27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა

1993 წლის 27 სექტემბერი – ეს საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველზე ტრაგიკული დღეა. ამ დღეს სოხუმი დაეცა.

სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ომი 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა.

სეპარატისტთა მხარეს ასევე იბრძოდნენ ადგილობრივი სომხები (ბაგრამიანის სახელობის ბატალიონი), დაქირავებული მებრძოლები ჩრდილოეთ კავკასიიდან, კაზაკთა შეიარაღებული მილიციის მეომრები, რომელთაც არაოფიციალურად მხარს უჭერდა რუსეთის სამხედრო ბაზის გარნიზონი გუდაუთაში.

აფხაზეთში მცხოვრები ადამიანები იძულებულები გახდნენ, სახლები დაეტოვებინათ და კავკასიის მთებიდან გასულიყვნენ სამშვიდობოს.

აფხაზური მხრიდან დაიღუპა 4 040 ადამიანი, მათ შორის 2 220 ჯარისკაცი, დაიჭრა 8 000-ზე მეტი. 122 კი – დღემდე დაკარგულად ითვლება.

რაც შეეხება ქართულ მხარეს, 13 თვიან ომს შეეწირა 9, 000-მდე ჯარისკაცი. დაიჭრა 10 000-მდე ადამიანი, 1, 500-ზე მეტი დაკარგულად ითვლება.

კონფლიქტის შედეგად დაიღუპა 20, 000-დან 30, 000-მდე ეთნიკური ქართველი, ხოლო 250, 000-ზე მეტი ადამიანი კი აფხაზეთიდან ლტოლვილი გახდა.

მსგავსი თემები