გიორგი გახარია მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ამნისტიაზე ალაპარაკდა  

ყოფილი პრემიერის, თბილისის მერობის კანდიდატის, გიორგი გახარიას განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის რეპუტაცია ნულის ტოლია და ის არაფერს წარმოადგენს.   „სააკაშვილი დღეს არავინ არ არის, კარიკატურული ფიგურაა. მისი პოლიტიკური რეპუტაცია არის ნული. მას მნიშვნელობა მხოლოდ ოცნებისთვის აქვს – გამოაძრობენ ხოლმე, როცა გაუჭირდებათ. თუ მოხდა სასწაული და ჩამოვიდა, ეს ოცნებასთან შეთანხმებულია  და ოცნება რასაც იკადრებს,  ზუსტად იმავეს, როგორც მელიას გაუკეთა ამნისტია“ – აცხადებს გიორგი გახარია. პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ მედიის კითხვებს უპასუხა რა მოჰყვება  თუ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა.  „ამას არაფერი არ მოჰყვება. ჯერ ერთი არ ჩამოვა, მეორე – ვერ ჩამოვა და მის…

მეტი...

„თუ ნამდვილად ხდებოდა მღვდელმსახურთა უკანონო თვალთვალი და მოსმენები, ეს არის ყოვლად მიუღებელი“ – საპატრიარქოს განცხადება

საქართველოს საპატრიარქო გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, მორიგ განცხადებას ავრცელებს. „მედიაცენტრი მთავარი“ საპატრიარქოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „მიმდინარე წლის სექტემბერში ე.წ. „სუს-ის მასალების“ გავრცელება, როგორც ადრეც აღვნიშნეთ, უპირველეს ყოვლისა, წინასაარჩევნო დებატებში ეკლესიის ჩართვას და მისი მსახურების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. გაურკვეველი წარმომავლობის გამოქვეყნებულ ფაილებში ტყუილ-მართლის გარჩევა შეუძლებელია; ერთი კი ცხადია: ამ მასალამ ეკლესიისადმი მტრულად განწყობილ ძალებს მისცა ცილისწამების, პატივის, ღირსებისა და რეპუტაციის შემლახველი ჭორების გავრცელების  საშუალება, რაშიც  სხვებთან ერთად აქტიურად არიან ჩართულნი თავისი სკანდალური ქმედებებით ცნობილი რამდენიმე სასულიერო პირი, ე.წ. თეოლოგები საინფორმაციო საშუალებები და ზოგიერთი ტელევიზია. ამასთან იკვეთება აღნიშნული ტელევიზიებისა და, ზოგადად, მასმედიის…

მეტი...

გერმანიის პრეზიდენტი უარყოფს ინფორმაციას საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეწყვეტაზე

გამოცემა „ევროობზერვერის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გერმანიის პრეზიდენტი  ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერიც გამოეხმაურა და აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია ყალბია. საუბარია გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც გერმანია,  ბალკანეთის ქვეყნების, უკრაინისა და საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების განხილვას ითხოვდა. აღნიშნულის მიზეზად კი საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა გაზრდილი რაოდენობა დასახელდა. „აღნიშნული ინფორმაციის  შესახებ ბერლინსა და შინაგან საქმეთა ფედერალურ სამინისტროში მოვიკითხე და აღმოვაჩინე, რომ ეს ყალბი ამბებია“, – განმარტავს გერმანიის პრეზიდენტი.

მეტი...

„ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, არაფერი გვემუქრება “ – დავით ზალკალიანი უვიზო რეჟიმის გაუქმების საკითხზე

​უცხოეული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოსა და რამდენიმე ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით, საგარეო მინისტრი ტყუილს უწოდებს და აცხადებს, რომ მსგავსი არაფერი იგეგემება. „ძალიან დიდი აღტკინებაა ჩვენს ოპონენტებში ამის გამო. წარმოუდგენელია, როცა ოპონენტები ხარობენ სავარაუდო ქვეყნის წარუმატებლობით. მათ მინდა, რომ იმედები გავუცრუო და ვუთხრა, რომ ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. პირველ რიგში, არათუ გაზრდილია თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა, არამედ პირიქით, 75%-ით არის შემცირებული. არაფერი გვემუქრება, ყველაფერი არის ძალიან კარგად“ – აცხადებს დავით ზალკალიანი.   შეგახსენებთ, რომ უცხოურ გამოცემაში გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიის მოთხოვნით, ევროკავშირი ბალკანეთის ქვეყნების, უკრაინისა და საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის…

მეტი...

„ხმის მიცემის დასრულებამდე არ ვგეგმავ ფიზიკურად გამოჩენას“ – მიხეილ სააკაშვილი

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ამორალურია მოუწოდოს ვინმეს, საკუთარ ქვეყანაში არ დაბრუნდეს. „სანამ მედიაციის ახალ რაუნდზე დავიწყებთ საუბარს, იქნებ დაასრულოთ პირველი მედიაცია, საიდანაც ივანიშვილი გავიდა. რაც შეეხება ჩემს გადაწყვეტილებას, როგორც არაერთხელ აღვნიშნე, ხმის მიცემის დასრულებამდე არ ვგეგმავ ფიზიკურად გამოჩენას. თუმცა, ვფიქრობ, მოუწოდო ვინმეს, არ დაბრუნდეს თავის ქვეყანაში, სულ მცირე, ამორალურია“,- წერს ყოფილი პრეზიდენტი სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა სოციალურ გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც საუბარია, პოლარიზებულ საქართველოს გადამწყვეტი არჩევნები ელოდება. ნავი კი არც ერთმა პოლიტიკოსმა არ უნდა გაარყიოს. მისივე შეფასებით, სააკაშვილის დაბრუნების შემთხვევაში, პოლიტიკური…

მეტი...

საქართველოში „მწვანე პასპორტით“ დაშვებაზე აქტიური მუშაობა გრძელდება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ე.წ. მწვანე პასპორტთან დაკავშირებით მუშაობა ოქტომბერში დასრულდება. მისივე თქმით, სკოლის დირექტორებმა მშობლებს აქტიურად უნდა მოუწოდონ აცრისკენ. „მოზრდილი მოსახლეობის 27.9%-ია ორჯერადად აცრილი. ჩვენ აგვისტოში საკმაოდ კარგი ტემპი გვქონდა და 23 000 აცრა ტარდებოდა დღიურად, ამასთან 16 სექტემბრამდე 24 000 აცრა გვქონდა. ბოლო ერთი კვირის საშუალო მონაცემი დავარდნილია 12 500-მდე.  სამინისტროსთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა მომავალი 90 დღის დაგეგმვაზე, თუ როგორ უნდა გავაძლიეროთ ვაქცინაციის ტემპი. ერთ-ერთი მთავარი პირველადი ჯანდაცვის ფართოდ ჩართვა და მათი მეტად წახალისება იქნება“ – განმარტავს გამყრელიძე. როგორც დაავადებათა…

მეტი...

„ქართული ოცნების“ კვლევით, „ოცნებას“ გამოკითხულთა 51,4% მისცემდა ხმას, „ნაცმოძრაობას“ – 25,9%, პარტია „საქართველოსთვის“ – 5,6%

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სოციოლოგიური ჯგუფის მიერ თბილისში ჩატარებული მორიგი კვლევის შედეგებით, კითხვაზე, „ხვალ რომ თბილისის საკრებულოს არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას“, კვლევის შედეგებით „ქართული ოცნებას“ ამომრჩეველთა 51,4% აძლევს ხმას, „ნაციონალური მოძრაობას“ -25,9%, პარტია „საქართველოსთვის“ -5,6%. რაც შეეხება სხვა პარტიებს, მონაცემები შემდეგნაირად გადანაწილდა: „ლელო“ 3,4%, „გირჩი – მეტი თავისუფლება“ 3,3%, „პატრიოტთა ალიანსი“ 2,6%, „მოქალაქეები“ 2,1%, „მესამე ძალა“ 1,7%, „ლეიბორისტული პარტია“ 1,1%, „ევროპული საქართველო“ 0,8%, „გირჩი“ 0,3%, სხვა პარტიები 1,8%. კითხვაზე, „ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას“, ხმათა უმრავლესობა 56,9%-ით „ქართული ოცნების“ კანდიდატ კახა კალაძეს აქვს, „ნაციონალური…

მეტი...

“სააკაშვილის განზრახვა დაბრუნდეს საქართველოში არჩევნების დღეს, არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს” – ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ წინასაარჩევნო ვითარებაში, როდესაც დაპისპირება იზრდება, არცერთმა პოლიტიკოსმა მეტ პოლარიზაციას ხელი არ უნდა შეუწყოს. როგორც კრამონის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ასეთ პოლიტიკურ გარემოში მიხეილ სააკაშვილის განზრახვა, დაბრუნდეს საქართველოში არჩევნების დღეს, არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს. “საქართველოში უმნიშვნელოვანეს არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, დაპირისპირება და ძალადობა უკიდურეს საშიშ დონეს აღწევს. ამ ვითარებაში, არცერთმა პოლიტიკოსმა, რომელიც ქვეყნის ინტერესებს გულწრფელად აყენებს ყველაფერზე მაღლა, არ უნდა შეუწყოს ხელი უფრო მეტ პოლარიზაციას. საქართველოს და მის ხალხს სიტუაციის ესკალაცია არ წაადგება. ასეთ პოლიტიკურ გარემოში, ბატონი სააკაშვილის განზრახვა დაბრუნდეს საქართველოში არჩევნების დღეს, არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს. მიუხედავად იმისა, რომ მე სრულად მესმის ბატონი…

მეტი...

“პრეზიდენტი სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა იმისთვის, რომ გახდეს პოლიტიკური პროცესის ნაწილი” – თინათინ ბოკუჩავა

პრეზიდენტი სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა იმისთვის, რომ გახდეს პოლიტიკური პროცესის ნაწილი და ამას ვერ გადაწყვეტს ვერც ერთი ოლიგარქი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, გაემიჯნოს წაგების პირას მყოფ „ქართულ ოცნებას“, რადგან „სურს, საერთაშორისო პარტნიორების თვალში ადეკვატური გამოჩნდეს“. „პრეზიდენტი სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა იმისთვის, რომ გახდეს პოლიტიკური პროცესის ნაწილი და ამას ვერ გადაწყვეტს ვერც ერთი ოლიგარქი, მით უმეტეს ივანიშვილი, რომელიც დამარცხდება ორ დღეში, რეფერენდუმის მნიშვნელობის არჩევნებზე. ქალბატონი ზურაბიშვილი ფაქტია, რომ ცდილობს, გაემიჯნოს წაგების პირას მყოფ „ქართულ ოცნებას“. მას სურს, გამოჩნდეს მათ შორის ასე თუ ისე ადეკვატური…

მეტი...

“ქვეყანაში არსებული შიდა და გარე ძალები ყველა ღონეს ხმარობენ რათა შელახონ ქვეყნის იმიჯი” – ალი ბაბაევი

„საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარე“ ალი ბაბაევი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მიმართვას ავრცელებს. როგორც ბაბაევი აცხადებს, ქვეყანაში არსებული შიდა და გარე ძალები ყველა ღონეს ხმარობენ ქვეყნის იმიჯის გასაფუჭებლად და ვითარების ასარევად. „ქვეყნისა და მისი იმიჯისათვის მეტად მნიშვნელოვანია დემოკრატიული პროცესების მიმდინარეობა, განსაკუთრებით ისეთის, როგორიც არის არჩევნები. არჩევნებს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ქვეყნის, როგორც შიდა ისე საგარეო პოლიტიკის წარმართვისთვის. სწორედ ამაზეა დამოკიდებული საქართველოს მთავარი მიზნისაკენ სვლა, როგორიც არის მისი ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება. ამასთანავე, ეკონომიური ზრდა, რომელიც პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვასთან. სამწუხაროდ, ნორმალური დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისათვის ხელის შეშლის მიზნით,…

მეტი...

“დარწმუნებული ვარ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი ვიზიტი ახალ ბიძგს მისცემს ჩვენს თანამშრომლობას” – ილჰამ ალიევი

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან პირისპირ შეხვედრით დაიწყო. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობის მეთაურს „ზაგულბას“ სასახლეში უმასპინძლა. შეხვედრისას ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიულ პარტნიორობის მაღალ დონეს და აქტიურ პოლიტიკურ დიალოგს, ასევე ინტენსიურ თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით.პრეზიდენტმა ალიევმა ირაკლი ღარიბაშვილს ბაქოში ვიზიტისა და ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანს, როგორც მეგობარ ქვეყანას, ახარებს საქართველოს მთავრობის წარმატებები ყველა სფეროში. „ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება აზერბაიჯანში. ძალიან სასიხარულოა თქვენი მასპინძლობა ჩვენს ქვეყანაში. ეს არის თქვენი მეორე ვიზიტი წელს. ჩვენ…

მეტი...

ილჰამ ალიევმა ირაკლი ღარიბაშვილს დელეგაციასთან ერთად, ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ბაქოში, „ზაგულბას“ სასახლეში, ქართული დელეგაციის პატივსაცემად, ოფიციალური სადილი გაიმართა. ილჰამ ალიევმა ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს მთავრობის წევრებთან ერთად, ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი იმყოფებიან.

მეტი...

“სააკაშვილი არ ჩამოვა, ვერ ჩამოვა, მისი ადგილი ციხეშია” – გიორგი გახარია

სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა, ეს ფეიკ რაღაცა არის „ოცნების“ მიერ მოგონილი ზღაპარი, – განაცხადა თემის კომენტირებისას პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ. „ოცნება“ ამას აგორებს იმისთვის, რომ თავისი მომხრეების მობილიზება მოახდინოს. ამის იქით აქ არაფერი არ არის. თუ სააკაშვილი საერთოდ გაბედავს საქართველოში ჩამოსვლას, ეს იქნება შეთანხმებული „ოცნებასთან“. ნებისმიერ შემთხვევაში, ისევე როგორც მელია, ეს ხალხი უნდა იყოს ციხეში. არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, ესენი დღეს რას ამბობენ. უბრალოდ, „ოცნებას“ დღეს დასჭირდა მაშველი რგოლი, რომ ადამიანები შეაშინოს. ახლა აშინებენ ამით. რა მნიშვნელობა აქვს ამას ჩემთვის. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგანაც ეს ორი ძალა ერთმანეთს ასაზრდოებს.…

მეტი...

“ქართულ ოცნებასთან” თანამშრომლობა არის გამორიცხული, ისე, როგორც გახარიასთან – ზურაბ ჯაფარიძე

“გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ის “ქართულ ოცნებასთან” და ყოფილ პრემიერმინისტრთან, გიორგი გახარიასთან თანამშრომლობას გამორიცხავს. “მე ვუშვებ თანამშრომლობას ნებისმიერ პოლიტიკოსთან, ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც არ მატყუებს და არ იტყუება, ზოგადად. ამის გამო ვარ ამ ადამიანებთან ერთად, ამის გამო მაქვს ურთიერთობა არამხოლოდ ნიკასთან და ელენესთან ერთად, არამედ სხვა პოლიტიკურ პარტიებთანაც, ეს იქნება “ევროპული საქართველო” თუ “ლელო”. ჩემთვის კრიტერიუმი ეს არის, თანამშრომლობის შინაარსი არის ის, რაღაცაზე რომ ვთანხმდებით, ეს უნდა შესრულდეს, ერთმანეთს არ უნდა ვატყუებდეთ, ამის გარეშე თანამშრომლობა არ მესმის. “ქართულ ოცნებასთან” თანამშრომლობა არის გამორიცხული, ისე, როგორც, ჩემი აზრით, გახარიასთანაც,” – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მეტი...

“მიმყარდება ეჭვი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ შეთანხმებით მოქმედებთ, „პორშეთი“ დავდიოდი მთელი თვე და ვერ გადაგფარეთ” – იაგო ხვიჩია

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ თინა ბოკუჩავასა და უმრავლესობის წარმომადგენლებს შორის დღის წესრიგთან დაკავშირებით კამათის შედეგ, „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ თანდათან უფრო უმყარდება ეჭვი, რომ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ შეთანხმებით მოქმედებენ. ხვიჩიას თქმით, საკუთარი აზრის დაფიქისრებას დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა. „უფრო და უფრო მიმყარდება ეჭვი, რომ თქვენ შეთანხმებით მოქმედებთ, რადგან ერთი საათია, აქ ვზივარ და ამდენი ხანია, ვითხოვ, ვერ ვთქვი ვერაფერი. შეთანხმება მეტი რა რის, მთელი მედია ყურადღება თქვენკენ არის. ჩემი ზრით, ეს რაღაცნაირად უნდა მორჩეს“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.…

მეტი...

„თბილისობის“ დღესასწაული წელსაც არ გაიმართება

პანდემიიდან გამომდინარე, „თბილისობის“ ფარგლებში, სადღესასწაულო ღონისძიებები ვერც წელს გაიმართება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, არსებულ ვითარებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა. „ოქტომბრის დასაწყისში ყოველთვის იმართება სახალხო დღესასწაული, რომელიც მართლა ძალიან უხდება ამ ქალაქს. სამწუხაროდ, შარშან ვერ მოვახერხეთ „თბილისობის“ ჩატარება. არსებული პანდემიიდან გამომდინარე, წელსაც იგივე პრობლემა გვაქვს. დღესაც ვებრძვით უხილავ მტერს, რომელსაც კორონავირუსი ჰქვია. შესაბამისად, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლეა. ამიტომ, სადღესასწაულო ღონისძიებებს ვერც წელს გავმართავთ“, – განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, „თბილისობასთან“ დაკავშირებული კონცერტი და საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონია პირდაპირ ეთერში…

მეტი...

“როგორც ჩანს, „ოცნებაში“ სალომე ზურაბიშვილთან მიმართებაში ნდობა აღარ აქვთ” – ნიკა მელია

რატომ ავალებს „ქართული ოცნება“ რამდენიმე პროკურორს, რომ ნიადაგი მოამზადონ ახალი ბრალისთვის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, ეს თავად „ოცნებას“ უნდა ჰკითხოთ, მაგრამ პასუხის გასაცემად მათ დროც აღარ ექნებათ, სულ რამდენიმე დღე დარჩათ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ გაერთიანებული ოპოზიციის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ეს მიუთითებს „ქართული ოცნების“ პანიკურ გამოხტომაზე. „სალომე ზურაბიშვილთან მიმართებაში, როგორც ჩანს, ნდობა აღარ აქვთ და თეორიულად უშვებენ იმ შესაძლებლობას, რომ ზურაბიშვილმა, შესაძლოა, სააკაშვილი ერთი ხელმოწერით შეიწყალოს და ამით ყველა ბრალი, რომელიც არის ძალაში შესული, გაქარწყლდეს. დაზღვევის მიზნით, აქვთ მოფიქრებული ის, რაზეც ამ წუთას ვსაუბრობთ. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ღელავენ…

მეტი...

“საქართველო უახლოეს დღეებში დაიწყებს 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვების ვაქცინაციას” – ივანე ჩხაიძე

გუშინ კიდევ 12 469 აცრა ჩატარდა. იმუნიზაციის ტემპი ეცემა, რის გამოც სპეციალისტები მომდევნო ტალღის საშიშროებას ხედავენ. დელტა შტამის სწრაფად გავრცელების გამო ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვთ ბავშვებს, რომლებიც კლინიკებში მკურნალობენ.  “კლინიკაში 80-მდე პაციენტი წევს მშობლებიანად, 19 ბავშვი წევს რეანიმაციულ განყოფილებაში. ამ კონტინგენტიდან, ვინც ახლა წევს, მესამედი არის ჩვილი, დანარჩენი – მოზრდილები. მძიმედ არ მიმდინარეობს, თუმცა ფილტვის ქსოვილი აქვთ დაზიანებული მაღალი ქულებით,”- ამბობს მედიცინის დოქტორი, ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე. პანდემიის შესაჩერებლად სპეციალისტები თანხმდებიან, რომ ქვეყანაში 12 -დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაცია დასაშვები უნდა გახდეს. “ორი არჩევანი აქვს…

მეტი...

„თელმიკომ“ განახლებული ქოლცენტრი და მომხმარებლის მომსახურების პირველი ცენტრი გახსნა

შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელმა კომპანიამ“ (თელმიკო) ქ. თბილისში განახლებული ქოლცენტრი და მომხმარებელთა მომსახურების პირველი ცენტრი გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ კომპანიის ხელმძღვანელი პირები და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრი გიორგი ფანგანი. მომხმარებელთა მომსახურების ცენტრი მდებარეობს ოთარ ჩხეიძის ქ, №10-ში, ხოლო კომპანიის ქოლცენტრთან დაკავშირება შესაძლებელია ყოველ 24/7-ზე რეჟიმში შემდეგი ნომრის საშუალებით: (032) 500 07 77. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში, განსაკუთრებით კომუნალური მომსახურების სეგმენტში აუცილებელია მომსახურების ხარისხის სტანდარტების მაქსიმალური დაცვა. სწორად ამ კუთხით, სემეკი მუდმივად მუშაობს როგორც რიგი პროექტების განხორციელებაზე, ასევე საკანონმდებლო აქტების შემუშავებასა და დახვეწაზე. დიდ ყურადღებას ვუთმობთ მომხმარებლის კმაყოფილების…

მეტი...

“საკითხი მარტივად არის, სააკაშვილი მოდის და მიდის ციხეში” – რომან გოცირიძე

საკითხი არის ძალიან მარტივად, სააკაშვილი მოდის და მიდის ციხეში – მისი პოლიტიკური პატიმრობა მოკლე ხნიანი­ იქნება,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა. მისი თქმით, მას არც ამომრჩეველი და არც საერთაშორისო პარტნიორები საქართველოში არსებული პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების გამო ციხეში დიდი ხნით არ დატოვებენ. გოცირიძე ასევე ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა, თვითმფრინავი სხვაგან დასვან და აღნიშნავს, რომ ხელისუფლებისგან ყველაფერია მოსალოდნელი. “მკითხაობის დონეზე არსებული უამრავი შეფასება მოვისმინეთ, რომ თურმე არ ჩამოვა თვითმფრინავით და სადღაც საზღვრიდან შემოვა, გაჟღერდა ისიც, რომ ხელისუფლება თურმე აპირებს თვითმფრინავი სხვაგან დასვას, ამათ ჭკუა მართლა არ მოეკითხებათ, მაგრამ ეს არის…

მეტი...

