“ზუმერის დაყენება მინდა – „მომსახურების გაუმჯობესებისთვის საუბარი იწერება“ – მამა იოანე

მამა იოანე მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ამ ზუმერის დაყენება მინდა ტელეფონზე და როგორ კეთდება?

„გმადლობთ, რომ დაგვიკავშირდით. გაცნობებთ, რომ მომსახურების გაუმჯობესების მიზნით ჩვენი საუბარი იწერება“, – წერს  არქიმანდრიტი საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ 13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელდა დოკუმენტები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მათთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ინფორმაციას შეიცავს.

მსგავსი თემები