„ჩვენ შევცვალეთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე მთავარი სიტემის, ხელისუფლების დამოკიდებულება ადამიანისადმი” – კახა კალაძე

“ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის 8 წლის თავზე. მინდა უპირველეს ყოვლისა, აღვნიშნო ის უმთავრესი მიღწევა, რაც განახორციელა ჩვენმა გუნდმა, თავისუფლების და ღირსების შეგრძნების დაბრუნება თითოეული მოქალაქისთვის, თითოეულ ოჯახში”, – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო სიის პირველი ოცეულის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოების წინაშე გამოდის როგორც ამ უძველესი, უმშვენიერესი ქალაქის მერი და როგორც პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი.

„ჩვენ შევცვალეთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე მთავარი სიტემის, ხელისუფლების დამოკიდებულება ადამიანისადმი. 8 წლის მანძილზე შეიცვალა კონტექსტიც, შეიცვალა გარემოც და რაც მთავარია, უკეთესობისკენ შეიცვალა ჩვენი ქვეყანა. ჩვენ აღარ გვიწევს ადამიანის ელემენტარული უფლებებისთვის, წამებისა და ჩაგვრის დასრულებისთვის ბრძოლა. დღეს ჩვენ უკვე სრულიად სხვა მიზნების მიღწევისთვის ვმუშაობთ. კი არ ვიბრძვით, არამედ ვშრომობთ. ვმსჯელობთ, ვსაუბრობთ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების ვადებზე. ქვეყნის უფრო სწრაფ ეკონომიკურ განვითარებასა და მოსახლეობის კეთილდღეობის ხარისხის ამაღლებაზე. ვსაუბრობთ წარმატებით განხორციელებული ჯანდაცვის რეფორმის კიდევ უფრო დახვეწაზე. ვკამათობთ და ვრიგდებით, სრულად პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარების ვადებზე, მართლმსაჯულების სისტემის მაქსიმალურად დახვეწის ვადებზე, გამოხატვის თავისუფლების უმაღლესი სტანდარტის პირობების შენარჩუნებაზე. მოქალაქეების ცილისწამებისა და შეურაცხყოფისგან დაცვის დემოკრატიულ ინსტრუმენტებზე. მაღალი დემოკრატიული სტანდარტით ჩატარებულ არჩევნებში გამარჯვებაზე და არა არჩევნების გაყალბებაზე“,- განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები