„ეს არის დღე, რომლის უკან დგას ათი ათასობით დაღუპული ადამიანი” – კახა კალაძე

“დღეს, 27 სექტემბერს 27 წელი გავიდა სოხუმის დაცემიდან. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში“,- აცხადებს თბილისის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე. „ეს არის დღე, რომლის უკან დგას ათი ათასობით დაღუპული ადამიანი, ასი ათასობით იძულებით გადაადგილებული პირი, ოკუპირებული ტერიტორიები. ამ ომს არ ჰყავს გამარჯვებული, მაგრამ ჰყავს გმირები, რომლებმაც თავი შესწირეს ქვეყნის მთლიანობისთვის ბრძოლას. მათი ხსოვნის წინაშე, ჩვენი ვალია, აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდი აფხაზებსა და ქართველებს შორის, მშვიდობიანი ნაბიჯებით, ეკონომიკური განვითარებით, წინსვლით დავიბრუნოთ ის ერთიანობა, რომელიც გვქონდა და გავაერთიანოთ საქართველო“,- წერს კალაძე. თბილისის მერმა  სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით,…

მეტი...

სომხეთმა ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა

სომხეთში სამხედრო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელში დაწერა. „მთავრობის გადაწყვეტილებით, სომხეთის რესპუბლიკაში გამოცხადდა სამხედრო მდგომარეობა და საყოველთაო სამხედრო შეკრება. გადაწყვეტილება ძალაში მისი გამოქვეყნებისთანავე შედის. მოვუწოდებ შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობას, გამოცხადდნენ სამხედრო კომისარიატებში. ჩვენი სამშობლოს, ჩვენი გამარჯვებისთვის“,- წერს ფაშინიანი. სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მხარეები სამხედრო შეტაკებების და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სომხეთის მხრიდან დღეს დილით ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა. შედეგად არის მსხვერპლი. მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეების მხრიდან. 

მეტი...

“საჩხერეს გარკვეული უპირატესობა აქვს” – გიორგი გახარია

“საქართველოს სხვა რეგიონებთან შედარებით, საჩხერეს გარკვეული უპირატესობა აქვს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც საჩხერეს რეგიონს შეეხებოდა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს უპირატესობა გამოვლენილია საჩხერის ჯანდაცვის სისტემაში, განათლების სისტემის ინფრასტრუქტურაში და ბევრ სხვა რამეში. „საქართველოს სხვა რეგიონებთან შედარებით, საჩხერეს გარკვეული უპირატესობა აქვს და ეს უპირატესობა გამოვლენილია საჩხერის ჯანდაცვის სისტემაში, განათლების სისტემის ინფრასტრუქტურაში და ბევრ სხვა რამეში. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ, ზოგიერთი ჩვენი ეკონომიკურად ძალიან სუსტ მდგომარეობაში მყოფი რეგიონებისთვის, რა თქმა უნდა, საჩხერე შეიძლება იყოს მაგალითი, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მეტი...

სპეციალური რეისით გერმანიაში სტუდენტები გაემგზავრნენ

პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერითა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობით, ახალგაზრდობის სააგენტომ რიგით მეოთხე სუბსიდირებული რეისი დააორგანიზა, რომლითაც სტუდენტები გერმანიაში გაემგზავრნენ. მათი ნაწილი გერმანიაში სწავლას გააგრძელებს ნაწილს კი დასაქმების კონტრაქტი აქვს. ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელმა რევაზ ჩარკვიანმა დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ბერლინში მიმავალი სტუდენტები გააცილა. აღნიშნული სუბსიდირებული რეისი რიგით მეოთხეა, რომლითაც საქართველოდან ევროპაში ქართველი სტუდენტები გაემგზავრნენ. ოთხივე რეისი საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებითა განხორცილდა.

მეტი...

“ჩართული გვყავს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და ეტაპობრივად მიზანს მივაღწევთ” – გიორგი გახარია ზაზა გახელაძეზე

“ჩვენ ჩართული გვყავს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და ყველა მექანიზმი, რომელიც დღეს მთავრობის ხელშია”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ზაზა გახელაძესთან დაკავშირებით განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლება აქტიურია ყველა მიმართულებით. „ხელისუფლება არის უაღრესად აქტიური ყველა მიმართულებით. ჩვენ ჩართული გვყავს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ყველა მექანიზმი, რომელიც დღეს მთავრობის ხელშია და ეტაპობრივად თითოეულ ჩვენს მოქალაქესთან მიმართებაში მიზანს მივაღწევთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ. ზაზა გახელაძე უკვე 79 დღეა, რაც ის უკანონო პატიმრობაშია. ერგნეთში ჩატარებულ შეხვედრაზე მიღებული ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. ოჯახისთვის უცნობია როდის ჩატარდება ე.წ. სასამართლო პროცესი, მათ წითელ…

მეტი...

“პანდემია არჩევნებს ხელს ვერ შეუშლის” – გიორგი გახარია

მთავრობის მეთაურის, გიორგი გახარიას თქმით, დღეს განვითარებულ მსოფლიოში პირბადეზე, დისტანციასა და ჰიგიენის ელემენტარული ნორმების დაცვაზე უკეთესი პრევენცია ვირუსის გავრცელებისა ვერავინ მოიგონა, ამიტომ საჭიროა წესების დაცვა და ვირუსთან თანაცხოვრების სწავლა. მისივე თქმით, პანდემია არჩევნებს ხელს ვერ შეუშლის „პანდემია არჩევნებს ხელს ვერ შეუშლის. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მეორე ტალღა იქნება. ეს ხომ არ არის რაღაც სიახლე. ყოველთვის ვამბობდით, რომ მეორე ტალღა იქნება. ყოველთვის ვამბობდით, რომ ელემენტარული წესები უნდა დავიცვათ. მარტივი რამ მინდა გითხრათ – დღეს განვითარებულ მსოფლიოში ვერავინ პირბადეზე, დისტანციასა და ჰიგიენის ელემენტარული ნორმების დაცვაზე უკეთესი პრევენცია ვირუსის გავრცელებისა ვერ მოიგონა, ამიტომ…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 294 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 294 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 87 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა. “294 ახალი შემთხვევიდან 66% აჭარაშია. აქ 193 ადამიანს დაუდასტურდა ვირუსი, თბილისში 43 ახალი პაციენტია, გურიაში – 16, იმერეთში 14, სამეგრელო-ზემო სვანეთში 11, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში 5-5 ახალი შემთხვევაა, შიდა ქართლში 4, კახეთში 2, მცხეთა-მთიანეთში კი ერთი ახალი შემთხვევაა”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძის მარინა ენდელაძემ განაცხადა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 5 254 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1 906 ადამიანი, 28 პაციენტი კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოს პარლამენტის შენობის ფასადზე სახელმწიფო დროშა დაუშვეს

სოხუმის დაცემის 27 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში, დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. სახელმწიფო დროშები დაშვებულია ყველა სახელმწიფო უწყების შენობაზე. სოხუმის დაცემიდან დღეს 27 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა.

მეტი...

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა

1993 წლის 27 სექტემბერი – ეს საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველზე ტრაგიკული დღეა. ამ დღეს სოხუმი დაეცა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ომი 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა. სეპარატისტთა მხარეს ასევე იბრძოდნენ ადგილობრივი სომხები (ბაგრამიანის სახელობის ბატალიონი), დაქირავებული მებრძოლები ჩრდილოეთ კავკასიიდან, კაზაკთა შეიარაღებული მილიციის მეომრები, რომელთაც არაოფიციალურად მხარს უჭერდა რუსეთის სამხედრო ბაზის გარნიზონი გუდაუთაში. აფხაზეთში მცხოვრები ადამიანები იძულებულები გახდნენ, სახლები დაეტოვებინათ და კავკასიის მთებიდან გასულიყვნენ სამშვიდობოს. აფხაზური მხრიდან დაიღუპა 4 040 ადამიანი, მათ შორის 2 220 ჯარისკაცი, დაიჭრა 8…

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 41 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ერთი პაციენტი გარდაიცვალა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 216 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან კორონავირუსი 41-ს დაუდასტურდა. გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით 114 პაციენტი რჩება, მათგან 14-ის მდგომარეობა მძიმეა. 25 სექტემბერს გუდაუთის საავადმყოფოში 90 წლის კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა.

მეტი...

“არც ერთი კვლევა არ მიუთითებს იმაზე, რომ „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვება გაუჭირდება“ – კახა კალაძე

“”ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პარტია, რომელსაც რეალურად აქვს გამარჯვების შანსი ისე, რომ არანაირი კოალიცია არ დასჭირდეს. რეალურად, რომ შევხედოთ, ჩვენს გუნდს აქვს შესაძლებლობა, რომ 60%-მდე მხარდაჭერა მიიღოს” – შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, არც ერთი კვლევა არ მიუთითებს იმაზე, რომ „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვება გაუჭირდება. „მოსახლეობასთან ურთიერთობა და კონტაქტი არასდროს არ გაგვიწყვეტია. ჩემი თანამდებობიდან გამომდინარე, ყოველდღიურად მიწევს ურთიერთობა დედაქალაქის მოსახლეობასთან და ძალიან კარგად ვიცი „ქართული ოცნებისისადმი“ განწყობები. ამას ემატება რეგიონებში ჩვენი გასვლები, წარდგენები და იქაც ძალიან ხშირია კომუნიკაცია. თუ გადავხედავთ ყველა კვლევას, რომელსაც სხვადასხვა ტელევიზია და ორგანიზაცია…

მეტი...

“ჩვენი კლინიკური სექტორი იმუშავებს იმდენად ეფექტურად, რომ შევძლებთ გამოვაჯანმრთელოთ ყველა” – თენგიზ ცერცვაძე

„ჩვენ შემთხვევის მატების იმიტომ გვეშინია, რომ მას არ მოჰყვეს ლეტალობის ზრდა. საქართველოში გარდაცვალების ერთეული შემთხვევებია მხოლოდ, მაშინ როცა სხვა ქვეყნებში ათეული, ასეული და ათასეულია” – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მისივე თქმით, სახელმწიფო პანდემიას უმკლავდება. „ჩვენ შემთხვევის მატების იმიტომ გვეშინია, რომ მას არ მოჰყვეს ლეტალობის ზრდა. საქართველოში გარდაცვალების ერთეული შემთხვევებია მხოლოდ, მაშინ როცა სხვა ქვეყნებში ათეული, ასეული და ათასეულია. საქართველო კვლავ ინარჩუნებს ევროპის 49 ქვეყნასა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებს შორის იმ ქვეყნის სტატუსს, რომელსაც ჰყავს ყველაზე ნაკლები გარდაცვლილი. ერთ მილიონ მოსახლეზე სულ გვყავს შვიდი გარდაცვლილი, რაც…

მეტი...

” წითელი ზონა იწყება მას შემდეგ, რაც შემთხვევების რაოდენობა დღეში 500-დან 700-მდეა” – თამარ გაბუნია

“საქართველოს სტატუსი რომ შეიცვალოს, ძალიან ბევრი ახალი შემთხვევა უნდა დაფიქსირდეს ინციდენტობის კუთხით, რომ ჩვენ გადავცდეთ გლობალურ საშუალოს” – ამის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით განუცხადა. მისივე თქმით,წითელი ზონა იწყება მას შემდეგ, რაც შემთხვევების რაოდენობა დღეში 500-დან 700-მდეა. „რაც შეეხება ქვეყნის სტატუსს, გლობალური მაჩვენებლის თანახმად, დღეს ინციდენტობის (ანუ ახალი შემთხვევების) საშუალო მაჩვენებელი 100 ათას მოსახლეზე არის დაახლოებით 19. ითვლება, რომ ამ ნიშნულის ქვემოთ ქვეყნები არის დაბალი რისკის მატარებელი და ამის ზემოთ არის მაღალი რისკის მატარებელი. საქართველოს ორი კვირის ჯამური ინციდენტობის მაჩვენებელი 5,5 ერთეულია, რაც კვლავაც ქვედა…

მეტი...

შსს-ს ინფორმაცია თელავის საკარანტინო სივრცეში გარდაცვლილი პირის შესახებ

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა თელავში, საკარანტინო სივრცეში მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით ამ ეტაპზე დგინდება, რომ ქალაქ თელავში ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც კოვიდპანდემიის გამო საკარანტინო სივრცე არის განთავსებული, 1991 წელს დაბადებული გ.გ. სასტუმროს პერსონალმა გარდაცვლილი ნახა. აღნიშნული პირი 24 სექტემბერს საფრანგეთიდან დაბრუნდა საქართველოში, რის შემდეგაც თელავში სასტუმროს საცხოვრებელ ნომერში იყო გადაყვანილი. გარდაცვლილი გადასვენებულია ექსპერტიზაზე კვლევების ჩატარების მიზნით. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით გრძელდება.

