საქართველოს პრეზიდენტი, ავიაკატასტროფის გამო, უკრაინელ ხალხს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს პრეზიდენტი, ავიაკატასტროფის გამო, უკრაინელ ხალხს სამძიმარს უცხადებს.

„ძალიან მტკივნეულია აღმოსავლეთ უკრაინაში მომხდარ ავიაკატასტროფაში ახალგაზრდა კურსანტებისა და მფრინავების დაღუპვის შესახებ გაგება. ჩემი ფიქრები დაღუპულთა ოჯახებსა და უკრაინელ ხალხთანაა,“- წერს სალომე ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, გუშინ ხარკოვის ოლქში, სამხედრო აეროპორტიდან ორ კილომეტრში „ან 26“-ის ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ბორტზე მფრინავები და ივან კოჟედუბას სახელობის საჰაერო ძალების უნივერსიტეტის კურსანტები იმყოფებოდენ.

ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 25 ადამიანი.

თვითმფრინავი საწვრთნელ ფრენას ახორციელებდა. ჩამოვარდნის შემდეგ, თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი მოგვიანებით სახანძრო-სამაშველო ჯგუფებმა ჩააქრეს.

მსგავსი თემები