„ჩანაწერები შეიძლება შეიცავდეს პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს“ – პროკურატურა დახმარებისთვის აშშ-ს მიმართავს

გავრცელებული ფარული მიყურადების 60 000 ფაილთან დაკავშირებით, გენერალური პროკურატურა დახმარებას ამერიკის შეერთებულ შტატებს სთხოვს. „მივმართეთ აშშ-ს და სხვა ქვეყნებს გამოძიებით დადგენილ სერვერებზე მონაცემების შენახვის და გამოთხოვის მიზნით“, – ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში, რომელსაც „მედიაცენტრი მთავარი“ უცვლელად გთავაზობთ. „საქართველოს პროკურატურაში მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები აქტიურად ტარდება. გამოძიების ფარგლებში, გავრცელებული ინფორმაციის მოპოვების და გავრცელების კანონიერების, ასევე ავთენტურობის დასადგენად მიმდინარეობს საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების გამოკითხვები და საჭირო საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები როგორც მონაწილე პირთა იდენტიფიცირების, ასევე აღნიშნული მასალების ავთენტურობის, მასალების შემდგენი და მომპოვებელი პირების დადგენის მიზნით. გამოძიების ფარგლებში განხორციელდა ინტერნეტ…

მეტი...

ვეტერანებისათვის 117-ე საქველმოქმედო-სამედიცინო აქცია თიანეთში ჩატარდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, თიანეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევები (ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ) ჩაატარეს. საქველმოქმედო -სამედიცინო აქციით სამსახურის 80-მდე ბენეფიციარმა ისარგებლა. აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლები. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება.  მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი…

მეტი...

საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ „ოცნება“ “განაცდა” – გიორგი გახარია

“საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ „ოცნება“ „განაცდა, მათ სიტყვის ფასი მაშინაც ნული იყო და დღესაც მათი სიტყვის ფასი ნულია, მოქმედი პრემიერის ნაცვლად მინდა თითოეულ პოლიციელს, რომელიც სახელმწიფო ინტერესებს და ინსტუტუტებს იცავდა იქ, ჩვენთან ერთად, ბოდიში მოვუხადო და სრული სოლიდარობა გამოვუცხადო”,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა. „მინდა ვუთხრა მათ, რომ მაშინაც ვიცავდით სახელმწიფოს და დღესაც გავაგრძელებთ, რადგან ბევრი ღირსეული ადამიანია, რომელმაც თავისი ჯანმრთელობა შესწირა. არავის აღარ ახსოვს დაზარალებული პოლიციელები. გუშინ საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ „ოცნება“ „განაცდა“. მეტი არაფერი იყო ეს. დღეს „ოცნება“ რომ ქართული არაა მივხვდი, მაგრამ ეს „ოცნება“ „ნაცური“ გახდა.…

მეტი...

კორონავირუსით გამოწვეული გართულებებით მსახიობი კოტე მგალობლიშვილი გარდაიცვალა

81 წლის ასაკში მსახიობი და პოლიტიკოსი კოტე მგალობლიშვილი გარდაიცვალა. იგი მაყურებელმა ფილმში “უდიპლომო სასიძო” შესრულებული მთავარი როლით გაიცნო. კოტე მგალობლიშვილი კიდევ რამდენიმე ქართულ ფილმშია გადაღებული, თუმცა ყველაზე წარმატებული მისთვის “ბიჭიკოს” პერსონაჟი აღმოჩნდა. კოტე მგალობლიშვილი 1995 დან 2008 წლამდე საქართველოს სამი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. გარდაცვალების მიზეზად კოვიდ-ინფექციის გადატანის შემდეგ დარჩენილი გართულებები სახელდება.

მეტი...

“ნიკოლოზ კვარაცხელია 21 და 22 წლის ბიჭებმა მოკლეს” – შსს

პოლიცია 15 სექტემბერს, ვერაზე 22 წლის ბიჭის, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე 21 და 22 წლის პირებს ეძებს. შეგახსენებთ ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ცოტახნის წინ გახსნილად გამოაცხადეს. „საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2000 წელს დაბადებული ა.ჭ. და 1999 წელს დაბადებული გ.კ., 1999 წელს დაბადებული ნ.კ.-ს მკვლელობის განზრახვით, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედებდნენ. კერძოდ, მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, აღნიშნული პირები ნაქირავები ავტომანქანით თბილისში, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე მივიდნენ და ნ.კ.-ს ჩაუსაფრდნენ. საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით, ასევე დადგინდა, რომ ა.ჭ.-მ ნ.კ.-ს მიმართ ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლა განახორციელა და შემთხვევის…

მეტი...

“ნაციონალური მოძრაობა” მმართველ გუნდს საარჩევნო პლაკატების დაზიანებასა და მუქარაში ადანაშაულებს

“ნაციონალური მოძრაობა” მმართველ გუნდს საარჩევნო პლაკატების დაზიანებასა და მუქარაში ადანაშაულებს. ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი “ნაციონალური მოძრაობიდან”, მიშა ბოლქვაძე ირწმუნება, რომ მისი პლაკატი “ქართული ოცნები”ს წევრებმა დააზიანეს. კერძოდ კი, ამოჭრეს თვალები და პირი. ხელვაჩაურის მერობის კანდიდატმა თანაგუნდელებთან ერთად აქცია პერფომანსი გამართა, ის მსვლელობით “ქართული ოცნების” ოფისში მივიდა და დაზიანებული პლაკატი მიიტანა, პლაკატის ოფისში შეტანის უფლება მას “ქართული ოცნების” წევრებმა არ მისცეს. “ოცნების” შტაბში ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდეს, ოპონენტს კი საგამოძიებო ორგანოებზე მიმართვა ურჩიეს.

მეტი...

შსს-ში აცხადებენ, რომ ვერაზე ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გახსნილია

პოლიციამ თბილისში, ვერაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა, – აცხადებენ შსს-ში. საუბარია ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის ფაქტზე. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნეს. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2000 წელს დაბადებული ა.ჭ. და 1999 წელს დაბადებული გ.კ., 1999 წელს დაბადებული ნ.კ.-ს მკვლელობის განზრახვით, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედებდნენ. კერძოდ, მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, აღნიშნული პირები ნაქირავები ავტომანქანით თბილისში, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე მივიდნენ და ნ.კ.-ს ჩაუსაფრდნენ. საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით, ასევე დადგინდა, რომ ა.ჭ.-მ…

მეტი...

ე.წ.ფარული ჩანაწერები – პროკურატურაში ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია გამოკითხვაზე იმყოფებოდა

ე.წ.ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით თბილისის პროკურატურაში ტელეწამყვანი ინგა გრიგოლიას გამოკითხვაზე იმყოფებოდა. ჟურნალისტმა მედიის წარმომადგენლებს უთხრა, რომ პროკურატურაში მისი მისვლის მიზანია, გაარკვიოს, თუ რა მიმართულებით მიმდინარეობს გამოძიება. ინგა გრიგოლია უწყებაში ადვოკატ ლევან მახარაშვილთან ერთად იმყოფებოდა. “რადგან ამ დოზით კონტროლდება საზოგადოების ყველა აქტიური წევრის საუბარი, მიმოწერა, რადგან ამ დოზით ხდება მათი მიყურადება, ეს არის პირდაპირი გზა ურთიერთდაპირისპირებისკენ. ჩემი აზრით ეს სანახაობა დადგა ხელისუფლებამ, სხვას, როგორც გავარკვიე, არ ხელეწიფება წვდომა ჰქონდეს ამ ტიპის ფაილებზე,” – აცხადებს ინგა გრიგოლია.  ფარული ფაილები, რომელშიც, სავარაუდოდ, სასულიერო პირების პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციაა მოცემული, ინტერნეტში აღარ იძებნება. ბმული, სადაც ფაილები იყო განთავსებული…

მეტი...

“ხომ არ მოგწონთ? ისე არ მომწონს ჩემი ოჯახის წინააღმდეგ ცილისწამება, გგონიათ, რეზინის შვილები მყავს?!” – კალაძე ე. წ. “სისხლიან ბანერებზე”

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ე. წ. “სისხლიანი ბანერების”  თბილისის ქუჩებში კვლავ გამოჩენის საკითხს ეხმაურება, რომელზეც ოპოზიციის რამდენიმე ლიდერია გამოსახული წარწერით – “არა ნაცებს, არა ბოროტებას! არა ღალატს!”.    “მე პირადად არ მომწონს ეს. ჩემი საარჩევნო კამპანია მაქვს, ყოველთვის ვესაუბრები საზოგადოებას სამომავლო გეგმებზე. ვესაუბრები გამოწვევებზე. დღეს, მაგალითად პრეზენტაცია მქონდა, თუ რას ვაპირებ მომდევნო 4 წლის განმავლობაში სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით. ისიც გაირკვა ვინ გამოაკრა, ამასთან დაკავშირებითაც არსებობს ინფორმაცია. მერია არაფერ შუაშია, არანაირი უფლება არ აქვს მერიას ბანერის ჩამოხსნის, ან დაკიდების. არაფერი რეაგირება არ იქნება, ყველას აქვს გამოხატვის უფლება კანონის ფარგლებში, არის კომპანია “ალმა”,…

მეტი...

ე. წ. “სისხლიანი ბანერები” ისევ გამოჩნდა – ვინ დგას თბილისის ქუჩებში გამოფენილი პოლიტიკური განაცხადის უკან

თბილისის ქუჩებში ე. წ. “სისხლიანი ბანერები” ისევ გამოჩნდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ იდეის ავტორი არა რომელიმე პარტია, არამედ კერძო პირები არიან. მათ შორის ერთ-ერთი ვინც საზოგადოებას იდეის ავტორად გაეცნო, ბიზნესმენი მიხეილ გაბრიაძეა. ის ამბობს, რომ ბანერების განთავსება მისი და მისი მეგობრების ინიციატივაა, რადგან “ნაციონალური მოძრაობის” დაბრუნებას არ დაუშვებენ. “მე აპოლიტიკური ვარ საერთოდ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ მეორეჯერ ისინი არ უნდა დაბრუნდენ ჩვენს ქვეყანაში, სახელმწიფოს მართვაში. ჩემი პირადი და ჩემი მეგობრების აზრი და გადაწყვეტილებაა ეს,” – ამბობს ბიზნესმენი, მიხეილ გაბრიაძე.

მეტი...

„ურჩევნია „კოკაინს“ შეეშვას“ – კობახიძე გახარიაზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ყოფილ პრემიერ-მინისტრს, თბილისის მერობის კანდიდატ გიორგი გახარიას „კოკაინის“ მოხმარებაში ადანაშაულებს და ურჩევს, რომ შეეშვას.     „მთელ ევროპაში არის ერთადერთი კლინიკა, რომლის სახელსაც უკავშირდება პოლიტიკური სკანდალი სამედიცინო კვლევის გარშემო. ეს არის ძალიან ცნობილი სკანდალი – იუშჩენკოს სკანდალი, როდესაც კლინიკის მთავარი ექიმი გადადგა თანამდებობიდან იმის გამო, რომ მენეჯმენტს დაუპირისპირდა. მენეჯმენტი მას სთხოვდა, კვლევის შედეგების გაყალბებას. ეს არის ერთადერთი პოლიტიკური სკანდალი, რომელიც უკავშირდება ევროპულ კლინიკას და მაინცდამაინც ამ კლინიკაში გააგზავნა საკუთარი „ბანკა“, როგორც თავად ამბობს ხოლმე. ბუნებრივია, ეს ყველაფერზე მეტყველებს. მაინცდამაინც ეს კლინიკა შეარჩია. ასეთი „ბანკებით“ სირბილს ურჩევია,…

მეტი...

„3 ოქტომბრიდან შემთხვევების მატებას ველოდებით“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავართან“

„გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინამ კორონავირუსით ჰოსპიტალიზირებული პაციენტების რაოდენობა შეიძლება შეამციროს” – ეს განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ გააკეთა. როგორც პედიატრი განმარტავს,  კორონავირუსის ინფექციის გავრცელების რისკი ზამთრის პერიოდში აუცილებლად მოიმატებს. „მე-5 ტალღა არ იქნება განპირობებული ახალი მუტაციით, შესაბამისად დარწმუნებულები ვართ, რომ ის არ იქნება ისეთი მძიმე და სერიოზული, როგორიც აგვისტოს პიკი იყო. ველოდებით, რომ ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად, შესაძლებელია იყოს შემთხვევების სეზონური მატება, ზამთრის განმავლობაში დახურულ სივრცეში უფრო მეტი ადამიანი იყრის თავს. დახურულ სივრცეში კი ნიღბის ტარება ვერ ვისწავლეთ. შესაბამისად, ინფექციის…

მეტი...

ვირუსით 52 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 232 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 558 042 ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 52 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 498 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 997 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 692 შემთხვევა, აჭარა – 124, იმერეთი – 292, ქვემო ქართლი – 137, შიდა ქართლი – 154, გურია – 52, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 199, კახეთი – 220, მცხეთა-მთიანეთი – 56, სამცხე-ჯავახეთი – 41, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 30.

მეტი...

ვირუსით 1997 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 32 071 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 1 997 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 232 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  6.23% ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  593 763-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 17 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.23%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.27% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.02%.

მეტი...

„ერთი იუდა ყველა გუნდში არის და გასაკვირი არაფერია… იყო არავინ და აქციეს კაცად“ – ღარიბაშვილი გახარიაზე

„გიორგი გახარია არის შეცდომა, მე თუ მკითხავთ და ძალიან სამწუხაროა“ – ასე აფასებს მოქმედი პრემიერი ყოფილ პრემიერს და ამბობს, რომ  გახარიას პარტიის დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა დიდი ნდობა გამოუცხადა და მმართველი გუნდიც არაერთხელ გადაეფარა, თუმცა მან ღალატი ჩაიდინა. „ეს კაცი იყო არავინ, 2012 წლის არჩევნების შემდეგ ჩამოვიდა, მოიყვანა და რეკომენდაცია გაუწია ხუხაშვილმა და მაშინ დაინიშნა ჯერ ბიზნესომბუდსმენად, შემდეგ ეკონომიკის მინისტრად, შინაგან საქმეთა მინისტრად, შემდეგ პრემიერ-მინისტრად, ეს ყველაფერი ხდება რა თქმა უნდა პარტიის დამფუძნებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ნდობით. ამხელა ნდობა გამოუცხადა კაცმა და ეს არავინ აქცია კაცად. რომ იტყვიან, ჩააცვეს, დაახურეს, კაცად…

მეტი...

„ლგბტ ორგანიზაციის წევრებს თითქმის გადაწყვეტილი ჰქონდათ, მარშის ლოკაცია ლისის ტბაზე გადაეტანათ“ – ღარიბაშვილი

ივლისის მოვლენებზე „ინფორმაცია მაქვს, რომ ლგბტ ორგანიზაციის წევრებს თითქმის გადაწყვეტილი ჰქონდათ, პოლიციას დათანხებოდნენ, რომ უსაფრთხოების მიზნით მარშის ლოკაცია შეეცვალათ, მაგრამ სააკაშვილის საზოგადოება „სირცხვილიას“ დაჟინებული მოთხოვნით და მათი წახალისებით მათ ბოლო მომენტში გადაწყვიტეს, რომ უნდა ჩაევლოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა დეტალურად ისაუბრა ივლისის მოვლენებზე და აღნიშნა, რომ „სირცხვილიას“, სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის“ მთავარი ამოცანა იყო, შეტაკება მომხდარიყო პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის. „ეს ე.წ. ლგბტ კვირეული დაანონსებული იყო მანამდე და ეს საზოგადოება და ორგანიზატორები მუდმივ კომუნიკაციაში და კოორდინაციაში იყვნენ პოლიციასთან. პოლიციამ თავიდანვე სრული უსაფრთხოება უზრუნველყო მათთვის, თავისუფალი შეკრების…

მეტი...

„ლელო“ თავიდან ბოლომდე სააკაშვილის მართული პროექტია“ – პრემიერ-მინისტრი

„მამუკა ხაზარაძე და გიორგი გახარია სააკაშვილის მიერ არიან მართულები, ხაზარაძემ ანაკლია ვერ ააშენა და ახლა მილიარდ 500 მილიონს ედავება სახელმწიფოს“ – აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მისივე შეფასებით, მით, პარლამენტში მყოფი პარტიები, რომლებიც სააკაშვილთან არ არიან ალიანსში, კონსტრუქციული პარტიები არიან. „დღეს პარლამენტში არიან ჯანსაღი პარტიები, იგივე „ევროპელი სოციალისტები“, ალეკო ელისაშვილის პარტია, კონსტრუქციულად გამოიყურება ვაშაძეების პარტია. მოკლედ, სააკაშვილის გარდა და სამწუხაროდ უნდა ვახსენო, რომ გახარიაც მისი ნაწილი გახდა უკვე, გუშინ ვთქვი და გავიმეორებ, რა უნდა გააკეთო, როგორ უნდა მოახერხო კაცმა, რომ იყო პრემიერ-მინისტრი, პარტიის დამფუძნებლის ამხელა ნდობით სარგებლობდე და გახდე სააკაშვილის მიერ მართული…

მეტი...

„დაგვხვდა მასალა, სადაც აღბეჭდილი იყო უკანონო ჩანაწერები, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„დაგვხვდა მასალა სადაც აღბეჭდილი იყო უკანონო ჩანაწერები, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები,  მათ შორის უცხოელ დიპლომატებზე, ეს ჩანაწერები გავანადგურეთ, მაგრამ, ეს არ გამორიცხავს, რომ ასლები ბევრს გაეტანა და გაიტანეს კიდეც“ – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი. პრემიერ-მინისტრის თქმით, საზოგადოების დიდი ნაწილის, ჩვენი უცხოელი მეგობრებისა და პარტნიორების, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების თხოვნა, მოთხოვნა და რეკომენდაცია იყო, რომ „ქართულ ოცნებას“, ის არქივები, რაც დახვდა, განადგურებულიყო. მთავრობის მეთაურმა შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდი გაიხსენა, როდესაც ერთობლივი კომისიის გადაწყვეტილებით, რომლის შემადგენლობაში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, უკანონო მიყურადების ამსახველი აუდიო-ვიდეო მასალა განადგურდა. „მოგეხსენებათ, მე მაშინ ვიყავი მინისტრი და მოჰქონდათ კასრებით და…

მეტი...

გიორგი გახარია ნარკოტესტის პასუხს აქვეყნებს

თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ ავსტრიაში გაკეთებული ნარკოტესტის კვლევის პასუხი საკუთარ Facebook გვერდზე გამოაქვეყნა. კვლევის შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება არ დადასტურდა. “თმის ნიმუშის კვლევის პასუხამდეც რამდენიმე დღე დარჩა. ვენის წამყვან ჰოსპიტალში “RUDOLFINERHAUS” ჩატარებული ექსპერტიზის დეტალური კვლევების შედეგად, არანაირი ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება არ დადასტურდა. #დებატებიდაიდოს,” – წერს გიორგი გახარია.

მეტი...