დღეს ახალი სასწავლო წელი ონლაინ რეჟიმში იწყება

ახალი სასწავლო წელი დღეიდან იწყება, თუმცა, პროცესი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თითქმის 3 კვირა ონლაინ რეჟიმში იქნება.

ეპიდვითარების გაუმჯობესების ტენდენციიდან გამომდინარე, მაღალი ალბათობით, ბავშვები, ისევე როგორც სტუდენტები, საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებს 4 ოქტომბრიდან დაუბრუნდებიან.

თუმცა, მსურველებისთვის კვლავაც ძალაში იქნება დისტანციური სწავლის ფორმა. რაც შეეხება პირველკლასელებს, განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, პატარების ინტერესებიდან გამომდინარე, ისინი სწავლას 4 ოქტომბერს, პირდაპირ საკლასო ოთახებში დაიწყებენ.

მსგავსი თემები