საპატრიარქო მედიას მიმართავს, გავრცელებული ფარული ჩანაწერების ფაილები გადასცენ

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას აკეთებს და ტელევიზიებს სთხოვს, ფაილები მიაწოდოს.    „სულ უფრო მკაფიო შთაბეჭდილება რჩება, რომ ძალები, რომლებიც, სავარაუდო, ფარული მიყურადების დეტალების გასაჯაროვებაში არიან ჩართული, ეკლესიის ფაქტორით არჩევნებში მანიპულიაციას ცდილობენ. სავარაუდო უკანონო მოსმენების, უკანონო გატანის და შემდეგ სავარაუდო უკანონო გასაჯაროვების დეტალები, გამოძიებულ უნდა იქნას და როდესაც მეტნაკლები სიცხადე გამოიკვეთება ამ საკითხში, შემდგომ იქნება შესაძლებელი, რაიმე დასკვნების, ან კომენტარების გაკეთება, მანამდე ბევრი რამ ბუნდოვანია და ერთმანეთში აზელილია ტყუილ-მართალი. საპატრიარქოს ხელი არ მიუწვდება მასალაზე, რომლის შესახებაც არის საუბარი, მივმართავთ ტელევიზიებს, ვისაც…

მეტი...

მეგის ქარდავას ქართულ მხარეს უახლოეს დღეებში გადასცემენ

უკრაინული სასამართლოს გადაწყვეტილებით ძალაში რჩება  იუსტიციის სამინისტროს ბრძანება საქართველოს სამხედრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადირების შესახებ. დაკავებულის საექსტრადიციო პროცედურები უკვე დაწყებულია და მას ქართულ მხარეს რამდენიმე დღეში გადასცემენ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურა მეგის ქარდავას ექსტრადირებას მის წინააღმდეგ არსებული სისხლის სამართლის 11 საქმეზე ითხოვს. ის, რამდენიმე დღეა კიევში დააკავეს.  

მეტი...

საქართველოში ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიცირება სავალდებულო იქნება

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივები – კანონპროექტები: „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“  პირველი მოსმენით განიხილა, რომლის მიხედვით, 2023 წლიდან ადგილობრივ ბაზარზეც იქნება შემოღებული ალკოჰოლიანი სასმელების სავალდებულო სერტიფიცირება. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლას განცხადებით, რომელმაც კანონპროექტების ზოგად პრინციპებზე ისაუბრა, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ოთხი მნიშვნელოვანი ცვლილება შედის. „ღვინის კატეგორიებს ემატება ახალი – „დეალკოჰოლიზებული ღვინო“, რომლის წარმოებისთვისაც დაშვებული იქნება შესაბამისი ტექნიკა, აღიარებული ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ.  შემდეგი ცვლილება ეხება რეგულირების ახალი ობიექტის დამატებას, რაცაა ღვინისეული სასმელი,…

მეტი...

სუს-ი მზადაა პროკურატურასთან ითანამშრომლოს და მედიას მიმართავს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გავრცელებულ ფარული მიყურადებისა და ადამიანების „გაფუჭების“ 60 000 ფაილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ პროკურატურასთან ითანამშრომლებს. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო დღეებში მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პროკურატურამ კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით დაიწყო გამოძიება. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მზად არის გამოძიების ყველა ეტაპზე მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოს პროკურატურასთან. უწყების ობიექტურ ინტერესს წარმოადგენს ჩატარდეს კომპლექსური და სრულყოფილი გამოძიება, რათა პასუხი გაეცეს ყველა კითხვას. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს მედიასა და პოლიტიკურად დაინტერესებულ პირებს,…

მეტი...

„მასალების გავრცელებით, მათი მიზანი და  ამოცანაა, უთანხმოება ჩამოვარდეს მთავრობასა და ეკლესიას შორის“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„გუშინ გავრცელდა მორიგი ცილისწამება და სიცრუეზე დაფუძნებული  გარკვეული მასალები, დოკუმენტაცია, რომლითაც, მათი მიზანი და  ამოცანაა, რომ რაღაც გარკვეული უთანხმოება ჩამოვარდეს მთავრობასა და ეკლესიას შორის“, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მთავრობის მეთაურის თქმით, არ ყოფილა ასეთი ერთობა, როგორიც არის დღეს  მთავრობასა და  ეკლესიას შორის. „ყველამ კარგად იცის, რომ არ ყოფილა ასეთი ერთობა, როგორიც არის დღეს  მთავრობასა და  ეკლესიას შორის და რატომ? ჩვენ არ ვიძახით, უნაკლონი ვართ, რა თქმა უნდა, ჩვენ შეცდომები მოგვსვლია  და კიდევ  მოგვივა, მაგრამ ყველაფერი შედარებითია, ჩვენ ჩვენი საქმით დავამტკიცეთ, რომ ვართ ყველაზე ჰუმანური ხელისუფლება, ჩვენი გამოწვევებით, ჩვენი შეცდომებით,…

მეტი...

„ხორბლის ფასმა მოიმატა, ფქვილის ფასიც მატებისკენ წავიდა“ – ლევან სილაგავა ფასების მატების ტენდენციებზე

„ხორბლის ბაზარზე ვითარება საკმაოდ დაიძაბა. აგვისტო საკმაოდ რთული იყო. ხორბლის ფასმა მოიმატა, ფქვილის ფასიც მატებისკენ წავიდა“ – ეს განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორმა ლევან სილაგავამ გააკეთა და პურ-პროდუქტებზე ფასების მატებაც არ გამორიცხა.   „გვქონდა მოლოდინი, რომ მოსავლის და მარაგების მხრივ მსოფლიოში უფრო კარგი წელი იქნებოდა. სამწუხაროდ, ეს მოლოდინი არ გამართლდა და დღესდღეობით, საკმაოდ დაიძაბა სიტუაცია ხორბლის ბაზარზე მსოფლიოში. აგვისტოს თვე იყო საკმაოდ რთული და მსოფლიოში სადღაც 15 მლნ ტონით დაწიეს ხორბლის მოსავლის რაოდენობა. დაახლოებით 8 ქვეყანაა, რომელიც ძირითადად ამარაგებს მსოფლიოს. ხოლო რეგიონულ ჭრილში, რაც ჩვენ გვაინტერესებს…

მეტი...

პურის მწარმოებლები პურპროდუქტებზე ფასების ზრდას აქტიურად განიხილავენ  

ხორბალი გაძვირდა, ფქვილი გაძვირდა, საფუარი, წყალი და სხვა მასალებიც გაძვირდა, რაც ფქვილთან ერთად პურის შემადგენლობაშია. შესაბამისად, მეპურეები დაახლოებით ერთ თვეში პურზე ფასების მატებაზე საუბრობენ. აღნიშნულთან დაკავშირებით, “საქართველოს პურის მცხობელთა ასოციაციის” თავმჯდომარე მალხაზ დოლიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. დოლიძის შეფასებით, ამ ეტაპზე, მწარმოებლები ფასებს ნაკლები მოგების ხარჯზე ინარჩუნებენ, თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ვერც ერთი მწარმოებელი წაგებაზე ვერ იმუშავებს.   „პურის ფქვილზე სუბსიდირების მოხსნის შემდეგ, პურის ფასი 10 თეთრით გაიზარდა. მეზობელ ქვეყნებთან შედარებით საქართველოში პურის ფასი შედარებით დაბალია. პურის ფასი ბევრი კომპონენტისაგან შედგება, მათ შორის ფქვილის, საფუარის, ტრანსპორტირების და მუშახელის ხელფასის ღირებულებისგან.…

მეტი...

“გადადგეს სუს-ის უფროსი და უწყება დაიშალოს სამ სტრუქტურად“ – კახა ოქრიაშვილი

პარლამენტის ყოფილი წევრი კახა ოქრიაშვილი გავრცელებულ ფარული მიყურადებისა და თვალთვალის ფაილებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და სამ მოთხოვნას აყენებს.   „მივმართავ საზოგადოებას, მასშტაბური ფარული მიყურადებისა და სუს-ის ყოფილი თანამშრომლის, აკაკი ნემსაძის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით: დიახ, სუს-ი და „ქართული ოცნება“ არის საქართველოს ონკოლოგიური დაავადება, კიბო ჩვენი ქვეყნის სხეულზე, ხოლო „ოცნების“ თითოეული მოძალადე წევრი და სუს-ის ის თანამშრომლები, რომლებიც ნებისმიერი ფორმით ჩართულნი არიან ამ უმძიმეს დანაშაულში, გასცემენ ან ასრულებენ უკანონო ბრძანებებს, არიან ამ დაავადების მეტასტაზები. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ვითხოვ:          1. დღესვე გადადგეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი,  გრიგოლ ლილუაშვილი და მომხდარ ფაქტებთან…

მეტი...

პროკურატურამ ფარული მიყურადებისა და შანტაჟის გავრცელებულ ფაილებზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ფარული ჩანაწერების 60 000 ფაილთან დაკავშირებით, რომელიც საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა, გამოძიება დაიწყო. აღნიშნულის შესახებ „მედიაცენტრ მთავარს“ პროკურატურიდან აცნობეს.   “საქართველოს პროკურატურაში მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. მოვუწოდებთ ყველას, ვისთანაც შესაძლოა ინახებოდეს უკანონო ჩანაწერები და მასალები, გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ. ამასთან, იმ მედიასაშუალებებს, რომლებსაც გააჩნიათ აღნიშნული მასალა, მოვუწოდებთ ამჯერად მაინც ითანამშრომლონ გამოძიებასთან და მოგვაწოდონ მათ ხელთ არსებული…

მეტი...

„ფაილები საჯარო რომ გახდეს, სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივალთ“ – დავით ჭიჭინაძე ფარული მიყურადების ფაილებზე

მეორე დღეა, ქვეყანაში ერთ-ერთი განხილვის თემა 60 000-მდე ფარული მიყურადების ფაილია, რომელმაც, გავრცელებული ინფორმაციით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონა. საუბარია თვალთვალის, მიყურადების თუ „შეკერილ“ მასალებზე, რომელიც ჟურნალისტებს, მედია ორგანიზაციებს, სასულიერო პირებს, პოლიტიკოსებს, ბიზნესმენებს, მასწავლებლებსა თუ სხვადასხვა მიმართულების ადამიანებს ეხებათ.    როგორც დავით ჭიჭინაძე აცხადებს, უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია, ხოლო ფაილები საჯარო არ უნდა გახდეს, რადგანაც, ეს სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიგვიყვანს.     „დღეს ქვეყანაში აღარც რეფერენდუმის დროა, არც „ქართული ოცნების“ ნდობის დამტკიცება არდამტკიცების! ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს და „ოცნების „ ხელისუფლებას განაჩენი გამოვუტანოთ! რადგან მათი ხელისუფლება არა თუ გვიცავს, ღმერთმა დაგვიფაროს ეს…

მეტი...

„მორიგი ბინძური პროვოკაცია ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი სარწმუნოების, მღვდელმთავრების წინააღმდეგ“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„არ შემიძლია არ გამოვეხმაურო იმ ძალიან მძიმე პროვოკაციას, რომელიც ჩვენ გუშინ ვიხილეთ. ეს არის მორიგი, ბოდიშს ვიხდი მოსახლეობასთან, ბინძური პროვოკაცია ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ, ჩვენი ეკლესიის წინააღმდეგ, მამების, მღვდელმთავრების მათ წინააღმდეგ, მთლიანად ეკლესიის, როგორც ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუციის წინააღმდეგ და ჩვენი მთავარი, რაც არის ქართველების საფუძველთა საფუძველი – ჩვენი სარწმუნოების და ჩვენი ეკლესიის წინააღმდეგ, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი გავრცელებულ ფარული მიყურადების ფაილებთან დაკავშირებით. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ხალხმა ძალიან კარგად იცის, როგორ ანტიეროვნულ და ანტიეკლესიურ, ანტისახელმწიფოებრივ ძალასთან აქვს საქმე „ნაციონალური მოძრაობის“ სახით. „ჩვენ ვნახეთ, როგორი შეტევა განახორციელეს თუნდაც ერთ-ერთი მთავარი, მნიშვნელოვანი სახელმწიფო უწყების…

მეტი...

სემეკი ელექტროენერგიის მომხმარებლებისათვის საფასურის გადახდის ვადებზე ინფორმაციას აქვეყნებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკ) მომართა არაერთმა მოქალაქემ ქ. თბილისში მოხმარებული ელექტროენერგიის დარიცხული საფასურის გადახდის ვადების შემცირებასთან დაკავშირებით. კერძოდ, მოქალაქეების ინფორმაციით, შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“ (თელმიკო) მოქალაქეებს საფასურის გადახდას სთხოვს ქვითრის მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, ვადების შემცირების საფუძვლად კი სემეკის დადგენილებას ასახელებს. აღნიშნული არ წარმოადგენს სემეკის შესაბამისი დადგენილების სწორ განმარტებას.   „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ სემეკის 2020 წლის 13 ნოემბრის N59 დადგენილების შესაბამისად, ელექტროენერგიის დარიცხული საფასურის გადახდის ვადა არ უნდა იყოს ქვითრის  მიღებიდან (მომზადებიდან) 10 სამუშაო დღეზე ნაკლები. ასევე, თუ ქვითარში მითითებული გადახდის ბოლო ვადა…

მეტი...

ვირუსს 54 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 990 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 548 951. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 54 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 287 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 221 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 1 167 შემთხვევა, აჭარა – 220, იმერეთი – 498, ქვემო ქართლი – 194, შიდა ქართლი – 279, გურია – 71, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 339, კახეთი – 272, მცხეთა-მთიანეთი – 93, სამცხე-ჯავახეთი – 46, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 42.

მეტი...

ვირუსით 2 290 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 37 717 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 2 221 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 990 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  8.54%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  585 036-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.54%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.58% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.44%.

მეტი...