„საქართველოში 16 მილიარდის ქონება აქვთ გადაფორმებული ბანკებს“ –  „სახალხო სამართალი“  „მედიაცენტრ მთავარში“

არასამთავრობო ორგანიზაცია „ხალხის ხელისუფლება – სახალხო სამართალი“ სახლ-კარ და ქონებადაკარგულ ადამიანებს მედიატორობას,  მევახშეებთან პრობლემების დარეგულირებასა და ქონების დაბრუნებას სთავაზობს.  „ჩვენი ორგანიზაცია მოიძიებს თანხებს, რათა დაეხმარონ იპოთეკით დაზარალებულებს ,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ – ორგანიზაცია „სახალხო სამართალის“ ხელმძღვანელმა, მამისა ჯაფარაშვილმა განაცხადა.

ორგანიზაცია, ჰიპოტეკით დაზარალებული ადამიანების დახმარებას გეგმავს, მათივე ინფორმაციით სამომავლოდ დაგეგმილია მიწების შეძენა და სახლების აშენება ემიგრანტების დასაბრუნებლად, ასევე შემოწირულობებით დაგირავებული ბინების გამოსყიდვა:

„ჩვენი მთავარი მიმართულებაა ქვეყანაში ფულად-საკრედიტო პოლიტიკა და მისგან გამოწვეული პრობლემები. სწორედ ამან გამოიწვია უამრავი ადამიანის უსახლკარობა, მიგრაცია და ჩვენი მოქალაქეები გავიდნენ საზღვრებს გარეთ.  არსებულმა ფულად-საკრედიტო პოლიტიკამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა თავისი მტაცებლური სახე. ჩვენ ვთავაზობთ ბანკირებსა და კერძო მევახშეებს მედიატორის როლს. ჩვენი ორგანიზაცია, როგორც მოლაპარაკებებს აწარმოებს, ასევე ჩვენ მოვიძიებთ თანხებს, და ამ თანხებით გამოვისყიდით ამ სახლებს რომელიც რომელიც დასაკუთრებული აქვს ფულად-საკრედითო ორგანიზაციებს და მევახშეებს ოღონდ, მათ ნუ ექნებათ ილუზია, რომ რომ ისინი მიიღებენ ათმაგად მეტ თანხას. ეს გამოსყიდული ქონება დაუბრინდება ისევ იმ დაზარალებულ ხალხს, ვინც დაკარგა. ამ სახლებს ჩვენ მევახშეებისგან მხოლოდ და მხოლოდ რეალურ ფასად გამოვისყიდით“ – განაცხადა მამისა ჯაფარაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“     

რაც შეეხება თანხის მოძიებას, როგორც ჯაფარაშვილმა აღნიძნა, კეთილი ადამიანიების დახმარებით, ეს მოხერხდება.

„საქართველოში 16 მილიარდის ქონება აქვს გადაფორმებული ბანკებს და მევახშეებს, ამის ანალოგი არ არსებობს მსოფლიოში, თუ უზრუნველყოფაში ჩადებული ქონების თანხა რამდენად აღემატება დასაფარ თანხას. 5000 ლარში ადამიანი, რომელიც 100 000 ლარიან ქონებას კარგავს, მზადაა, გადაიხადოს ის საწევრო, ჩვენ მზად ვართ ვიყიდო მიწები და ავაშენოთ სახლები. ლოზუნგი იქნება ემიგრანტებისთვის „შენ სამშობლო გელის.“ თავიდან იქნება პრიორიტეტები, მრავალშვილიანები და ინვალიდები. სახელმწიფოს არანაირი დაცვის მექანიზმი არ აქვს, ხელისუფლებას გამოკვეთილი გეგმა არ აქვს. ჩემოვყალიბდით იურისტებით და ექსპერტებით და პირველი საჯარო განცხადება დღეს გავაკეთეთ,“ – განაცხადა მამისა ჯაფარაშვილა „მედიაცენტრ მთავარში.“

მასალის გამოქვეყნების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები