„თუ მოსახლეობა სოციალურ მიმოსვლას დაუბრუნდა, ვირუსის შემთხვევები გაიზრდება“  – რეანიმატოლოგი

„თუ საქართველოში ხალხი დაუბრუნდა იმავე სოციალურ მიმოსვლას, არ მოხდა ერთმანეთთან სოციალური იზოლაცია, შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება და ეს შეიძლება ძალიან ცუდად აისახოს ვითარებაზე, მათ შორის სამედიცინო სფეროში“ – ამის შესახებ სიეტლში მოღვაწე ექიმმა, ბავშვთა რეანიმატოლოგმა ომარ ჩიქოვანმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი შეფასებით, მთავარია, გაიზარდოს თვითშეგნება, მოსახლეობამ დაიწყოს მეტად თვითიზოლაცია და პირბადეების ტარება, ვინაიდან პირბადით სიარული ერთ-ერთი ყველაზე დიდი განმსაზღვრელი პირობაა იმისთვის, რომ ინფექცია არ გავრცელდეს.

„რაც შეეხება შეზღუდვებს, თუ საქართველოში შეზღუდვები მოიხსნა და ხალხი დაუბრუნდა იმავე სოციალურ მიმოსვლას და იგივენაირად არ დაიცვა წესები, არ მოხდა ერთმანეთთან სოციალური იზოლაცია, რა თქმა უნდა, შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება და ეს შეიძლება ძალიან ცუდად აისახოს ვითარებაზე, მათ შორის სამედიცინო სფეროში“, – განაცხადა ომარ ჩიქოვანმა.

მსგავსი თემები