„ქართულ ოცნებაში“ საპარლამენტო თანამდებობებთან დაკავშირებით მსჯელობენ

„ქართულ ოცნებაში“ მეათე მოწვევის პარლამენტში თანამდებობეთან დაკავშირებით, კონსულტაციები მიმდინარეობს.

არსებული ინფრომაციით, მმართველ გუნდში მსჯელობა მიმდინარეობს როგორც ვიცე-სპიკერატის, ასევე კომიტეტების თავმჯდომარეობის კანდიდატებთან დაკავშირებით.

როგორც ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ წევრმა, გივი მიქანაძემ განუცხადა, საკადრო ცვლილებები ბოლომდე განხილული არ არის.

„დამატებითი კონსულტაციები კიდევ გრძელდება. შესაბამისად, ხვალ, როცა პარლამენტის ლეგიტიმურიბის ცნობა მოხდება, დღის განმავლობაში საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება, ვინ რა პოზიციას დაიკავებს”, – განაცხადა მიქანაძემ.

მსგავსი თემები