ვირუსის გავრცელების კუთხით, საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა

ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების მოუხედავად, საქართველო, მთელ მსოფლიოში, „კოვიდ 19“-ის გავრცელების კუთხით პირველ ადგილზეა. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე განმარტავს, ქვეყანაში შემოღებული შეზღუდვები შედეგს 2 კვირაში მოგვცემს.  

„ბოლო 2 კვირის მონაცემებით, მსოფლიოში, 100 000 მოსახლეზე, გავრცელების კუთხით პირველ ადგილზე ვართ. რამ მიგვიყვანა აქამდე, რომ მსოფლიოში პირველ ადგილზე გავედით ინფექციის გავრცელების მხრივ, არ გვინდა საუბარი, ყველამ ვიცით, რა ხდებოდა წინა 2 კვირიან მონაკვეთებში. ნებისმიერი თავყრილობა, უნიღბოდ ყოფნა დაახლოებით 2 კვირაში გვაძლევს შედეგს. შესაბამისად, ნებისმიერი შეზღუდვა ასევე 2 კვირაში მოგვცემს შედეგს. ჩვენ ვნახეთ შეზღუდვების დაწესებიდან 2 კვირის თავზე რომ ეს გაჩერდა, ზრდა არ გვაქვს, მიუხედევად ტესტირების 2-ჯერ და მეტჯერ გაფართოებისა. ამანვე გვაჩვენა, რომ მაშინ, როცა მსოფლიოში გავრცელების კუთხით ვართ პირველ ადგილზე, 100 000 მოსახლეზე, ჩვენმა სისტემამ გაუძლო. კი, ხარვეზებით, თუმცა, ფაქტია, მეტს ვერ გაუძლებდა. სწორედ ამიტომაც დაწესდა ეს შეზღუდვები. ვირუსი შეკავებული გვაქვს“ – განაცხადა პაატა იმნაძემ ბრიფინგზე.  

მსგავსი თემები