“ეს უნდა იყოს ყველას გამარჯვება, ეს არჩევნები პოლიტიკური უკიდურესობებისგან დაცლილი უნდა იყოს” – გიორგი გახარია

“ეს უნდა იყოს ყველას გამარჯვება, ეს არჩევნები პოლიტიკური უკიდურესობებისგან დაცლილი უნდა იყოს და ასევე უნდა იყოს შინაარსობრივად სავსე არჩევნები, ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო სიის პირველი ოცეულის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„რა თქმა უნდა პარალელურად ისეთ მდგომარეობაში ვართ, რომ ყოველდღიური შრომის და მუშაობის გამოწვევები უამრავია, ჩვენი ძირითადი მზიანი იქნება სწრაფი ეკონომიკური აღდგენა, ღირსეული სამუშაო ადგილები და რა თქმა უნდა ადამიანი იქნება ამ პროგრამის ცენტრში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია დაასახელა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

მსგავსი თემები