“საჩხერეს გარკვეული უპირატესობა აქვს” – გიორგი გახარია

“საქართველოს სხვა რეგიონებთან შედარებით, საჩხერეს გარკვეული უპირატესობა აქვს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც საჩხერეს რეგიონს შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს უპირატესობა გამოვლენილია საჩხერის ჯანდაცვის სისტემაში, განათლების სისტემის ინფრასტრუქტურაში და ბევრ სხვა რამეში.

„საქართველოს სხვა რეგიონებთან შედარებით, საჩხერეს გარკვეული უპირატესობა აქვს და ეს უპირატესობა გამოვლენილია საჩხერის ჯანდაცვის სისტემაში, განათლების სისტემის ინფრასტრუქტურაში და ბევრ სხვა რამეში. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ, ზოგიერთი ჩვენი ეკონომიკურად ძალიან სუსტ მდგომარეობაში მყოფი რეგიონებისთვის, რა თქმა უნდა, საჩხერე შეიძლება იყოს მაგალითი, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები