გიორგი გახარიას პირველი კომენტარი “ქართული ოცნებისგან” ფინანსური მხარდაჭერის მოთხოვნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე

“ქართული ოცნების” ლიდერების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია, არჩევნებზე თბილისის მერობის პოზიციაზე საკუთარი კანდიდატურის არ დაყენების სანაცვლოდ “ქართული ოცნებისგან” ფინანსურ მხარდაჭერას მოითხოვდა – თავად გიორგი გახარია გამოეხმაურა.  პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი “ქართული ოცნების” ლიდერების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და კახა კალაძესთან შეხვედრას კატეგორიულად უარყოფს. როგორც გახარია განმარტავს, “ქართული ოცნება” მსგავს ინფორმაციას, პოლიტიკური ოპონენტების მიზანმიმართული დისკრედიტირებისთვის იყენებს.  “არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის, ორგანიზაცია “ქართული ოცნების” ზოგიერთი ბოსი რას ლაპარაკობს. მათ სიტყვას ფასი არ აქვს. ეს ადამიანები ზუსტად 1 წლის წინ ქება-დიდებას და ხოტბას მასხამდნენ, მაშინაც მათი ქების ფასი იყო…

მეტი...

“საქართველოს თუ სურს რუსეთთან, როგორც მეზობელთან, ნორმალური ცხოვრება, მოსკოვი მზად არის ურთიერთობების აღსადგენად” – ლავროვი

საქართველოს თუ სურს რუსეთთან, როგორც მეზობელთან ნორმალური ცხოვრება, ოფიციალური მოსკოვი მზადაა ურთიერთობების აღსადგენად, – აღნიშნულის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გაანცხადა. „საქართველოს თუ ნამდვილად არ სურს „რუსული კარტის გათამაშება“ დასავლეთის მფარველობის შესანარჩუნებლად, მაგრამ სურს, იცხოვროს ნორმალურად ჩვენთან, როგორც მეზობლის გვერდით, ჩვენ ამისთვის ნებისმიერ დროს მზად ვართ“, – აღნიშნა ლავროვმა. ამასთან, ლავროვის თქმით, წელიწადნახევრის წინ მზად იყვნენ საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში ვიზიტის მიზნით უვიზო რეჟიმის გამოსაცხადებლად, მაგრამ რუსეთის საპარლამენტო დელეგაციის წინააღმდეგ თბილისში უსიამოვნო ინციდენტი მოხდა. „გვქონდა განზრახვა, გვეპასუხა ქართველი მეზობლისთვის, როდესაც მათ უვიზო რეჟიმი შემოიღეს ჩვენი მოქალაქეებისთვის. თავიდან ყურადღებით დავაკვირდით, რა…

მეტი...

“არჩევნებზე უზრუნველყოფილი იქნება თავისუფალი და თანასწორი საარჩევნო გარემო” – მმართველი გუნდი ეუთოს მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

ირაკლი კობახიძე და “ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს წევრები ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, ალბერტ იონსონს და სხვა წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი 2021 წლის არჩევნებს შეეხო. მმართველი გუნდის მხრიდან აღინიშნა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე უზრუნველყოფილი იქნება თავისუფალი და თანასწორი საარჩევნო გარემო.

მეტი...

“ყოფილი მოძალადე ხელისუფლება დღემდე აცხადებს პრეტენზიას დაბრუნებაზე” – ირაკლი ღარიბაშვილი

სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ძალადობს ყოფილი მოძალადე ხელისუფლება, რომელიც დღემდე აცხადებს პრეტენზიას ხელისუფლებაში დაბრუნებაზე. თუმცა, მათ კარგად იციან, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში დაბრუნების თეორიული შანსიც კი არ აქვთ, მათი ხელისუფლებაში დაბრუნების 0% არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ სამტრედიის მერობის კანდიდატის დავით ბახტაძის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ერთადერთი გზა, რომ მათ როგორმე პრობლემა შეუქმნან ქვეყანას, არის სწორედ დესტაბილიზაციის, რევოლუციის და არეულობის გზა, რაც მათი ხელწერაა. „მათ ავიწყდებათ, რომ „ქართული ოცნება“ არის ძლიერი, მტკიცე ხელისუფლება და ჩვენ არ დავუშვებთ არავითარ პროვოკაციას და არეულობას ქვეყანაში. ჩვენ ჩვენი საქმით…

მეტი...

ძმის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ძმის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. საქმე ეხება დანაშაულს, რომელიც 30 ივნისს მოხდა.  “თბილისის საქალაქო სასამართლომ, სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ძმის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებული ჯ.ქ. დამნაშავედ ცნო. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 30 ივნისს, ჯ.ქ.-მ, ოჯახური კონფლიქტის დროს წარმოშობილი შელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ძმას ჯ.ქ.-ს, დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა.…

მეტი...

“მინდა ძალიან კარგად ვისწავლოთ იმ განცხადების კითხვა, რასაც ჩვენი პარტნიორები აკეთებენ” – დავით ზალკალიანი

ეკონომიკას ძალიან პოზიური დინამიკა აქვს, ბოლო 6-7 თვის განმავლობაში 12%-იანი ზრდაა, ამ პირობებში რა თქმა უნდა, ეკონომიკურად გაუმართლებელი იქნებოდა ახალი სესხის აღება, რომელიც საგარეო ვალს კიდევ ერთ მძიმე ტვირთად დააწვებოდა,-ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავითა ზალკალიანმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა. როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, აბსოლუტურად გასაგები იყო საქართველოს ხელისუფლების განმარტება ამ საკითხზე და ეს არ უნდა წარმოჩინდეს ისე, თითქოს საქართველომ ამით ევროკავშირში ინტეგრაციულ პროცესებს გადაუხვია. „მინდა ძალიან მკაფიოდ გავმიჯნო ამ დახმარებასთან დაკავშირებული ეკონომიკური, ფინანსური და პოლიტიკური კომპონენტი. რაც შეეხება ეკონომიკურ ნაწილს, ვფიქრობ, ის დასაბუთება, რომელიც წარმოადგინა საქართველოს ხელისუფლებამ და…

მეტი...

“ბავშვობაში, ხომ ვერ ვიტანდი 1 სექტემბერს და ახლა უარესად შემძულდა” – ირაკლი ოქრუაშვილი

„სკოლების ნაცვლად, რესტორნებია ღია,“ – ასე ეხმაურება პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი სასწავლო პროცესის შეფერხებას, ირაკლი ოქრუაშვილი ონლაინ სწავლებაზეც ამხვილებს ყურადღებას: „ბავშვობაში ხომ ვერ ვიტანდი 1 სექტემბერს და ახლა უარესად შემძულდა. ორ საათიანი სხვაობის გამო დილის 6 საათზე ბავშვების გაღვიძება, უხარისხო ონლაინ სწავლა, სამ ოთახში სამი ცალკე კომპიუტერით და ამ უაზრობაში კიდევ “ორი ვაგონი” ფული რომ უნდა ვიხადო. სამაგიეროდ სკოლების ნაცვლად რესტორნებია ღია,“ – წერს ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.

მეტი...

განმუხურში ბიზნესმენი მოკლეს

 რამდენიმე საათის წინ განმუხურში ბიზნესმენი ვლადიმერ ვახანია მოკლეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს სასიკვდილო ჭრილობები დანით აქვს მიყენებული. ბიზნესმენი განმუხურში საკუთარ სახლში იმყოფებოდა, რა დროსაც მას ახლობელი მამაკაცი ცივი იარაღით დაესხა თავს. მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებული უკვე ინდეტიფიცირებულია. ამ წუთებში, ზუგდიდში საგამოძიებო მოქმედებები და ინტენსიური დაკითხვები მიმდინარეობს.  ვლადიმერ ვახანია ბიზნესსაქმიანობას, ძირითადად, რუსეთში ეწეოდა. ის 2009 წელს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე დააკავეს. ვახანია წარსულში ზუგდიდის მერის არჩევნებშიც მონაწილეობდა.

მეტი...

“ოკუპაციის შემდეგ, მთავარი გამოწვევა არის უმუშევრობა და ეკონომიკური სიდუხჭირე, ამას სჭირდება მკაფიოდ გაწერილი გეგმა” – პრემიერი

აქტიურად ვმუშაობთ ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების გეგმაზე. მოსახლეობას უნდა ავუხსნათ, და ამას ბოლო რამდენიმე კვირაა, უკვე ვაკეთებთ, თუ საით მიდის ქვეყანა, როგორ დავძლევთ ამ სიღარიბეს და მთავარ გამოწვევას, რაც არის უმუშევრობა და ეკონომიკური სიდუხჭირე, ყველაზე მთავარი საკითხი დღეს ქვეყანაში არის სწორედ ეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ხარაგაულის მერობის კანდიდატის კობა ლურსმანაშვილის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ოკუპაციის შემდეგ მთავარი გამოწვევა არის მოსახლეობის უმუშევრობა და ეკონომიკური სიდუხჭირე. „ამას სჭირდება კარგი, მკაფიოდ გაწერილი გეგმა, თუ როგორ განვავითაროთ სოფლის მეურნეობა, როგორ გავხადოთ მასშტაბური ის პროექტები, პროგრამები, რომლებიც ჩვენ უკვე…

მეტი...

“საგარეო კურსზე რა დაკვეთაც გვაქვს ხალხისგან, „ქართულმა ოცნებამ“ კონსტიტუციაში ჩაწერა და ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით” – ირაკლი ქადაგიშვილი

ჩვენ რა დაკვეთაც გვაქვს ხალხისგან საგარეო კურსზე, „ქართულმა ოცნებამ“ კონსტიტუციაში ჩაწერა, სხვას არავის ჩაუწერია. ამას ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს ევროატლანტიკურ კურსზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიცია ამ გზაზე ქვეყნის სვლას ვერ შეაჩერებს. „ვიცით, რომ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებები მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი განცხადებებია. ამიტომ, მისი განცხადება იმად ვერ ჩაითვლება, რომ ჩვენმა ქვეყანამ თავის გენერალურ საგარეო კურსს გადაუხვია. ამას, კუბილიუსი რა მანიშენებლით ამბობს? – ეს არის მისი, როგორც ერთი პოლიტიკოსის განცხადება. ვიოლა ფონკრამონთან ერთად, ონლაინკონფერენცია გვქონდა, მომხსენებლები ვიყავით და საპარლამენტო კონტროლზე ვისაუბრეთ. იქიდან შენიშვნა ხომ…

მეტი...

რუსმა ტურისტმა ბიჭვინთაში სასტუმროს მფლობელი და დამსვენებელი დაჭრა

ბიჭვინთაში რუსმა ტურისტმა ცივი იარაღით სასტუმროს მფლობელი დაჭრა – ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს. შემთხვევა ოკუპირებულ აფხაზეთში,ბიჭვინთაში, სასტუმრო “სერ რემბოში” მოხდა. ტურისტმა სამარიდან, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, სასტუმროს 53 წლის მფლობელს მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. ამას გარდა, რუსმა ტურისტმა ჭრილობები ერთ-ერთ დამსვენებელსაც მიაყენა და ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცავებმა ის მალევე დააკავეს.

მეტი...

გიორგი გახარიას პარტიამ რეკლამაზე 79 ათასი ლარი, „ევროპულმა საქართველომ“ – 51 ათასი, „ნაცმოძრაობამ“ – 38 ათასი, გიორგი ვაშაძის პარტიამ – 10 ათასამდე, „ლელომ“ კი 4 ათასი ლარი დახარჯა

აუდიტის სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 2 აგვისტოდან -22 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, პარტიებიდან რეკლამაში ყველაზე მეტი გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ დახარჯა. ხარჯმა 79 893 ლარი შეადგინა. მათ შორის, პარტიამ, ყველაზე მეტი 76 209 ლარი გარე რეკლამისთვის გაიღო, ინტერნეტ-რეკლამაში 2709 ლარი გადაიხადა, ხოლო სხვა სარეკლამო ხარჯებისთვის 975,76 ლარი გამოყო. შემდეგ ადგილზეა „ევროპული საქართველო“. პარტიამ 2 აგვისტოდან -22 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, რეკლამაში სულ 51 471 ლარი დახარჯა. მათ შორის, პარტიამ, ყველაზე მეტი 51 055,68 ლარი ინტერნეტ- რეკლამისთვის გამოყო, ბრენდირებული აქსესუარებით რეკლამაში 210 ლარი გადაიხადა, ხოლო სხვა სარეკლამო ხარჯებისთვის 205 ლარი გაიღო. „ევროპული საქართველოს“…

მეტი...

სახალხო დამცველი პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურებიდან გათავისუფლების ფაქტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სახალხო დამცველი აქტიურ ზედამხედველობას უწევს წინასაარჩევნო პროცესში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს და შეშფოთებას გამოთქვამს ბოლო პერიოდში ათობით პირის შესაძლო დისკრიმინაციულად, პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურებიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ სახალხო დამცველის განცხადებაშია აღნიშნული. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, 62 დასაქმებულის მიმართ განხორციელდა სხვადასხვა სახის ზეწოლა. ამ პირთა უმეტესობამ სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან დაადასტურა ზეწოლის და გათავისუფლების ფაქტები და მიზეზად ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიის წევრებთან ნათესაური, მეგობრული თუ კეთილგანწყობილი ურთიერთობა დაასახელა. მათივე თქმით, აღსანიშნავია ის, რომ რამდენიმე მათგანმა, ზეწოლის ფაქტის დადასტურების მიუხედავად, თავი შეიკავა და არ გამოთქვა თანხმობა სახალხო დამცველის…

მეტი...

“იყო მცდელობა, მათ შორის სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის“ წევრების აქტიური ჩართულობით, რამენაირად გარკვეული ფინანსური სანქციები დაწესებულიყო” – პრემიერი

სესხმა, 75 მილიონმა ევრომ ძალიან დიდი პოლიტიკური წონა შეიძინა და ბევრი პოლიტიკური ინსინუაციების, რაღაც სპეკულაციების საფუძველი გახდა. ამ უხერხულობის თავიდან ასაცილებლად ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და თავი შევიკავეთ ამ სესხის აღებისგან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მაკროფინანსურ დახმარებაზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის“ წევრების აქტიური ჩართულობით იყო მცდელობა, რომ გარკვეული ფინანსური სანქციები დაწესებულიყო. 2012 წლიდან მოყოლებული, ჯერ კიდევ არჩევნები არ იყო დასრულებული, როცა ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლები თბილისში ჩამოდიოდნენ, დეზინფორმაციას ავრცელებდნენ, შემდეგ ჩადიოდნენ ევროკავშირში და ცრუ ინფორმაციას ავრცელებდნენ, მათ შორის „ქართული ოცნების“ თაობაზე, პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა…

მეტი...

