მმართველ გუნდში საპარლამენტო თანამდებობებთან დაკავშირებით საკადრო გადაწყვეტილებები მიღებულია

ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო თანამდებობებზე წარსადგენ კანდიდატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მიიღო. კანდიდატები, რომლებსაც კენჭს ახალი მოწვევის პარლამენტი პირველ სხდომაზე ხვალ უყრის, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დაასახელა.

კერძოდ, მე-10 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე იქნება, პარლამენტის პირველი მოადგილის თანამდებობას კი გიორგი ვოლსკი დაიკავებს. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები იქნებიან კახაბერ კუჭავა, რომელიც საგარეო მიმართულებით იმუშავებს და ასევე, დავით სერგეენკო.

საპარლამენო უმრავლესობის ლიდერის პოსტს ირაკლი კობახიძე ჩაიბარებს, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე კი მამუკა მდინარაძე იქნება.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები იმის თაობაზე, თუ რომელი წარმომადგენლები იქნებიან წარდგენილი შესაბამის პოზიციებზე, რომელიც არის პარლამენტში:

პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს- არჩილ თალაკვაძე.

პირველი ვიცე-სპიკერი – გიორგი ვოლსკი.

მეორე ვიცე-სპიკერი საგარეო კუთხით – კახა კუჭავა.

ვიცე-სპიკერი – დავით სერგეენკო. 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი – ირაკლი კობახიძე.

ფრაქციის თავმჯდომარე – მამუკა მდინარაძე.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – ანრი ოხანაშვილი.

თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე – ირაკლი ბერაია.

საპროცედურო საკითხთა და წესები კომიტეტი – ირაკლი ქადაგიშვილი

დარგობრივი ეკონომიკას და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე – დავით სონღულაშვილი

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე- ირაკლი კოვზანაძე

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი.

გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე – მაია ბითაძე.

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი – ბექა ოდიშარია.

 სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი – მიხეილ ყაველაშვილი.

 საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე – ნიკოლოზ სამხარაძე.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე – მაკა ბოჭორიშვილი

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე – თეა წულუკიანი.

მსგავსი თემები