„აქედან მე მივდივარ გენერალურ პროკურატურაში კონკრეტული საჩივრით“ – დიმიტრი ლორთქიფანიძე „მედიცანტრ მთავარში“

„გენერალურ პროკურატურას აქვს უფლება, ყველა იმ პირის მიმართ, ვინც ეს ინფორმაცია გაავრცელა დაიწყოს გამოძიება,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში,“ – პარლამენტის ყოფილმა წევრმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა.

იგი თავს დაზარალებულად თვლის და მოითხოვს ცრუ დასმენის ფაქტზე, სისხლის სამართლის საქმის აღძვრას:

„მე მყავს სახლში 12 ბავშვი, რომლებსაც მამა, ბაბუა გამოუცხადეს მკვლელობის ორგანიზატორად, მე აქედან მივდივარ გენერალურ პროკურატურაში, სახეზეა მძიმე კატეგორიის დანაშაული, მე მოვითხოვ გენერალური პროკურატურისგან, მეტი სწორი არგუმენტაციისთვის, იმ ბრალდებაში, რომელშიც მე მადანაშაულებენ, როგორც მკვლელობის ორგანიზატორს დაიწყოს გამოძიება და თუ არ დადასტურდება ეს ფაქტი, პასუხისგებაში მიეცეს ყველა, თუ ეს სამართალი არ აღდგება მე აღვადგენ სამართალს,“ – განაცხადა ლორთქიფანიძემ „მედიცანტრ მთავარში.“

მსგავსი თემები