საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, „რვა ერის“ სარაგბო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, ყველაზე პრესტიჟულ, „რვა ერის“ სარაგბო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. გახსნით შეხვედრას 14 ნოემბერს საქართველოს ნაკრები ლონდონში, ინგლისის წინააღმდეგ გამართავს. 

საქართველოს ნაკრების ამ წარმატებას უკვე გამოეხმაურა სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი.

„უდიდესი სიხარულით მინდა მივულოცო მთელ საზოგადოებას ეს საამაყო ამბავი – ჩვენი მორაგბეების მონაწილეობა „რვა ერის“ პრესტიჟულ ტურნირში. ეს ჩვენი რაგბისა და მთელი ქართული სპორტის უდიდესი საერთაშორისო აღიარებაა და ნათელი მაგალითი იმისა, რომ საქართველოში რაგბი კარგად ვითარდება და ახალ მწვერვალებს იპყრობს. რაგბის წარმატება დიდწილად ეფუძნება ფონდ „ქართუს“ და სახელმწიფოს უდიდეს მზრუნველობას“, – განაცხადა მინისტრმა.

მსგავსი თემები