მინისტრის განცხადებით „შავი პარასკევის“ ეფექტს საქართველო მალე მოიმკის

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, „შავი პარასკევის“ ეფექტი საქართველოს მოსახლეობას ჯერ არ მიუღია და ამ შედეგებს მალე ვნახავთ. აღნიშნული განცხადება ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე გააკეთა.

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ ეტაპისთვის, გვაქვს სტაბილური მაჩვენებელი. ინფიცირებულთა რიცხვი 4500-ს არ აღემატება. ეს არის 1 კვირის მანძილზე რასაც ჩვენ ვაკვირდებით. ჩვენ ჯერ არ გვაქვს მიღებული „შავი პარასკევის“ ეფექტი, ამის შედეგებს ჩვენ ჯერ კიდევ მოვიმკით. აქედან გამომდინარე, ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ როგორი იქნება შეზღუდვების მოხსნა, ვინაიდან ჯერჯერობით ვსაჭიროებთ იმას, რომ ეპიდემიოლოგებმა გააანალიზონ ის მომდევნო ტალღა, რომელიც შესაძლოა მოსალოდნელი იყოს ჯერ კიდევ“,-განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრის შეფასებით, ამ ეტაპისთვის ვერავინ იტყვის, რა იქნება 24 დეკემბრის შემდეგ, როცა შეზღუდვები მოიხსნება.

„ჩვენ გადაწყვეტილებებს სპონტანურად არ ვიღებთ, დინამიკას ვაკვირდებით, თუ როგორია ინფექციის მატება, ასევე ლეტალობის შემთხვევები. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ კლინიკების გადატვირთულობა, რომ მათაც მიეცეთ საშუალება ყველა პაციენტს შესაბამისად მისცენ ხარისხიანი მომსახურება, ამ ყველაფრის ჯამურად გაანალიზებისას მივიღებთ ერთობლივ გადაწვეტილებას“, – განცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მსგავსი თემები