„დელტა” შტამი ფეხმძიმეების მიმართ ძალიან აგრესიული აღმოჩნდა“ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ფეხმძიმეებს მიმართავს და აფრთხილებს. როგორც გამყრელიძე განმარტავს, კორონავირუსის არსებული შტამი განსაკუთრებით ორსულებს უტევს, ამიტომ, ვაქცინაცია მათთვის აუცილებელია.     „დელტა“ შტამი ფეხმძიმე ქალების მიმართ ძალიან აგრესიული აღმოჩნდა. შარშან გარდაცვალების მხოლოდ ერთი შემთხვევა გვქონდა, წელს უკვე 13 გარდაცვალება გვაქვს.  ძალიან სამწუხარო ფაქტია. ამიტომ, ყველას გთხოვთ, რომ აიცრათ. დღეს 25 000-მდე ორსულია ქვეყანაში. მოვუწოდებ, რომ ყველა მათგანი მივიდეს და აიცრას „ფაიზერით“ და ორსულობის პერიოდში გაიკეთონ აცრის ორივე დოზა. დავამატებ იმასაც, რომ ფეხმძიმე ქალებს ნებისმიერ ტრიმესტრში შეუძლიათ აიცრან“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

მეტი...

ექიმები წინასაარჩევნო კამპანიაში

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე პოლიტიკოსებს მიმართავს, წინასაარჩევნო კამპანიაში ექიმებიც ჩართონ. როგორც გამყრელიძე განმარტავს, აღნიშნული საკითხი მან საკოორდინაციო საბჭოზეც გააჟღერა. „ბევრ ადგილას დავაყენე ეს საკითხი. საკოორდინაციო საბჭოზეც ვთქვი და მოვუწოდე პოლიტიკოსებს, რომ შეხვედრებზე ატარეთ ექიმები ან ექიმებისგან ისწავლეთ მთავარი გზავნილები და თქვენი შეხვედრები დაიწყეთ აცრებზე გზავნილებით,“ – განაცხადა გამყრელიძემ. მისივე შეფასებით, კარგი იქნება, თუ საარჩევო კანდიდატები თავიანთ სლოგანად ვაქცინაციის თემას გამოიყენებენ.   

მეტი...

„ყველა უნდა აიცრას“ – ამირან გამყრელიძე პოლიტიკოსებს საარჩევნო სლოგანს სთავაზობს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე წინასაარჩევნოდ პოლიტიკოსებს მთავარ  პოლიტიკურ სლოგანს სთავაზობს და კანდიდატებს ურჩევს ვაქცინაცია ყველა „ბილბორდსა“ თუ „პლაკატზე“ ფიგურირებდეს. „მოვუწოდე ყველა პარტიის, როგორც მმართველი, ისე ოპოზიციური პარტიების პოლიტიკოსებს, რომ წინასაარჩევნო კამპანიაში, ერთი თვის განმავლობაში, შინაარსობრივად მთავარი სლოგანი იყოს ის, რომ ყველა უნდა ავიცრათ, რომ აცრა გადაარჩენს ათასობით ადამიანის სიცოცხლეს და აცრაზე გადის ქვეყნის განვითარების და თავისუფლების მთავარი გზა“  – აცხადებს ამირან გამყრელიძე. მისი თქმით, მასზე რომ იყოს დამოკიდებული, წინასაარჩევნოდ კონკრეტულ სლოგანს გამოიყენებდა. „ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ყველა ადამიანის ბანერს მივაწერდი, რომ ერთად წავიდეთ და ავიცრათ.…

მეტი...

რა პროდუქტებს დაურიგებენ 15 სექტემბრიდან თბილისის ბაღების აღსაზრდელებს?!

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრირებული აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტების დარიგება 15 სექტემბრიდან დაიწყება. სოციალური პროექტის განახლების გადაწყვეტილება დედაქალაქის მერმა სააღმზრდელო პროცესის 4 ოქტომბრამდე გადადების გამო მიიღო. „2021-2022 სააღმზრდელო წლის დაწყების გადადების გამო, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო 15 სექტემბრიდან განაახლებს აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტების გაცემას. ჩვენ მერის მიერ ინიცირებული სოციალური პროექტი შარშან, 19 სექტემბრიდან დავიწყეთ და ყოველთვის, როცა ჩერდებოდა სააღმზრდელო პროცესი, ბავშვებისთვის განკუთვნილი პროდუქტების ნობათი აღსაზრდელებს ურიგდებოდათ. იმედი გვაქვს, რომ ეს პროექტი ამჯერადაც, მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება ათიათასობით აღსაზრდელის ოჯახისთვის“, – განმარტა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ. პროდუქტების გაცემისას საბავშვო ბაღებში…

მეტი...

ბიძინა ივანიშვილმა დატოვა პოლიტიკა, “ქართულ ოცნებას” აღარ აფინანსებს – ირაკლი ღარიბაშვილი

ბიძინა ივანიშვილმა დატოვა პოლიტიკა, ამის თაობაზე მან საჯაროდ განაცხადა, შესაბამისად, იგი აღარ აფინანსებს “ქართულ ოცნებას,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ტყიბულში განუცხადა.  მთავრობის მეთაურის შეფასებით, დაუზუსტებელი ფაქტებით საუბარი მოსახლეობასთან არ შეიძლება.  “თქვენი, ჟურნალისტის ვალდებულებაა, სიმართლე უთხრათ ხალხს და მე თუ ტყუილს ვამბობ, უნდა აუხსნათ ხალხს, რომ ტყუილს ამბობს პრემიერი. განზოგადებული საუბარი, რომ “ქართუ ბანკიდან” აგრძელებს გადმორიცხვებით, არ გინდათ ეს სპექტაკლები და სკანდალები. სკანდალი არ გაქვთ და ვერ ქმნით სკანდალს. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა და თვეების წინ დატოვა პოლიტიკა, რაც ავტომატურად გულისხმობს და მან ეს განაცხადა კიდევაც, რომ დაფინანსებასაც…

მეტი...

“ქართულ ოცნებას” საკუთარი პრეზიდენტისთვის არ შეუძლიათ საკუთარი ქმედებების ახსნა – ვახტანგ მეგრელიშვილი

რა მოსწონთ და რას იწუნებენ პრეზიდენტის გზავნილებში პოლიტიკოსები? – სალომე ზურაბიშვილის საგანგებო მიმართვა პოლიტიკურ წრეებში კვლავ განხილვის მთავარი თემაა. ოპოზიციის ნაწილის შეფასებით, პრეზიდენტი სამართლიანად აკრიტიკებს მმართველ პარტიას, რადგან ნაკისრ ვალდებულებებზე უარის თქმით საფრთხე ექმნება ქვეყნის ევროპულ მომავალს. პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის “გირჩი” წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ მისთვის სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი გამოსვლა, მოულოდნელი იყო. “მოულოდნელი იყო ეს გამოსვლა, რადგან ასეთი მკაფიო პოზიცია, რომლეიც “ქართული ოცნების” ღია პოლიტიკას უპირისპირდება ჩემი აზრით იმის მანიშნებელია, რომ მმართველი გუნდი უნდა დაფიქრდეს სწორია თუ არა ის ნაბიჯები, რასაც ისინი დგამენ. მათ საკუთარი პრეზიდენტისთვის არ შეუძლიათ საკუთარი…

მეტი...

საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები დღეს, თბილისის დროით 14:29 საათზე, სოფელ სამებასთან დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.8 მაგნიტუდა შეადგინა. დღეს ეს საქართველოში მეორე მიწისძვრაა. პირველი დილით, რუსეთ-საქართველოს საზღვართან დაფიქსირდა.

მეტი...

“დაკეტვაზე მარტივი არაფერია, 1 საათში შემიძლია გადავკეტო მთელი ქვეყანა, მაგრამ ეს გამოსავალი არ არის” – პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ პანდემიის ფონზე, ლოკალური შეზღუდვების გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ მისი განმარტებით, დღეს ქვეყნის ჩაკეტვა შეუძლებელია. “ქვეყნის დაკეტვაზე მარტივი არაფერია, 1 საათში შემიძლია გადავკეტო მთელი ქვეყანა, მაგრა, ეს გამოსავალი არ არის. ჩვენ არჩევანი მოვუტანეთ მოსახლეობას. ჩამოვიტანეთ 3 მილიონზე მეტი ვაქცინა და არჩევანი თავად მოსახლეობამ უნდა გააკეთოს. აუცილებელია ვაქცინაცია, პირბადის ტარება და ჩვენი ახლობლების დაცვა. დღეს, ქვეყნის ჩაკეტვა შეუძლებელია, ვთქვით რომ ლოკალური, ცალკეული შეზღუდვები იქნება და არის კიდეც, მთელმა მსოფლიომ იგივე გზა გაიარა,”- აღნიშნა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მეტი...

მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ პაციენტის ჰოსპიტალიზება მდგომარეობის სწორად შეფასების საფუძველზე უნდა მოხდეს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ პაციენტის ჰოსპიტალიზება უნდა განხორციელდეს მისი მდგომარეობის სწორი შეფასების საფუძველზე. ეზუგბაიას თქმით, დაავადების პროგრესირებასთან არის დაკავშირებული პაციენტის სიმძიმის განსაზღვრა, რაც ყოველთვის ვერ ხერხდება, ზოგჯერ კი არაგამიზნულად ხდება. მისივე თქმით, დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის ერთეული შემთხვევები ყოველთვის იქნება, მაგრამ ეს სრულ სურათს არ ასახავს. „დაავადებულების 80 % მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პაციენტები არიან, მაგრამ აი ამ 80 %-ში არის ასეთი კანონზომიერება, რომ აქედან უხეშად რომ ვთქვათ, 20-25 პროცენტში შეიძლება იყოს დაავადების პროგრესირება, რაც სწორად უნდა შეფასდეს. ვიდრე პაციენტი დამძიმდება, პროგრესირების პროცესში სასურველია, მისი კლინიკაში მოთავსება. უმეტეს ნაწილში არ არის…

მეტი...

“გავაკეთებ განცხადებას პროცესებში უშუალოდ ჩართვაზე!” – რას გეგმავს სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის სამომავლო გეგმებზე განცხადებას ორშაბათს გააკეთებს. „ორშაბათს გავაკეთებ განცხადებას ჩემს გეგმებზე და საქართველოში მიმდინარე პროცესებში უშუალოდ ჩართვაზე, “- წერს მიხეილ სააკაშვილი.

მეტი...

“ეპიდვითარების სტაბილიზაცია აქტიურად შეიმჩნევა, იმატებს გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც, რაც ძალიან გვახარებს” – ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვირუსის გავრცელების კუთხით ქვეყანაში მცირედი სტაბილიზაცია შეინიშნება. მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, იმატებს გარდაცვალების მაჩვენებელი, რადგან გარდაცვალების პიკი 2-3 კვირით ჩამორჩება ახალი შემთხვევების პიკს. „გვიხარია ყველას, რომ სტაბილიზაცია ნამდვილად შეიმჩნევა. დღეის მდგომარეობით გვყავს 3 034 ინფიცირებული, აქტიური შემთხვევა ჯერ კიდევ მაღალია, მაგრამ დამეთანხმებით, რომ 22 000-ს აქტიურ შემთხვევასთან შედარებით, 45 782 შემთხვევა უკვე არის მნიშვნელოვანი კლება, რაც ბოლო სამი კვირის განმავლობაში აქტიურად შეიმჩნევა. ასევე გამოჯანმრთელებულების რიცხვი, რომელიც პროპორციულად იმატებს, ძალიან გვახარებს. ლეტალობის მაჩვენებლები კი ჯერჯერობით იმატებს და ვიცით, რომ ამ ინფექციისთვის ეს დამახასიათებელია. ლეტალობის მაჩვენებლის…

მეტი...

“ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენი მეგობარი ჯიმ რიში კვლავ ილუზიების ტყვეობაშია” – შალვა ნათელაშვილი

ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენი მეგობარი ჯიმ რიში კვლავ ილუზიების ტყვეობაშია, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა. ნათელაშვილმა კომენტარი გააკეთა სენატის საგარეო კომიტეტის რესპუბლიკელი წევრის, ჯიმ რიშის განცხადებაზე, რომელმაც აღნიშნა, რომ დაგვიანებულია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება, ხელი მოეწერა შეთანხმებაზე. როგორც შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, „მიცვალებულის გაცოცხლების მცდელობა კეთილშობილური აქტია, მაგრამ სრულიად უაზრო და უშედეგო“. „შარლ მიშელის დოკუმენტი შედგენისთანავე იყო მკვდრად შობილი, ის იყო ივანიშვილის და მისი ლობისტების კარნახით დაწერილი. ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენი მეგობარი ჯიმ რიში კვლავ ილუზიების ტყვეობაშია და ჰგონია, რომ პუტინისგან გამოგზავნილი რუსი ოლიგარქი უცბად გახდება კრავი და დემოკრატიული…

მეტი...

“საჭიროების შემთხვევაში უნდა გადავხედოთ მკურნალობის და კრიტიკული პაციენტების მართვის პროტოკოლს” – ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრი კოვიდპაციენტების მკურნალობის პროტოკოლის ცვლილებას არ გამორიცხავს. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში კრიტიკული პაციენტების მართვისა და მკურნალობის გადახედვა მოხდება საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა კლინიკური ჯგუფის წარმომადგენლებთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში სტაბილიზაცია ნამდვილად შეიმჩნევა. “დღეს გვაქვს ინფიცირების 3034 შემთხვევა, რაც კვლავ მაღალია, მაგრამ ბოლო 3 კვირის განმავლობაში არის მნიშვნელოვანი კლება. პროპორციულად მატულობს გამოჯანმრთელებულების რიცხვი, თუმცა ლეტალობის მაჩვენებლის მატება 2-3 კვირის დინამიკაში მიჰყვება აქტიურ შემთხვევებს და ამ დაგვიანებით გვექნება ლეტალობის მაჩვენებლის ყველაზე მაღალი რიცხვი. დღეს გვყავს 86 დაღუპული, მინდა მწუხარება გამოვხატო და მივუსამძიმრო მათ ოჯახებს, ეს თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის და ექიმებისთვის, ვინც ამ ადამიანების სიცოცხლისთვის იბრძოდნენ, ძალიან ტრაგიკული…

მეტი...

“ევროკავშირიდან სესხის აღების აუცილებლობა ამ ეტაპზე არ არსებობს, თუ იქნება, მივმართავთ” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მას საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი განცხადებები არ მოუსმენია და ვერც შეაფასებს. რაც შეეხება მიკროფინანსურ სესხს, საკითხზე საუბრისას კალაძემ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ევროკავშირიდან სესხის აღების აუცილებლობა არ არსებობს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამისთვის მიმართავენ. „პრეზიდენტის განცხადება არ მომისმენია. სესხს რაც შეეხება, ამ ეტაპზე არ არის სესხის აღების აუცილებლობა, თუ იქნება აუცილებლობა, მივმართავთ. ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ყველაფერს თავის სახელი აქვს. სესხს სესხი ჰქვია, დახმარებას დახმარება. დახმარება შინაარსობრივად სხვა რამეს ნიშნავს, სესხი სხვას“, – განაცხადა კახა კალაძე. რაც შეეხება კითხვას პრეზიდენტის განცხადებზე, ყველაფერს ვიღონებ, რომ…

მეტი...

“ექიმებს, რომელთაც უხარიათ დღევანდელი ლეტალობის ინდექსი, ვუსურვებ, ძალიან მალე დაგვემარცხებინოს პანდემია” – ლევან რატიანი

ჩვენი სახელმწიფო პროტოკოლი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაზე დაფუძნებულ პროტოკოლს წარმოადგენს. როგორც კი იცვლება მათი პროტოკოლი, ცვლილება ხდება ჩვენს პროტოკოლშიც, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. ამასთან, ლევან რატიანმა აღნიშნა, რომ ბევრი დაუმსახურებელი კრიტიკა მიუღია. „ძალიან ბევრი დაუმსახურებელი კრიტიკა მიმიღია, ჩემდა სამწუხაროდ და მათ საბედნიეროდ, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. იცით, რომ ეს დაავადება სულ ორი წელია, რაც არის. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ დაავადების მიმდინარეობის შესახებ არც მე ვიცი და არც წამყვანმა მეცნიერებმა, ვინც დღე და ღამე სწავლობენ მას. ასევე ადამიანებს მინდა ვუთხრა, რომ სიბოროტეს სიკეთე სჯობია. თუ…

მეტი...