“მე თქვენ ვეღარ მომკლავთ” – ზაზა სარალიძე გავრცელებულ ჩანაწერებზე

შვილმოკლული მამა, ზაზა სარალიძე, რომლის მოსყიდვის ბრალდებით გუშინ, 30 აგვისტოს “ექსკლუზივნიუსის” რედაქტორმა ვიდეომასალა გაავრცელა, ჩანაწერებს მისი გაშავების მცდელობად აღიქვამს. ვიდეოკადრებში, რომლის გადაღების თარიღი უცნობია, ჩანს, როგორ გადასცემს ფურცელს გიორგი გახარიას გუნდის წევრი, ალექსანდრე ხოჯევანიშვილი ზაზა სარალიძეს. ვიდეოჩანაწერი რამდენიმეწამიანია, არ ისმის ხმა, არ ხდება შეხვედრის ადგილისა და დროის იდენტიფიცირება. “ექსკლუზივნიუსის” ინფორმაციით, სარალიძე მოისყიდეს. გამოცემის რედაქტორი ირწმუნებოდა, რომ მან სარალიძის მოსყიდვის სხვადასხვა მაკომპრომეტირებელი ინფორმაცია მიიღო, მათ შორის, ვიდეომასალა. მისი მტკიცებით, ეს ვიდეო რამდენიმე დღის წინ არის ჩაწერილი. “2017 წლის 1 დეკემბრიდან მოყოლებული ჯერ ქოცაქტივმა გადაუარა ჩემი მოკლული შვილის სახელს და საფლავს, შემდეგ…

მეტი...

“საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს კანონის უზენაესობაზე” – ანდრიუს კუბილიუსი

ევროპარლამენტარები კრამონი და კუბილიუსი მთავრობის გადაწყვეტილებას ეხმაურებიან. ევროპარლამენტარის, ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის მიკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის მიღების პირობები არ შეასრულა. ევროპარლამენტარი დახმარების მიღების ერთ-ერთ პირობად სასამართლოს რეფორმას ასახელებს და აცხადებს, რომ საქართველო ვერ იტყვის უარს იმაზე, რისი მიღების უფლებაც არ ჰქონდა. „სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა ევროკავშირის მიკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის მიღების პირობები: სასამართლო რეფორმა და ა.შ. ვერ იტყვით უარს იმაზე, რისი მიღების უფლებაც არ გქონდათ. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ“, – წერს ვიოლა ფონ კრამონი. ევროპარლამენტარი, ანდრიუს კუბილიუსი კი აცხადებს, რომ დახმარებაზე უარი ნიშნავს, რომ ხელისუფლება…

მეტი...

ჯანმო კოვიდის ახალ ვარიანტს აკვირდება – “მიუ” უკვე ევროპაშიც დაფიქსირდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აბობენ, რომ აკვირდებიან კორონავირუსის ახალ “მიუ” ვარიანტს, რომელიც პირველად იანვარში, კოლუმბიაში დაფიქსირდა. ინფორმაციას France 24 ავრცელებს. ბერძნული ანბანის ასო “მიუთი” ანიშნული ვირუსი, რომელიც მეცნიერულად ცნობილია როგორც B.1.621, შეიცავს მუტაციებს, რომლებიც ავლენს ვაქცინებისადმი რეზისტენტობის რისკს და როგორც ჯანმოში ამბობენ, უკეთესად შესწავლისთვის კვლევას განაგრძობენ. შტამი, კოლუმბიაში აღმოჩენის შემდეგ, სამხრეთ ამერიკისა და ევროპის ქვეყნებში დაფიქსირდა.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, ამ დროისთვის 4 შტამი აქვს კლასიფიცირებული, როგორც “ინტერესის ვარიანტი” – მათ შორის არის ალფა, რომელიც 193 ქვეყანაშია გავრცელებული და დელტა, რომელმაც 170 ქვეყანა მოიცვა.  ხუთ ვარიანტს, მათ შორის მიუს, აკვირდებიან.

მეტი...

“მოქალაქეებს თბილისიდან ბათუმში დაახლოებით 3 საათში შეეძლებათ ჩასვლა” – პრემიერი რიკოთზე ახალი მაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები პროცესს გაეცნო

რიკოთზე ახალი მაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. პროცესს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, ირაკლი ქარსელაძესთან ერთად გაეცნო. პრემიერმა მაგისტრალის მშენებლობას საუკუნის პროექტი უწოდა. “ეს არის მართლაც საუკუნის პროექტი. ასეთი პროექტი არ განხორციელებულა ჩვენ ქვეყანაში და შეიძლება ითქვას, რომ მთელს ევროპაში გამოირჩევა. ჩვენ მოქალაქეებს შეეძლებათ თბილისიდან ბათუმში დაახლოებით 3 საათში ჩასვლა ამ პროექტის დასრულების შემდეგ,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მეტი...

