ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 41 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ერთი პაციენტი გარდაიცვალა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 216 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან კორონავირუსი 41-ს დაუდასტურდა.

გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით 114 პაციენტი რჩება, მათგან 14-ის მდგომარეობა მძიმეა.

25 სექტემბერს გუდაუთის საავადმყოფოში 90 წლის კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები