აწსუ-ს ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში დავით ნარმანია მოხსენებით წარდგება

16-17 სექტემბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის (აწსუ) ორგანიზებით მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება, სადაც სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია პლენარულ სხდომაზე ძირითადი მოხსენებით წარდგება. საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობენ სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლები.

ასევე, სემეკის მხრიდან კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ და სამეცნიერო ნაშრომებს წარადგენენ ბაზრების მონიტორინგის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგების, ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები. ენერგეტიკის შესახებ სექციას უხელმძღვანელებს სემეკის წევრი, მაია მელიქიძე. სამეცნიერო კონფერენციის პარტნიორია სემეკი.

კონფერენცია ჩატარდება ქ. ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მისამართი: თამარ მეფის ქუჩა N59. კონფერენცია დაიწყება 16 სექტემბერს, 11:00 საათზე.

მსგავსი თემები