განათლების სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას მასწავლებელთა სავალდებულო აცრასთან დაკავშირებით

მასწავლებელთა სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განცხადება გააკეთეს. როგორც უწყებაში აღნიშნეს, ინფორმაცია მასწავლებელთა სავალდებულო აცრასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება. „იმისათვის, რომ სასწავლო პროცესი უსაფრთხო გარემოში, შეუფერხებლად გაგრძელდეს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მუდმივად მოუწოდებს მასწავლებლებს, აიცრან. გარდა ამისა, სამინისტრო Unicef-თან ერთად აგრძელებს აცრასთან დაკავშირებით მასწავლებლებში ცნობიერების ამაღლების კამპანიას. სამინისტრო მასწავლებლებს ყოველთვის სთავაზობდა დახმარებას აცრისთვის რეგისტრაციის პროცესში, შემდეგ ყველა ქალაქში გაიხსნა ამცრელი კაბინეტები სპეციალურად განათლების სისტემის წარმომადგენლებისთვის, სადაც მათ რეგისტრაციის გარეშე შეეძლოთ ვაქცინაცია. შედეგად, ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით, აცრილია საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებელთა და სკოლების ადმინისტრაციის თანამშრომელთა 65% და…

მეტი...

სვანეთში გარესამყაროს 57 ოჯახი მოწყდა

სვანეთში, კერძოდ კი მესტიის კალა-უშგულის მონაკვეთზე სტიქიური მოვლენების გამო კლდე მოწყდა. შედეგად, სოფელი უშგული გარესამყაროს მოწყვეტილია. სოფელში ჩარჩენილია 57 ოჯახი. ამ ეტაპზე, ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებულები, თუმცა, უამინდობის გამო, დღეს გზის გახსნას დღეს ვერ პროგნოზირებენ.  

მეტი...

სკოლებიდან მშობლებისთვის ვაქცინაციის დოკუმენტის მოთხოვნა არაკონსტიტუციური და დისკრიმინაციულია 

სკოლების ადმინისტრაციის მხრიდან მოსწავლეთა მშობლებისთვის ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას ექსპერტები და იურისტები დისკრიმინაციულად და არაკონსტიტუციურად აფარებენ. როგორც „მედიაცენტრ მთავართან“ განათლების ექსპერტები და იურისტები განმარტავენ, მსგავსმა მიდგომამ, შესაძლოა მოსწავლეთა ბულინგიც კი გამოიწვიოს.    „ჯანმოს მიერ ნებისმიერი მოქმედება არის სარეკომენდაციო სახის. არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი, რომ სახელმწიფომ რაიმე ფორმით მშობელი დაავალდებულოს,  ეს გააკეთოს. რომც დაავალდებულოს, შემდეგ უკვე მოდის კანონთან წინააღმდეგობაში – სწავლის უფლება კონსტიტუციითაა გარანტირებულია. თუ სკოლა მსგავსად დაავალდებულებს მშობელს და მოსთხოვს აცრის დამადასტურებელი დოკუმენტი წარუდგინოს, მას აქვს უფლება, არ დაემორჩილოს.  ეს არის სარეკომენდაციო ხასიათის და არა სავალდებულო. ეს არის დარღვევა და…

მეტი...

“პედაგოგების ვაქცინაცია საქართველოში სავალდებულო ხდება” – თენგიზ ცერცვაძე

პედაგოგების ვაქცინაცია საქართველოში სავალდებულო ხდება – ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის განცხადებით, შესაბამისი კანონპროექტი უკვე მომზადდა და განიხილება დასამტკიცებლად. “რამდენადაც ვიცი, დღეს შეიტანეს კანონპროექტი, რომ ყველა პედაგოგი უნდა იყოს აცრილი. ყველა ქვეყანამ გააკეთა ეს და ჩვენ თან იძახე შენ, არ შეიძლება რაიმე იძულებითი იყოს. რაღაცა მსოფლიოში ყოველთვის არის იძულებითი. გამოხატვის და პიროვნების თავისუფლება უზენაესია, მაგრამ რაღაც იძულებითია,”- აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

მეტი...

“საქრთველოში “ბუსტერ” დოზად დაშვებული იქნება ჯერ Pfizer და შემდგომ Sinivac-ი, Sinopharm-ი” – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებიდან, საქართველოში “ბუსტერ” დოზად Pfizer, Sinivac-ი, Sinopharm-ი იქნება გამოყენებული. “AstraZeneca-ზე ბუსტერ დოზაზე არ გამიგია. მაგრამ მიდის საუბარი, რომ Sinivac-ის, Sinopharm-ის და AstraZeneca-თი აცრილები, “ბუსტერ” დოზით აიცრან Pfizer-ით, ანუ Pfizer-ი ერთგვარი უნივერსალურია “ბუსტერ” დოზისთვის და ჩინეთში “ბუსტერ” დოზისთვის იყენებენ საკუთარ ვაქცინას, Sinivac-ს და Sinopharm-ს. ასე რომ, დიდი ალბათობით, ეს ჩემი პროგნოზია, “ბუსტერ” დოზად დაშვებული იქნება ჯერ Pfizer და შემდგომ Sinivac-ი, Sinopharm-ი,”-განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მეტი...

ჯანდაცვის სამინისტროში ფარმაცევტული დაწესებულებებისა და ასოციაციების წევრებთან შეხვედრა გაიმართა

ჯანდაცვის სამინისტროში ფარმაცევტული დაწესებულებებისა და ასოციაციების წევრებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მთავარ თემას ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე კარგი საწარმოო პრაქტიკის (GMP) და კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის (GDP) სტანდარდის დანერგვა წარმოადგენს, რაც საქართველოში წარმოებული მედიკამენტის ხარისხის მკვეთრად გააუმჯობესებს და გაზრდის ქვეყნის საექსპორტო პოტენციალსაც. აღნიშნულ სტანდარტზე გადასვლის გეგმა და არსებული საჭიროებები სექტორის წარმომადგენლებისგან დღეს პირადად ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, მინისტრის მოადგილეებმა და სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორმა ზაალ კაპანაძე მოისმინეს. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ ფარმაცევტული დაწესებულებებისა და ასოციაციების წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა, მრავალწლიანი გამოცდილება აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ხარისხიანი წამალი, ხარისხიანი წამლის მიწოდება, მიწოდების პროცესის სწორი…

მეტი...

“ჩემი ლიკვიდაცია სნაიპერული შაშხანით რუსეთიდან ჩამოსული მოქალაქეების მხრიდან იგეგმებოდა” – ნიკა გვარამია

ნიკა გვარამიას განცხადებით, მისი მკვლელობის მომზადების ფაქტზე, ინფორმაციის მიღებისთანავე აცნობა ელჩებს და სუს-ს, რომელმაც სპეციალური დაცვა დაუნიშნა. “მთავარი არხის” დირექტორის თქმით, დღეს მოულოდნელად სუს-ში დაიბარეს და უთხრეს, რომ ინფორმაცია მისი ლიკვიდაციის შესახებ დადასტურდა, თუმცა მასთან ერთად, ასევე იგეგმებოდა სხვა ჟურნალისტის ლიკვიდაციაც. “ერთი თვის წინ მივიღე ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა ჩემი ლიკვიდაცია სნაიპერული შაშხანით რუსეთიდან ჩამოსული მოქალაქეების მხრიდან. არ დამიწყვია გარკვევა, პროვოკაციას მიწყობს სუს-ი, თუ სიმართლეა. ვესაუბრე ელჩებს და მივედი ანტიტერორისტულ დეპარტამენტში. დღეს დამირეკეს და მითხრეს, შევძლებდი თუ არა მისვლას. მეუბნებიან, რომ დასტურდებოდა ინფორმაცია ჩემი შეკვეთილი მკვლელობის შესახებ და ჯგუფი უკვე იდენტიფიცირებულია. თუ ეგონათ რომ შემეშინდებოდა,…

მეტი...

ნიკოლა სარკოზის ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

საარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსების საქმეზე სასამართლომ ნიკოლა სარკოზის ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს. პარიზის სასამართლომ საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების უკანონო დაფინანსებისთვის ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ნიკოლა სარკოზის უფლება ეძლევა, სასჯელი შინაპატიმრობაში, ელექტრონული მეთვალყურეობის ქვეშ მოიხადოს. თავად სარკოზი განაჩენის გამოცხადებას არ ესწრებოდა და მის უფლებებს სასამართლოზე ადვოკატი ტიერი ჰერცოგი წარმოადგენდა. ადვოკატის თქმით, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი სასამართლოს განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს. საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს საპრეზიდენტო კამპანიის დაფინანსებაში ედებოდა ბრალი. პროკურატურის მტკიცებით, ნიკოლა სარკოზის კონსერვატიულმა პარტიამ საარჩევნო კამპანიისთვის 22.5 მილიონი ევრო დახარჯა, რაც…

მეტი...

“გამოძიება მიმდინარეობს ნიკა გვარამიას შეკვეთილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე” – სუს – ი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილის, ბაჩა მგელაძის ინფორმაციით, კონტრტერორისტულ ცენტრში მიმდინარეობს გამოძიება ნიკა გვარამიას განზრახ შეკვეთილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე. როგორც სუს-ში აცხადებენ, შესაბამისად, გამოძიების ფარგლებში, დაიბარეს ნიკა გვარამია. „მას მიეწოდა გარკვეული სახის ინფორმაცია და შესაბამისად მიეცა რეკომენდაციები უსაფრთხოების ზომების გამკაცრებასთან დაკავშირებით. გამოძიების ინფორმაციით, შესაძლოა არსებობდეს რეალური საფრთხე, შესაბამისად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მისთვის მიგვეცა გარკვეული რეკომენდაციები უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ გამოძიება მიმდინარეობს ნიკა გვარამიას შეკვეთილი მკვლელობის ფაქტზე, თუმცა, შესაძლებელია ნიკა გვარამიასთან ერთად მკვლელობის სამიზნე იყოს სხვა ჟურნალისტიც“, – განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილემ ბაჩა მგელაძემ.