“ვწუხვარ, როცა გვესმის, თუ როგორ მიმართავენ ამა თუ ინ კლინიკის ექიმები პაციენტებს „შავ ბაზარზე“ „ტოცილიზუმაბის“ 4-ჯერ უფრო ძვირად შესაძენად, ამის გამოძიება უნდა მოხდეს” – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კლინიკები პრეპარატ „ტოცილიზუმაბის“ მარაგების შესახებ ინფორმირებულები არიან და მათ პრეპარატის შესაძენად არა პაციენტის ახლობლებს უნდა მიმართონ, არამედ შიდა მედიაციით მოიძიონ პრეპარატის თავისუფალი დოზები. მინისტრი კლინიკების ხელმძღვანელებს სთხოვს ექიმებს მიაწოდონ სათანადოდ ინფორმაცია, რათა მათ პაციენტების ახლობლები „ტოცილიზუმაბის“ 4-ჯერ ძვირად შესაძენად ე.წ. „შავ ბაზარზე“ არ გაუშვან. „თქვენ იცით, რომ სახელმწიფო პრეპარატ „ტოცილიზუმაბის“გამოყენების ხარჯებს ანაზღაურებს და ასევე, ისიც, რომ პრეპარატის შემსყიდვებელი ხართ თქვენ, კლინიკების ხელმძღვანელები. ძალიან ვწუხვარ, როცა სოციალურ ქსელში და სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით ჩვენ გვესმის, თუ როგორ მიმართავენ ამა თუ ინ კლინიკის ექიმები პაციენტებს „შავ ბაზარზე“ ამ მედიკამენტის 4-ჯერ უფრო…

მეტი...

ხაშურის მერობის კანდიდატმა, ვალერი გელაშვილმა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ კანდიდატურა მოხსნა

ხაშურის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ვალერი გელაშვილმა კანდიდატურა მოხსნა. ამის შესახებ ვალერი გელაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. როგორც გელაშვილი აღნიშნავს, კანდიდატურა „ქართული ოცნების“ კანდიდატის სასარგებლოდ მოხსნა. „დღეს, მივიღე გადაწყვეტილება, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ჩემი კანდიდატურა მოვხსნა. ეს გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე მივიღე, რომ მიმაჩნია, დღესდღეობით ქართულ პოლიტიკურ ველზე „ქართული ოცნების“ გარდა არ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელიც ქვეყნის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას უზრუნველყოფს. ამასთან, პირადად მე არანაირი უთანხმოება არ მაქვს „ქართული ოცნების“ გუნდთან და მსურს, ერთობლივი ძალისხმევით შევძლოთ ჩვენი ქვეყნის განვითარება. ჩვენი ქვეყნის განვითარებას კი, დღეს დესტრუქციული პოლიტიკური ძალები, მოძალადეები, მატყუარები და მოღალატეები უშლიან ხელს,…

მეტი...

“გარდაცვლილი ​და ჰოსპიტალიზებული პაციენტების უდიდესი ნაწილი არავაქცირებული იყო” – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აცრის, როგორც კოვიდთან ბრძოლის მთავარ იარაღზე კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ გარდაცვლილ პირთა და ჰოსპიტალში მოხვედრილი პაციენტების უდიდესი ნაწილი არავაქცირებული იყო. “ჰოსპიტალში მოხვედრილი პაციენტების უდიდესი ნაწილი და გარდაცვლილი პაციენტების უმეტესობა არავაქცირებული იყო. გარდაცვალების შემთხვევები დომინანტური ისევ მაღალ ასაკობრივ ჯგუფში რჩება, 70 წლის ზემოთ ასაკში. სხვა ასაკობრივ ჯგუფებში კი, გარდაცვალების შემთხვევები ერთეულია,”- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 1 202, იმერეთში – 375, კახეთში – 289

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 1 202, იმერეთში – 375, კახეთში – 289, – ამის შესახებ მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 36 400 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 132 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 268 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 034 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 559 943-ს შეადგენს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.34%, ბოლო…

მეტი...

2021 წლის მეორე კვარტალში ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 4.4 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის მეორე კვარტალში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 659.7 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 4.4 პროცენტით მეტია. მათივე ცნობით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 42.0 პროცენტი ქალია, ხოლო 58.0 პროცენტი – კაცი. საქსტატის ინფორმაციით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 40.6 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22.6 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 36.8 პროცენტი – მცირე ბიზნესზე. დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 623.7 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით – 4.0 პროცენტით მეტი). „საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე – 2 648.3 მლნ. ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით…

მეტი...

“მიზანმიმართული პოლიტიკა მიმდინარეობს, რომელიც იმართება სააკაშვილის, გვარამიას და ამ პროვოკაციული ძალის მიერ, რომ მუდმივი სტრესი და პანიკა იყოს” – ირაკლი ღარიბაშვილი

„ქართულ ოცნებას“ არ ჰყავს ალტერნატივა, ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შესწევს უნარი გააგრძელოს ქვეყნის მშვიდობიანი, დემოკრატიული მმართველობა და განვითარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბაღდათში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, „პროვოკაციული ძალების“ მიერ წარმოებული კამპანია ყოველ ზღვარს სცდება და ეს მათი იმედგაცრუებაა, რადგან 7 არჩევნების განმავლობაში „სასტიკად დამარცხდნენ“. „ჩვენ სრული მობილიზება უნდა მოვახდინოთ, რათა ყველა მუნიციპალიტეტში და ქალაქში გავიმარჯვოთ დამაჯერებლად. ეს ასეც იქნება, ამაში ღრმად ვართ დარწმუნებული, რადგან „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავს ალტერნატივა. ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური ძალა რომელსაც შესწევს უნარი გააგრძელოს ქვეყნის მშვიდობიანი, დემოკრატიული მმართველობა…

მეტი...

ბიზნესმენ ვლადიმერ ვახანიას მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალი წარუდგინეს

პროკურატურამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში ბიზნესმენ ვლადიმერ ვახანიას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ კ.კ-ს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 1 სექტემბერს, კ.კ.-მ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, განზრახ მოკვლის მიზნით, ვლადიმერ ვახანიას მისსავე საცხოვრებელი სახლის ეზოში, დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. „მიღებული დაზიანებების შედეგად, ვახანია საავდმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა კ.კ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15…

მეტი...

პრემიერ-მინისტრმა ქუთაისის იუსტიციის სახლში კოვიდბარათი აიღო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ქუთაისის იუსტიციის სახლში კოვიდბარათები აიღეს. მთავრობის მეთაური კოვიდბარათების გაცემის პროცესით დაინტერესდა. აღნიშნული სერვისის დანერგვის დღიდან ამ დრომდე, მხოლოდ იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების მიერ 25 000 კოვიდბარათია გაცემული. იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში კოვიდბარათების გაცემა 17 აგვისტოდან დაიწყო. ბარათის აღება მოქალაქეებისთვის უფასოა. დოკუმენტის მიღება საქართველოს მასშტაბით ყველა ფილიალშია შესაძლებელი. ბარათზე პირისთვის ჩატარებული სრული ან ნაწილობრივი ვაქცინაციისა და ბოლო PCR-კვლევის შესახებ ინფორმაცია, ასევე, აცრის უნიკალური QR კოდი და პირადი მონაცემებია დატანილი და იუსტიციის სახლის შტამპითაა დამოწმებული. კოვიდბარათი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე, განცხადების წარდგენისთანავე გაიცემა, მომსახურების მიღება კი, ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის გარეშეა შესაძლებელი. ქუთაისის იუსტიციის სახლში…

მეტი...

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 1 259 391​ აცრაა ჩატარებული, 2 სექტემბერს აიცრა 23 518 პირი

3 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში ჯამში 1 259 391 აცრა ჩატარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, 2 სექტემბერს აიცრა 23 518 პირი. ამასთან, ერთი დოზით აცრილია 822 297 ადამიანი,  რაც მოზრდილი მოსახლეობის 28.8 პროცენტია, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 437 094, რაც მოზრდილი მოსახლეობის 15.3 პროცენტია. რაც შეეხება ვირუსით ინფიცირების ახალ შემთხვევებს, საქართველოში კორონავირუსის 3 034 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 952 პაციენტი. გარდაიცვალა 86 ინფიცირებული.

მეტი...

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლად სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინა დაინიშნა

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლად სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ესპანელი დიპლომატი ხავიერ კოლომინა დაინიშნა, – მედიის ცნობით, ამის შესახებ ნატო -ში ესპანეთის მისიის „ტვიტერის“ ანგარიშზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. ხავიერ კოლომინა ასევე იქნება ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში. ხავიერ კოლომინამ ჯეიმს აპატურაი შეცვალა, რომელსაც აღნიშნული თანამდებობა 2010 წლიდან ეკავა.

მეტი...

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი 8,34 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 8,98 პროცენტს შეადგენს

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 8,98 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 8,34 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 9,72 პროცენტი. დღეს „კოვიდ-19“ 3 034 პირს დაუდასტურდა, 3 952 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გუშინ, ორ სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 3 212 შემთხვევა გამოვლინდა, 5 017 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 81 კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 3 034 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 952 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 3034 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე განთავსდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 952 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეშიორონავირუსით გარდაიცვალა 86 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 36 400 ტესტი. გუშინ, 2 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 3 212 შემთხვევა გამოვლინდა, 5 017პაციენტი გამოჯანმრთელდა, 81 კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 86 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 86 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ავრცელებს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 3 034 პირს დაუდასტურდა, 3 952 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მეტი...

ნიკოლოზ ბასილაშვილმა აშშ-ს ღია პირველობის მეორე წრეში მაქსიმ გრესი სამ სეტში დაამარცხა

ამერიკის ღია პირველობის მეორე წრეში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამერიკელი მაქსიმ გრესი სამ სეტში 7:6, 6:3, 7:5 დაამარცხა. ამერიკის ღია პირველობის მეორე წრეში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამერიკელი მაქსიმ გრესი სამ სეტში 7:6, 6:3, 7:5 დაამარცხა. ბასილაშვილი მეთექვსმეტედ ფინალში ასევე მასპინძელს 24 წლის რეილი ოპელკას დაუპირისპირდება. მატჩი დღეს 19:00 საათზე დაიწყება.

მეტი...

საქართველო-რუსეთის საზღვართან მიწისძვრა მოხდა

საქართველო-რუსეთის საზღვართან მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 07:34 საათზე დაფიქსირდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი საქართველოს საზღვრიდან 9 კილომეტრში, დაღესტანთან მოხდა. ბიძგების სიძლიერემ 4.4 მაგნიტუდა შეადგინა.

მეტი...

რატომ გადადო “მაივეი ეარლაინისმა” რეისი

შეფერხება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში – რეისის გადადების გამო, მგზავრებს ლოდინი გვიან ღამემდე მოუწიათ. შეფერხდა ავიაკომპანია “მაივეი ეარლაინის” ჰქონდა. როგორც კომპანიის წარმომადგენელი განმარტავს, მიზეზი რის გამოც მგზავრებმა საქართველოს დატოვება ვერ მოახერხეს, ფინანსური ტრანზაქციები გახდა. მგზავრებმა მიიღეს დაპირება, რომ ფრენა დღეს, დღის პირველ ნახევარში განხორციელდება.

მეტი...

„მიზეზი არის რადიაციული დასხივება და მოწამვლა“ – ლევან ვასაძე დაავადების მიზეზებზე საუბრობს

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალი ინფორმაცია გაავრცელა. მისი თქმით, დაუსვეს ახალი დიაგნოზი, რომელიც სისხლის კიბოს ნაირსახეობაა. „ამ დიაგნოზის ოფიციალური დადგენით რაც შეიცვალა არის ის, რომ ჩვენ უკვე ვეღარ უარვყობთ სამეცნიერო დონეზე, რომ ეს დაავადება შეიძლება რადიაციული დასხივებითა და ინტოქსიკაციით (მოწამვლთ) იყოს გამოწვეული. ამილოიდოზის გამომწვევ მიზეზებში თუ ესე მკაფიოდ გამორკვეული არ არის, მეილომის შემთხვევაში, რომელიც ჩემი პირველი დაავდებაა, პირდაპირ წერია, რომ ერთ-ერთი მთავარი, ხშირად გამომწვევი მიზეზი არის რადიაციული დასხივება და მოწამვლა. მე არ და ვერ დავამტკიცებ, რომ ეს ასე მოხდა, მაგრამ ყველას ყველაფერი ესმის. როგორც მინიმუმ, ჟურნალისტების მიერ ატეხილი…

მეტი...

