დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოითხოვს კომპანიამ აღადგინოს ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერები

მეორე დღეა, დედაქალაქში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერების სხვა, პოლიტიკური შინაარსის ბანერებით გადაფარვა დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და კომპანია „ალმას“ დაპირისპირების თემაა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი მეორე წერილს აქვეყნებს და მოითხოვს, კომპანიამ ძველი ბანერები ტავის ადგილას დააბრუნოს. ცენტრის განცხადებას „მედიაცენტრი მთავარი“ უცვლელად გთავაზობთ:    „რადგან საკითხი დღეს ქვეყნისთვის ყველაზე უმნიშვნელოვანეს პრობლემას ეხება, რაც თქვენს კომპანიასაც ეს სრულად აქვს გაცნობიერებული და პირდაპირ კავშირშია მოსახლეობის ფართო მასების სიცოცხლესა და ჯანმრთელობასთან, საყოველთაოდ ცნობილია, რომ მსოფლიოში COVID-19 პანდემიის დასრულება მხოლოდ ვაქცინაციით არის შესაძლებელი და ამისათვის, რაც შეიძლება სწრაფად უნდა აიცრას მოსახლეობის უმეტესი…

მეტი...

კახა ოქრიაშვილის ინფორმაციით, დმანისის მერობის კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრაზე ოპოზიციის ორი აქტივისტი დანით დაჭრეს

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის კახა ოქრიაშვილის ინფორმაციით, დმანისის მერობის კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრაზე ოპოზიციის ორი აქტივისტი დანით დაჭრეს. როგორც ოქრიაშვილი აცხადებს, დმანისის მერობის შეთანხმებული კანდიდატის გიორგი ტატუაშვილისა და მისი ორგანიზებით გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე, “ოცნების“ წარმომადგენლებმა ოპოზიციის აქტივისტები სოფელ განთიადში დაჭრეს. “სოფელ განთიადში, წინასაარჩევნო შეხვედრის დროს თავს დაესხნენ და დანით დაჭრეს ოპოზიციის აქტივისტები. თავდამსხმელები იგივე ადამიანები არიან, ვინც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე თავს გვესხმოდნენ მე და ჩემს მომხრეებს და ისინი უკვე არიან ნასამართლევი. ეს ხალხია: ზურაბ ოკმელაშვილი, „ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი მიხეილ დაუთაშვილი და მისი ვაჟი, დავით დაუთაშვილი. ოპოზიციის ორივე მომხრე უკვე გადაყვანილია საავადმყოფოში.…

მეტი...

“ვაქცინაციის პროცესის შეფერხების უკან დგას მოქალაქეების დამოკიდებულება პანდემიის მიმართ” – ივანე ჩხაიძე

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე ვაქცინაციის ტემპის ვარდნაზე და მის გამომწვევ მიზეზებზე საუბრობს.  ჩხაიძის თქმით, მთავარი პრობლემა საზოგადოების დამოკიდებულება პანდემიის მიმართ.  “ვაქცინაციის პროცესი მნიშვნელოვნად შემცირებულია, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი სიგნალია. ასეთი ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში დიდი რისკის ქვეშ დადგება ჩვენი მთავარი მიზანი. უნდა შევძლოთ მოზრდილი ადამიანების 60%-ის ვაქცინაცია.  ამის უკან არ დგას არც ვაქცინების დეფიციტი, არც ვაქცინაციის პროცესის ხელმისაწვოდმობა. ამის უკან დგას ჩვენი თანამოქალაქეების დამოკიდებულება ვაქცინაციის და პანდემიის მიმართ,”- აცხადებს ივანე ჩხაიძე. 

მეტი...

“მაგრად ტეხავს… გამოაფინეს ისევ პლაკატები, იქ მე ვარ ცენტრში… არ გიტყდებათ?” – მიხეილ სააკაშვილის მორიგი ვიდეომიმართვა

საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თბილისში ბანერის გამოკვრას ეხმაურება, სადაც თავადაც არის გამოსახული. „თქვენ იცით, რომ გამოაფინეს ისევ პლაკატები. იქ მე ვარ ცენტრში .ამ პლაკატების ავტორი, ვინც ჩამოიყვანა არის ვიღაც ავანტიურისტი, სრული ნაძირალა, გადამთიელი, ისრაელიდან ჩამოთრეული ივანიშვილის მიერ. როგორ ეზიზღებით ივანიშვილს და როგორი დაბალი წარმოდგენა აქვს ქართველი ხალხის ინტელექტზე, რომ ამ ნაგავს აძლევს უამრავ ფულს და თვლის, რომ ის დაგასიაფანდებთ. არ გვეთაკილება, რომ ასეთი სიტუაციაა? არ გიტყდება პირდაპირ რომ გითხრათ? მაგრად ტეხავს უბრალოდ და ძალიან ვწუხვარ, რომ ამ დონემდე მივედით. ეს ყველაფერი უნდა დამთავრდეს, ყველაფერს აქვს საზღვარი“,- ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

მეტი...

“რიგგარეშე სხდომასა და საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით საუბარი არის სპეკულაცია” – ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, რიგგარეშე სხდომის მოწვევის საკითხზე საუბარი მარტივი სპეკულაციაა. კობახიძის განმარტებით, ყველამ იცის, რომ არჩევნებამდე ერთი თვის განმავლობაში არ ტარდება პლენარული სხდომები, ამასთან ერთად, ყველა დეპუტატი მთლიანად გადართულია საარჩევნო პროცესზე. „ასეთ დროს შეუძლებელია სხდომის გამართვა. როცა ეს იცი და მაინც გამოდიხარ ასეთი ინიციატივით, თავისთავად არის სპეკულაცია“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. ამავდროულად, კობახიძის თქმით, სპეკულაციაა გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საუბარი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე. „ვფიქრობ, რომ საუბრები ამ თემაზე საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით ასევე არის სპეკულაცია. ზოგადად,  ეს არის სენსიტიური საკითხი. საქმე ეხება სენსიტიურ უწყებას, სფეროს და როდესაც…

მეტი...

“პარლამენტში სუსის უფროსის მოსმენით არაფერი დაშავდება, თუმცა შედეგზე გასვლის დიდი მოლოდინი არ მაქვს” – თინა ბოკუჩავა

“ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” ოპოზიციის ნაწილის კრიტიკას პასუხობენ. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, თინა ბოკუჩავას მოსაზრებით, რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის ჩანიშვნითა და იქ სუსის უფროსის მოწვევით არაფერი დაშავდება, თუმცა, არც არაფერი შეიცვლება.  “ჩემი მოსაზრებაა, რომ თავად ამ მოსმენით არაფერი დაშავდება, თუმცა შედეგზე გასვლის დიდი მოლოდინი არ მაქვს, რადგან ამ პარლამენტს არანაირი უფლებამოსილება რეალურად აღარ გააჩნია იმისთვის, რომ ანგარიშვალდებულების ის მექანიზმები, რაც ნორმალურ, კონსტიტუციური განწყობილებით გათვალისწინებულ სახელმწიფოში უნდა არსებობდეს, ამ პარლამენტს არ აქვს, რადგან სხვაგვარად აქამდეც აამუშავებდა ამ ბერკეტებს, მათ შორის, სუსთან მიმართებაში, რომელიც კონსტიტუციის პირდაპირ პარლამენტთან უნდა იყოს ანგარშვალდებული,”- აცხადებს თინა ბოკუჩავა. 

მეტი...

კოვიდით გარდაცვლილის ოჯახი “გორმედის” წინააღმდეგ

გარდაცვლილი კახაბერ ელისაშვილის ოჯახი კოვიდმიმღები კლინიკა “გორმედის” ექიმებს პაციენტის არასწორ მართვაში ადანაშაულებს და მომხდარზე რეაგირებას მოითხოვს. როგორც კახაბერ ელისაშვილის ოჯახის წევრები “კურიერთან” ჰყვებიან, 49 წლის მამაკაცს ქრონიკული დაავადები არ აწუხებდა და ფიქრობენ, რომ არც კოვიდით გამოწვეულ დაზიანებას შეეძლო პაციენტის სიკვდილი გამოეწვია, რადგან დაავადებით გამოწვეული გართულებები დაბალი ქულით იყო შეფასებული. ელისაშვილები ასაჯაროებენ სატელეფონო საუბრის ჩანაწერებს, სადაც პაციენტი დახმარებას ითხოვდა. კლინიკა “გორმედში” ელისაშვილების ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ გარდაცვალება ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელ გართულებას მოჰყვა.

მეტი...

“ეპიდვითარების პოლიტიზება რამენაირად თავიდან უნდა ავიცილოთ” – დიმიტრი ხუნდაძე

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ეპიდემიოლოგიური ვითარების პოლიტიზება რამენაირად თავიდან უნდა იქნას აცილებული, რადგან ეს საფრთხეებს ზრდის. აღნიშნული კომენტარით ხუნდაძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ვაქცინაციისკენ მოწოდების ბანერების სხვა შინაარსის ბანერებით ჩანაცვლებაზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხებოდა. „ვფიქრობ, ერთ-ერთი აუცილებელი პირობა არის ის, რომ ეპიდვითარების პოლიტიზება რამენაირად თავიდან უნდა ავიცილოთ. ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილისთვის ეს ხელსაყრელი პირობაა და ეფექტურობის თვალსაზრისით ჩვენთვის მათთან საუბარი პრაქტიკულად შეუძლებელია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეპიდვითარების პოლიტიზება ზრდის საფრთხეებს. ამიტომ, დავიცვათ ჯანმრთელობა და პოლიტიკას მივხედოთ იმ წესებით, რა წესებიც არსებობს საარჩევნო პროცესისთვის და რაც მიღებულია მაღალი სტანდარტის დემოკრატიული ქვეყნებისთვის“, –…

მეტი...

ვატო შაქარიშვილი მედიისთვის ცენზურის დაწესებას ითხოვს

საბურთალოს მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი ვატო შაქარიშვილი მედიისთვის ცენზურის დაწესების ინიციატივით გამოდის.მისი თქმით, “მედიაში უნდა აიკრძალოს ცილისწამება, ადამიანებზე ფსიქოლოგიური ძალადობა და ყალბი ამბების გავრცელება”. „TV პირველი“, „მთავარი არხი“ და „ფორმულა“ – სამი ტელევიზია მიზანმიმართულად, ყველანაირი ბინძური მეთოდით, მედია სტანდარტების და ეთიკური ნორმების დარღვევით ებრძვის ქართულ სახელმწიფოს და ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას. მათთვის მიუღებელია ნებისმიერი ალტერნატიული აზრი. სამივე ტელევიზიის მენეჯმენტი და დამფინანსებლები სხვადასხვა მძიმე დანაშაულებში არიან ბრალდებულები. ისინი მოპარული და კორუფციული „შავი ფულით“ აფინანსებენ ამ ტელევიზიებს. ცოტა ხნის წინ ე.წ. მედია რევოლუციონერებიც ვიხილეთ, რომლებიც ღიად მოუწოდებდნენ ადამიანებს ხელისუფლების დამხობისკენ, ითხოვდნენ სასულიერო პირების გაპარსვას…

მეტი...

რუსთავში “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერს თავს დაესხნენ

რუსთავში “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერს, ვანო გველესიანს სცემეს. ოჯახის წევრების თქმით, დაზარალებულ 55 წლის მამაკაცს, ღამით, საკუთარ სახლთან უცნობი პირი თავს დაესხა. მათივე განმარტებით, თავდასხმა პოლიტიკური ნიშნით მოხდა. დაზარალებული რუსთავის კლინიკაში გადაიყვანეს, მას დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული.

მეტი...

“სამართალმა იზეიმა, მეგის ქარდავას უკვე შეუძლია, პასუხი გასცეს როგორც დაზარალებულების ოჯახებს” – თეა წულუკიანი

რა დაუშავა ქართველ ხალხს მეგის ქარდავამ მოქალაქეებს და პატიმრებს, ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებში, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოში ექსტრადირებულ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ყოფილ უფროს მეგის ქარდავასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, სამართალმა იზეიმა და ქარდავას ახლა უკვე შეუძლია, პასუხი გასცეს როგორც დაზარალებულების ოჯახებს, ასევე ქართულ კანონს. „რა დაუშავა ქართველ ხალხს ბატონმა ქარდავამ მოქალაქეებს და პატიმრებს, ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებში. ეს გახლავთ – კუხალაშვილის საქმე, „ციხის ბუნტი“ ორთაჭალის ციხეში, სადაც სტრასბურგის სასამართლომ და არა ვინმემ, თქვა, რომ დაირღვა სიცოცხლის უფლება და ამას შეეწირა არაერთი ახალგაზრდის სიცოცხლე. ასევე, „ნავთლუღის“…

მეტი...

„ალმას“ პასუხი ამირან გამყრელიძეს

კომპანია “ალმა” დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორ ამირან გამყრელიძის წერილს პასუხობს. კომპანიის განცხადებით, ისინი ვაქცინაციის კამპანიისთვის სივრცეს უსასყიდლოდ თმობდნენ, ხოლო NCDC-ს  კამპანიის გაგრძელების სურვილი არ გამოუთქვამს, რის გამოც, „ალმას“ განმარტებით, მათ ბილბორდები ჩამოხსნეს. “მიმდინარე წლის აპრილის თვეში, სარეკლამო კომპანია ალმამ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მხარდასაჭერად, ქვეყნის მასშტაბით უსასყიდლოდ გამოყო 40 გარე სარეკლამო მონიტორი და 14 სარეკლამო ბილბორდი, რითაც მაქსიმალურად შეუწყო ხელი საზოგადოების ვაქცინაციისკენ მოწოდების კამპანიის ეფექტიანად განხორციელებას. აღნიშნული მხარდამჭერი აქცია ხორციელდებოდა მიმდინარე წლის 14 აპრილიდან და საწყის ეტაპზე დაგეგმილი იყო 3 თვის ვადით. ალმამ პირნათლად შეასრულა თავისი დანაპირები ვაქცინაციის მხარდაჭერის კამპანიის ფარგლებში და მიმდინარე წლის…

მეტი...

“მეგის ქარდავას ამბავმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, როგორი ღრმა პრობლემა გვაქვს” – გიგა ბოკერია

მე ვთვლი, რომ მეგის ქარდავას ამბავმა გვაჩვენა კიდევ ერთხელ, როგორი ღრმა პრობლემა გვაქვს, როცა გვყავს ხელისუფლება, რომელიც ამ ტიპის დანაშაულში მხილებულ ადამიანს საარჩევნო ამოცანებისთვის უკეთებს ექსტრადირებას არჩევნების წინ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა. მისი თქმი, მეგის ქარდავა სწორედ არჩევნების წინ გაახსენდათ და კანონის უზენაესობის დაცვა რეალურად არაფერ შუაშია. „აქამდე კი არ აინტერესებდათ, ახლა დააინტერესათ. მათი ამოცანაა, არა კანონის უზენაესობის დაცვა, მართლმსაჯულების განხორციელება ან რეალურად რამის გამოძიება და დამტკიცება, არამედ პიარისთვის და პროპაგანდისთვის ამის გამოყენება. ამასაც წერტილი უნდა დავუსვათ ჩვენ მომავალში, როდესაც მართლმსაჯულება რეჟიმისთვის არის მხოლოდ პროპაგანდის ინსტრუმენტი…

მეტი...

თურქეთი არ ცნობს რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში ჩატარებულ დუმის არჩევნებს

თურქეთი არ აღიარებს ანექსირებულ ყირიმში 17-19 სექტემბერს გამართულ რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნებს, რომელსაც თურქეთისთვის არავითარი იურიდიული ძალა არ გააჩნია. ამის შესახებ ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელშიც აღნიშნულია, რომ თურქეთი კვლავინდებურად უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და არ აღიარებს ყირიმის უკანონო ანექსიას. თურქეთის განცხადების პასუხად რუსეთის დიპლომატიური უწყების წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ, აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში არასოდეს არ ტოვებენ უპასუხოს „მსგავს განცხადებებს“. „თუ მათ არ მობეზრდათ მოსკოვისგან ამის შესხენება და შესაბამისი საყვედურები, ესე იგი ისინი ამტანები არიან. მაგრამ ეს არაფერს არ იძლევა, გარდა იმისა, რომ ჩვენ ვაკეთებთ…

მეტი...

შარლ მიშელმა აშშ-ს, ბრიტანეთისა და ავსტრალიის ალიანსს უცნაური უწოდა

შტატების, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის ალიანსს ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტები გამოეხმაურნენ. შარლ მიშელმა შტატების, ბრიტანეთისა და ავსტრალიის მხრიდან ამ საქციელს ძალიან უცნაური უწოდა და მათ შეახსენა, რომ ერთგულება და გამჭვირვალობა ალიანსის ელემენტარული პრინციპებია. ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ავსტრალიის, დიდი ბრიტანეთისა და შტატების საფრანგეთისადმი დამოკიდებულება მიუღებელია. მისი თქმით, ურთიერთობების ჩვეულ რეჟიმში გაგრძელებამდე, ეს საკითხი უნდა გაირკვეს. თავის მხრივ, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ პარიზი შტატებისგან, ბრიტანეთისგან და ავსტრალიისგან განმარტებებს ელოდება.

მეტი...

დედაქალაქში 23 სექტემბრიდან მიკროავტობუსები რამდენიმე ახალ მარშრუტზე იმოძრავებს

დედაქალაქს 23 სექტემბრიდან მიკროავტობუსების ახალი მარშრუტები დაემატება და მოსახლეობას 21 განახლებული მარშრუტი მოემსახურება. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, მარშრუტი N3 ჩანაცვლდება მიკროავტობუსი N403-ით და ვარკეთილის II მიკრორაიონიდან (კორპუსი N25-ის მიმდებარედ) მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“ იმოძრავებს; მარშრუტ N106-ს მიკროავტობუსი N406 ჩაანაცვლებს, რომელიც მგზავრებს ვარკეთილის IV მიკრორაიონის II რიგიდან (N15 კორპუსის მიმდებარედ) მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიამდე მოემსახურება; მარშრუტი N19 ჩანაცვლდება მიკროავტობუსი N407-ით და შოთა ნადირაშვილის ქუჩიდან („დირსი“) მეველეს ქუჩამდე გადაადგილდება; მარშრუტი N217 ჩანაცვლდება N417-ით და მგზავრებს მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან გიორგიწმინდას დასახლებამდე (დ. აღმაშენებლის ქ. N100-ს მიმდებარედ) მიიყვანს; მარშრუტი N18 ჩანაცვლდება მიკროავტობუსით – N418 და გადასასვლელი ხიდიდან მერი შერვაშიძის ქუჩამდე (ნიკოლოზ…

მეტი...

კოვიდინფიცირებული ამომრჩევლებისთვის კოვიდუბნების შექმნის საკითხმა ცესკოს სხდომაზე საჭირო მხარდაჭერა ვერ მიიღო

იმედს ვიტოვებ, რომ კოვიდუბნები აუცილებლად შეიქმნება, რათა კოვიდინფიცირებულ ამომრჩევლებს მიეცეთ არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სიორიძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. სიორიძის განმარტებით, კოვიდუბნების საკითხი ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინა სხდომაზე იყო გამოტანილი და საკმარისი ხმების რაოდენობა ვერ მიიღო, თუმცა დღეს აღნიშნულ საკითხს ხელმეორედ განიხილავენ. „კვირას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე სწორედ ეს საკითხი იყო გამოტანილი, თუმცა შესაბამის დადგენილებას არ ჰქონდა შესაბამისი მხარდაჭერა – 11 ხმა მიიღო, როდესაც სჭირდებოდა 12. კოვიდუბნების საკითხი ჯერჯერობით ღიაა, თუმცა დღეს საღამოს არის ცესკო-ს სხდომა, სადაც ეს საკითხი ხელმეორედ გამოდის და იმედს ვიტოვებ, რომ…

მეტი...

ჭყონდიდის ეპარქიაში ბერები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ხმაური იყო ჭყონდიდის ეპარქიაში, სალხინოს მამათა მონასტერში მისულ დეკანოზ ტარიელ რუხაძეს, რომელიც ეპარქიის ეკონომისტია, განკვეთილი სასულიერო პირები დაუპირისპირდნენ. დეკანოზმა წირვის შემდეგ კელიებში გადაინაცვლა და მათ ბრძანება გააცნო, ასევე, მათ უთხრა, რომ ობიექტები უნდა დაილუქოს, შემდეგ კი აღწერა დაიწყოს. სწორედ ამან გამოიწვია განკვეთილი სასულიერო პირების გაღიზიანება. საბოლოოდ, სიტუაცია მას შემდეგ განიმუხტა, რაც მეუფის წარგზავნილმა პირებმა კელია დატოვეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

მეტი...

ე.წ. ფულის გათეთრების საქმე, ბადრი ჯაფარიძე სასამართლო პროცესების გადადებას მოითხოვს

ე.წ. ფულის გათეთრების საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში გრძელდება. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის წერილობითი მტკიცებულებების განხილვა მოხდება. სასამართლო პროცესს მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დაესწრებიან. ბადრი ჯაფარიძე მოსამართლეს მიმართავს თხოვნით, რომ გადაიდოს სასამართლო პროცესები.  “ფაქტია, რომ პროცესები ხელისშემშლელია წინასაარჩევნო კამპანიების ჩატარებას. ამიტომ ჩვენ მოსამართლეს მივმართავთ, რომ გადაიდოს პროცესები,”- აცხადებს ჯაფარიძე.  მათი ადვოკატები ამბობენ, რომ არცერთი მოწმე არ ადასტურებს ხაზარაძისა და ჯაფარიძის მხრიდან ჩადენილ დანაშაულს.

მეტი...

საქართველოში ისევ დაბალია აცრის დღიური მაჩვენებელი

საქართველოში წინა დღესთან შედარებით თითქმის გაორმაგებულია, თუმცა, ისევ დაბალია აცრის მაჩვენებელი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გასული დღის განმავლობაში, 20 სექტემბერს აიცრა 15 096 ადამიანი. ბოლო რამდენიმე დღეა ვაქცინაციის დღიური მაჩვენებელი 20 ათასსაც არ აღწევს, მაშინ, როცა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო იმუნიზაციის მიზნის მისაღწევად აუცილებლად მიიჩნევენ დღეში 25 000-30 000 აცრის გაკეთებას.

მეტი...

“თუ მოსმენა უკანონოა, ესაა ყოვლად მიუღებელი და რეაგირება უნდა მოჰყვეს” – კახა კუჭავა

თუ მოსმენა უკანონოა, ესაა ყოვლად მიუღებელი და რეაგირება უნდა მოჰყვეს. არ აქვს მნიშვნელობა ვისი მოსმენა ხდება, ჩვეულებრივი ადამიანიც რომ იყოს,- ამის შესახებ პარლამეტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა კალაძის განცხადებას, რომ „აუცილებლად უნდა მოუსმინონ ვინც მოსასმენია და თუ საჭიროა დიპლომატებსაც“. როგორც კუჭავამ აღნიშნა, თუ სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, არავის მოსმენა კანონიერი არ არის. „თუ უკანონო მოსმენაზე ვსაუბრობთ, უკვე დარღვევაა და დანაშაულია. ის, თუ უსაფრთხოების სამსახური ვის ჩათვლის საჭიროდ, რომ მოუსმინოს კანონმდებლობის ფარგლებში, ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი და გადასაწყვეტია შესაბაბისი უწყებების მიერ. ის კითხვებია, რომელიც უნდა დაისვას და შესაბამისად, კომპეტენტურმა პირებმა ამ…

მეტი...

დღეიდან გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე მსოფლიო ლიდერები წარდგებიან

დღეიდან გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე მსოფლიო ლიდერები წარდგებიან. ნიუ იორკში, გაერო-ს შტაბბინაში დაგეგმილ ღონისძიებებში მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში 70-ზე მეტი ლიდერი, 30 ქვეყნის მთავრობის მეთაური და 20 საგარეო საქმეთა მინისტრი მიიღებს მონაწილეობას. წელს გაერო-ს ასამბლეა ჰიბრიდულ, ანუ ნახევრად დისტანციურ რეჟიმში იმართება. უმაღლესი რანგის სტუმრების მიერ განსახილველ თემებს შორის იქნება „კოვიდ-19“-ის პანდემიასთან ბრძოლა, კლიმატის ცვლილებები, მწვანე ენერგეტიკაზე გადასვლა და საერთაშორისო პოლიტიკის აქტუალური თემები. პირველ დღეს სტუმრებს სიტყვით მიმართავენ თურქეთის, მექსიკის, სამხრეთ კორეისა და პოლონეთის პრეზიდენტები. აშშ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ნიუ იორკში ჩავა და გაერო-ს ტრიბუნასთან სიტყვით გამოვა. 22 სექტემბერს ბაიდენი ვირტუალურ ფორმატში გამართავს სამიტს,…

მეტი...

მარნეულში დააკავეს ძმები, რომლებმაც მამაკაცი გაიტაცეს, გაკოჭეს და არხში გადააგდეს

მარნეულში მომხდარი მკვლელობის შესახებ. ჩვენი ინფორმაციით, დაკავებულნი არიან ძმები, რომლებმაც შურისძიების მოტივით ახალგაზრდა მამაკაცი გაიტაცეს, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, გაკოჭეს და არხში გადააგდეს. სამართალდამცველებმა ძმები განზრახ მკვლელობისთვის დააკავეს. მათთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი პირი.  მამაკაცი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, დანაშაულის მოტივი პირადი შურისძიებაა.

მეტი...

“მივესალმები დებატებს ყველა კანდიდატს შორის, რამდენიმე კანდიდატთან დებატები სხვების მიმართ უპატივცემულობა იქნებოდა” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მისასალმებელია დებატების გამართვა ყველა მერობის კანდიდატთან. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ზოგიერთს უნდოდა, რომ მხოლოდ რამდენიმე კანდიდატთან გამართულიყო დებატები, რაც სხვა კანდიდატების მიმართ უპატივცემულობა იქნებოდა. „ჩემი მოთხოვნა იყო, რომ 16-ვე მერობის კანდიდატი ერთად დავმსხდარიყავით და გვქონდეს შესაძლებლობა, საზოგადოებას ვესაუბროთ ჩვენს საარჩევნო პროგრამაზე. ვესაუბროთ, ვინ როგორ ხედავს ქალაქის განვითარებას, როგორ წარმოუდგენია იმ პროექტების განხორციელება, რომელიც თბილისისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი...

„ნაცმოძრაობის თავმჯდომარის განცხადება უპასუხისმგებლობა და შეცდომაა“ – ხათუნა სამნიძე

ოპოზიციონერი დეპუტატი, ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ წარმომადგენელი ხათუნა სამნიძე ნიკა მელიას განცხადებას უპასუხისმგებლოს უწოდებს და ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პარლამენტში სუსის უფროსის მოწვევის აუცილებლობაზე საუბრობს. საკანონმდებლო ორგანოში საგანგებო სესიის მოწვევის წინააღმდეგია „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“, თუმცა ოპოზიციის ნაწილი, მათ შორის „ლელო“ და „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ დეპუტატებს მოუწოდებს მხარი დაუჭირონ გრიგოლ ლილუაშვილის პარლამენტში დაბარების საკითხს. „მე პირადად წინააღმდეგი ვარ 2 ოქტომბრამდე ამ თავყრილობაში მონაწილეობა მივიღო. „ნაციონალური მოძრაობის“ არცერთ დეპუტატს არ სცალია ბიძინა ივანიშვილის თავყრილობაში მიიღოს მონაწილეობა, რადგან უმრავლესობა მათგანი არის კანდიდატი და ველზე გასული“, – აცხადებს ნიკა მელია, რასაც ხათუნა სამნიძის კრიტიკა მოჰყვა. „ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის განცხადება არის უპასუხისმგებლობა…

მეტი...

დააკავეს მამაკაცი, რომელმაც სიგარეტის გამო 21 წლის მოცეკვავე საკუთარი ხანჯლით დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი 27 წლის მამაკაცი, ბ.ღ დააკავა.  უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირმა მიმდინარე წლის 29 მაისს, თბილისში, უზნაძის ქუჩაზე, “აფხაზეთის განათლების ცენტრის” მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა 1999 წელს დაბადებულ ლ.ს.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებულის იდენტიფიცირება მალევე მოახდინეს, მიმდინარე წლის 31 მაისს ბ.ღ.-ს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. 2 ივნისს კი, მოსამართლის განჩინებისა და პროკურორის დადგენილების საფუძველზე, ბ.ღ. ძებნილად გამოცხადდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შემდეგ, თბილისში დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით გრძელდება, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და…

მეტი...

შსს-მ განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ძებნილი, 1994 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბ.ღ. დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირმა მიმდინარე წლის 29 მაისს, თბილისში, უზნაძის ქუჩაზე, „აფხაზეთის განათლების ცენტრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა 1999 წელს დაბადებულ ლ.ს.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. „სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული პირის იდენტიფიცირება მალევე მოახდინეს, მიმდინარე წლის 31 მაისს ბ.ღ.-ს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. 2 ივნისს კი, მოსამართლის განჩინებისა და პროკურორის დადგენილების საფუძველზე, ბ.ღ. ძებნილად გამოცხადდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული,…

მეტი...

46 გარდაცვლილი და 2 470 ახალი შემთხვევა – კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა საქართველოში

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 470 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 46 ადამიანი. ინფექციისგან განიკურნა 2 243 პაციენტი.  დღიურად ჩატარებული ტესტირების რაოდენობა – 34 250. კორონავირუსის აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა ამ ეტაპზე 23 976-ია.

მეტი...

სამი ოჯახის ტრაგედია – 40 დღე წინანდლის სისხლიანი გარჩევიდან

წინანდლის ტრაგედიიდან 40 დღე გავიდა, დღესვე ცნობილი ხდება, რომ ოლიპმიურ ჩემპიონს, ზურაბ ზვიადაურს ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიულ ექსპერტიზას ჩაუტარებენ. მას ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში უახლოეს დღეებში გადაიყვანენ. შეგახსენებთ, წინანდალში, 16 აგვისტოს 3 ადამიანი მოკლეს, მათ შორის ერთი ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური. შსს-მ ორი პირი დააკავა. ზურაბ ზვიადაური ერთი ადამიანის განზრახ მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, 1977 წელს დაბადებული ჯაბა ჯ. დააკავეს. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზურაბ ზვიადაურმა იმ მამაკაცს ესროლა, რომელმაც გასროლა მისი ძმის და რამდენიმე პირის მიმართულებით განახორციელა. ზვიადაურს…

მეტი...

ზურაბ ზვიადაურს ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიულ ექსპერტიზას ჩაუტარებენ

სოფელ წინანდლის ტყეში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ოლიმპიურ ჩემპიონს, ზურაბ ზვიადაურს ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიულ ექსპერტიზას ჩაუტარებენ. მას ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში უახლოეს დღეებში გადაიყვანენ. რაც შეეხება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო ცნობას, როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ზვიადაურის ადვოკატი მაგდა კოტრიკაძე აცხადებს, ბრალდებულს ჯანმრთელობის მწვავე მდგომარეობა დაუდგინდა და ხერხემალზე ოპერაცია ესაჭიროება. შეგახსენებთ, წინანდალში, 16 აგვისტოს 3 ადამიანი მოკლეს, მათ შორის ერთი ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური. შსს-მ ორი პირი დააკავა. ზურაბ ზვიადაური ერთი ადამიანის განზრახ მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, 1977 წელს დაბადებული…

მეტი...

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს აღნიშნავს

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა აღევლინება. სამების საკათედრო ტაძარში ლოცვას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს მოსაყდრე, შიო აღავლენს. ღვთისმშობლობას საქართველოში მე-4 საუკუნიდან აღნიშნავენ.

მეტი...

“ვერავითარი სხდომა ვერ შედგება” – ირაკლი კობახიძე ოპოზიციის ინიციატივას სპეკულაციას უწოდებს

პოლიტიკური სპეკულაცია და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობა – ასე აფასებენ მმართველი გუნდის წარმომადგენლები “ლელოს” და “სტრატეგია აღმაშენებლის” ინიციატივას საგანგებო სხდომის ჩატარებასთან დაკავშირებით. “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ რეგლამენტის მიხედვით, არჩევნებამდე 1 თვით ადრე საპარლამენტო სხდომა არ ტარდება.  “ვერავითარი სხდომა ვერ შედგება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ აბსოლუტურად ყველა დეპუტატი, როგორც მაჟორიტარი, ისე არამაჟორიტარი არის თავიდან ბოლომდე ჩართული საარჩევნო კამპანიაში. ასევე, არის რეგლამენტის ნორმა, რომლის მიხედვითაც, როგორც წესი, არჩევნებამდე 1 თვის განმავლობაში საპარლამენტო სხდომა არ ტარდება. ეს იცის “ლელომ”, ამის მიუხედავად, რაღაცას სპეკულირებენ, რაც არ არის სწორი მოქმედება,”-აცხადებს კობახიძე. მმართველი გუნდის…

მეტი...

„6 სექტემბრის დილას, ავტოავარიის შედეგად ჩემი ძმის, პაატა მახარაძის სიცოცხლე შეჩერდა“ – ცნობილი მევიოლინე ბელა მახარაძე

„მე რომ მოვკვდები, ნუ დამიტირებთ – არა ვარ ღირსი, მიდნორს მიმაგდეთ, ლეშს ფრინველი ჭამს – ხვედრია მისი, სულზე ილოცეთ, ცოდვა ბევრი მაქვს – ჩემი თუ სხვისი, მოინანიეთ, არ დაიზაროთ – ხსნის გზაა ვიცი“ – ეს გახლავთ პაატა მახარაძის ანდერძი, რომელმაც სიცოცხლე 6 სექტემბერს ავტოავარიის შედეგად დაასრულა. პაატა მახარაძე გახლდათ გერმანიაში მოღვაწე მევიოლინე ბელა ბერკემერ-მახარაძის ძმა. ბელა მახარაძე გარდაცვლილ ძმას იხსენებს და მის ანდერძსაც გვიზიარებს. „თავზარდამცემი მწუხარება, რომელსაც ბედნიერების წამში დამარცხება ძალუძს და რომელიც მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასა და ჯოჯოხეთში მოგზაურობას უფრო წააგავს, ვიდრე იმ რეალობას, რომელზეც გინდა თუ არა, თვალის…

მეტი...

ნიკოლოზ კვარაცხელიას დღეს დაკრძალავენ

ანჯაფარიძის ქუჩაზე მოკლულ 22 წლის ნიკოლოზ კვარაცხელიას დღეს დაკრძალავენ. სანამ გამოძიება დამკვეთის კვალზე გავა, მანამდე დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა შეეფარდათნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობისთვის შესრულებისთვის ძებნილ ორივე პირს. ბრალდებულებს იარაღის ჯგუფურად უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და დამამძიმებელ გარემოებები ჩადენილ განზრახ ჯგუფურად მკვლელობას ედავებიან. ცნობისთვის, მკვლელობა 15 სექტემბერს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე გახსნილად გამოაცხადა, თუმცა ბრალდებულები ჯერ არ დაუაკვებიათ. ნიკოლოზ კვარაცხელიას დღეს, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.

მეტი...

“საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული მოსკოვის დესტრუქციული ნაბიჯი“ – საგარეო უწყება

რუსეთში, დუმის არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც  საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარდა, საქართველოს საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს. როგორც სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული ქმედება უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს და სრულად უგულვებელყოფს გაეროს წესდებასა და ჰელსინკის დასკვნით აქტს. „ის ფაქტი, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობა რუსეთის სახელმწიფო დუმაში – რუსულ პარტიებთან ერთად – ვორონეჟის, ლენინგრადის, სამარის ოლქებისა და იმიერბაიკალეთის მხარის მაჟორიტარ დეპუტატებს ირჩევს, ნათლად მიუთითებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დე-ფაქტო ანექსიის მიმდინარე პროცესზე. იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციამ 2000-იანი წლების დასაწყისიდან განახორციელა უკანონო, იძულებითი პასპორტიზაცია და დღემდე აგრძელებს აღნიშნული რეგიონების ოკუპაციასა და…

მეტი...