მეტი...

“პედაგოგი, შსს-ს წარმოამდგენელი, კრიმინალი და ავტორიტეტი ერთად სხედან და ფიქრობენ როგორ განახორციელონ ამომრჩევლებზე ზეწოლა” – ენმ მმართველი პარტიის ბრალდებას პასუხობს

“არჩევნების დღეს “ნაციონალური მოძრაობა” პროვოკაციებსა და დესტრუქციულ ქმედებებს გეგმავს” – ამის შესახებ, ცოტა ხნის წინ, “ქართულ ოცნებაში” გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა განაცხადა. ოცნებაში ამბობენ, რომ მათი ინფორმაცით “ნაციონალური მოძრაობის” შტაბის უფროსების მიერ გაიცემა საარჩევნო უბნების ჩაშლის დავალებები. ბათუმის მერობის კანდიდატი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” გიორგი კირთაძე მამუკა მდინარაძეს მოუწოდებს ჭორაობას შეეშვას მტკიცებულებებით ისაუბროს.  “როგორც ჩანს ყველაზე მეტად მამუკა მდინარაძის გაბრაზება გამოიწვია ამ ოქმებმა. სადაც პედაგოგი, შსს-ს წარმოამდგენელი, კრიმინალი და ავტორიტეტი ერთად სხედან და ფიქრობენ როგორ განახორციელონ ამომრჩევლებზე ზეწოლა. მათი შიდა კარდაკარის ოქმები გავასაჯაროვეთ, ამიტომ მდინარაძეს მოვუწოდებ შეეშვას ჭორაობას და ჩვენსავით საბუთებით ისაუბროს,”- აცხადებს კირთაძე.  “ერთიანი…

მეტი...

“ყველანი ვემზადებით ხმების დასაცავად” – ამომრჩევლის ინსტრუქცია

“დროას” დამფუძნებელმა და გაერთიანებული ოპოზიციის თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ გადამწყვეტ არჩევნებამდე ორი დღით ადრე ამომრჩევლებს მიმართა და ხმების დასაცავად მობილიზაციისკენ მოუწოდა. ხოშტარიამ საზოგადოებას ამომრჩევლის ინსტრუქცია გააცნო: “მოგესალმებით, სულ რამდენიმე საათი გვაშორებს ძალიან მნიშვნელოვან დღეს ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც დარწმუნებული ვარ, ჩაიწერება ჩვენს ისტორიაში, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი გარდატეხის დღე. ქართული საზოგადოება გააკეთებს იმ არჩევანს, რომელიც მოუტანს ქვეყანას კეთილდღეობას. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველანი ვემზადებით ხმების დასაცავად. განსხვავებით წინა არჩევნებისგან, ვართ ბევრად უფრო მომზადებულები, კოორდინირებულები. ოპოზიციური პარტიები ვთანამშრომლობთ ძალიან ინტენსიურად და მჭიდროდ ხმების დასაცავად. ასევე, ყველას მინდა შევახსენო, რომ საქართველოში ჩამოსულია…

მეტი...

“კეზერაშვილს არ გაუცია პასუხი კითხვაზე, საიდან იშოვა ფული” – ლევან იოსელიანი

პარტია „მოქალაქეების“ წევრის ლევან იოსელიანის განცხადებით, დავით კეზერაშვილის მიმართ კითხვები აქვთ და ყოველთვის ჰქონდათ მოქალაქეებს. იოსელიანის თქმით, კეზერაშვილს პასუხი აქვს გასაცემი მოქალაქეების კითხვაზე, საიდან იშოვა ფული და როგორ გახდა ასეთი შეძლებული მას შემდეგ, რაც დაასრულა პოლიტიკური მოღვაწეობა საქართველოში. „როგორ მოხდა, რომ ადამიანი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს მოვიდა, როგორც ერთ-ერთი ჩინოვნიკი და თავისი საქმიანობა დაასრულა ისე, რომ მილიონერი გახდა? კითხვაზე, საიდან იშოვა ფული და არის თუ არა ის საქართველოდან წაღებული, მას პასუხი არ გაუცია. მას მოქალაქეების კითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი. საიდან იშოვა ფული და როგორ გახდა ასეთი შეძლებული კაცი მას შემდეგ,…

მეტი...

“მოვუწოდებ მიხეილ სააკაშვილს გადაცვალოს ბილეთი და უფრო ადრე ჩამოვიდეს” – იაგო ხვიჩია

“გირჩის” ლიდერი, იაგო ხვიჩია სააკაშვილს ქვეყანაში უფრო ადრე დაბრუნებისკენ მოუწოდებს.  “მოვუწოდებ მიხეილ სააკაშვილს გადაცვალოს ბილეთი და უფრო ადრე ჩამოვიდეს. ის აქ უნდა იყოს დილის 12 საათიდან, ან საერთოდ წინა დღიდან, იქიდან გამომდინარე რომ ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ მიხეილ სააკაშვილით ადამიანების დაშინება. ჩამოვიდეს ეს ადამიანი აქეთ. ასე შორიდან ჩამოვალ და მერე არ ჩამოსვლას ძალიან დიდი იმედგაცრუება მოჰყვება ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველში,” – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მეტი...

“ველოდები აღიარებებს, როგორ მკლავდა სააკაშვილი” – ნიკა გვარამია

იმედს დავიტოვებ, რომ რაღაც წინასაარჩევნო „ტრიუკთან“ არ გვაქვს ადგილი, – ამის შესახებ „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სუს-ში მისი გამოკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა. ნიკა გვარამია არ აკონკრეტებს, თუ რასთან დაკავშირებით გამოიკითხა ის უწყებაში. „დეტალებში ვერაფერს ვიტყვი. უბრალოდ, ვისაუბრეთ დაცვის ღონისძიებებზე და რაღაც კონკრეტული ახალი ინფორმაცია მომცეს იმასთან დაკავშირებით, რაზეც ჩვენ ერთი თვის წინ ვილაპარაკეთ თუ არ ვცდები. იმედს დავიტოვებ, რომ რაღაც წინასაარჩევნო „ტრიუკთან“ არ გვაქვს ადგილი“, – აცხადებს ნიკა გვარამია. გარდა ამისა, ნიკა გვარამიამ ასევე გამოკითხვის დასრულების შემდეგ „ფეისბუქზე“ პოსტი დაწერა. “კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა რისი თქმაც ამიკრძალა მედიასთან, გამოვიდა და თვითონ…

მეტი...

“საარჩევნო ინვენტარისა და დოკუმენტაციის მოპარვა” – მამუკა მდინარაძე ენმ-ს კენჭისყრის დღეს დაგეგმილ შესაძლო დესტრუქციულ გეგმაზე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე საარჩევნოდ, კენჭისყრის დღეს, ოპოზიციის მიერ დაგეგმილ შესაძლო დესტრუქციულ ქმედებებზე საუბრობს. მდინარაძე იმ გეგმას ასაჯაროებს, რომელიც მისი თქმით, ენმ-ს ოფისიდან არის გაჟონილი.  როგორც მდინარაძე აცხადებს, არჩევნების დღეს იგეგმება საარჩევნო უბნებიდან ინვენტარის, დოკუმენტაციისა და ბეჭდების მოპარვა. “განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს კენჭისყრის დღე, როდესაც რადიკალური ოპოზიციის მხრიდან პროვოკაციები და დესტრუქციული გეგმები არის ყველაზე მეტად მოსალოდნელი.  დესტრუქციული გეგმების შესახებ ენმ -ს ოფისებიდან მრავალი გამოჟონილი ინფორმაცია შემოდის. ყურადღებას გავამახვილებთ მოსალოდნელ დესტრუქციულ გეგმებზე.  2020 წლის არჩევნების ანალოგიურად ამ შემთხვევაშიც გეგმავენ ადმინისტრაციაში ჭარბი რაოდენობის საჩივრების შეტანა, აღნიშნულის მიზანია ხელოვნურად გაიზარდოს საჩივრების სტატისტიკა და კომისიების საქმიანობას შეექმნას დაბრკოლება. …

მეტი...

“ძალიან დაძაბული პოლიტიკური ფონია” – ნინო ლომჯარია

ძალიან დაძაბული პოლიტიკური ფონია, არც ხელისუფლებამ და არც ოპოზიციამ არ უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯი, რამაც შეიძლება, მოქალაქეებს შორის დაპირისპირება გამოიწვიოს, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა. „ყველა პოლიტიკოსმა უნდა იგრძნოს ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ხდება. არის ძალიან დაძაბული და დაპირისპირებული პოლიტიკური ფონი, ძალიან მაღალია ალბათობა მოქალაქეებს შორის ფიზიკური თუ სხვა ტიპის დაპირისპირების. ამიტომ არავინ, არც ხელისუფლების მხრიდან და არც ოპოზიციის მხრიდან არ უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯი, ან არ უნდა წააქეზოს ისეთი ქმედებები, რამაც შეიძლება მოქალაქეებს შორის დაპირისპირება გამოიწვიოს. რა თქმა უნდა, ყველა პარტიის და მოქალაქის უფლებაა შეკრება, თუ ეს…

მეტი...

ნიკა გვარამია სუს-ში დაიბარეს

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს დაიბარა. ნიკა გვარამია ადვოკატთან ერთად, ლილუაშვილსი უწყებაში რამდენიმე წუთის წინ მივიდა. “მაღალი ალბათობით ეს არის ინფორმაციის მოწოდება, დამატებითი ინფორმაცია, არ ვიცი, როგორც მოგახსენეთ წინა ჯერზე დაგეგმილ თავდასხმასთან დაკავშირებით, არ ვიცი, ვერ გეტყვით, მოვისმენ აუცილებლად. თუმცა, სუს-ი და მე, როცა სააკაშვილი გახმიანდება ხოლმე ამ ქვეყანაში ძალიან ვმეგობრობთ, მაგ დროს სულ მიბარებენ და რაღაცეებს მეკითხებიან, ეს ხუმრობით, თუმცა შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ნახევრად ხუმრობით”, – თქვა ნიკა გვარამიამ.

მეტი...

თავდაცვის სამინისტროს დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს

დავით კეზერაშვილისა და მისი თავდაცვის მინისტრობის დროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის, ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ თავდაცვის სამინისტროს საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეაქვს, თავდაცვის უწყების მიმართ დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს უმაღლეს ინსტანციაში უკვე დადგა გამამტყუნებელი განაჩენი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულები, დავით კეზერაშვილი და ალექსანდრე ნინუა ცნობილ იქნენ დამნაშავეებად. „სასამართლოების სამი ინსტანციის განაჩენებით დადგენილია, რომ ალექსანდრე ნინუას მიერ მისთვის დაკისრებული ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებიტორულ დავალიანებად დაერიცხა 5 060 000 ევრო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა…

მეტი...

“ბავშვებმა შეიძლება ასიმპტომურად გადაიტანონ ინფექცია, თუმცა მშობლებს მიუტანონ და აღმოჩნდნენ დიდი რისკის ქვეშ” – პედიატრი

სწავლის პროცესის დაწყებასთან ერთად პედიატრების რეკომენდაციაა, რომ 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ქვეყანამ მალე დაიწყოს Pfizer-ით ვაქცინაციის პროცესი. სპეციალისტთა განმარტებით, ამ ასაკობრივ ჯგუფში, თუ თანმდევი ქრონიკული დაავადებები გამოხატული არ არის, ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობს. პედიატრის კონსტანტინე ჩახუნაშვილის თქმით, სწორედ მოზარდები არიან ვირუსის გადამტანები, რაც ოჯახის წევრებისთვის საფრთხის შემცველია. “ბავშვები არ არიან რისკჯგუფის წარმომადგენლები, თუმცა მშობლებს შეიძლება მიუტანონ ინფექცია, თვითონ ასიმპტომურად გადაიტანონ. გავრცელების რისკი სკოლაში, რა თქმა უნდა, დიდია იქიდან გამომდინარე, რომ გარკვეული ასაკის ბავშვებს შეიძლება ვერ ავუხსნათ კარგად და არც შეასრულონ ის რეგულაციები, რაც საჭიროა, როგორიც არის პირბადის ტარება, დისტანციისა და პირადი ჰიგიენის დაცვა. შესაბამისად, ეს პრობლემები ექნებათ მშობლებს…

მეტი...

სკოლებიდან მშობლებს ურეკავენ და აცრის დამადასტურებელ დოკუმენტს სთხოვენ

4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, სკოლებიდან მშობლებს ურეკავენ და სთხოვენ, აცრის დამადასტურებელ ფურცელს ფოტო გადაუღონ და ადმინისტრაციას გადაუგზავნონ. მსგავსი შინაარსით „მედიაცენტრ მთავარს“ არაერთი მშობელი დაუკავშირდა. როგორც ისინი აცხადებენ, მინიმუმ შეურაცხმყოფელია, როცა ადმინისტრაცია მშობელს სიტყვაზე არ ენდობა და ითხოვს, აცრის დოკუმენტს ფოტო გადაუღოს და ადმინისტრაციაში გადააგზავნოს. „დღეს დამირეკეს სკოლიდან. მკითხეს, ვარ თუ არა აცრილი. ვუთხარი, რომ ვარ. მითხრეს, მაშინ, ადმინისტრაციის ელექტრონულ მისამართს გადმოგიგზავნით და აცრის დამადასტურებელი დოკუმენტი გამოაგზავნეთო. ძალიან შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი. თან, საუბარია კერძო სკოლაზე. ჯერ ერთი, ვეუბნები რომ აცრილი ვარ და მეორე, არ გენდობიან და…

მეტი...

ვენის ლაბორატორიის დასკვნით, გიორგი გახარიას თმის ნიმუშის კვლევის შედეგად, არცერთი ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება არ დადასტურდა

პარტია „საქართველოსთვის“ ინფორმაციით, ავსტრიაში, ვენის ლაბორატორიის, FTC-Forensisch-Toxikologisches Labor-ის დასკვნით, გიორგი გახარიას თმის ნიმუშის კვლევის შედეგად, არცერთი ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება არ დადასტურდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას თავად პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. „2021 წლის 14 სექტემბერს ვენის (ავსტრია) ლაბორატორიაში „FTC-Forensisch-Toxikologisches Labor“ ჩატარდა გიორგი გახარიას თმის ნიმუშის კვლევა ნარკოტიკულ ნივთიერებებზე, მათ შორის.

მეტი...

ვახტანგ გომელაურმა და ნინო ლომჯარიამ წინასაარჩევნო პროცესები განიხილეს

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა სახალხო დამცველთან – ნინო ლომჯარიასთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე – შალვა ბედოიძე და მინისტრის მოადგილე – ალექსანდრე დარახველიძე, ასევე, ომბუდსმენის მოადგილე – გიორგი ბურჯანაძე. შეხვედრაზე მხარეებმა წინასაარჩევნო პერიოდში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ისაუბრეს და ბოლო დროს დაფიქსირებული ინციდენტები განიხილეს. შინაგან საქმეთა მინისტრმა და სახალხო დამცველმა საარჩევნო პერიოდში შესაძლო დარღვევებზე ინფორმაციის გაზიარების და მყისიერი რეაგირების მიზნით აქტიური თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვეს.

მეტი...

“ევროპარლამენტარებმა იციან, როგორი დამოკიდებულება აქვს მიხეილ სააკაშვილს კონსტრუქციულობასა და წესრიგზე” – მიხეილ სარჯველაძე

ევროპარლამენტარებმა იციან, როგორი დამოკიდებულება აქვს მიხეილ სააკაშვილს კონსტრუქციულობასა და წესრიგზე, შესაბამისად, მათთვის საქართველოში ავის შემოქმედის ჩამოსვლა არის ავის მომასწავლებელი და მიიჩნევენ, რომ მისმა ქვეყანაში ჩამოსვლამ შეიძლება, ისეთი პროცესები გააღვივოს, რაც მშვიდობისა და წესრიგისკენ არ იქნება მიმართული, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. სარჯველაძე ფიქრობს, რომ სააკაშვილი საქართველოში არ ჩამოვა. „მისი ჩამოსვლის შემთხვევაში, იქნება დესტრუქციული აქტივობა და სხვაგავრად მათაც ვერ წარმოუდგენიათ, რომლის მიზანიც იქნება უსამართლოდ ხელისუფლების მოპოვება იმ ფონზე, როცა ოპოზიციას მოსახლეობის მხარდაჭერა არ აქვს. ევროპარლამენტარების დამოკიდებულება არის ხისტი და ეს მოვისმინეთ. მგონია, რომ გაფრთხილებისა…

მეტი...

“ის, რაც საქართველოს სჭირდება, არის წყნარი, მშვიდი გარემო და არა პოლიტიკური არასტაბილურობა და ძალადობა” – კელი დეგნანი მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლაზე

შეგვიძლია ყველა შევთანხმდეთ, რომ ის, რაც საქართველოს სჭირდება, არის წყნარი, მშვიდი გარემო და არა პოლიტიკური არასტაბილურობა და ძალადობა, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, რას ფიქრობდა სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის გეგმასთან დაკავშირებით. „არ ვაპირებ სპეკულირებას იმაზე, რა შეიძლება გააკეთოს ან არ გააკეთოს მიხეილ სააკაშვილმა, ბევრი კომენტარი გაკეთდა, მათ შორის თავად სააკაშვილის მხრიდან. ვფიქრობ, შეგვიძლია ყველა შევთანხმდეთ, რომ ის, რაც საქართველოს სჭირდება, არის წყნარი, მშვიდი გარემო და არა პოლიტიკური არასტაბილურობა და ძალადობა და ჩვენ ყველამ ამას ხელი უნდა შევუწყოთ,“ – აღნიშნა ელჩმა.

მეტი...

“არჩევნები ევროკავშირის დემოკრატიულ ღირებულებებს და სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს” – საფრანგეთი საქართველოს მოუწოდებს

საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე ტრიუმფალურ თაღთან, საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის შესახებ კომუნიკე გამოქვეყნდა. “საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, სამშაბათს, 2021 წლის 28 სექტემბერს, საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთად უხელმძღვანელა 1921 წლის იანვარში საფრანგეთის მიერ საქართველოს ცნობის ას წლისთავთან დაკავშირებულ ცერემონიას. ეს საგანგებო ცერემონია ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის მნიშვნელობასა და საფრანგეთის მიერ გასულ საუკუნეში შესრულებულ განსაკუთრებულ როლს საქართველოს თავისუფლების, ტერიტორიული სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვაში. ეს საერთო ისტორია და ფრანგ და ქართველ ხალხს შორის დამყარებული მჭიდრო კავშირები საფუძვლად უდევს განსაკუთრებულ ურთიერთობას, რომელიც ჩვენ ორ ქვეყანას თავისუფლების…

მეტი...

“დავიჭერთ, ვინც ამას ხელს შეუშლის იმასაც დავიჭერთ” – პრემიერი საქართველოს მე-3 პრეზიდენტზე

პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო ჩამოსვლასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ეხმაურება. როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, სააკაშვილის დასაკავებლად მინიმუმ 10 გამოცდილი პოლიციელია საკმარისი, ხოლო ვინც ამ პროცესს ხელს შეუშლის, ისიც ციხის გისოსებს მიღმა აღმოჩნდება. “ბავშვი არ დაბადებულა და სახელს არქმევდნენო – თუ ჩამოდის ეს კაცი, ჩამოვიდეს. თუ ჩამოვა – დავიჭერთ, ვინც ამას ხელს შეუშლის, იმასაც დავიჭერთ, მეტი რა გითხრათ. არავითარი სამოქალაქო დაპირისპირება მე არ დამიანონსებია, ეს დაანონსეს “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა როდესაც თქვეს, რომ ხელს შეუშლიან სააკაშვილის დაკავებას. მე ვთქვი, რომ ოპოზიციას არ შეუძლია საკუთარი მხარდამჭერების მობილიზება. პიკის დროს, ივლისის თვეში, როდესაც…

მეტი...

“ვიხილეთ მორიგი კლასიკური დეზინფორმაცია, თითქოს საფრთხე ემუქრებოდა უვიზო რეჟიმს” – პრემიერი

გუშინ ვიხილეთ მორიგი კლასიკური დეზინფორმაცია, თითქოს რაღაც საფრთხე ემუქრებოდა უვიზო რეჟიმს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ეს არის ტყუილი და გუშინვე დადასტურდა, მათ შორის ევროპელი ლიდერების მხრიდან, რომ მსგავსი რამ არ იგეგმება. „ჩვენი მოსახლეობისთვის კიდევ ერთხელ რომ განვმარტოთ კლასიკური მაგალითი დეზინფორმაციის და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის, მავნებლობის. ერთ-ერთი მთავარი ხელშესახები პროგრესი და ჩვენი ხელისუფლების მიღწევა არის უვიზო რეჟიმი. ჩვენი მოქალაქეები დღეს თავისუფლად გადაადგილდებიან ევროპის მიმართულებით, წინა მთავრობის დროს ეს წარმოუდგენელი იყო და ალბათ, ამაზე ვერავინ იოცნებებდა. ჩვენ ამას მივაღწიეთ და გუშინ ვიხილეთ მორიგი კლასიკური დეზინფორმაცია,…

მეტი...

“ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი” – ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, სუს-ის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი ღირსეული ხელმძღვანელია. ამასთან, პრემიერმა, ყველას მოუწოდა, როდესაც საქმე ეხება ისეთ მნიშვნელოვან სახელწიფო ინსტიტუტს, როგორიცაა უსაფრთხოების სამსახური და იმ საჯარო მოხელეებს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ემსახურებიან ქვეყანას და მოსახლეობის უსაფრთხოებასა და სიმშვიდეს, მათ ყველამ პატივი უნდა სცეს და მადლობა გადაუხადოს. “ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი. მე მინდა სახელმწიფო უსაფრთხოების  თითოეულ თანამშრომელს მადლობა ვუთხრა მათი პატრიოტიზმისთვის და სამსახურისთვის ჩვენი ქვეყნისადმი. როცა საქმე ეხება ისეთ მნიშვნელოვან ისტიტუტს როგორიც არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ის თანამშრომლები, რომლებიც მთელი 24 საათის განმავლობაში ემსახურებიან ჩვენ ქვეყანას, პატივი…

მეტი...

“დემოკრატიულ ქვეყანაში მოსმენებს არანაირი გამართლება არ აქვს” – კალიურანდი

ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი სუს-ის მიერ დიპლომატების ფარული მოსმენების ფაქტს გაუმართლებელს უწოდებს და იმედოვნებს, რომ ხელისუფლებას შესაბამისი რეაგირება ექნება: “დემოკრატიულ ქვეყანაში ჟურნალისტის, პოლიტიკოსის, სამოქალაქო საზოგადოების წევრი თუ ოპოზიციის მოსმენებს არანაირი გამართლება არ აქვს. არსებობს გამონაკლისი შემთხვევები სასამართლოს დადგენილებით, მაგრამ ეს ტერორისტებისა და კრიმინალების მიმართ ხორციელდება. ვიმედოვნებ, საქართველოს ხელისუფლებას შესაბამისი რეაგირება ექნება. რა თქმა უნდა სამწუხაროა, რომ ევროკავშირის დიპლომატებს უსმენდნენ და სწორედ ამიტომ დაიბარეს საქართველოს ელჩი ბელგიაში”, – თქვა მარინა კალიურანდმა. 

მეტი...

„მადლობა ღმერთს“ – კობახიძე ღარიბაშვილის პრემიერობაზე

ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილს წარმატებულ პრემიერად თვლის და ამბობს, რომ მისი დამსახურებით ქვეყანაში კანონი უზენაესია: „ქვეყანას ჰყავს, მადლობა ღმერთს, დღეს ის პრემიერ – მინისტრი, რომელიც კანონის აღსრულებას დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს,“ – ამბობს კობახიძე.

მეტი...

“დიპლომატების ფარულ მოსმენებს საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე გავლენა ექნება” – გრეგორევა

ევროპარლამენტარ მარკეტა გრეგორევას შეფასებით, სუს-ის მიერ დიპლომატების ფარული მოსმენების ფაქტს საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობაზე გავლენა ექნება. მისი თქმით, აღნიშნულმა ფაქტმა ნდობა დაარღვია, რაც ურთიერთობისა და პარტნიორობის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია: “რაც შეეხება დიპლომატების ფარულ მოსმენებს, ამას რა თქმა უნდა, გავლენა ექნება საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე, რადგან ეს ნდობას ეხება და ამით ნდობა დაირღვა. იმედია, მოკვლევა ჩატარდება”, – თქვა მარკეტა გრეგოროვამ.

მეტი...

„ფაიზერის“ ვაქცინის მესამე დოზის მიღების თაობაზე ევროპის წამლის სააგენტო 4 ოქტომბერს მიიღებს გადაწყვეტილებას

ევროპის წამლის სააგენტო „ფაიზერის“ ვაქცინის მესამე დოზის მიღების თაობაზე 4 ოქტომბერს მიიღებს გადაწყვეტილებას. აღნიშნულის შესახებ სააგენტო „როიტერი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება. ევროპული გაერთიანების მედიკამენტების მარეგულირებელი ორგანო 4 ოქტომბერს გადაწყვეტს დაამტკიცოს, თუ არა „ფაიზერის“ ვაქცინის დამატებითი დოზის მიღების შესაძლებლობა, მაგრამ ამავდროულად ნაკლებსავარაუდოა, რომ იყოს მკაფიო მითითება კონკრეტულ ასაკობრივ ჯგუფებზე. იმ შემთხვევაში, თუ ევროპის წამლის სააგენტო მხარს დაუჭერს მესამე დოზის მიღების გადაწყვეტილებას, 27 წევრი სახელმწიფოსგან შემდგარი ევროკავშირი შეუერთდება აშშ-ს, დიდ ბრიტანეთსა და ისრაელს, რომლებმაც მანამდე უკვე მიიღეს აღნიშნული გადაწყვეტილება.

მეტი...

“სიმშვიდემდე შორს ვართ” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძის განცხადებით, ინფიცირებისა და სიკვდილიანობის სტატისტიკის შემცირებული მონაცემების მიუხედავად, ქვეყანა სიმშვიდემდე ჯერ შორს არის. NCDC-ის ხემძღვანელი განსაკუთრებულ ყურადღებას პირბადის ტარების მაჩვენებელზე ამახვილებს, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, აღნიშნული მონაცემი კრიტიკულ ზღვარს ქვემოთაა. “სიმშვიდემდე ჯერ შორს ვართ, ამიტომ ყველა რეკომენდაცია, რასაც ვიძლევით ჯანდაცვის სექტორი დაცული უნდა იქნეს. განსაკუთრებით ვერაფერი მოვუხერხეთ პირბადის ტარების მაჩვენებელს, დგას ერთ დონეზე – კრიტიკული ზღვარის ქვემოთ. კრიტიკული ზღვარი არის – 50% და ახლა გვაქვს 43%. ეს არის ცუდი. თუ ჩვენ ამ მაჩვენებელს ავწევთ და გავითავისებთ 95%-მდე, დეკემბრამდე დავზოგავთ დაახლოებით 250 ადამიანის სიცოცხლეს. ისევე როგორც ხშირად ვაქცინაზე ვამბობთ,…

მეტი...

“ჩემს გონებას არ ვტვირთავ ამ აზრებით“ – გიორგი ვაშაძე სააკაშვილის ჩამოსვლაზე

“ჩემს გონებას არ ვტვირთავ ამ აზრებით“ – ასე ეხმაურება ,,სატრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, 2 ოქტომბერს საქართველოში მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის საკითხს. ვაშაძის თქმით, სანამ სააკაშვილი ქვეყანაში ჩამოვა, ცხოვრების მშვიდი რიტმი უნდა გაგრძელდეს.  “ჩემს გონებას არ ვტვირთავ ამ აზრებით, საქმეს მივხედოთ და საქმე ვაკეთოთ ქვეყანაში. მე ერთი რამ ვიცი, რომ ის არჩევნების დასრულებამდე არ ჩამოდის, ამიტომ მშვიდად მივიდეთ არჩევნების დასრულებამდე“, – განაცხადა ვაშაძემ ,,ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში. ვაშაძემ ქვეყანაში მესამე ძალის საჭიროებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ სწორედ მესამე ძალა და ,,სტრატეგია აღმაშენებელი“ არის ის, ძალა რომელიც შეძლებს ქვეყანაში ცვლილებების…

მეტი...

“რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაქცინებთან დაკავშირებული უთანასწორობა, ვირუსს გავრცელების და სახიფათო ვარიანტებად გადაქცევის მეტი შესაძლებლობა ექნება” – ჯანმო

მსოფლიოში ვაქცინების 6 მილიარდზე მეტი დოზაა გამოყენებული და მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის მესამედი სრულად არის აცრილი კოვიდ 19-ის წინააღმდეგ, მაგრამ, ეს რიცხვები შემზარავ უთანასწორობას ნიღბავს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა. მისივე თქმით, გამოყენებული ვაქცინების 75% -ზე მეტი მაღალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებზე მოდის. აფრიკაში, ადამიანების მხოლოდ 4% არის სრულად აცრილი. მისი თქმით, ჯანმო-ს მიზანია, მიმდინარე წლის ბოლომდე ყველა ქვეყნაში მოსახლეობის 40% აიცრას, ხოლო მომავალი წლის შუა პერიოდამდე ეს მაჩვენებელი 70%-მდე გაიზარდოს. „რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაქცინებთან დაკავშირებული უთანასწორობა, მით უფრო დიდხანს გაგრძელდება სოციალური და ეკონომიკური არეულობა…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 29 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 29 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა. დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 1 743 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 266 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 29 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 1 929 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 914 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 33 კი გარდაიცვალა.

მეტი...