მეტი...

საქართველოს პრეზიდენტი, ავიაკატასტროფის გამო, უკრაინელ ხალხს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს პრეზიდენტი, ავიაკატასტროფის გამო, უკრაინელ ხალხს სამძიმარს უცხადებს. „ძალიან მტკივნეულია აღმოსავლეთ უკრაინაში მომხდარ ავიაკატასტროფაში ახალგაზრდა კურსანტებისა და მფრინავების დაღუპვის შესახებ გაგება. ჩემი ფიქრები დაღუპულთა ოჯახებსა და უკრაინელ ხალხთანაა,“- წერს სალომე ზურაბიშვილი. ცნობისთვის, გუშინ ხარკოვის ოლქში, სამხედრო აეროპორტიდან ორ კილომეტრში „ან 26“-ის ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ბორტზე მფრინავები და ივან კოჟედუბას სახელობის საჰაერო ძალების უნივერსიტეტის კურსანტები იმყოფებოდენ. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 25 ადამიანი. თვითმფრინავი საწვრთნელ ფრენას ახორციელებდა. ჩამოვარდნის შემდეგ, თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი მოგვიანებით სახანძრო-სამაშველო ჯგუფებმა ჩააქრეს.

მეტი...

“საქართველო ჯერჯერობით ინარჩუნებს დაბალი რისკის ქვეყნის სტატუსს” – თამარ გაბუნია

“საქართველო ჯერჯერობით ინარჩუნებს დაბალი რისკის ქვეყნის სტატუსს”, – განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ. მისივე თქმით, დღევანდელი მდგომარეობით, 14-დღიანი ინციდენტობის მაჩვენებელი არის – 5.5, რაც პირობითად ფასდება როგორც მუქი მწვანე ზონა (10-ზე ნაკლები 100 000 მოსახლეზე). „​ინციდენტობის საშულო გლობალური მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე დღევანდელი მდგომარეობით არის დაახლოებით – 19. 19-ის ქვემოთ ქვეყნები ითვლება, რომ არის დაბალი რისკის ქვეყნები და 19-ის ზემოთ კი – მაღალი რისკის ქვეყნები. ჩვენი დღევანდელი მდგომარეობით, 14 დღიანი ინციდენტობის მაჩვენებელი არის – 5.5, რაც პირობითად ფასდება როგორც მუქი მწვანე ზონა (10-ზე ნაკლები 100 000 მოსახლეზე). 4-დონიანი შუქნიშანი, რომელსაც ჩვენ ახლა შიდა…

მეტი...

კორონავირუსით 28-ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. პაციენტი გარდაიცვალა ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში. გარდაცვლილი 59 წლის ქალია.

მეტი...

პოლიციამ გურიაში ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ჩოხატაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული შ.შ., ოჯახში ძალადობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულში მცხოვრებმა ბრალდებულმა მამაკაცმა, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ფიზიკურად იძალადა მეორე შვილზე – 1999 წელს დაბადებულ მ.შ.-ზე. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

მეტი...

კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა ოზურგეთში

ოზურგეთში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, აღნიშნული შემთხვევები დაბა ლაითურსა და ,,აჭარა ტექსტილს“ უკავშირდება. ,,კოვიდ-19“ დაუფიქსირდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელსაც, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულ პირთან და მას შემდეგ, ორ კვირაზე მეტია თვითიზოლაციაში იმყოფება. აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებენ მერიის პრესსამსახურში.

მეტი...

აჭარაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა

აჭარის რეგიონში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა. კორონავირუსის გაზრდილი სტატისტიკისა და მომატებული საფრთხის გამო, დღედან აიკრძალა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა. ბათუმში შესვლა-გამოსვლა მხოლოდ მსუბუქი ავტომობილითაა შესაძლები. გუშინ გაჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. რეგიონში კვების ობიექტები შეზღუდული დროით მუშაობენ. სწავლა ისევ დისტანიურ რეჟიმში გრძელდება. კოვიდ 19 დაუდასტურდა ათობით მასწავლებელსა და მოსწავლეს. ბათუმის შესასვლელებში კი საკონტროლო პუნქტებია განთავსებული. ყველა შემსვლელსა და გამომსვლელს თერმოსკრინინგი უტარდება.

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში ყველა სკოლაში კარანტინი გამოცხადდა

კორონავირუსის გამო, ოკუპირებულ აფხაზეთში, 16 ოქტომბრამდე კარანტინი გამოცხადდა. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარი სანიტრის ლუდმილა სკორიკიის თქმით, პედაგოგიური გუნდი მზად არ იყო და უგულებელყოფდა იმ მოთხოვნებს, რაც მათ სახელმწიფო სანიტარიულმა სამსახურმა დააკისრა. „მკვეთრად გაიზარდა COVID-19- ის შემთხვევები, რაც გამოწვეულია ბავშვთა მობილობით, რომელიც 2020 წლის 1 სექტემბრიდან დაიწყო. პედაგოგიური გუნდი მზად არ იყო და უგულებელყოფდა იმ მოთხოვნებს, რაც მათ სახელმწიფო სანიტარიულმა სამსახურმა დააკისრა. მასწავლებლები პირველები დაავადდნენ. ამიტომ, აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობამ, ჯანდაცვის სამინისტროსა და სანიტარული სამსახურის რეკომენდაციების საფუძველზე, გადაწყვიტა, აფხაზეთის ყველა სკოლაში კარანტინი გამოაცხადოს”, – აცხადებს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარი სანიტარი, ლუდმილა…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 166 აჭარას, 41 თბილისს, 55 კი იმერეთს უკავშირდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევიდან 166 აჭარას, 41 თბილისს, ხოლო 55 იმერეთს უკავშირდება. დანარჩენი შემთხვევები სხვადასხვა რეგიონზე ნაწილდება. „კორონავირუსის ახალი შემთხვევების განაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია: შემთხვევების ყველაზე მეტი რაოდენობა ისევ აჭარაშია – 166 , იმერეთში – 55, თბილისში 41 ახალი შემთხვევა არის, სამეგრელო-ზემო სვანეთში- 18, გურიაში – ცხრა, ქვემო ქართლში – სამი, სამცხე-ჯავახეთში – ერთი, ასევე ერთი შემთხვევაა კახეთში“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 60 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 4 960 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი, 60-ით გაიზარდა და 1819-ს შეადგენს.​ კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 27 ადამიანია გარდაცვლილი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 584 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 836 ადამიანი. კოვიდსასტუმროებში იმყოფება 781 მოქალაქე. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გუშინ, 25 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 265 შემთხვევა დაფიქსირდა.

მეტი...

“პრემიერმა ისაუბრა ყველა იმ გამოწვევაზე, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას” – ნათია მეზვრიშვილი

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უმაღლესი ტრიბუნიდან პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მსოფლიო ლიდერებს მკაფიო და პრინციპული გზავნილებით მიმართა, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე პრემიერ-მინისტრის გამოსვლის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, პრემიერმა ისაუბრა ყველა იმ გამოწვევაზე, რომლის წინაშეც დღეს ქვეყანა დგას. „პირველ რიგში, ეს არის რუსული ოკუპაცია, ჰუმანიტარული კრიზისი, რომელშიც ოკუპაციით დაზარალებულ ჩვენს მოქალაქეებს ყოველდღიური ცხოვრება უწევთ. პრემიერმა მადლობა გადაუხადა გაეროს წევრ ქვეყნებს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენ ყოველთვის ვიღებთ ჩვენი მეგობარი ქვეყნებისგან და აღნიშნა, რომ დღეს, როდესაც უკანონო ბორდერიზაცია გრძელდება, კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს მათი…

მეტი...

„ალიანსი მულტილატერალიზმისთვის – ჩვენი წვლილი და ვალდებულება კრიზისის შემდგომი აღდგენის საქმეში“ – დავით ზალკანიანის გამოსვლა

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო გერმანიისა და საფრანგეთის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, „ალიანსი მულტილატერალიზმისთვის – ჩვენი წვლილი და ვალდებულება კრიზისის შემდგომი აღდგენის საქმეში“. გამოსვლისას დავით ზალკალიანმა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ გლობალურ საფრთხეებზე ისაუბრა და ამ კონტექსტში, მრავალმხრივი დიპლომატიის როლსა და გაერო-ს ქარტიის დებულებების განუხრელად დაცვის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრმა აღნიშნა, რომ დღეს, მსოფლიო ახალი გამოწვევების წინაშე დგას, რომელსაც ცალკე აღებული ვერც ერთი ქვეყანა ვერ გაუმკლავდება. ამავდროულად, დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა პანდემიამდე არსებულ იმ გლობალურ გამოწვევებს, რომლებიც მსოფლიო ჯანდაცვის კრიზისმა კიდევ უფრო გაამწვავა.…

მეტი...

