„ალიანსი მულტილატერალიზმისთვის – ჩვენი წვლილი და ვალდებულება კრიზისის შემდგომი აღდგენის საქმეში“ – დავით ზალკანიანის გამოსვლა

  •  

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო გერმანიისა და საფრანგეთის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, „ალიანსი მულტილატერალიზმისთვის – ჩვენი წვლილი და ვალდებულება კრიზისის შემდგომი აღდგენის საქმეში“.

გამოსვლისას დავით ზალკალიანმა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ გლობალურ საფრთხეებზე ისაუბრა და ამ კონტექსტში, მრავალმხრივი დიპლომატიის როლსა და გაერო-ს ქარტიის დებულებების განუხრელად დაცვის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

მინისტრმა აღნიშნა, რომ დღეს, მსოფლიო ახალი გამოწვევების წინაშე დგას, რომელსაც ცალკე აღებული ვერც ერთი ქვეყანა ვერ გაუმკლავდება. ამავდროულად, დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა პანდემიამდე არსებულ იმ გლობალურ გამოწვევებს, რომლებიც მსოფლიო ჯანდაცვის კრიზისმა კიდევ უფრო გაამწვავა. აღნიშნულ კონტექსტში მინისტრმა რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციასა და მისგან მომდინარე ჰიბრიდულ საფრთხეებზე ისაუბრა, რომელიც პანდემიის პირობებში კიდევ უფრო ინტენსიური გახდა.

გამოსვლის დასასრულს, დავით ზალკალიანმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, რეაგირების გარეშე არ დატოვოს საერთაშორისო სამართლის ნორმების უგულებელყოფის ფაქტები.

ინიციატივას „ალიანსი მულტილატერალიზმისთვის“ საფუძველი 2019 წელს, გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ჰაიკო მასმა და ჟან-ივ ლე დრიანმა ჩაუყარეს. ინიციატივის მიზანია, განამტკიცოს საერთაშორისო სამართლის პატივისცემაზე დაფუძნებული მრავალმხრივი სისტემა და ხელი შეუწყოს საერთაშორისო სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნებას მსოფლიოში.

ღონისძიებაში 70-ზე მეტი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა პირმა მიიღო მონაწილეობა.

მსგავსი თემები

2 Thoughts to “„ალიანსი მულტილატერალიზმისთვის – ჩვენი წვლილი და ვალდებულება კრიზისის შემდგომი აღდგენის საქმეში“ – დავით ზალკანიანის გამოსვლა”

  1. I have read a few just right stuff here. Certainly worth bookmarking for revisiting. I surprise how much effort you put to make this sort of fantastic informative site.

  2. Thank you for sharing superb informations. Your site is so cool. I’m impressed by the details that you have on this site. It reveals how nicely you understand this subject. Bookmarked this web page, will come back for extra articles. You, my pal, ROCK! I found simply the info I already searched everywhere and just could not come across. What a perfect website.