“ქვეყნის ხსნა და უებარი ერთ-ერთი გამოსავალი ამ ეტაპზე არის ნამდვილად მრავალფეროვნება და კოალიციური მმართველობა” – ნიკა მელია

ვფიქრობ, ამ ქვეყანაში ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი არის ცვლილებების მოლოდინში, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების აბსოლუტური უმრავლესობა, დარწმუნებული ვარ, 2 ოქტომბერს მივლენ და ხმას მისცემენ ოპოზიციას, ოპოზიციურ სხვადასხვა პარტიებს, რადგანაც დაუოკებელი სურვილი არის ამ ქვეყანაში, – ასე უპასუხა არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის შეკითხვას „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ ელენე ხოშტარიასთან და ზურაბ ჯაფარიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. „შარშანდელ არჩევნებს შეეხეთ თქვენ, დიახაც, შარშანდელი არჩევნებისთვის განსხვავებით, ოპოზიციამ ძალიან ბევრი რამ გაითვალისწინა და ერთი მხრივ, სამწუხაროა, მეორე მხრივ, სასიხარულოა, რომ წელს ჩვენ მოვახერხეთ თანამშრომლობა უკლებლივ ყველა ძირითადმა პარტიამ სხვადასხვა ფორმატში, სხვადასხვა…

მეტი...

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების არანაირი მოლოდინი არ არსებობს

არ მგონია, რომელიმე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორს მკვლელობისა და ცემის საქმეში მსჯავრდებული ადამიანის საპატიმროდან დახსნაში ჩარევის სურვილი ჰქონდეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა. კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ სააკაშვილის შეწყალება, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ამის არანაირი მოლოდინი არ არსებობს. „საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ორ საქმეზე განაჩენი გამოიტანა. სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მას სამი წელი აქვს მისჯილი. ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე მისჯილი აქვს ექვსი წელი. გარდა ამისა, სასამართლო განხილვის პროცესშია 8 მილიონის გაფლანგვისა და „იმედის” საქმე. იმედი მაქვს, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს ადამიანების ჯგუფი, ვისაც ექნება კითხვის…

მეტი...

ხანძარი გურიაში – მეხანძრეებმა დამწვარ სახლში 52 წლის ქალის ცხედარს მიაგნეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. მეხანძრე-მაშველებმა სახლის გადარჩენა ვერ შეძლეს. ხანძრის შედეგად გარდაიცვალა ოჯახის ერთ-ერთი წევრი, 52 წლის ქალი. თავდაპირველად, მისი ადგილსამყოფელი ოჯახისთვის უცნობი იყო, შემდეგ კი მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ტერიტორიაზე ქალის ცხედარი აღმოაჩინეს. ჯერჯერობით, ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია.

მეტი...

მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ეკონომიკური ზრდის თაობაზე თემატური საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, სახელმწიფო უწყებებსა და განვითარების პარტნიორებს შორის ეკონომიკური ზრდის საკითხზე თემატური საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესამსახურის ცნობით, შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და ევროპული საინვესტიციო ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი მაჩეი ჩურა უძღვებოდნენ. “შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ რევაზ ჯაველიძემ და საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საბინე მახლმა. ხაზი გაესვა დარგის მნიშვნელობას და მისი განვითარების კომპლექსურ ფაქტორებს, განსაკუთრებით პანდემიის ფონზე, რომელმაც გავლენა მოახდინა ცხოვრების ყველა სფეროზე. შეხვედრაზე შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა მიმოიხილეს თავიანთ სფეროებში გაწეული სამუშაოები და მიღწევები,…

მეტი...

“ჩამოვა და მას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება შესაბამისი სამსახურების მხრიდან” – კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილის შესახებ

თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლას სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.  “მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა პროვოკაციასთან არანაირ კავშირში არ არის. ჩამოვა და მას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება შესაბამისი სამსახურების მხრიდან. ის იქნება დაკავებული და იქნება პასუხისგებაში მიცემული, ძალიან მარტივად,“ – ამბობს კახა კალაძე.

მეტი...

“თქვენზე დიდი რადიკალები ამ ქვეყანაში არ არსებობენ” – კახა კალაძემ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს

თქვენზე დიდი რადიკალები, თქვენზე უბინძურესი ადამიანები ამ ქვეყანაში არ არსებობენ. თქვენ ხართ თავი და თავი სიძულვილის, ბოროტების, თუ რაიმე ცუდი შეიძლება, გაიფიქროს ადამიანმა, თქვენ ხართ ამის სახე, – ასე მიმართა თბილისის მერმა კახა კალაძემ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, რომელმაც „მედიის დისკრედიტაციასა და ზოგადად შავ კამპანიასთან დაკავშირებით“ დაუსვა კითხვა. კალაძის თქმით, შეურაცხმყოფელია „მთავარი არხის“ ეთერში ის გადაცემები, რომლებიც მას და მის ოჯახს ეძღვნება. „თქვენზე დიდი რადიკალები, თქვენზე უბინძურესი ადამიანები ამ ქვეყანაში არ არსებობენ. თქვენ ხართ თავი და თავი სიძულვილის, ბოროტების, თუ რაიმე ცუდი შეიძლება, გაიფიქროს ადამიანმა, თქვენ ხართ ამის სახე. რა გინდათ…

მეტი...

“GORBI-ს კვლევამ დაადასტურა ის პროგნოზები, რაც “ოცნების” ჩატარებული კვლევებით იკვეთებოდა” – შალვა პაპუაშვილი

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, შალვა პაპუაშვილი – GORBI-ის მიერ საზოგადოებრივი აზრის კვლევას გამოეხმაურა. “გუშინ ტელეკომპანია “იმედმა” გამოაქვეყანა საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია – GORBI-ის მიერ შესრულებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა. ამ კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის პროგნოზები, რაც პარტიის სოციოლოგიური ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევებით იკვეთებოდა. ფაქტია, რომ “ქართული ოცნება” საქართველოს მასშტაბით თითქმის ყველა საარჩევნო ოლქში პირველივე ტურში იმარჯვებს და ასევე, ძალიან დამაჯერებლად იმარჯვებს კახა კალაძე. ამ კვლევამ კიდევ ერთხელ დაგვანახა ის განწყობა, რომელიც საზოგადოებაში არსებობს. კერძოდ, ის, რომ გასული 4 წლის განმავლობაში “ქართული ოცნების” გუნდმა ყველა მუნიციპალიტეტში შეძლო ხელშესახები წინსვლის მიღწევა. ჩვენი მოსახლეობა სწორად ხვდება, რომ “ქართული ოცნება” არის ერთადერთი…

მეტი...

“კოალიციური უნდა იყოს თუ არა მთავრობა, ეს არც ქალბატონი პრეზიდენტის გადასაწყვეტია, არც ჩემი” – კახა კალაძე

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, კოალიციური იქნება თუ არა მთავრობა, ამას არც სალომე ზურაბიშვილი წყვეტს და არც კახა კალაძე. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, მთავრობის ფორმირების საკითხზე გადაწყვეტილებას ქართველი ხალხი 2024 წელს მიიღებს. „ეს არც ქალბატონი პრეზიდენტის გადასაწყვეტია, არც ჩემი გადასაწყვეტი. ამას წყვეტს ხალხი – ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში, როგორ უნდა იყოს წარმოდგენილი, კოალიციური უნდა იყოს თუ არა მთავრობა. 2024 წელს ამას გადაწყვეტს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და არა კახა კალაძე, არა სალომე ზურაბიშვილი“, – განაცხადა კალაძემ. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფრანგული გამომცემლობა „კვირის ჟურნალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ კოალიციური მთავრობა აუცილებელია. როგორც ზურაბიშვილი…

მეტი...

საარჩევნო სუბიექტებსა და მედიის წარმომადგენლებს სწრაფი ტესტი ჩაუტარდებათ

არჩევნების დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) და საოლქო საარჩევნო კომისიებში შესვლისას საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს, საარჩევნო სუბიექტებისა და მედიის წარმომადგენლებს „კოვიდ-19“ ანტიგენის სწრაფი ტესტით ტესტირება ჩაუტარდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო-ს პრესსამსახური ავრცელებს. ტესტირება 2 ოქტომბრის დილის 08:00 საათიდან 3 ოქტომბრის დილის 06:00 საათამდე იქნება უზრუნველყოფილი, როგორც ცესკო-ში, ისე ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში. გარდა ამისა სწრაფი ტესტირება ასევე იგეგმება ე.წ. ხმის გადათვლის ცენტრებშიც. ცესკო-ს ცნობით, 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, კენჭისყრის დღეს ტესტირებას საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით…

მეტი...

აჭარისა და იმერეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავა

აჭარისა და იმერეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავა, მათ შორის ნარკორეალიზატორი – ამოღებულია დიდი ოდენობით „კოკაინი“ და 147 აბი „სუბოქსინი“. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე – 1991 წელს დაბადებული უ.ჰ და 1975 წელს დაბადებული მ.ი. დააკავეს. ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უ.ჰ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით ბათუმში დააკავეს. დანაშაული 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით…

მეტი...