„უკრაინელმა სპორტსმენმა რუსებთან ერთად პოდიუმზე, სამახსოვრო ფოტოს გადაღებაზე უარი განაცხადა“ – დავით ქაცარავა

„პოლიტიკა და სპორტი გავმიჯნოთ?,“ – “ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ლიდერი დავით ქაცარავა, სოციალურ ქსელში ტოკიოს პარაოლიმპიურ თამაშებს ეხმაურება, სადაც უკრაინელმა მონაწილემ რუს მოასპარეზეებთან ფოტოს გადაღებაზე უარი თქვა: „ზაფხულის პარაოლიმპიურ თამაშებზე ტოკიოში უკრაინელმა სპორტსმენმა რუსებთან ერთად პოდიუმზე სამახსოვრო ფოტოს გადაღებაზე უარი განაცხადა. უკრაინელმა მორბენალმა იგორ ცვეტოვმა 100 მეტრზე რბენაში მე-2 ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედალი მიიღო. რუსმა დმიტრი საფრონოვმა პარალიმპიადა მოიგო, ხოლო მისმა თანამემამულე არტიომ კალაშიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. საზეიმო დაჯილდოვების შემდეგ, ცვეტოვმა რუს მორბენლებს მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოს გადაღებაზე ცივი უარი უთხრა. ესე იქცევიან ღირსეულები,“ – წერს ქაცარავა.

მეტი...

საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 393 420 ადამიანი

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გასული დღის განმავლობაში, 31 აგვისტოს აიცრა 26 201 ადამიანი. 15 მარტიდან გაკეთებულია 1 210 746 აცრა. ერთი დოზით ვაქცინირებულია 802 083, სრულად – 393 420. საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს “ფაიზერის”, “სინოფარმის”, “სინოვაკის” და “ასტრაზენეკას” ვაქცინებით. ამასთან, 27 აგვისტოდან, ახალი პარტიის მიღებამდე შეჩერდა “სინოფარმის” პირველი დოზით აცრის მსურველთა რეგისტრაცია. მეორე დოზით ვაქცინაცია გრძელდება.

მეტი...

ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე საველე ჰოსპიტალში ამ დროისთვის 91 პაციენტია მოთავსებული

ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე საველე ჰოსპიტალში ამ ეტაპზე მკურნალობას აგრძელებს 91 პაციენტი. ჰოსპიტალის კოვიდდეპარტამენტის კოორდინატორის მერაბ ჩიქოვანის ინფორმაციით, პაციენტების მდგომარეობა მეტწილად საშუალო სიმძიმისაა. „ამ ეტაპზე სტაციონარში მკურნალობას აგრძელებს 91 პაციენტი. პაციენტების მდგომარეობა მეტწილად არის საშუალო სიმძიმის, უმეტესობას მიეწოდება ჟანგბადი, ნაწილი არის უჟანგბადოდ და მზადდება ბინაზე გასაწერად. თავისუფალი ადგილები გვაქვს და შეგვიძლია, პაციენტები მივიღოთ. მძიმე პაციენტები ამ ეტაპზე არ გვყავს“, – განაცხადა მერაბ ჩიქოვანმა.

მეტი...

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 9,36 პროცენტს შეადგენს

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 9,36 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 7,45 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 9,99 პროცენტი. დღეს „კოვიდ-19“ 3 886 პირს დაუდასტურდა, 4 103 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 31 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 4 778 შემთხვევა გამოვლინდა, 4 753 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 79 კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3886 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 74 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3886 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 74 პაციენტი. ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 4103 პირი. გუშინ საქართველოში 52 162 ტესტი ჩატარდა.

მეტი...

დღეისათვის N2, N8, N14 დაწესებულებებიდან ინფიცირებული პატიმრები სპეციალურად მოწყობილ საკარანტინე სივრცეში არიან გადაყვანილი

პენიტენციურ დაწესებულებებში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დღეისათვის N2, N8, N14 დაწესებულებებიდან ინფიცირებული პატიმრები სპეციალურად მოწყობილ საკარანტინე სივრცეში არიან გადაყვანილი. „სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით (https://bit.ly/3DyFRJl), პენიტენციურ დაწესებულებებში კორონავირუსი ასზე მეტ პატიმარს დაუდასტურდა. აღნიშნული ვითარების მონიტორინგისა და პატიმართა სხვა უფლებების დაცვის მიზნით, სახალხო დამცველი, კონსტიტუციური მანდატისა და ვალდებულებების გათვალისწინებით, დღემდე შეუზღუდავად აგრძელებს პრევენციული და ინდივიდუალური ვიზიტების განხორციელებას ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში. ვიზიტები ხორციელდება კოვიდ ტესტის ჩატარების შემდგომ, შესაბამისი ეკიპირებითა და უსაფრთხოების წესების დაცვით. პენიტენციურ დაწესებულებებში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატმა ინფორმაცია მოიპოვა პატიმრებისგან და კონკრეტული პენიტენციური დაწესებულებების…

მეტი...

ბასილაშვილის ამერიკის ღია პირველობაზე გამოსვლა წარმატებით დაიწყო

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამერიკის ღია პირველობაზე გამოსვლა წარმატებით დაიწყო. მისი მეტოქე ამერიკელი სებასტიან კორდა იყო. პირველი სეტი ნიკას სრული უპირატესობით წარიმართა და მისი გამარჯვებით – 6:2 დასრულდა. მეორე სეტში კორდამ სამედიცინო ტაიმ აუტი მოითხოვა, ექიმთან ხანმოკლე კონსულტაციის შემდეგ კი შეხვედრის გაგრძელებაზე უარი განაცხადა.

მეტი...

იუსტიციის სამინისტრო სრულად ვაქცინირებული პირებისთვის შეღავათებს აწესებს

იუსტიციის სამინისტრო სრულად ვაქცინირებული პირებისთვის შეღავათებს აწესებს. უწყების ინფორმაციით, კოვიდვაქცინის ორი დოზით აცრილი პირები იუსტიციის სამინისტროს სერვისების ნაწილს უფასოდ მიიღებენ, ნაწილს კი – ნახევარ ფასად. სრულად ვაქცინირებულები უსასყიდლოდ იუსტიციის სამინისტროს შემდეგი სერვისებით ისარგებლებენ: ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილება და შეწყვეტა; უძრავ ქონებაზე ამონაწერის განახლება. კოვიდვაქცინის ორივე დოზით აცრილ პირებზე 50%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს შემდეგ სერვისებზე: ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების შესახებ ცნობა; ID ბარათზე სერტიფიკატის განახლება. იუსტიციის სამინისტროს მიერ დაწესებული შეღავათების მიღება ორჯერადად ვაქცინირებულთათვის იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში წინასწარი ჯავშნის გარეშე იქნება შესაძლებელი.

მეტი...

დღეიდან ერთი თვის განმავლობაში, პირადობის დამადასტურებელი მოწმობების აღება უფასოდ არის შესაძლებელი

დღეიდან ერთი თვის განმავლობაში, პირადობის დამადასტურებელი მოწმობების აღება უფასოდ არის შესაძლებელი. აქციის მიზანი არჩევნებისთვის ხელშეწყობაა. მოწმობის უფასოდ მიღებას შეძლებენ კონკრეტული კატეგორიის მოქალაქეები – მათ შორის ისინი, ვისაც პირადობის არც ერთი დოკუმენტი აქამდე არ ჰქონიათ. ასევე, არასრულწლოვანი მოქალაქეები, რომელთაც 1 ოქტომბრამდე უსრულდებათ 18 წელი. კატეგორიათა დეტალური ჩამონათვალის ნახვა იუსტიციის სახლის ვებ-გვერდზეა შესაძლებელი. 

მეტი...