“გაგრძელდება ახალი შესაძლებლობის შექმნა სოფლის მეურნეობის, მეწარმეობის, გადამამუშავებელი მრეწველობის მიმართულებით” – ირაკლი ჩიქოვანი

ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი დღეს სოფელ ჭაქვინჯში ახალგაზრდა მეწარმეს შეხვდა, რომელსაც 13 ჰექტარზე თხილი მოჰყავს და ახალ სახელმწიფო პროგრამაში ერთვება, რომელიც სარწყავი სისტემების მოწყობას გულისხმობს. დღესვე კანდიდატი სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებულ თხილის საწარმოში იმყოფებოდა, სადაც მუშაობის პროცესს გაეცნო. ,,თხილი სტრატეგიული კულტურაა, როგორც მთლიანად სამეგრელოსთვის, ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტისთვის, ამ კულტურას მოაქვს მნიშვნელოვანი დოვლათი ჩვენი მოქალაქეებისათვის. სახელმწიფოს მხრიდან არის გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები იმისათვის, რომ ხელი შეეწყოს თხილის სექტორის განვითარებას. დღეს სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებულ საწარმო ,,ნატს ჯი“-ს  ვესტუმრეთ, საწარმო ამჟამად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მსხვილ შეკვეთებზე მუშაობს“ აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა. 2013 წლიდან…

მეტი...

დღეს ხუთი კოვიდინფიცირებული პაციენტი გამოჯანმრთელდა რუხის საავადმყოფოში

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღეს ხუთი კოვიდინფიცირებული პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, მაიკო ჯანაშიამ განუცხადა. „რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 61 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. მათგან ცხრა პაციენტი მცირეწლოვანია. ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა მაიკო ჯანაშიამ.

მეტი...

“ეფექტური ვაქცინის შექმნამდე „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვი შესაძლოა, ორ მილიონამდე გაიზარდოს” – ჯანმო

ეფექტური ვაქცინის შექმნამდე „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვი შესაძლოა, ორ მილიონამდე გაიზარდოს. ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, მაიკ რაიანმა გააკეთა. მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ პანდემიის შეკავება არ მოხდება, გარდაცვლილთა რიცხვი შესაძლოა, გაცილებით მაღალი იყოს.

მეტი...

კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა კახეთში

კახეთში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ლაბორატორიული კვლევის შედეგები ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. ინფიცრებული ქალი წარმოშობით დედოფლისწყაროდან არის, მას აჭარის რეგიონში მოგზაურობის ისტორია აქვს.  ეპიდემიოლოგთა ჯგუფი ახლა კონტაქტების და წყაროს დადგენაზე აქტიურად მუშაობს.

მეტი...

ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა

ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. მიკროავტობუსი მგზავრებით თელავიდან ყვარლის მიმართულებით გადაადგილდებოდა, როცა მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბოგირს დაეჯახა. შეჯახების შედეგად დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ყვარლისა და თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. „ჩემს კლინიკაში 8 პაციენტი შემოიყვანეს. ორს ჩავუტარეთ ქირურგიული ოპერაცია. ხვალ კი კიდევ ორი დაშავებული მგზავრის ოპერაციაა ჩანიშნული. მათ ძირითადად მოტეხილობები აღენიშნებათ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორმა, ხათუნა ჭონიაშვილმა. მიკროავტობუსის მგზავრები თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში ცხოვრობენ. დაშავებულები თვითდასაქმებულები არიან და ისინი კახეთის რეგიონში კერძო პირებს, ყურძნის კრეფაში ეხმარებიან. მომხდარზე გამოძიება…

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 68 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 68 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს, გასული დღე-ღამის განმავლობაში ტესტირება 236 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან კორონავირუსი 68 პირს დაუდასტურდა. გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 99 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 13 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

მეტი...