ავარია ბათუმში მსხვერპლით დასრულდა – გარდაიცვალა 2 ადამიანი

ორი გარდაცვლილი და ორი დაშავებული – ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ბათუმში ორი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა. შემთხვევა გვიან ღამით, თამარის დასახლებაში, ე.წ ბარცხანის ხიდთან მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო შეეჯახა. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. ადგილობრივების განცხადებით გზის ამ მონაკვეთზე ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები, ისინი შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ აუცილებელია ამ ტერიტორიაზე შუქნიშნის განთავსება.

მეტი...

რეისი კიევი-თბილისი დაჯავშნილია

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგი დაპირება საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით საზოგადოებამ გუშინ მოისმინა. ამჯერად, მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ჩამოსვლის თარიღი დააკონკრეტა და 2 ოქტომბერს, კიევი-თბილისის რეისზე გაკეთებული ჯავშნის ფოტოც გაავრცელა. სააკაშვილის განცხადებას მორიგ საარჩევნო ტრიუკს უწოდებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.  “ნაციონალურ მოძრაობაში” დარწმუნებულები არიან, რომ ლიდერის დაპირება აუცილებლად შესრულდება. მე-3 პრეზიდენტის თანაგუნდელებზე არანაკლებ ოპტიმისტური მოლოდინი აქვს თაკო ჩარკვიანს. სააკაშვილის ფაქტორის კიდევ ერთხელ გააქტიურებას, არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა ოპოზიციურ სპექტრში. ნაწილი მის ჩამოსვლას გამორიცხავს, მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ ყოფილი პრეზიდენტის გეგმები საერთო მიზანზე გავლენას ვერ მოახდენს.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1929 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 33 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1929 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 33 პაციენტი. ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 1914 პირი. გუშინ საქართველოში 32 522 ტესტი ჩატარდა.

მეტი...

რეჯეფ თაიფ ერდოღანი სოჭში ვლადიმერ პუტინს შეხვდება

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დღეს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ხვდება. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. ერდოღანი სოჭში პუტინის მიწვევით მიემგზავრება. გავრცელებული ინფორმაცით, ორი ქვეყნის ლიდერის საუბრის მთავარი თემა ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობები და საერთაშორისო საკითხები იქნება, მათ შორის, სირიის, ლიბიისა და ავღანეთის საკითხი. ბოლოს პუტინი და ერდოღანი ერთმანეთს წელიწად-ნახევრის წინ შეხვდნენ.

მეტი...

მარია კალიურანდის თქმით, მიხეილ სააკაშვილს მკაფიოდ უთხრა, რომ არანაირი პროვოკაცია არ უნდა დაუშვას

ესტონელი ევროპარლამენტარი საქართველოში წინასაარჩევნოდ არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში საუბრობს. მარინა კალიურანდი მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის დეტალებზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ მან ყოფილ პრეზიდენტს მკაფიოდ უთხრა, არ დაუშვას არანაირი პროვოკაცია, რომელიც პოლიტიკურ პოლარიზაციას კიდევ უფრო გააღრმავებს. ევროპარლამენტარის აზრით, წინასაარჩევნო პერიოდი რთული და კრიტიკულია. “მე როგორც საქართველოს მეგობარი ესტონელი და ევროპის პარლამენტის წევრი ვამბობ, რომ დაძაბულობა უნდა შემცირდეს. ყველას მიზანი დემოკრატიული არჩევნების ჩატარება უნდა იყოს” – ამბობს ინტერვიუში მარინა კალიურანდი. მისი განცხადებით, ყველა პოლიტიკურმა მხარემ უნდა გამოხატოს ერთგულება არჩევნების შედეგების აღიარების მიმართ იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო დამკვირვებლები შედეგებს დააფიქსირებენ. ევროპარლამენტარისთვის ასევე მნიშვნელოვანია შარლ მიშელის…

მეტი...

დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების გასაღება – დაკავებულია სომხეთის მოქალაქე

დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების გასაღების ფაქტზე სომხეთის მოქალაქეა დაკავებული. ფინანსური პოლიციის ინფორმაციით, ბრალდებულმა 3 ათასზე მეტი რაოდენობის ყალბი აქციზური მარკა თბილისში 2 700 დოლარად გაყიდა – მოქალაქის აყვანა სწორედ რეალიზაციის დროს მოხდა. დაკავებულს ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება.  

მეტი...