლანჩხუთში წარმოადგენს ბატონი ალექსანდრე სარიშვილი და ქალბატონი ელისო ჭიჭინაძე,” – წერს მამუკა კუნჭულია სოციალურ ქსელში. 

მეტი...

პარლამენტის საშემოდგომო სესია სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა

პარლამენტის საშემოდგომო სესია სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. საშემოდგომო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 110-მა დეპუტატმა გაიარა. იმის გათვალისწინებით, რომ პლენარული სხდომა წინასაარჩევნო პერიოდს დაემთხვა, ის პარლამენტის თავმჯდომარემ საკუთარი ბრძანებით მოიწვია. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩენილ დროში პარლამენტი პასიური მუშაობის რეჟიმზე გადავა, რა პერიოდშიც შესაძლებელია პლენარული და საკომიტეტო სხდომები არ გაიმართოს. რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის, პრეზიდენტისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების არჩევნების წელს არჩევნებამდე ერთი თვის განმავლობაში, როგორც წესი, პარლამენტის პლენარული სხდომები არ იმართება. ამ პერიოდში კი, თუ პარლამენტის მორიგი სესიის პლენარული სხდომების კვირას ემთხვევა, საჭიროების შემთხვევაში, პლენარულ სხდომებს იწვევს პარლამენტის თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით ან პარლამენტის…

მეტი...

“სააკაშვილის მორიგი განცხადება საქართველოში ჩამოსვლაზე ივანიშვილის და „ოცნების“ წისქვილზე წყლის დასხმაა” – მამუკა ხაზარაძე

„ლელოს“ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის განცხადება საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით „ოცნების“ წისქვილზე წყლის დასხმაა. „სააკაშვილის მორიგი წინასაარჩევნო განცხადება საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით ივანიშვილის და „ოცნების“ წისქვილზე წყლის დასხმა და საერთო ოპოზიციური ფრონტისთვის გამარჯვებაში ხელის შეშლაა. ამ გამარჯვების მისაღწევად „ლელო“ აგრძელებს კოორდინირებულ მუშაობას არჩევნებში მონაწილე ნამდვილ ოპოზიციურ ძალებთან. 2 ოქტომბერს „ოცნება“ დამთავრდება და დაიწყება საქმის კეთება“, – განაცხადა ხაზარაძემ. ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის 2 ოქტომბრის არჩევნებზე პირადად იქნება საქართველოში. „ჩვენ, ყველა ერთად არ მივცემთ საშუალებას ივანიშვილს, გაგვიმეოროს ერთი და იგივე ტრიუკი, თავისი ვითომ საარჩევნო კამპანიით და მერე გაყალბებით, გადაწერებით, საქართველოდან გასული ხალხის პირადობის მოწმობის…

მეტი...

კოვიდინფიცირების მაჩვენებლის კლების გამო ეპიდემიოლოგები შეზღუდვების გამკაცრებას არ ელოდებიან

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ სავარაუდოდ დამატებითი რეგულაციების შემოღება არ დაიგეგმება. “რეგულაციებმა რომ თავისი შედეგი აჩვენა ეს მე მგონი თვალსაჩინოა ყველასათვის. საბედნიეროდ შემთხვევების რიცხვი კლებულობს. შეიძლება ისე სწრაფად არა როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ საბედნიეროდ მაინც კლებულობს. ამიტომ მე დღეს, გამკაცრებას რაღაც ღონისძიებებისა არ ველი,” – აცხადებს პაატა იმნაძე.

მეტი...

ფოთი-გრიგოლეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

ფოთი-გრიგოლეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. მამაკაცი BMW-ს მარკის ავტომობილს მართავდა, მან საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის პირას ბეტონის ბოძს შეეჯახა. შემთხვევს ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

მეტი...

“მინიმუმ ლატარიას თამაშობ, სულ მინიმუმ – და ლატარიის დროა ახლა?” – ზურაბ ჯაფარიძე, მიხეილ სააკაშვილს

„დღეს არ ამცდება ამ თემაზე კომენტარი, ამიტომ ბარემ დავწერ – სააკაშვილს ვერავინ დაუშლის საქართველოში დაბრუნებას. სრულიად გასაგები სურვილია და თუ რამის მჯერა მისი საუბრებიდან, ისაა რომ სამშობლოში დაბრუნება მართლა უნდა, მართლა ენატრება აქაურობა,“ – ასე ეხმაურება „გირჩი -მეტი თავისუფლება“ – ს ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე, მიხეილ სააკაშვილის მიერ დაანონსებულ ჩამოსვლას. ჯაფარიძე სააკაშვილს მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს: „როდესაც გესმის რომ შენ არ ხარ ერთი რიგითი მოქალაქე და შენი არათუ დაბრუნება, არამედ დაბრუნების დაპირებაც კი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პოლიტიკურ განწყობებზე როდესაც გესმის რომ ბოლო 9 წლის განმავლობაში ივანიშვილი შენ გიყენებდა საფრთხობელად და ყოველი არჩევნების…

მეტი...

მწვერვალ უშბაზე ორ უცხოელ ალპინისტს ეძებენ

სვანეთში, მწვერვალ უშბაზე, ორ უცხოელ ალპინისტს ეძებენ. ისინი სავარაუდოდ, მოლდოვის მოქალაქეები არიან. არაოფიციალური ინფორმაციით, სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები დაკარგულ აპლინისტებს, რამდენიმე დღეა ეძებენ. სამძებრო სამუშაოებში ამინდის გაუარესების გამო ვერ ერთვება ვერტმფრენი.

მეტი...

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 21 პირი დააკავა, მათ შორის 18 ნარკორეალიზატორი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ თბილისში, ლაგოდეხში, მარნეულში, რუსთავსა და ბათუმში ნარკორეალიზატორები დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები. “პოლიციის მიერ, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 18 ნარკორეალიზატორია დაკავებული, კერძოდ: ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ: 1996 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დ.ვ., 1974 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ. გ., 1974 წელს დაბადებული ე. კ., 1970 წელს დაბადებული გ. კ., 1982 წელს დაბადებული ზ. მ., 1984 წელს დაბადებული ა.ა. და 1992 წელს დაბადებული გ.ნ. 1988…

მეტი...

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 1 340 062​ აცრაა ჩატარებული, 6 სექტემბერს აიცრა 24 262 პირი

7 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში ჯამში 1 340 062 აცრა ჩატარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ოფიციალური მონაცემებით, 6 სექტემბერს აიცრა 24 262 პირი. ამასთან, ერთი დოზით აცრილია 850 868 ადამიანი, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 498 194. რაც შეეხება ვირუსით ინფიცირების ახალ შემთხვევებს, საქართველოში კორონავირუსის 1 965 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 996 პაციენტი. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 50 ინფიცირებული.

მეტი...