ბიძინა კულუმბეგოვი ჩინური ვაქცინით აცრილებისთვის სასიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სინოფარმი/სინოვაკით აცრილებისთვის მნიშვნელოვან სიახლეს ჟურნალ „ლანცეტზე“ დაყრდნობით ავრცელებს. „ჟურნალ ლანცეტის პრეპრინტში გამოჩნდა ჩინური მონაცემები სინოფარმი/სინოვაკის კლინიკური ეფექტურობის შესახებ ჩინეთში მიმდინარე დელტა ვარიანტით (B.1.617.2) გამოწვეული აფეთქების (მაისი-ივნისი, გუანდონგი) დროს. 10 ათას ადამიანზე არსებული დაკვირვებაა, სინოვაკი/სინოფარმის გამოყენების პროპორცია იყო 60/30-ზე. აქედან მხოლოდ 19 ადამიანს (ყველა აუცრელს) განუვითარდა მძიმე/კრიტიკული დაავადება. 100% ეფექტურობა მძიმე/კრიტიკულ დაავადების განვითარებაზე! 70% ეფექტურობა საშუალო სიმძიმის დაავადების განვითარებაზე! 59% სიმპტომური დაავადებისგან დაცვა!“, – წერს ექიმი სოციალურ ქსელში.

მეტი...

“ცოტა არ იყოს პარადოქსულადაც ჟღერს ერთი ხელით ევროპის სესხზე უარის თქმა და მეორე მხრივ რიკოთის მაგისტრალის მშენებლობაზე აპელირება, რომელიც დიდწილად ევროპიდან წამოსული სესხებით ხორციელდება” – პრეზიდენტი

ცოტა არ იყოს პარადოქსულადაც ჟღერს ერთი ხელით ევროპის სესხზე უარის თქმა და მეორე მხრივ, სხვადასხვა პროექტებზე, მათ შორის რიკოთის მაგისტრალის მშენებლობაზე აპელირება, მაშინ, როცა იგი დიდწილად ევროპიდან წამოსული სესხებით ხორციელდება, – ამის შესახებ პრეზიდენმტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. პრეზიდენტის განმარტებით, ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმა, მისთვის „ძნელად გასაგებია“. „ეკონომიკური არგუმენტი – ვალის შემცირების აუცილებლობა, ანალიზს ვერ უძლებს. როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი ეკონომიკის ზრდა, თუნდაც ორციფრიანი, ის მაინც არ ანულირებს იმ სოციალურ და ადამიანურ ზიანს, რაც კოვიდმა მოუტანა ჩვენს მოსახლეობას, და რისი შემცირებაც უშუალოდ ემსახურებოდა აღნიშნული 75 მილიონ ევროიანი (ანუ 300 მილიონი ლარის ოდენობის) სესხი.…

მეტი...

“საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, უარი თქვას ევროკავშირის დახმარებასა და ევროკავშირის დადგენილ პირობებზე, აჩენს კითხვებს” – ჯიმ რიში

სენატის საგარეო კომიტეტის რესპუბლიკელი წევრის, ჯიმ რიშის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ნაბიჯი, უარი თქვას ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე, კითხვებს აჩენს. ამის შესახებ რიშმა „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას განაცხადა. „მთავრობის გადაწყვეტილება, უარი თქვას ევროკავშირის დახმარებასა და ევროკავშირის მიერ დადგენილ პირობებზე, აჩენს კითხვებს საქართველოს მომავალსა და კანონის უზენაესობაზე, რაც აუცილებელია თითოეული მოქალაქის დასაცავად“, – აცხადებს სენატორი რიში. სენატორი 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთების დაცვის აუცილებლობაზეც საუბრობს. ჯიმ რიშის თქმით,  ორივე პარტიამ უკეთესი პოლიტიკური გარემოს შესაქმნელად უნდა იმუშაოს. „ორივე პარტიამ უნდა დაიცვას 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთება და იმუშაოს საქართველოში უფრო მშვიდობიანი და თანამშრომლობითი პოლიტიკური გარემოს შესაქმნელად, მათ შორის 2…

მეტი...