“რუსულმა კომპანია „ბილაინმა“ თავის ქართული ფილიალიდან აბონენტების მთელი სია მისცა გახარიას პარტიას” – მიხეილ სააკაშვილი

  •  

რუსულმა კომპანიამ, „ბილაინმა“, თავის ქართული ფილიალიდან აბონენტების მთელი სია მისცა გახარიას პარტიას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ეს კომპანია, მთლიანად კონტროლდება რუსული ეფესბეს მიერ დღესდღეობით.

„რუსულმა კომპანიამ, „ბილაინმა“, თავის ქართული ფილიალიდან აბონენტების მთელი სია მისცა გახარიას პარტიას. ეს კომპანია, მთლიანად კონტროლდება რუსული ფეეზბეს მიერ დღესდღეობით. ადრე იქ იყო ქართული წილიც, მაგრამ ფეეზბეს მითითებით, ივანიშვილის დროს, ეს ქართული წილი მთლიანად გამოისყიდეს რუსების მიერ კონტროლირებადმა ბიზნესმენებმა მოსკოვიდან. ხომ საინტერესოა, ასეთი პირდაპირი მონაწილეობა ქართულ საარჩევნო კამპანიაში?“, – წერს სააკაშვილი.

მსგავსი თემები