„თუ ქვეყანა 30 ვერცხლად, ასე იაფად გავყიდე, სამაგალითოდ უნდა დამსაჯონ“ – მეუფე მაკომპრომატირებელ მასალებზე  

„გისმენთ ყველას, ვაგროვებთ ცნობებს თქვენზე, ვაგროვებთ კომპრომატებს, ვიყენებთ თქვენს სისუსტეებს, გიგონებთ ჭორებს, გიტეხავთ სახელს, ჩვენ გმართავთ ბოროტების საშუალებით….“ – აღნიშნული წერილის დართვით გავრცელებულ 60 000 ფაილზე, რომელიც რამდენიმე დღეა მთავარი განხილვის თემაა, ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) საუბრობს და აცხადებს, რომ ფაილებში ავთეტურტან ერთად ბევრი სიყალბეა.

შეგახსენებთ, რომ 60 000 ფაილში, რომელიც დიპლომატებს, ჟურნალისტებს, სასულიერო პირებს, პოლიტიკოსებს, ბიზნესმენებს და თითქმის ყველა მიმართულებას ეხება მარალი იერარქიის სასულიერო პირებს დიდი ნაწილი ეთმობა, მათ შორის პატრიარქსაც. როგორც მეუფე განმარტავს, სრული სიყალბეა ის ნაწილი, სადაც მას ლუგარის ლაბორატორიიდან ფულის სანაცვლოდ მასალების გადაცემაში ამხელენ.  

„ლუგარის ლაბორატორიაზე მე თუ მქონდა რაღაც ისეთი ინფორმაცია, რომელიც გაიყიდებოდა, ის ლუგარის ლაბორატორია არ არის დასახური?  საიდან უნდა მქონდეს მე წვდომა ლუგარის ლაბორატორიაზე? როგორ შეიძლება ამასთან რამე შეხება მქონოდა. გარდა ამისა, რუსეთიდან პირად ანგარიშზე თანხის გადმორიცხვა  შეუძლებელია, არ ირიცხება ეს თანხა, რადგან, ორ ქვეყანას შორის შეწყვეტილია დიპლომატიური ურთიერთობა და პირდაპირი გადარიცხვები არ ხდება“ – აცხადებს მიტროპოლიტი.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ფაილების მიხედვით, მეუფემ ინფორმაციის გადაცემის სანაცვლოდ, რუსეთიდან პირად ანგარიშზე 30 000 დოლარი მიიღო.

„ყველაზე საინტერესო არის ეს 30 000. დავიწყოთ იქიდან, რომ ესე იაფად თუ გავყიდე, მართლა გასაგდები ვარ ამ ქვეყნიდან, თუ გავყიდე და მერე ესე იაფად. მედება ბრალი იმაში, რომ 30 ვერცხლად გავყიდე ჩემი სამშობლო და თუ მე 30 ვერცხლად მაქვს სამშობლო გაყიდული, აქამდე უნდა აღძრულიყო სისხლის სამართლის საქმე, თუ არადა ახლა უნდა აღიძრას, აუცილებლად, დამიმტკიცდეს ეს ბრალი და სამაგალითოდ დავისაჯო სამშობლოს ღალატისთვის,“ – აცხადებს  მიტროპოლიტი.

მსგავსი თემები