“ჩართული გვყავს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და ეტაპობრივად მიზანს მივაღწევთ” – გიორგი გახარია ზაზა გახელაძეზე

“ჩვენ ჩართული გვყავს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და ყველა მექანიზმი, რომელიც დღეს მთავრობის ხელშია”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ზაზა გახელაძესთან დაკავშირებით განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლება აქტიურია ყველა მიმართულებით.

„ხელისუფლება არის უაღრესად აქტიური ყველა მიმართულებით. ჩვენ ჩართული გვყავს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ყველა მექანიზმი, რომელიც დღეს მთავრობის ხელშია და ეტაპობრივად თითოეულ ჩვენს მოქალაქესთან მიმართებაში მიზანს მივაღწევთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ზაზა გახელაძე უკვე 79 დღეა, რაც ის უკანონო პატიმრობაშია. ერგნეთში ჩატარებულ შეხვედრაზე მიღებული ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. ოჯახისთვის უცნობია როდის ჩატარდება ე.წ. სასამართლო პროცესი, მათ წითელ ჯვარს გახელაძესთან წერილი გაატანეს, თუმცა უცნობია, როდის მოახერხებს საერთაშორისო ორგანიზაცია მის მონახულებას.

მსგავსი თემები