საშუალო ხელფასი გაიზარდა და 1 328 ლარს გაუტოლდა – საქსტატი

მეორე კვარტალში საშუალო ნომინალური ხელფასი 177,9 ლარით, ანუ 15,5%-ით გაიზარდა და 1 328 ლარს გაუტოლდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქსტატი ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის მეორე კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 077 ლარი, ხოლო კაცების – 1 560 ლარი იყო. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153,6 ლარი შეადგინა, ხოლო კაცებში – 207,6 ლარი. საქსტატის ინფორმაციით, საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

მსგავსი თემები