თბილისის ზღვასთან ქერით დატვირთული სატვირთო მანქანა გადატრიალდა

  •  

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისის ზღვის შემოვლით გზაზე.

სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შედეგადაც სატვირთო გადატრიალდა.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

სატვირთო ავტომობილი ქერით იყო დატვირთული, რომელიც შემთხვევის შედეგად საავტომობილო გზაზე გადმოიყარა.

მსგავსი თემები