„დაველოდოთ და ვნახოთ“ – ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ პარლამენტში ოპოზიცია შევა

მმართველი გუნდის აღმასრულებელი მდივანი დარწმუნებულია, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტში ოპოზიციაც იქნება წარმოდგენილი. „დაველოდოთ და ვნახავთ“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.

„რაც შეეხება ხვალინდელ სხდომას, ეს არის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების გადასაწყვეტი მიიღებენ, თუ არა ისინი მონაწილეობას ამ სხდომაში. რომ გავიხსენოთ მე-9 მოწვევის პარლამენტი, 4 წლის განმავლობაში უამრავი ფუნდამენტური რეფორმა განახორციელა, მათ შორის, საკონსტიტუციო რეფორმა, საარჩევნო სისტემის რეფორმა, სასამართლო რეფორმის მე-4 ტალღა და ა.შ. ამ პირობებში, როდესაც პარლამენტი რეფორმებს ახორციელდბდა, რომ დავთვალოთ, ჯამში, 2 წლის განმავლობაში გვიწევდა მუშაობა ბოიკოტის რეჟიმში. ასეთი არის სამწუხაროდ, რადიკალური ოპოზიციის ბუნება. ზუსტად ეს უნდა დასრულდეს და აუცილებად დასრულდება. ჩვენ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან მიჩვეული ვართ ბოიკოტს. რაც შეეხება ხვალინდელ სხდომას, ვერ გეტყვით ვინ მიიღებს და ვინ არ მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ გარწმუნებთ, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტში იქნებიან წარმოდგენილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. დაველოდოთ და ვნახავთ!“- განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები