პრიმაბალერინას კონტრაქტი ოფიციალურად შეუწყვიტეს

ნინო ანანიაშვილი ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრთან ვერ ითანამშრომლებს. თეატრმა პრიმაბალერინას კონტრაქტი ოფიციალურად შეუწყვიტა.

როგორც თეატრის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ეს, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მოხდა.

„ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ვლადიმერ კეხმანის ნინო ანანიაშვილთან გამართული მოლაპარაკებების შედეგად მიღებულია გადაწყვეტილება მანამდე დადებული კონტრაქტის მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გაწყვეტასთან დაკავშირებით“, – ვკითხულობთ თეატრის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, თეატრმა, ნინო ანანიაშვილის (ხელმძღვანელის პოზიციაზე)  ვინაობის გასაჯაროება კოლექტივისთვის მის ოფიციალურ წარდგენამდე,  დასის უპატივცემლობად ჩათვალა, რაც კონტრაქტის შეწყვეტის საფუძველი გახდა.  

„ჩვენ იძულებული ვართ, შევაჩეროთ მასთან გაფორმებული კონტრაქტის მოქმედება, ხსენებული ინფორმაციის საჯარო სივრცეში გავრცელებასთან დაკავშირებული ყველა გარემოების გარკვევამდე“, – ასეთია ოპერისა და ბალეტის პოზიცია.  

მსგავსი თემები