ოკუპირებულ აფხაზეთში ყველა სკოლაში კარანტინი გამოცხადდა

კორონავირუსის გამო, ოკუპირებულ აფხაზეთში, 16 ოქტომბრამდე კარანტინი გამოცხადდა.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარი სანიტრის ლუდმილა სკორიკიის თქმით, პედაგოგიური გუნდი მზად არ იყო და უგულებელყოფდა იმ მოთხოვნებს, რაც მათ სახელმწიფო სანიტარიულმა სამსახურმა დააკისრა.

„მკვეთრად გაიზარდა COVID-19- ის შემთხვევები, რაც გამოწვეულია ბავშვთა მობილობით, რომელიც 2020 წლის 1 სექტემბრიდან დაიწყო. პედაგოგიური გუნდი მზად არ იყო და უგულებელყოფდა იმ მოთხოვნებს, რაც მათ სახელმწიფო სანიტარიულმა სამსახურმა დააკისრა. მასწავლებლები პირველები დაავადდნენ. ამიტომ, აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობამ, ჯანდაცვის სამინისტროსა და სანიტარული სამსახურის რეკომენდაციების საფუძველზე, გადაწყვიტა, აფხაზეთის ყველა სკოლაში კარანტინი გამოაცხადოს”, – აცხადებს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარი სანიტარი, ლუდმილა სკორიკი.

მსგავსი თემები