“მივმართავ ჩვენს თანამემამულეებს საოკუპაციო ხაზების მეორე მხარეს – ერთად შეგვიძლია შევქმნათ უკეთესი მომავალი” – გიორგი გახარია

“საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ არის მკაფიო განაცხადი, რომ საქართველო დაინტერესებულია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებთან დიალოგით. ჩვენ გვაღელვებს მათი ბედი და დაინტერესებული ვართ იქ სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებით, ისევე, როგორც გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს შორის პირდაპირი კავშირების აღდგენით”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე  სესიაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით,საქართველოს ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს, რომ დაკეტილი საოკუპაციო ხაზის პირობებშიც კი შეძლებისდაგვარად დაეხმაროს გაჭირვებაში მყოფ თანამემამულეებს.   „საქართველოს ხელისუფლება, თავის მხრივ, ძალისხმევას არ იშურებს, რომ დაკეტილი საოკუპაციო ხაზის პირობებშიც კი შეძლებისდაგვარად დაეხმაროს გაჭირვებაში მყოფ თანამემამულეებს.  საქართველოს…

მეტი...

“ჩვენ გავატარეთ ისტორიული მნიშვნელობის საკონსტიტუციო რეფორმა” – გიორგი გახარია

“ჩვენ გავატარეთ ისტორიული მნიშვნელობის საკონსტიტუციო რეფორმა, რომლის შედეგადაც 2020 წლიდან საქართველო ევროპულ საპარლამენტო მმართველობაზე გადავიდა, ხოლო 2024 წელს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდება”, – – ამის შესახებ საქართველოსპრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომამ ცვლილებით მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა შეძლო ის, რაც ქართული სახელმწიფოს 30-წლიანი არსებობის განმავლობაში ბევრმა პოლიტიკურმა ძალამ  გააჟღერა, თუმცა, ვერავინ გაბედა, რომ აღესრულებინა.  „ქართველი ერი ძლიერი და თავისუფლების მოყვარულია, საქართველოს ისტორია – უძველესი, ქვეყანა კი – დემოკრატიული და მომავალზე ორიენტირებული. დღეს საქართველო თავს აცნობს მსოფლიოს როგორც ქვეყანა, რომელსაც დემოკრატიის ერთ-ერთი…

მეტი...

“დღესაც კი, როდესაც მთელი მსოფლიო პანდემიას ებრძვის, რუსეთი არ წყვეტს უკანონო ბორდერიზაციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე” – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე განაცხადა, რომ პანდემიის მიუხედავად რუსეთის ფედერაცია არ წყვეტს პროვოკაციებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ Covid-19-ის გამოწვევის მიღმა, საქართველო წლების განმავლობაში დგას სხვა, კიდევ უფრო რთული გამოწვევის – ტერიტორიების ოკუპაციის წინაშე და მსოფლიო საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის უკანონო ქმედებებს. “ამ ახალი გამოწვევის მიღმა, საქართველო წლების განმავლობაში დგას სხვა, კიდევ უფრო რთული გამოწვევის – ტერიტორიების ოკუპაციის წინაშე. საყოველთაოდ ცნობილია, რომ 2008 წელს, საქართველოს წინააღმდეგ რუსეთმა განახორციელა ღია, ფართომაშტაბიანი სამხედრო აგრესია, რომლის შეკავება საერთაშორისო თანამეგობრობის, პირველ რიგში, აშშ-ისა და…

მეტი...

მთაწმინდაზე, ოლივერ უორდროპის სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მთაწმინდის რაიონში, ჟვანიას ქ. N3-ში, ოლივერ უორდროპის სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოები მთაწმინდის რაიონის გამგეობის დაკვეთით მიმდინარეობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, 1 800 კვ. მ ფართობზე მოეწყობა ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, განახლდება არსებული შადრევანიც. ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. სკვერის ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების მასშტაბური სამუშაოებიც. მიმდინარე სამუშაო პროცესს მთაწმინდის რაიონის გამგებელი, დავით კირკიტაძე გაეცნო. „ჩვენს ქალაქში აუცილებელია მსგავსი სივრცეების არსებობა. შესაბამისად, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მთაწმინდის რაიონში არც ერთი უბანი არ დარჩეს სკვერისა და რეკრეაციული სივრცეების გარეშე. ახალი სკვერების მოწყობის პარალელურად, უკვე არსებულ…

მეტი...

აზერბაიჯანში კორონავირუსის 101 ახალი შემთხვევა დადასტურდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 101 ადამიანს გამოუვლინდა, 2 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 39,787 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 583 ადამიანი. ვირუსისგან 37,392 პაციენტი განიკურნა.

მეტი...