ბაზრების მუშაობა 1-ლი თებერვლიდან აღდგება

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 1-ლი თებერვლიდან ბაზრობების მუშაობა აღდგება. ამის შესახებ მინისტრმა საკოორდინაციო საბჭო სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხდა.

მისივე თქმით, ამავე რიცხვიდან გაიხსნება მოლები და სავაჭრო ცენტრებიც.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, ამ ეტაპზე მთავრობა აქტიურად მუშაობს ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებთან, იმისთვის, რომ უფრო მეტად იყოს დაცული სავაჭრო ქსელი.

„ვგეგმავთ, რომ 1-ლი თებერვლისთვის გაიხსნას სავაჭრო ცენტრები და მოლები. ამის შემდეგ უკვე გვექნება საუბრები ბიზნესის დანარჩენ წარმომადგენლებთან, სადაც გადავიტანთ იგივე ფორმატს, რომელიც იქნება წარმატებული სავაჭრო ქსელებში.

კონკრეტულად გაიხსნება თუ არა ტრანსპორტი და რომელი შემდგომი სფერო გაიხსნება, ამაზე ვიმსჯელებთ იანვრის ბოლოს, როდესაც გვექნება მეტი სიცხადე, თუ რა რეგულაციებს დავაწესებთ კონკრეტულ ბიზნესში და რომელი რეგულაცია იქნება უფრო ეფექტიანი“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მსგავსი თემები