აჭარაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა

აჭარის რეგიონში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა. კორონავირუსის გაზრდილი სტატისტიკისა და მომატებული საფრთხის გამო, დღედან აიკრძალა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა. ბათუმში შესვლა-გამოსვლა მხოლოდ მსუბუქი ავტომობილითაა შესაძლები.

გუშინ გაჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. რეგიონში კვების ობიექტები შეზღუდული დროით მუშაობენ.

სწავლა ისევ დისტანიურ რეჟიმში გრძელდება. კოვიდ 19 დაუდასტურდა ათობით მასწავლებელსა და მოსწავლეს. ბათუმის შესასვლელებში კი საკონტროლო პუნქტებია განთავსებული. ყველა შემსვლელსა და გამომსვლელს თერმოსკრინინგი უტარდება.

მსგავსი თემები