კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 166 აჭარას, 41 თბილისს, 55 კი იმერეთს უკავშირდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევიდან 166 აჭარას, 41 თბილისს, ხოლო 55 იმერეთს უკავშირდება.

დანარჩენი შემთხვევები სხვადასხვა რეგიონზე ნაწილდება.

„კორონავირუსის ახალი შემთხვევების განაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია: შემთხვევების ყველაზე მეტი რაოდენობა ისევ აჭარაშია – 166 , იმერეთში – 55, თბილისში 41 ახალი შემთხვევა არის, სამეგრელო-ზემო სვანეთში- 18, გურიაში – ცხრა, ქვემო ქართლში – სამი, სამცხე-ჯავახეთში – ერთი, ასევე ერთი შემთხვევაა კახეთში“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

მსგავსი თემები