საქართველოში კორონავირუსის 294 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 294 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 87 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა.

“294 ახალი შემთხვევიდან 66% აჭარაშია. აქ 193 ადამიანს დაუდასტურდა ვირუსი, თბილისში 43 ახალი პაციენტია, გურიაში – 16, იმერეთში 14, სამეგრელო-ზემო სვანეთში 11, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში 5-5 ახალი შემთხვევაა, შიდა ქართლში 4, კახეთში 2, მცხეთა-მთიანეთში კი ერთი ახალი შემთხვევაა”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძის მარინა ენდელაძემ განაცხადა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 5 254 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1 906 ადამიანი, 28 პაციენტი კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები