„ავრცელებენ ინფორმაციას, თითქმის მე ვიყავი ორგანიზატორი ივერი მელაშვილის მკვლელობისა“ – დიმიტრი ლორთქიფანიძე „მედიცენტრ მთავარში“

„ამას აკეთებენ უაპელაციოდ, რვა შვილი მყავს და ოჯახი მაქვს და ვინმემ შეიძლება იფიქროს რამხელა ზიანი მადგება? ასე იმპერატიულ ტონში საზოგადოებას ამცნობენ, რომ დიმიტრი ლორთქიფანიძე არის მკვლელი“ – ამის შესახებ „მედიცანტრ მთავარში“ პარლამენტის ყოფილმა წევრმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა.

ლორთქიფანიძე ამბობს, რომ მის მიმართ მიზანმიმართული დისკრედიტაცია ხორციელდება, ლორთქიფანიძე თვის, რომ ის სამიზნე „დავით გარეჯის“ საქმის გამო გახდა:

„მე – „დავით გარეჯის“ საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე საათი ვიკითხებოდი, როდესაც ჩემზე მიდის პირდაპირი დარტყმა, რატომ მე ვიყავი ორგანიზატორი ივერი მელაშვილის მკვლელობის დაგეგმვაში, ეს უკვე ცილისწამება აღარაა.

არსებობს 373- ე მუხლი, დანაშაულში ცრუ ბრალდება, თქვენ ხართ მედიასაშუალება, ვიღაცამ მოგაწოდათ ინფორმაცია, რომელიც არ არის ორიგინალი, ანუ ეს არის ჩემი ორიგინალიდან გაკეთებული ანალიტიკური ჩანართი, რომელიც წარუდგინეს ინგა გრიგოლიას და მანაც დაასკვნა, რომ დიმიტრი ლორთქიფანიძე არის დამნაშავე.

ლორთქიფანიძე ამბობს, რომ გავრცელებული ინფორმაცია შავ პიარს ემსახურება:

„ერთი „რუსთავი – 2“ – ის ნაცვლად ჩვენ მივიღეთ სამთავიანი დეზინფორმაციის საშუალება, დიმიტრი ქართლელიშვილი არის პატრიოტი თავის ქვეყნისა, მან დიდი წვლილი შეიტანა ჟურნალისტურ გამოძიებაში, რომელიც რუქების გაქრობის ისტორიას ეხება, ამ რუქებზე ზუსტად იყო ასახული ყველაფერი, იმ დროინდელმა თავდაცვის და ეკონომიკის სამინისტრომ ყველაფერი გააკეთა, რომ ეს რუქები იმ კვლევითი ინსტიტუტიდან გამქრალიყო, ამიტომ არ მიკვირს, რომ მე და ბატონი დიმიტრი ქართლელიშვილი ერთად აღმოვჩნდით დარტყმის მსხვერპლი, მე ვადასტურებ, რომ დიმიტრი ქართლელიშვითან მქონდა საუბრები ,მაგრამ არ ვადასტურებ, რომ აქ იყო მუქარები,“ – განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ „მედიცანტრ მთავარში.“

მსგავსი თემები